
კუნძულმა სარდინიამ უძველეს დროს სახელი გაითქვა მცენარით, რომელიც აქ იზრდება-
sardonik hebra. ამ მცენარეს პატარა დოზით იყენებდნენ, როგორც ფსიქოტრონულ საშუალებას, ხოლო დიდი დოზით ის საწამლავია. მიღებისთანავე კლავს ადამიანს,
რასაც თან ახლავს კრუნჩხვები. მიცვალებულს სახეზე აღებეჭდება ერთგვარი ღიმილი.
აქიდან გამომდინარე ბოროტ და დამცინავ ღიმილს სარდონულსაც უწოდებენ.
საინტერესოა ერთი ფაქტიც-კოლხურ სელს ძველ სამყაროში უწოდებდნენ სარდონულს.
სარდონები ანუ შარდანები ფიგურირებდნენ ''ზღვის ხალხთა'' სიაში.
კუნძული სარდინია უძველესი დროიდან დასახლებული იყო იბერებით, ეტრუსკებით,
მოგვიანებით მიემატნენ ლიბიელები და და ბერძნები. მეცნიერები მსჯელობენ ძველ
სარდონელთა ეთნიკურ კუთვნილებაზე. ისინი მცირე აზიიდან მოსულებად მიაჩნიათ.
სავარაუდოდ, მცირე აზიიდან მიგრაციისას, ჯერ სარდინიაზე გადავიდნენ, შემდეგ
აქიდან აპენინის ნახევარკუნძულზე. სარდონული კულტურა ბევრ საერთოს ავლენს კრეტის კულტურასთან.
როგორც უკვე ავღნიშნე, კუნძულზე გვხვდება უამრავი ''ნურაგი''-გარკვეული ტიპის
მეგალითური კოშკები, რასაც ადგილი აქვს ჩვ.წ-მდე მე-2 ათასწლეულიდან. აქ შემოიჭრა
მიგრანტთა დიდი ტალღა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან, რომელმაც თან
მოიყოლა მაღალგანვითარებული ცოდნა მეტალურგიაში. ადგილობრივმა მეგალითურმა კულტურამ თანდათანობით განიცადა ტრანსფორმაცია და მდიდრულად მოხატული,
მაგრამ არქიტექტურული თვალსაზრისით პრიმიტიულად ნაგები მეგალითების ნაცვლად,
გაჩნდა მრავალრიცხოვანი ნურაგები. ზოგი მეცნიერი ნურაგების აგებას უკავშირებს
შარდანების ტომს. ერთი რამ მეცნიერებმა დაზუსტებით იციან, რომ აქაური მაცხოვრებელნი არ იყვნენ ინდოევროპელნი. მათი აზრით, ნურაგების მშენებლობის დროს, სარდინია წარმოადგენდა ეტრუსკთა მიგრაციის შუალედურ პუნქტს მცირე
აზიიდან იტალიაში. ნურაგული კულტურის ხელოვნებას ბევრი საერთო აქვს, როგორც
ეტრუსკულ, ასევე ხმელთაშუაზღვისპირულ ნაგებობებთან.
ნურაგები თავისი უბრალო ფორმით წარმოადგენს მრგვალ კოშკს. აგებულია დაუმუშავებელი ქვებით-მშრალი წყობით. ზოგან, შიგნითა მხრიდან ღრმულები ამოვსებულია თიხით.






უნდა აღინიშნოს, რომ მეგალითური კულტურის დაკავშირების თეორიამ კრეტა-მიკენის
კულტურასთან განიცადა სრული კრახი.ცნობილია, რომ კრეტა-მიკენის კულტურასაც
წინ უძღოდა მეგალითური ნაგებობები, რომელსაც ციკლოპურსაც უწოდებდნენ.
მიკენის ცნობილი ''ლომის ჭიშკარსაც'' ციკლოპურს უწოდებდნენ. უკანასკნელ ხანს
უფროდაუფრო მეტი არგუმენტი ჩნდება მეგალითების მშენებელთა კულტურული და
ეთნიკური ერთიანობის შესახებ. გენეტიკურად ესენი არიან R1b ჰალოჯგუფის მატარებელნი და არ იყვნენ ინდოევროპელნი. ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არაა
რომელ ენათა ოჯახს განეკუთვნებოდნენ. მეცნიერებისთვის ზუსტადაა ცნობილი, რომ
ბასკები ნამდვილად ინდევროპელებამდელი მოსახლეობის ნარჩენია.
მეგალითების მშენებელნი ცხოვრობდნენ დაახლოებით 6 ათასი წლის წინ.
საცხოვრებლის სახურავი დამზადებული იყო ვეშაპის ძვლებისგან, რაზედაც აფარებდნენ
ტყავებს.
ბინაში საცხოვრებლად ყველაფერი ქვისგანა იყო დამზადებული, საწოლებიც კი. აღმოჩენილია საპირფარეშო რთული საკანალიზაციო სისტემით. აქვეა ნაპოვნი
სპირალისებური გამოსახულება, რაც დამახასიათებელია მთელი ხმელთაშუაზღვისპერეთისათვის. ასეთივე გამოსახულებას ვხვდებით ირლანდიაში,
მალტაზეც, კრეტაზეც, ტროაშიც.
აქამდე ფიქრობდნენ, რომ მომთაბარე ინდოევროპელებმა მოახდინეს დამხვდურების სრული ასიმილაცია, მაგრამ ბრიტანელი გენეტიკოსეის ბრაიენ საიქსისა და სთივენ ოპენჰეიმერის კვლევამ სულ სხვა შედეგი აჩვენა. R1b ჰალოჯგუფის გავრცელების არეალი
ქრონოლოგიურად ემთხვევა მეგალითების გავრცელებას დასავლეთ ევროპაში.
ადგილობრივებმა დაკარგეს კულტურული იდენტიფიკაცია, ენა, რწმენა, რიტუალები,
მაგრამ არ გადაშენებულან. ნელ-ნელა ნათელი ხდება დასავლეთ ევროპის ხალხთა
არისტოკრატობის კონცეფციის წარმოქმნის მიზეზი და მათი ზედმეტი გატაცება რასობრივ სიწმინდეზე.
არისტოკრატები იყვნენ ინდოევროპელები-დამპყრობელთა შთამომავალნი(თეორიულად
მაინც), მომთაბარეები, რომლებმაც დაიმორჩილეს ადგილობრივი მიწათმოქმედი
მოსახლეობა.
სარდინიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა.





]
This post has been edited by Phobos on 12 Apr 2011, 21:34