mamuka1შეეშვი.
ჩიონლუ არის პირველი მეტალურგიული კერა (ჯერ ჯერობით ასე იყო მიჩნეული)
ჩაიონლუში მოათვინიერეს პირველად შინაური ცხოველი და დაიწყეს მარცვლეულის კულტივირება
ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩაიონლუ და შედარებაც არაა გობკელი თებეს სტელებთან
გობეკლი თებეში უმაღლესი დონის დამუშავებაა
სხვაობა ამ ორ ნაგებობას შორის 2 000 წელია
ახლა გაანალიზე რამდენი რამე შეიცვალა ისტორიის მონაკვეთის ნებისმიერ 2000 წლის მანძილზე
და მიხვდები რამხელა თარიღებია...
თუ გობეკლი თებეში ქვის ხანის მონადირე ადამიანი აგებდა ასეც საოცრებებს - რა დაემართათ მერე?
სად დაიკარგა ტექნოლოგია?
დედაბოძის ტრადიცია საქართველოს მოსდევს 4 000 წელია
სტილი და აგების ტექნოლოგიები მოსდევს ოდითგანვე ერს - წყვეტა არ ყოფილა
გობეკლი თებე კი ცალკე დგას ნეოლითური ქრონოლოგიისგან
რომ ვნახე გობეკლი თებე საკუთარი თვალით ჯერ გამაოცა ცენტრში მდებარე ორი სტელის სიდიდემ!
ამხელა სტელა როგორ დააყენეს ფეხზე!??
ასე უცებ მონადირეები ვერ ააშენებდნენ ამ კომპლექსს - წინაპირობა სჭირდება,
შრომის ორგანიზება, არქიტექტურა, გათვლები, საშენი მასალები და რავი უამრავი რამ....
მანამდე ცხოვრობდნენ ჩალით გადახურულ ქოხებში და უცებ ააშენეს ასეთი კომპლექსი?
რომელიც ახლა ირკვევა, რომ ციური სხეულების მიხედვითაა დალაგებული?
ასეთი რამის დაწერა შეუძლია მხოლოდ კაბინეტებში მჯდომ ისტორიკოსს, რომელსაც ხელში არასოდეს სჭერია ქვის სატეხი
და საერთოდ არ ერკვევა საინჟინრო საკითხებში..
და მეორეც, როგორ დაამუშავეს ასე იდეალურად ზედაპირი?
შკურკა ჰქონდათ?
თავიდან ბეტონისგან ჩამოსხმული თანამედროვე ბლოკები მეგონა - რეკონტსრუქცია ხომ არ არის თქო...
დაუჯერებელია....
ნახე ერთხელ მამუკა ეს და ოდნავ მაინც თუ ერკვევი ტექნოლოგიებში, თუ ინჟინერი ხარ
ან ერთხელ მაინც გჭერია ხელში სამუშაო იარაღი, მიხვდები რასთან გაქვს საქმე...
ახლა ვაგრძელებ,
11 000 წლის წინ სავარაუდოდ მოხდა დიდი კატასტროფა დედამიწაზე, ეს აისახა ბევრ ლეგენდაში
და მითებში
მაგრამ ისმის კითხვა, თუ დედამიწას დაეცა ციური სხეული (მეტეორიტი)
სადაა ამისი კვალი?
ბუნებრივია უნდა ვეძებოთ კრატერები ხომ?
კრატერი რომელიც რჩება მეტეორიტის დედამიწაზე ჩამოვარდნის შედეგად - დარტყმითი კრატერი ეწოდება
დედამიწაზე ასობით ასეთი კრატერი ყოფილა, მეტეორიტების უმრავლესობა ათობით და მილიონობით წლის წინ იყო ჩამოვარდნილი
მაგალითად არიზონის კრატერი წარმოიქმნა 50 ათასი წლის წინ

ხოლო კაალის კრატერი 4000 წლის წინ (ესტონეტში) და აისახა ხალხურ მითებში კიდეც...
ან კიდევ,
მაგალითად კრატერი შივა ემთხვევა ასაკით დინოზავრების გაწყვეტას - ანუ ამ მეტეორიტის ჩამოვარდნისას ინდოეთის ოკეანეში
მოჰყვა გლობალური ცვლილებები დედამიწაზე
http://books.google.ge/books?hl=en&lr=&id=...epage&q&f=falseესაა სრული სია დედამიწაზე არსებული დარტყმითი კრატერებისა

ჩვენ ამათში გვაინტერესებს ნეოლითური ეპოქის დიდი კრატერები
განსაკუთრებით 11 000 წლის წინ ჩამოვარდნილი, რომელმაც გამოიწვია გლობალური ცვლილებები დედამიწაზე...
და რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება ბიბლიურ წარღვნასაც
http://bourabai.kz/impact/მეტეორიტები ჩვენთვის საინტერესოა კიდევ სხვა თვალსაზირისითაც - მათ თან ჩამოჰქონდათ მეტეორიტული რკინა.
"ციდან, ღმერთებისგან გამოგზავნილი" მეტალი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა ძველ ხალხებში
This post has been edited by basa-ttt on 29 Nov 2014, 23:27