ამ საიტზე არის მიხა ხელაშვილის ბიოგრაფია და ცხოვრების დეტალები.
http://burusi.wordpress.com/2011/03/25/giorgi-khornauli-3/გარდაცვალების ვერსიას რაც შეეხება, აქ როგორც წერია ე.წ. "ძმადნაფიცებმა" უღალატეს და მძინარე მოიკლა "მეგობრების" ხელით. აი ეს ისტორიაც:
"ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა სიმკაცრით ამოქმედდებოდა “ჩეკა” ჯაგნელიძის მოკვლის შემდეგ. იჭერდნენ და მაღაროსკარშივე ხვრეტდნენ ხელაშვილის მასპინძლობაში ეჭვმიტანილ ნათესავებსა თუ მეგობრებს. იყო მუქარა და დაპირებები ხელაშვილის საღალატოდ. ზოგმა ვერ გაუძლო, ვერც ხელაშვილის ღალატი იკისრა და თავისი ხელით მოიკლა თავი. მაგრამ მოღალატესაც რა გამოლევს და ეს ღალატი აკისრებინეს ხელაშვილისთვის ყველაზე მისანდობელ ჩარგლელ ძმაკაცებს _ ლუკა მარცვალაშვილსა და ლევან გარსევანაშვილს. ერთხანობას ლუკაც მიხასთან ერთად ყოფილა ტყეში თავგარიდებული. მერე შერიგებია მთავრობას, კომკავშირში მიუღიათ. ის ჩარგლის სათავე უბანში _ ხოდაში ცხოვრობდა. მასთან დღისითაც კი შეუმჩნევლად შეიძლებოდა
შესვლა და გასვლა.
1925 წლის 24 იანვარს ყინვისაგან შეწუხებული მიხა, ჩანს, ვეღარ დაელოდა დაღამებას, დღისითვე შეიპარა ძმობილის სახლში. ლუკას და მიხას ფიცვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად “გახარებია” მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე:
_ ლუკავ, გატყობ ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო!
ლუკას ძალიან შეუცხადებია, დამჯდარა, ტირილი დაუწყია:
_ მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არა გჯერაო.
ხელაშვილს დაუმშვიდებია და მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, მაინც რაღაცას ამჩნევდა, თავისი პატრონტაშიდან ამოღებული სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია _ როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო.
“შემთხვევით” მოვიდა ლევან გარსევანაშვილი და იმანაც “ძალიან გაიხარა” მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას _ შემცივნებული იქნებიო და ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. იქნებ განგებაც, რომ ღალატისა და სიკვდილისა ვერაფერი გაეგო. გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომცდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ შებრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ ის აქტივისტი კომკავშირლები, რომლებსაც ხელა შვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა თვით ხელაშვილის დროზე მოშო რებითაც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიხა მათ დახოცვით ემუქრე ბოდა.
ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა. ზოგის თქმით, ლევანს ხელი აუკანკალდაო ბოლო მომენტში და იქვე მყოფმა, კაცისკვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისათვის შესატყობინებლად. მეორე ღამეს ჩუმად მოვიდნენ, ყასიდად ატეხეს თურმე სროლა, ვითომდა, მიხა ჩვენ მოვკალითო. გამთენიისას ჩამოიტანეს მისი ცხედარი და საფიხვნოში დააგდეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად, თან იძახოდნენ: _ მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ გაქცეულს შემთხვევით მოგვიხვდა ტყვია შუბლშიო. მერე ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს, დუშეთში ჩაიტანეს და იქ დააგდეს მილიციის ეზოში. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე მისმა ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარი არ გაიხრწნა და ნახევრად შეჭმულს მილიციამ სხვაგან გადაგდება არ დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშოელმა დამ სალომემ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში გაბნეული ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლო. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხე დარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. აიტანა მიხას ცხედარი და დედის საფლავის გვერდით, თავის ტვინ-სისხლთან ერთად დამარხა.
გასაოცარი დამთხვევაა! მიხა ხელაშვილი 1925 წლის 25 იანვარს მოკლეს, რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა."
* * *
“ჯერ კიდევ არი ზაფხული, არ დათოვლილან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნივა ჰქონან ფხანია.
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონატანია:
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოჰქროლავს, როგორც ქარია,
თან ახლავს ქართვლის შვილები, თითო ლომისა დარია,
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროსკარია.
პურისჭამაზე ნასხდომებს დახვიეს თოფის ალია;
ჰაგიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსი, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შაჰყარე მკვდარზედა, როგორც მთის საბანდარია.
ზენაისაკენ წამოხველ, მკვდრები რო გადასთვალია,
თან ექვსი პოლკი შამოგყვა, პულიმეტ-ზარბაზანია.
სიკვდილზე ნუ დაღონდები, ყველა იქ წამავალია,
იქ დაგხვდებიან გმირები, სამშობლოსათვის მკვდარია.”
მიხა ხელაშვილი
* * *
“ჯერ კიდევ არი ზაფხული, არ დათოვლილან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნივა ჰქონან ფხანია.
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონატანია:
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოჰქროლავს, როგორც ქარია,
თან ახლავს ქართვლის შვილები, თითო ლომისა დარია,
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროსკარია.
პურისჭამაზე ნასხდომებს დახვიეს თოფის ალია;
ჰაგიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსი, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შაჰყარე მკვდარზედა, როგორც მთის საბანდარია.
ზენაისაკენ წამოხველ, მკვდრები რო გადასთვალია,
თან ექვსი პოლკი შამოგყვა, პულიმეტ-ზარბაზანია.
სიკვდილზე ნუ დაღონდები, ყველა იქ წამავალია,
იქ დაგხვდებიან გმირები, სამშობლოსათვის მკვდარია.”