
ვინაიდან წინა გვერდზე შევეხეთ ამერიკის კონტინტს, განვაგრძოთ საუბარი ნასკას
ზეგანზე. ზეგანი წარმოადგენს ერთგვარ გიგანტურ რუქას ან კიდევ გეგმას-ნასკას
გამოსახულებები. მეცნიერებისა და ფართო საზოგადოებისათვის უცნობია ამ ნახაზების
შემსრულებელთა ვინაობა. ლიმადან 200 კმ-ში მდებარეობს სწორედ ეს ზეგანი, რომელიც
ნასკას სახელითაა ცნობილი. აქ დახაზულია სხვადასხვა ფორმის ფიგურები და ნახაზები.
ამ ნახაზების გარშემო ტრაპეციის ფორმის ზონებია უცნაური სიმბოლოებით,
ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებით. მათი დანახვა შესაძლებელია ზემოდან.
ნასკას ზეგანზე მიახლოებით 900გეოგლიფია განთავსებული.
ამერიკელი მკვლევარის პავლე კოსიკის აზრით ნასკას ნახაზები ატარებს ასტრალურ ხასიათს,
ხოლო ზეგანი წარმოადგენს გიგანტურ ობსერვატორიას. ამერიკელმა ასტრონავტმა
ჯერალდ ჰოკინსმა შეამოწმა ამ თეორიის სისწორე 1968 წელს კომპიუტერული პროგრამის დახმარებით. გამოთვლების შემდეგ გამოთქვა აზრი, რომ ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია
ნასკას ობსერვატორიული დანიშნულებისა.
ერთ-ერთი საუკეთესოა ინგლისელი მეზღვაურის ტონი მორსონის თეორია. მან შეისწავლა
ანდების მაცხოვრებელთა ძველი ყოფა და წეს-ჩვეულებები, რაც ერთმანეთთან უშუალო კავშირშია. მისი აზრით ეს ადგილები ასრულებდა საკულტო დანიშნულებას.
აქაური მაცხოვრებელბი ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ ლოცვითა და მედიტაციით. ხშირად ტაძარი იყო უბრალო და დაგროვილი ქვების სახე ჰქონდა. მორსონს მიაჩნია, რომ ნასკას
სიმბოლოები სპეციალურ დანიშნულებას ასრულებდა რელიგიური ცერემონიის დროს.
შესაძლოა, ნასკას ხალხი იყენებდა უბრალო გეოდეზიურ მეთოდს საკუთარი
სამუშაოსთვის.
სულ ახლახან ორმა მკვლევარმა დევიდ და სთივ ჯონსონმა წამოაყენა საკმაოდ
საინტერესო თეორია, რომლის მიხედვით, გეოგლიფებს შესაძლოა ჰქონოდა კავშირი
წყალთან. ცნობილია, რომ ნასკას ზეგანი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მშრალ ადგილად ითვლება. ჯონსონმა შეისწავლა იმ რეგიონის წყლები და გამოთქვა აზრი,
რომ ზეგანზე გამოსახული ფორმები შესაძლოა წარმოადგენდეს მიწისქვესა წყლების
გიგანტურ რუქას.
მეცნიერთა ნაწილი უფრო სკეპტიკურად უყურებს მსგავს აზრს, მაგრამ აღიარებს,
რომ ამ რეგიონში წყლის მოპოვებას იმდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა,
რომ სრულიად შესაძლებელია ყოფილიყო რეალური კავშირი რიტუალურ
( სადღესასწაულო) მიზანსა და წყალს შორის. სავარაუდოდ, ბოლივიელ ინდიელთა
მსგავსად ადგილობრივები გაკეთებულ ნახაზებს მიჰყვებოდნენ ლოცვით, თან
წვიმის მოსასვლელ სარიტუალო ცეკვას ასრულებდნენ. შესაძლოა, სწორედ მას
უკავშირდებოდეს ნასკას ხაზები.
ცნობილია, რომ ინდიელები ასრულებდნენ ადამიანთა მსხვერპლშეწირვის რიტუალს.,
რამაც შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ნასკას ხალხიც ასრულებდა ადამიანის
მსხვერპლშეწირვას. მსხვერპლშეწირვა ითვალისწინებდა თავის მოკვეთას, რაც
დაკავშირებული იყო მიწის ნაყოფიერებას, სიცოცხლის გაგრძელებასა და
აღორძინებასთან.








ნასკას ზეგანის სამხრეთით, 850 კმ-ს მოშორებით გამოსახულია ადამიანის
უზარმაზარი ფიგურა(ჩილეს ტერიტორიაზე)

წყნარი ოკეანის გასწვრივ, ანდებში გამოსახული ნახატები ძალზედ წააგავს გიგანტურ
ბორკილს. კიდევ უფრო სამხრეთით სიერა პინტადაში ტერიტორიის გარკვეული
ნაწილი დაფარულია სპირალებითა და წრეებით. არქეოლოგთა აზრით ისინი ასრულებდნენ ორიენტაციის ფუნქციას.