geremika ეზოთერული კუთხით ამ საკითხის შესანიშნავი ანალიზი აქვს გაკეთებული
რ.შტაინერს. მას მიაჩნდა, რომ ეგვიპტელები ეძიებდნენ ასტრალური სხეულის
საწყის სიწმინდეს. ''ოქროს საწმისის'' ძიება ეგვიპტელ ხელდასმულთა ერთ-ერთი ცდაა
საამისოდ. ჩვენამდე ეს შემოინახა იაზონისა და არგონავტების მიერ ''ოქროს საწმისის''
ძიების თქმულებაში. დაუჯერებელია, რომ ის მხოლოდ სიმბოლო იყო. შტაინერის აზრით
არგონავტთა მოგზაურობას ისევე ჰქონდა ადგილი, როგორც ტროას ომს. გარეგანი მოვლენები
მხოლოდ ფიზიონომიური გამოხატულებაა შინაგანი მოვლენებისა. ამიტომ, ეს არის ისტორიული მოვლენა.
კოლხეთში იცოდნენ ასტრალური სხეულის ოქროს სიწმინდის აღდგენა-როგორ მოეპოვებინათ
''ოქროს საწმისი'' და როგორი სიძნელეებია ამასთან დაკავშირებული.
მისტერიებში ვერძი არის სიმბოლო სიყვარულისა და შემეცნებისა. ამ ვერძმა გადაინაცვლა
კოლხეთში. უძველესმა სიბრძნემ დაიხია მიუვალ ადგილას. ხალხში გაჩნდა მონატრება
იმ კულტურისა, როდესაც მზემ ბოლოს წინარე ხანაში გაიარა ვერძის ზოდიაქოში, როდესაც ტყუპები
ფრიქსე და ჰელე ვერძმა განდევნა კოლხეთში.
ატლანტური ეპოქაში, შტაინერის აზრით, საწმისი-სიბრძნე იყო კაცობრიობის კულტურის
საერთო ფასეულობა. შემდეგ, ის გადაიტანეს უფრო შორეულ საიდუმლო სკოლებში
მედეამ თავისი სიყვარული შესწირა მსხვერპლად მომავალი კულტურის მატარებელს-იაზონს,
ყველაფერი: ღირსება, სამშობლო, საკუთარი ძმა აფსირტე. მედეა ფლობდა იმ ძალას, რითაც
ეხმარებოდა იაზონს ხელდასმის საშიში გამოცდებისას.
''ხარისა და ცხვრის ეპოქების ურთიერთდაპირისპირება, ეს დაპირისპირება გარკვეულ კულტმსახურებაშიც აისახა, ბერძენთა მიერ ოქროსმატყლიანი ცხვრის ტყავის ანუ ოქროს საწმისის მოპოვება ნიშანია იმისა რომ ბერძნებს სწორედ ცხვრის ეპოქაში უწევს საკაცობრიო ლიდერის როლის შესრულება.''---სწორედ ასე მოხდა. ამის შემდეგ ლიდერის
ფუნქცია გადავიდა ბერძნების ხელში.
შტაინერს მიაჩნდა, რომ ''შავი ზღვის სანაპირო განსაკუთრებული ასტრალური ტერიტორიაა
დედამიწაზე. ამიტომ, აქაური მოსახლეობის მოვალეობაა ამის ბოლოდე შემეცნება. თუკი, ამას შესძლებენ,
მაშინ ისინი აღასრულებენ კაცობრიობის განვითარებისთვის დაკისრებულ მოვალეობას, რაც
მეტად მნიშვნელოვანია ყველასთვის.''
This post has been edited by Phobos on 5 Apr 2011, 14:01