
დაახლოებით ორი თვის წინ გავრცელდა ახალი ინფორმაცია
პოლინა ზელიცკაიას და მისი მეუღლის კველევებთან
დაკავშირებით. მოწოდებული იმფორმაციიდან ვგებულობთ,
რომ ჩატარებული წყალქვეშა სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია
უზარმაზარი ქალაქი ოკეანის ფსკერზე. უძველესი ქალაქის
ადგილზე ნაპოვნია რამდენიმე სფინქსის გამოსახულება და
სულ ცოტა ოთხი გიგანტური პირამიდა.




მეცნიერთა აზრით კატასტროფა უნდა მომხდარიყო უკანასკნელი
გამყინვარების დასასრულს.
ჟურნალისტმა ლუის მარიო ფერნანდესმა ინტერვიუ
აიღო პოლინა ზელიცკაისაგან და სტატია გამოქვეყნა. სტატიიდან
ირკვევა, რომ წყალქვეშა ქალაქი ათწლეულების წინ აღმოჩნდა,
კვლევებიც დაიწყო, მაგრამ იმ დროს არსებულმა კუბის კრიზისმა
შეაჩერა ეს სამუშაოები. --"აშშ-ს მთავრობამ ეს ადგილი 60-იან
წლებში აღმოაჩინა, როდესაც ატომურმა წყალქვეშა გემებმა
აქ (ღრმად წყალქვეშ) შეამჩნიეს პირამიდის სტრუქტურები.
მათ მაშინვე აიყვანეს ობიქტები კონტროლზე, რომ რუსებს
არ ჩავარდნოდა ისინი ხელში".
კუბასთან აღმოჩენილი პირამიდები და სფინქსები ეგვიპტეში
არსებულზე უფრო დიდია. პროფესიონალთა შეფასებით ისინი აგებულია
უზარმაზარი ქვებით, რომელიც ასეულობით ტონას იწონის.


ქვებზე ამოკვეთილია წარწერები. ფერნანდესის აზრით,
წარწერები მეტისმეტად უცნაურად გამოიყურება. ზოგიერთი
თითქოს ეგვიპტურ იეროგლიფებსაც წააგავს. იქვეა
სიმბოლოები და ნახატები, რომლის მნიშვნელობა უცნობია.