მაკედონიელს რომ ეკითხებიან, რა შესძინა შენმა ერმა მსოფლიო კაცობრიობის ისტორიასო, ალექსანდრე მაკედონელიო, პასუხობს, რაც ბერძენს სიცილადაც არ ჰყოფნის. აბა ჟივკო ჩინგოს ხომ არ იტყვის? რას პასუხობს ამ კითხვას ქართველი? რუსთაველი მხოლოდ დაინტერესებულმა მეტიჩრებმა თუ იციან, მეორე შოთა - გაცილებით ნაკლებმა, ჰოდა აგერაა სტალინი. ვიპოვოთ განსხვავება მაკედონ(ი)ელის შემთხვევასთან: სტალინით სიამაყე სასაცილოც კი არ არის. რატომ არ არის სასაცილო?... არა იმიტომ, რომ დიდი ალექსანდრე გაცილებით ნაკლები სისხლისმღვრელი იყო, საქმე ამაში არაა. საქმე დაღვრილი სისხლის დისტანციასთანაა - რაც კლასიკას ეპატიება, მესამე თაობა არ გაპატიებს, გეტყვის, შე კეთილძაღლო, გგონია ვინ გადაგისახლა ბაბუაშენიო.
მაკედონელს გააყალბებ, ისტორიკოსი მისგან ყველაზე დიდ გენერალისიმუსსაც გამოძერწავს, ყველაზე დიდ მაკოდონ
იელსაც და ბერძენსაც. ეს სულ სხვა თემაა.
მაგრამ რა ჯობია იმის გაფიქრებას, რომ იმ ნაროდს, რომელიც საქართველოში შემოსვლისას რიგითი საშუალო სტატისტუკური თანამედროვე ქართველის დიდი ბაბუის ბაბუას ცოლი მარანში უხმარა და მერე ღვინოში ჩაახრჩო, აბაროტი ერთმა გორელმა ტეტიამ აუღო და... რუსებს აღარ დააცალა, თავად დაასრულა რუსების დაწყებული საქმე?
წითელი
თეთრი
მსოფლიო მოვლენები
როგორ გვინდა, იქ ჩვენი სუნიც დავტოვოთ, მაგრამ რაღაც არ გამოდის... სომხის მარიფათიც არ გვერგო ამ საქმეში...
ვერც ვასაღებთ საკუთარ გრძნობებს და იდეებს...
პატარა ერის წარმომადგენლის არასრულფასოვნების კომპლექსით გამოწვეული თვითკმაყოფილებაა, არშემდგარი კოსმოპოლიტის კარიკატურა.
დამსახურება
სიძლიერე
გენია...
არარელევანტური თემებია, როცა საქმე სიამაყეს ეხება.
სიამაყე ემოციაა, თავმოყვაროებაზე გადიპს პირდაპირ და ერთ უხერხულ კითხვას ბადებს, თანაც ანეკდოტურს: რამდენ არაქართველს გაუგია თუნდაც ამ შერისხული გენიიის, გენიათა გენიიის და მსოფლიო გონის.... წარმომავლობით ქართველობა?

ჩემდა თავად - მადლობას ვწირავ უფალს - ბერს არა
და ბევრსაც, კიდევ კარგი, ერთ კუნთზე ჰკიდია, თუ რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი გუბერნიაში დაიბადა. აბა სწრაფად გაიხსენეთ მსოფლიო მასშტაბის ჩუვაში!
პატარა ერის კომპლექსი

საკუთარ ნაჭუჭში ვეღერძავებით უჰაერობას
This post has been edited by ი ს ტ ე რ ი კ ა on 14 Sep 2007, 02:12
”წვრილმანი ხულიგნობა, ისტერიკამ მოუხშირა”... დირკაბი... შევეсი ორმაგ სტანდარტებს....
არ მოგწონვარ? ნუ მოგწონვარ, მაგრამ შეხედულებებს არ ვიცვლი. პ.ს. მაინც ყველანი მევასებით, მხოლოდ ერთი გიენა და ქლესა გამოვლინდა :გივი:
ჰალეეეე ჰოპ! shit happens... ...თავი ისევ მიკანკალებს...