
ხუთი ათასი წლის წინ, შოტლანდიის ჩრდილოთით ორკნეის კუნძულებზე ჰყვაოდა
უცნობი საზოგადოება. მათი სახლები დღეს ისე გამოიყურება,თითქოს მისმა ბინადრებმა
წინა დღეს დატოვეს იქაურობა. სახლებშო ჰქონდათ ცენტრალური გათბობა, საპირფარეშო,
საკანალიზაციო სისტემა, ავეჯი და წყლის რეზერვუარები.
ორკნეის კუნძულები შოტლანდიიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. აქ მკაცრი
კლიმატია, მიწა უნაყოფოა, მცენარეები კი არ ხარობს.

საიდან მოვიდა ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა და საით წავიდა? ეს კითხვები ჩნდება
მას შემდეგ, რაც 1850 წლის ერთ მშვენიერ დღეს ამ კუნძულს გრიგალი დაატყდა.
გრიგალი ჩაწყნარდა და გამოჩნდა მრავალრიცხოვანი ქვის ნაგებობები. ამ კუნძულების მოსახლეობა მეტისმეტად დახელოვნებული და კვალიფიცირებული იყო და შენებისას
ოსტატურად იყენებდა ქვას. რაც შეეხება მათ ჩვეულებრივ ყოფას-ავეჯსაც ქვისგან
მოხდენილად ამზადებდნენ. შენობები კუთხეებში მომრგვალებულია, რაც ამცირებდა
ძლიერი ქარისადმი წინააღმდეგობას. სახლებს დაბალი ჭერი ჰქონდა, რაც მაქსიმალურად
ინახავდა სითბოს. გარეთ მხოლოდ ერთი კარი გადიოდა. სახლები ნაწილობრივ მიწაში
იყო ჩაფლული, რაც საუკეთესო იზოლაციაა სიცივისაგან. დღემდე შემორჩენილია
ექვსი საცხოვრებელი სახლი. აქ, ყველა სახლი ერთმანეთს ჰგავდა. ისინი ერთმანეთს
უერთდებოდა მიწისქვეშა გასასვლელებით.


ამ გასასვლელებით უერთდებოდა ერთმანეთს სახლები



ეს ქვის საწოლია, სადაც ტყავის გადასაფარებელიც კი შემორჩენილია.

აღმოჩენილია:სამკაულები, მძივები, ბეჭდები დამზადებული ვეშაპის კბილებისგან.

ამ ნივთების დანიშნულბა გაურკვეველია


აქაური მაცხოვრებლები ამზადებდნენ ხარისხიან თიხის ჭურჭელს. მათი ძირითადი საკვები გახლდათ თევზი და მოლუსკები. ვეშაპის ძვლებს იყენებდნენ სახლის გადასახურად, შემდეგ მას აფარებდნენ ტორფის ფილებსა და ტყავებს.რა მიზნით
მოვიდნენ ეს ადამიანები ასეთ მოუხერხებელ და უდაბურ ადგილზე? ამ კითხვაზე
პასუხის გასაცემად პალეონტოლოგებმა ძალღონე არ დაიშურეს. მათ ყველა მონაცემი
შეაგროვეს ამ უშიშარ მოგზაურებზე. გაირკვა, რომ ისინი კვალიფიციურად ამუშავებდნენ
ქვას-ერთი ფაქტი, იყვნენ მოხერხებულნი და ახერხებდნენ ცხოვრების ურთულეს პირობებთან შეგუებას.
მათი აგებული სახლები იმის მაჩვენებელია, რომ სკარა–ბრეის მაცხოვრებელნი წინ
უსწრებდნენ განვითარებით იმდროინდელ ხალხებს.
ცნობილმა არქეოლოგომა გორდონ ჩაილდმა ეს დასახლება პირველად ჩათვალა, რომ
ეკუთვნოდა პიქტებს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სკარა–ბრეი ნეოლითური
სოფელი იყო და გაჩნდა დაახლოებით 3100 წ–ს ჩვ.–მდე და უფრო ადრეც. მან 2500
წ–მდე იარსება. 1970 წელს ჩატარებულმა ნახშირბადის ანალიზით დადგინდა
დასახლების ასაკი.
ქვის საწოლის ზურგზე არმოჩნდა წარწერები

ერთი შეხედვით, ეს არის რუნიკული წარწერები.ექსპერტებმა სცადეს მისი გაშიფრვა,
მაგრამ ვერ მოახერხეს, ვინაიდან მათი დასკვნით ეს წარწერები არ იყო რუნიკული.
რუნებს იყენებდნენ ჩრდ. ევროპაში ჩვ.წ–ის პირველი საუკუნიდან, ამიტომ საეჭვოა
ის ცოდნებოდა სკარა–ბრეის მოსახლეობას. რუნიკულ ანბანს გააჩნია მხოლოდ 16
ასო–ნიშანი. მისი უძველესი ვარიანტი, რომელსაც სკარა–ბრეიში იყენებდნენ ცნობილი
იყო ''ფუტარკის''(''FURTHARK'')სახელით. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკარა-ბრეის
ქვებზე ამოჭრილი პიქტოგრამებს არაფერი საერთო ჰქონდა ფუტარკთან და არც რუნებთან.
წამოაყენეს ახალი ვერსია, რომელიც მეტისმეტად დაუჯერებელი ჩანდა-დამწერლობის
ეგვიპტური წარმოშობა. მკვლევართა აზრით, ზოგიერთი იეროგლიფი მართლა
ძალზედ წააგავდა ძველეგვიპტურს, მაგრამ მათი მნიშვნელობა გაურკვეველი რჩება
სხვა ნაწერების კონტექსტში. ამ ნეოლითური ნაგებობის სახე და მასშტაბურობა სრულიად
შეესაბამება ეგვიპტურისას, კედლების ბათქაშით შელესვაც, რომელიც იმდროინდელ
მსოფლიოში უიშვიათესი მოვლენა იყო. სკარა-ბრეიში არმოჩნდა ქვის სფეროებზე გამოსახული პირამიდები. ამ დასახლების ეგვიპტური წარმოშობის მომხრენი ამტკიცებენ,
რომ დასახლება აგებულია ქურუმ-ასტრონომთა დახმარებით. სკარა-ბრეის ბევრ ნახატს
აქვს ასტრონომიული დანიშნულება და დაკავშირებულია მთვარის კალენდართან,
მზის სისტემასთან, ბუნიობის მოვლენასა და ზოდიაქოს ნიშნებთან. სკეპტიკოსებს
საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ეგვიპტელი ქურუმები ჩრდ. ატლანტიის ოკეანის კვლევით
იყვნენ დაკავებულნი.
ჯერ-ჯერობით, კვლავ უცნობია, ვინ იყვნენ კუნძულის მოსახლენი, რაც აგერ ხუთი
ათასი წელია უკვე გრძელდება.