უფრო მეტი ეკატერინე მედიჩის შესახებსაფრანგეთის ისტორია (post #53969636)ეკატერინე მედიჩი (ფრანგ. Catherine de Médicis) ანუ ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი
(იტალ. Caterina Maria Romola di Lorenzo de' Medici) (დ. 13 აპრილი 1519, ფლორენცია — გ. 5 იანვარი 1589, ბლუა) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი.
ურბინოს, ფლორენციისა და ბოლონიის ჰერცოგ ლორენცო II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მადლენ დე ლა ტურდეს ერთადერთი შვილი.
საფრანგეთის დედოფალი 1547-1559 წლებში როგორც ანრი II-ის მეუღლე. საფრანგეთის სამი მეფის ფრანსუა II-ის, შარლ IX-ისა და ანრი III-ის დედა.
როგორც მეფის დედა იგი ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკაში და დიდ გავლენასაც ახდენდა მასზე.
იგი 1552, 1560-63 და 1574-75 წლებში იყო რეგენტი და თავად მართავდა ქვეყანას.

უკანასკნელი თვეები, გარდაცვალება და დაკრძალვა
ანრიმ პარიზის დასაცავად შვეიცარიელები დაიქირავა. თუმცა პარიზელები აცხადებდნენ, რომ თავს თვიცონაც დაიცავდნენ. 1588 წლის 12 მაისს ანრი დე გიზმა პარიზი აიღო, სამეფო ოჯახი კი ბლუაში გაიქცა. ანრი იძულებული იყო დაეკმაყოფილებინა გიზის ყველა მოთხოვნა.
იმავე წლის 23 დეკემბერს გიზის ჰერცოგი ჩავიდა ბლუას სასახლეში, სადაც მას ელოდებოდა თავისი ძმა ლუი II, გიზის კარდინალი. ჰერცოგს უთხრეს, რომ მას პირადად ელოდებოდა მეფე სამეფო საძინებელში, სადაც მცველებმა მოკლეს ჯერ ჰერცოგი, შემდეგ კარდინალი. იმისათვის, რათა სამეფო გვირგვინის მოცილე არ გამოსჩენოდა, მეფემ ჰერცოგის შვილი დააპატიმრებინა.
გიზის ჰერცოგი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა მკვლელობამ კი მოქალაქეები ანრის წინააღმდეგ განაწყო. პარლამენტმა კრიმინალში დაადანაშაულა მეფე, რომელმაც დატოვა პარიზი, რათა შეერთებოდა ანრი ნავარელის ჯარს.
ამ დროს უკვე ავადმყოფი ეკატერინე საწოლში იწვა და ოთახიდან ვერ გამოდიოდა.
თავისი სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ეკატერინე ერთობ ხშირად ავადმყოფობდა, რის გამოც იგი ყოველ დღე სიკვდილს ელოდა. სწორედ ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედროდა ცნობილ წინასწარმეტყველ ნოსტრადამუსს და მისგან გაეგო თავის აღსასრულის დრო. ეკატერინემ მას ჰკითხა თუ როდის გარდაიცვლებოდა, ნოსტრადამუსმა კი მიუგო: "მაშინ, როდესაც სენ-ჟერმენს იხილავთ". ამის შემდეგ დედოფალ სენ-ჟერმენის სასახლეში ფეხი აღარ დაუდგამს, მეტიც საცხოვრებლად შორს გადავიდა რომ არც კი დაენახა, თუმცა ამას მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეკატერინე მედიჩის დაავადება სულ უფრო პროგრესირებდა, ამიტომაც ანრიმ მასთან სახელგანთქმული ექიმი მიიყვანა. დედა დედოფალმა ახლად გაცნობილ ექიმს სახელი ჰკითხა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მისდა სავალალოდ და ბედის ირონიით, ექიმის სახელი სწორედ ნოსტრადამუსის მიერ ნახსენები სახელი - სენ-ჟერმენი იყო. ამ სახელის გაგონებამ დედოფალზე იმდენად ცუდად იმოქმედა, რომ ეკატერინეს ინფარქტი განუვითარდა და 1589 წლის 5 იანვარს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ როდესაც ბლუადან ეკატერინეს ცხედარი პარიზში, ანრი II-ის გვერდით დასაკრძალად მიჰქონდათ, პარიზელებმა გვამი არ შეატანინეს. ამის მიზეზი ის იყო რომ ხალხს ეკატერინე ეზიზღებოდა მისი ტირანული პოლიტიკის გამო. ხოლო როცა ხალხის დარბევა სცადეს ისინი დაემუქრნენ, რომ თუ მას პარიზში დაკრძალავდნენ მის გვამს ამოთხრიდნენ და სენაში გადააგდებდნენ. ამიტომ ეკატერინე ბლუაში დაკრძალეს. მოგვიანებით, 1610 წელს, მისმა სიძემ, უკვე საფრანგეთის მეფე ანრი IV-მ ეკატერინეს ნეშტი გადაასვენა და პარიზში, ანრი II-ის გვერდით დაკრძალა სენ-დენის ბაზილიკაში.
****
ნოსტრადამუსი
რაც შეეხება ნოსტრადამუსს...
მედიჩს თავის კატრინებში მოიხსენიებს, როგორც გველს მის შთამომავლებთან ერთად.
10 июля 1559 годa умер Генрих II. Екатерина, которая любила мужа несмотря ни на что, с этого дня выбрала сломанное копьё с надписью «Lacrymae hinc, hinc dolor», («от этого все мои слёзы и боль моя») своей эмблемой и до конца своих дней в знак траура нoсила чёрные одежды. Екатерина Медичи в течение 30 лет носила траур по своему супругу и вошла в историю Франции под именем «Черная королева». В новой геральдике Екатерины присутствовал также и уроборос – змей, пожирающий свой хвост. Нострадамус предсказал это в первых двух строках катрена 19 Центурии I :
Когда змеи окружат кольцом ар земли,
Троянская кровь будет пролита испанцами.
Из-за них будут большие убытки,
Главный плод спрячут в бортах, в грязи.
/Вождь, плод, спрятанный.../
****
გრაფი სენ-ჟერმენი XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პიროვნებაგრაფი სენ-ჟერმენი თავისუფლად შემიძლია შევადარო ლუციფერის მიწიერ განსხეულებას.
****
იგი ყველას ეუბნებოდა, რომ უკვე რამდენიმე საუკუნე და ათასწლეულია ცოცხლობს, რომ ოდესღაც ატლანტიდაში სახლობდა და რამდენჯერმე გარდაისახა, რომ სენეკასა და პლატონთან უსაუბრია, მოსესთან ერთად გადაუვლია ზღვა და კარგად იცნობდა აბრაამის წინაპრებს. თუმცა ერჩივნა, საკუთარ თავზე ბევრი არ ელაპარაკა, მიუხედავად ამისა, მაინც წამოსცდებოდა რაღაცები. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა: ''ყოველთვის ვეუბნებოდი ქრისტეს, რომ ცუდად დაამთავრებდა'' . ეს უცნაური და იდუმალი ადამიანი გახლდათ გრაფი სენ-ჟერმენი.

უცნაური სიკვდილი
გრაფ სენ-ჟერმენს სამართლიანად უწოდებენ XVIII საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ პიროვნებას. მის ბიოგრაფიაში ბევრი რამ ბურუსითაა მოცული. დოკუმენტები, რომელთა წყალობითაც შეიძლებოდა სიმართლის დადგენა, მისი გარდაცვალებისთანავე განადგურდა. როცა სენ- ჟერმენი გარდაიცვალა, თავადმა კარლ გერენსკიმ, რომელიც გრაფს მფარველობდა, როგორც ჩანს, მომაკვდავის თხოვნით, ყველა მისი ჩანაწერი დაწვა. მისი გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. გარდაცვალების თარიღად 1784 წელია მიჩნეული, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს ამ თარიღის შემდეგაც ნახეს სენ-ჟერმენი. მაგალითად, 1785 წელს პარიზში მასონთა შეხვედრა გაიმართა, მონაწილეთა სიაში სენ- ჟერმენიც იყო აღნიშნული. ამბობენ, თითქოს 1785 თუ 1786 წელს გრაფი პეტერბურგში ეკატერინე II-ს შეხვდა. 1788 წელს საფრანგეთის წარმომადგენელი გრაფი დე შალონი ვენეციაში წმინდა მარკიზის მოედანზე წააწყდა ადამიანს, რომელიც მეტისმეტად წააგავდა ''გარდაცვლილ'' სენ-ჟერმენს და მასთან გამოლაპარაკებაც მოასწრო.
ახლაც კი, ასწლეულების შემდეგ, სენ-ჟერმენი და ყველა მისი მისტიფიკაცია კვლავ ყურადღების ცენტრშია. აშშ-ში დღემდე არსებობს XX საუკუნის 30-იან წლებში
სენ-ჟერმენის ზოგიერთ იდეაზე დაფუძნებული სექტა, რომელშიც გრაფს ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორსაც ქრისტეს. ზოგ მისტიკოსს კი გულწრფელად სჯერა,
რომ სენ-ჟერმენი უკვდავია და შეიძლება ახლაც ჩვენ შორის დადიოდეს.
******
ის კარგად აცნობიერებდა, რომ არ უნდა აეღო არც მას და არც სხვას ის ყველაფერი, რაც არც მას და არც სხვას არ ეკუთვნოდა...
გრაფი სენ ჟერმენი – სინიორ დე არავინი

“ადამიანი სრულად აგებს პასუხს საკუთარ სამყაროში ენერგიის სწორი თუ არასწორი გამოყენებისთვის.
ყველა, ვინც სამყაროში ძალებს ბოროტად და ეგოსტური მიზნებისთვის გამოიყენებს, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ
ხელიდან უნდა გაუშვას უპატიოსნო შენაძენი. სამაგიერო, რომელიც ამისთვის მიეზღვება, მართლაც საშინელი იქნება.”
სენ ჟერმენი
This post has been edited by Катеньки on 22 Oct 2020, 17:03
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.