მშენებლობის თარიღები დღევანდელი არქეოლოგიის დიდ პრობლემად მიმაჩნია. დღეისათვის მეტ-ნაკლებად "ზუსტი" დათარიღების მეთოდია ნახშირბადის იზოტოპის დაშლის მიხედვით განსაზღვრა იმისა თუ როდის დაიწყო დაშლა ორგანულმა ნივთიერებამ. ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს ამ იზოტოპს და მისი სიკვდილის შემდეგ იწყება ამ იზოტოპის დაშლა და დაშლის ხარისხის მიხედვით ხდება დადგენა თუ რა ხნის წინ შეწყდა ამ ორგანიზმში საციცოცხლო პროცესები. ანუ რაც მეტი ხანია გასული მით უფრო მეტადაა ეს იზოტოპი დაშლილი და პირიქით. ( ესეც საკმაოდ არაზუსტი მეთოდია იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმი ძალიან დიდი ხნის წინ არის დაღუპული )
ამ პრინციპით ქვის მონოლითების დათარიღება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ძირითადად ეყრდნობიან ქვის ეროზიის ხარისხს - რაც უფრო დაზიანებულია ქვა მით უფრო ძველია, მაგრამ ქვის ეროზიაზე მოქმედებენ კლიმატური ფაქტორები რომლებმაც შეიძლება ეს პროცესი ან ააჩქარონ ან შეანელონ ანუ ეს მეთოდი საკმაოდ არაზუსტია.
და მესამე მეთოდი ესაა უბრალოდ სხვადასხვა არქეოლოგიური აღმოჩენების "საერთო აღიარებულ ისტორიულ სქემაზე" მორგება მიუხედავად იმისა ჯდებიან თუ არა ფაქტები ამ საერთო თეორიაში . ამიტომ ის არტეფაქტები და ნაგებობები რომელთა ჩასმაც მოხერხდა გაბატონებულ თეორიაში გახდნენ ინკების, ეგვიპტელების შუმერების ან მაიას ტომის "გასაოცარი მიღწევების" დადასტურება. ხოლო ისინო რომლებიც ვერ ჩასვეს - "უბრალოდ ბუნებრივი წარმონაქმნებია".
თუკი თეორი ეწინააღმდეგება ფაქტებს მაშინ უნდა შეიცვალოს თეორია და არა ფაქტები.
* * *
დავუბრუნდეთ ატლანტისის თემას
ამ თემაში თქვენ უკვე დეტალურად გაქვთ განხილული ყველა მეცნიურული თუ ნაკლებმეცნიერული თეორია ატლანტისის არსებობა-დაღუპვის შესახებ და ჩემს მიერ რამის დამატება ამ სფეროდან ზედმეტად მიმაჩნია, ამიტომ შევეცდები სულ სხვა სახის ინფორმაცია დავდო ის რაც აქ ჯერ არ დაწერილა და განხილულა.
ამ თემაში სულ თავიდან ნახსენები ლუდვიგ ზაიდლერის წიგნი რომელშიც მართლაც უამრავი მასალაა თავმოყრილი ამ თემაზე. ამ წიგნის წინასიტყვაობაში წერია-: ЮНЕСКО предостерегает, от легковерного восприятия сообщений, связанных с некоторыми проблемами, такими, как
...раскрытие тайны пирамид, сфинкса и других древних строений...
...открытие и расшифровка знаков в древних книгах и рукописях...
...погибшие континенты, как Атлантида и My...
Из перечня тем, к которым, по мнению международной конференции 1955 г., следует относиться с величайшей осторожностью.
უცნაურია რაში დასაჭირდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას როგორიცაა იუნესკო ასეთი სახის რეკომენდაციების მიღება. მსოფლიოში უამრავი ფსევდო მოძღვრება თუ ტოტალიტარულ -სექტანტური რელიგიაა რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ კაცობრიობისათვის ხოლო ატლანტოლოგიას ჯერ-ჯერობით არავისთვის ზიანი არ მოუტანია ეს ასე ვთქვათ ახირებული და ფანტაზიორი ხალხის ინტერესების სფეროდ უფრო ითვლება ვიდრე რაიმე სერიოზულად (ან იქნებ სწორედ ამ რეკომენდაციის მერე გახდა ეს ყველაფერი "არასერიუზული"?)
თუმცა მართლაც ასეთი უწყინარია ეს ყველაფერი?..
ცნობილია რომ ნაცისტურ გერმანიაში შექმნილი საიდუმლო ორგანიზაცია ანანერბე (Ahnenerbe) რაც "წინაპართა მემკვიდრეობას" ნიშნავს აგროვებდა ყველანაირ ინფორმაციას ძველ ცივილიზაციებზე და განსაკუთრებით ატლანტისზე და ატლანტებზე რათა შემდეგ ეს ინფორმაცია გერმანული "ბატონთა რასის" თეორიის შექმნაში გამოეყენებინათ. ამ მიზნით იგზავნებოდა მრავალი ექსპედიცია მსოფლიოს მრავალ ნაწილში, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესით ისინი ტიბეტს უყურებდნენ და რამოდენიმე მასშტაბური ექსპედიციაც მოაწყვეს იქ. ფოტოები ამ ექსპედიციის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ-http://einestages.spiegel.de/static/topicalbumbackground/1843/nazis_auf_dem_dach_der_welt.html
მაშ ასე, რა იყო ასეთი საინტერესო ტიბეტში?
ტიბეტი ყოველთვის იყო საიდუმლოებით მოცული მხარე სადაც უცხოელების დაშვება შეზღუდული იყო და ეს ყველაფერი ევროპელების აზიაში მოსვლამდე კაი ხნით ადრე. მას შემდეგ რაც ინგლისელებმა ინდოეთი თავის კოლონიად აქციეს, დაიწყო ინდური კულტურის და რელიგიების შესწავლა. ევროპამ აღმოაჩინა რომ ძველინდური ენა სანსკრიტი რომელზეც უძველესი ინდური საღვთო წიგნებია ჩაწერილი საოცარ მსგავსებას ავლენდა ევროპულ ენებთან და ლინგვისტების აზრით ძალიან ახლოს იდგა უძველეს საერთოევროპულ ენასთან რომლისგანაც ყველა ევროპული ენა წარმოიშვა. ინდოელები ამ ენას ღმერთების ენას ეძახდნენ. ინდური გადმოცემებით ღმერთები ჰიმალაის მთებში ცხოვრობდნენ ანუ დღევანდელი ტიბეტის ტერიტორიაზე. ასევე ევროპელებმა შეიტყვეს, რომ არსებობს იზოლირებული სახელმწიფო- ტიბეტი რომელშიც საოცარი მაგები და განდეგილები ცხოვრობენ, რომლებსაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ. მათ მონასტრებში ინახება საიდუმლო ცოდნა სამყაროს შესახებ, რომელიც მხოლოდ რჩეულთათვის არის მისაწვდომი. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი აღმოსავლური ბუმი ევროპაში და იქაური ოკულტური ცოდნის ნაწილაკებმა დაიწყეს ევროპაში გამოჩენა. ამ ტალღას ევროპაში მოყვნენ მრავალი გურუ- მასწავლებლები მათ შორის შარლატანებიც და ისინიც ვინც მართლაც რაღაც იცოდა.
1888 წელს გამოქვეყნდა ელენე ბლავატსკაიას წიგნი "საიდუმლო დოქტრინა" . ბლავატსკაია ამბობდა რომ ინფორმაცია ამ წიგნის შესახებ მან მიიღო ტიბეტელი მაჰატმებისაგან (სანსკრ. mahātmā დიადი სული) ანუ უმაღლესი სულიერი ცოდნით დაჯილდოვებული პირებისაგან რომლებიც ტიბეტში იმყოფებიან. ეს წიგნი მოიცავს 3 საკმაოდ დიდ ტომს. ამ წიგნში სხვა მრავალ თემასთან ერთად აღწერილია ადამიანის გაჩენამდე არსებული რასების გენეალოგია და მათ შორის მოიხსენიებიან ატლანტებიც.
მაშ ასე რა წერია იქ... (სუსტი ნერვების მქონეებს არ გირჩევთ ამის კითხვას

)
დედამიწაზე არსებული რასების გენეალოგია ქრონოლოგიურად:
1. ანგელოზებისმაგვარი რასა (ангелоподобные люди)
2. მოჩვენებისმაგვარი(?) რასა (призракоподобные люди)
3. ლემურიელები (იყოფიან ორ რასად ადრეულ და გვიანდელ ლემურიელებად)
4. ატლანტები.
5. არიელები (ანუ ჩვენ. ბლავატსკაიას მიხედვით არიელად ითვლება ყველა თანამედროვე ადამიანი და არა მხოლოდ გერმანელები)
როგორც ე.ბ. აღწერს პირველი რასა (ანგელოზებისმაგვარნი)დედამიწაზე შეიქმნა სულის გამკვრივების შედეგად. ისინი უზარმაზარი ზომისანი იყვნენ და ჰქონდათ უფრო ტალღისმაგვარი არსი ვიდრე ფიზიკური მყარი სხეული.
მეორე რასის (მოჩვენებისმაგვარნი) წარმომადგენლებს უკვე შედარებით მყარი სხეულები ჰქონდათ რადგან მათში უკვე პირველი მატერიალური ელემენტები გაჩნდა. მათ შეეძლოთ მატერიალური დაბრკოლებების გადალახვა მათში ფიზიკურად გასვლის გზით. ისინი ცალსქესიანები იყვნენ
მესამე რასა - ლემურიელები დედამიწის ისტორიაში ყველაზე მაღალგანვითარებულ რასად ითვლება. ისინი იყენებდნენ ტექნოლოგიებს რომლებიც სპეციფიურ ტალღოვანი ენერგიის პრინციპებს ემყარებოდა. მათ უკვე მყარი ფიზიკური სხეულები ჰქონდათ. ადრეულ ლემურიელებს მესამე თვალი გააჩნდათ რომლითაც ისინი განსაკუთრებულ ენერგეტიკულ იმპულსებს იღებდნენ ან გადასცემდნენ. მათი სიმაღლე იყო 40-60 მეტრი (!?)
გვიანდელი ლემურიელები 10-20 მეტრის სიმაღლისანი იყვნენ . ისინი იყვნენ პირველი ორსქესიანი რასა. ყველა ძირითადი დედამიწური მიღწევა მათგან იღებს სათავეს. თავიანთი ცოდნა მათ დატოვეს ე.წ. ოქროს ფირფიტებზე რომლებიც დღემდე სხვადასხა სამალავებში ინახება. ლემურიელთა ცივილიზაცია მრავალი მილიონი წელი არსებობდა და 2-3 მილიონი წლის წინ შეწყვიტა თავისი არსებობა.
მეოთხე რასა - ატლანტები ასევე მაღალგანვითარებული რასა იყო, მაგრამ შედარებით ნაკლებად ვიდრე ლემურიელები. მათი სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევდა. გარეგნულად თანამედროვე ადამიანებს ჰგავდნენ, თუმცა სხვადასხვა განსხვავებებიც ჰქონდათ ჩვენგან. ატლანტთა ძირითადი ნაწილი წარღვნის შედეგად განადგურდა 850 000 წლის წინ, მაგრამ მათმა ზოგიერთმა ჯგუფმა მოაღწია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 12 000 წლამდე ანუ ბოლო დიდ წარღვნამდე.
მეხუთე რასა - არიელები (ანუ დღევანდელი ტიპის ადამიანი) ატლანტების პარალელურად გაჩნდნენ დაახლოებით მილიონი წლის წინ. ადრეული არიელების სიმაღლე 3-4 მეტრს აღწევდა, შემდეგ სიმაღლემ იკლო.
<ელენე ბლავატსკაია "საიდუმლო დოქტრინა" ტ. II ანთროპოგენეზი. რიგა.1937>
რატომ მოხდა 3 და 4 რასების განდგურება და კიდევ სხვა რამეებს შემდეგში დავწერ.
This post has been edited by tot on 15 Jun 2008, 15:34