11 - რატომ ბოლოვდება მეგრული გვარები "ია" - თი.
კუნძულ კრეტაზე, კრონოსის სამეფო სასახლის ნანგრევების გათხრებისას, აღმოჩენილი იქნა თიხის ფირფიტები, რომლებზეც გაკეთებული იყო ლურსმული წარწერები. გაშიფვრის შედეგად, რომელიც გააკეთა ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ ჩედვიკმა, საყურადღებო ცნობები იქნა ამოკითხული. კერძოდ, ძველ საბერძნეთში და საერთოდ მიკენურ სამყაროში, ერთი და იგივე სახელის მქონე ორი პიროვნების გარჩევა ერთმანეთისგან ხდებოდა მამის სახელის დამატებით. ეს წესი ვრცელდებოდა არისტოკრატიული გვარეულობის წარმომადგენლებზე. დანარჩენ პირებს, ერთმანეთისგან განასხვავებდნენ მათი საცხოვრებელი ადგილის სახელწოდების დამატებით.

ეს წესი, როგორც ჩანს, ვრცელდებოდა არა მარტო კუნძულ კრეტაზე, არამედ ეგეოსის ზღვის მთელ არქიპელაგზე. ამიტომ პელსაგი მაკრისელები, მეგრელები და ჭანები (ლაზები) ამ წესის მატარებლები იქნებოდნენ. ბატონი ჯონ ჩედვიკის ცნობის მიხედვით ამ გვარების დაბოლოვებამ მშობლიური ქალაქის, პოლისის სახელწოდება უნდა დაგვიდგინოს.
აქვე მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ დასაბამიდან კოლხურ ტომთა გვარები გადადის შთამომავლობიდან შთამომავლობაზე, თაობიდან თაობაზე უცვლელად. ამ მიზეზის გამო, კოლხური ტომის ადამიანები, იმ გვარებს ატარებენ დღესაც, რა გვარებსაც ატარებდნენ მათი წინაპრები ალბათ რამოდენიმე ათასი წლის წინათ. : ალან-ია, ბაღათურ-ია, გამსახურდ-ია, გრიგოლ-ია, დანელ-ია, ესვანჯ-ია, თოფურ-ია, კვარაცხელ-ია, ლომა-ია, მამფორ-ია, ნაჭყეპ-ია, ოდიშარ-ია, პერტა-ია, რუხა-ია, ჟვან-ია, რუბენ-ია, საჯა-ია, ფიფ-ია, ქობალ-ია, შონ-ია, ჩაჩიბა-ია, ცაგურ-ია, ძაგან-ია, ჟორდან-ია, წურწუმ-ია, ჭილა-ია, ჯალაღონ-ია და სხვა მრავალი.

ია-თი დაბო;ოვებული ადამიანები ბევრია აფხაზეთშიც და ისინი თავიანთ თავს აფხაზებად თვლიან ვინაიდან სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიას ეგრისის სამეფოდან დაწყებული, ეწოდებოდა აფხაზეთი და იქ მცხოვრები მეგრელები აფხაზებად მოიხსენიებოდნენ, ამიტომ აფხაზებს, ისევე როგორც მეგრელებს მეგრული გვარები ჰქონდათ და მათი მშობლიური ენა იყო მეგრული. ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე რომ აფხაზეთი ღვიძლი კუთხეა სამეგრელოსი და უძველესი აფხაზები მეგრელები იყვნენ.
ეხლა დავაკვირდეთ ზემოთ ჩამოთვლილ გვარების დაბოლოებას, გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნა ბატონ ჯონ ჩედვიკის მიერ ამოკითხული და გაანალიზებული ლურსმული წარწერებიდან, რომელიც აღმოაჩინა თიხის ფირფიტებზე მიკენური სამყაროს სამეფო სასხლის ნანგრევთა გათხრების დროს და დავრწმუნდებით იმაში რომ
ამ გვარების დაბოლოვება "ია" მშობლიური ქალაქის ანუ პოლისის სახელწოდება უნდა იყოს . გვარის დაბოლოვება "ია" იმ დროის კოლხისათვის თანამედროვე პასპორტის მსგავსი საბუთი იყო და ამტკიცებდა იმას, რომ ის პოლის "ია"-ს მკვიდრი და ნამდვილი მაცხოვრებელია და გამორიცხული ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გაესაღებინა თავი სხვა პოლისის მაცხოვრებლად.
ჩედვიკი, ჯ.
* * *
------------------------------------------------ პელასგები ---------------------------------
http://apsyrtos.blogspot.com/2010/10/blog-post_9964.html
არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ და წინაბერძნული პოეზიის საკითხების დამუშავებამ გამოარკვია, რომ წინაბერძნული მოსახლეობა, პელასგებისა და სხვა მონათესავე ტომების სახით მაღალი კულტურის შემოქმედი იყო. პელასგური მოდგმის ხალხებმა, უძველეს ხანებში, წინა აზიის ვრცელ ტერიტორიაზე და სამხრეთ ევროპაში დიდი კულტურული ცენტრი შექმნეს.
მცირე აზიისა და სამხრეთ ევროპის უძველესი კულტურის შემქმნელ მოსახლეობას, ინდო-ევროპელი ბერძნები მოევლინენ, როგორც დამპყრობნი. განსაკუთრებით დამანგრეველი იყო მომხდურთა ძალა პელეპონესსა და კრეტაზე. რამაც პელასგების ემიგრაცია გამოიწვია.
ელინურმა ტომებმა აიძულეს ისინი აყრილიყვნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან და მცირე აზიის ზოგიერთი ნაწილიდან, სადაც შემდგომში თავად იონელები დასახლდნენ.
განსაკუტრებით ძლიერი იყო პელასგების კვალი, ბერძენ ავტორთა გადმოცემით, თესალიის ველზე, ეგრეთწოდებულ პელასგიკურ არგოსში.
ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებთან, რომლებიც თავის მხრივ უძველეს გადმოცემებს ეყრდნობოდნენ ხშირად ვხვდებით არაპირდაპირ მინიშნებებს და ზოგჯერ პირდაპირ მითითებებსაც, რომ პელასგური და კავკასიური კოლხური ტომები იდენტურია. პელასგი თესალიელები, მცირე აზიელი ტროელები, კუნძულ ლემნოსის მკვიდრი სინტიები, ფაკიები და სხვებიც, კოლხთა მონათესავე ტომებადაა მიჩნეული.
ძვემბერძნულ ეპოსში, როგორც ჩანს არგონავტთა თქმულების უძველესი კორინთული ვერსიაა გადმოცემული. დაცული მასალების მიხედვით ირკვევა რომ ამ მასალებში ასახული იყო კოლხური წარმომავლობის ტომთა მჭიდრო კავშირი პელასგურ სამყაროსთან, ხოლო შემდგომ ამ ტომთა განსახლების უძველესი სურათი.
კიკლიკურ პოემაში "ევქალიის აღება", კოლხეთის მეფის, აიეტის ასული მედეა კორინთისთან მჭიდროდ დაკავშირებული სახეა. ლიკოფორნის ცნობით აიეტი კორინთოს ესეიგი კუნძულ ევბეასა და კოლხეთის გამგებელია. . პოემის მიხედვით მედეა კორინთოში ჩადის, როგორც მამამისის სამფლობელოში. ერთხანს განაგებს კიდეც კორინთოს იაზონთან ერთად, სანამ ელინელები შვილებს არ დაუხოცავენ და არ გააძევებენ კორინთოდან.
როგორც ვხედავთ ამ პოემიდან და კიდევ სხვა მრავალი წყაროებიდან ნათლად ირკვევა, რომ კორინთო (ანუ ეფირე-ევბეა) პელასგების ადრინდელი სამკვიდრებელია. შემთხვევითი არ არის, რომ ევმელოსი, სიმონიდე და სხვა ავტორებიც კორინთოს, პელასგთა ღვთაების, ჰელიოსის ძის, აიეტის სამფლობელოდ მოიხსენიებენ.
კორინთო აიეტის წილხვედრი მხარე იყო. ეს ჰომეროსის პოემიდანაც ჩანს. "ოდისეაში" მოხსენებულია ეფირეს (იგივე კორინთოს) პატრონი, ვინმე ილოს მერმეროსის ძე, რომელთანაც ოდისევსი სტუმრად იყო და რომელსაც სთხოვა ისრის წვერზე წასასმელი შხამი. სწორედ აქ მოხსენიებული მეფე ილოსი უნდა ვიგულოთ მედეას შვილიშვილად, რადგან მერმეროსი მედეას შვილს ერქვა სახელად. ილოსი რომ მედეას შვილიშვილი იყო ამას მხარს უჭერს კიდევ ერთი გარემოება, რომ ილოსი გრძნეულ წამალთა მკეთებელია, ესეიგი იმ ხელობის მიმდევარია, როლითაც სახელგანთქმულია მედეა.

ოდისვსი ხოცავს პენელოპას საქმროებს