
განვაგრძობ საუბარს მალტაზე.
მალტის კუნძულების გათხრებისას გაირკვა, რომ აქ იყო განვითარებული ცივილიზაცია
8000 წლის წინ. მალტაზე არსებული ნაგებობებიდან ყველაზე დიდ გაკვირვებას იწვევს
გიპოგეა, რაც ''მიწისქვეშას'' ნიშნავს ბერძ. სწორედ ამ მიწისქვშა ნაგებობაზე მოგვიწევს
საუბარი. მალტის მიწისქვესა ნაგებობა კლდეშია გამოკვეთილი.
გამოქვაბულის მიწისქვეშა ჩასასვლელი

ზემოდან შიდა ხედი ასე გამოიყურება. ნაგებობა სამ დონედ არის გამოკვეთილი კლდეში.
შიგნით უცნაური აკუსტიკაა.დაკავშირებით არსებობს ერთობ უცნაური ვერსია,
რომ ნაგებობის მშენებლები განზრახვ იყენებდნენ ამ მოვლენას, რათა
შეექმნათ განსაკუთრებული ხარისხის რეზონანსი, რომელსაც შეეძლო ცნობიერების
შეცვლა. ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოხალისეებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს, შეეცვალათ ტვინის მოქმედება და ცნობიერება, სერიოზული პრობლემები შეექმნათ მეტყველებასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, ჩაერთო ტვინის ის ნაწილები, რომელიც
დაკავშირებულია განწყობასთან, თანაგრძნობასთან და სოციალურ ქცევასთან. ეს
მონაცემები გამოქვეყნდა 2008 წლის ჟურნალ Time and mind-ში.

მესამე დონეზე ბოლო დარბაზში იატაკს ზემოთ მდებარეობს ე.წ. ''სამაროვანი საკანი''-
შიგნიდან ძალიან პატარაა. იქ მოხვედრა მხოლოდ ხოხვითაა შესაძლებელი.
მუზეუმის თანამშრომელთა მონაყოლიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი საკანი არ არის
დახშული, ის გრძელდება გვირაბის სახით, რომელსაც ბოლო არ უჩანს და იკარგება
კუნძულის გამოუკვლეველ ადგილებში. პირველად, ამ საიდუმლო გვირაბის შესახებ
გაიგეს 1940 წელს, როდესაც რამდენიმე ყმაწვილმა გაბედა შეძვრომა საკანში და
დაიკარგა უკვალოდ. მოგვიანებით, ათი წლის შემდეგ, მიწისქვეშა ლაბირინთში
დაიკარგა 30 მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად. ამბობენ გიპოგეაში იწყება
კატაკომბების ქსელი, რომელიც გრძელდება მთელ კუნძულზე და წყლის ქვეშაც გადის.
მოარულ ხმებს თუ ვერწმუნებით, ეს გვირაბები იტალიამდე მიდის.
აი, ეს ოთახია, მარცხნივ მოჩანს საკანი, საიდანაც გვირაბებისკენ მიდის გზა.

გიპოგეაში არის დარბაზები, ოთახები, გასასვლელები, რასაც უკავია დაახლოებით
500კვ.მ სულ შიგნით 35 ნაგებობა, ნიშა და საკანია, რომელიც, როგორც უკვე ავღნიშნე,
სამ დონეზეა განლაგებული: ზედა დონეზე საკნებია, გასასვლელები, რომელიც ორივე
მხარესაა გამოკვეთილი. საშუალო დონეზე არის პალატები გლუვად მოპირკეთებული
კედლებით, რაც ქვით ნაგების შთაბეჭდილებას ტოვებს.


კედლები მოხატულია წითელი ჟანგმიწით სპირალური ფორმის გამოსახულებით.
ეს ორნამენტი ითვლება განვითარების სიმბოლოდ. სპირალის გამოსახულება
უკავშირდება სიცოცხლის გაგრძელებას და განახლებას. სხათაშორის, იგივე ორნამენტი
გვხვდება მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში.
გავაგრძელებ...
დასაწყისი
ატლანტიდა და მსოფლიო წარღვნა,madridiSSta1988