#39268284 · 31 Dec 2013, 00:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gochaj
კიდევ კაიფობ, რაიყო გიღიჭინებს ვინმე? სულ არ გეცოდება ხო? რამ გაქცია ასე უგულო? მე გამისკდეს საცაა გული, მის მაგივრად, შენი პოსტების წამკითხავს.
ხოლო როცა ხსენებული იუზერიდან მამანტი ძაძამიას ტომეულის წაკითხვაზე ქილიკობ, გეტყვი, რომ მან ეგ იმიტომ კიარ წაიკითხა რომ მაზოხისტია ( თუმცა ამის ეჭვიც მაქვს, აბა 2013 წლის გაზაფხულიდან დღემდე 4000 პოსტი რა ზებუნებრივმა ძალამ დააპოსტინა ) არამედ იმიტომ, რომ მამაომ მიუსაჯა მეტანიებად ჩადენილი ცოდვების მისატევებლად, ზუგდიდუნიამ კი მამაოს მიუგო, რამე უარესი მომისაჯეო, რადგან წაკითხული მაქვსო, ხოლო მამაომ მიუგო, მაგაზე უარესი სააქაოზე არაფერია, ხოლო საიქიოთ რა გაგიხერხდება არ ვიციო, თუმცა ეშმაკს რეფორმები გაუტარებია ჯოჯოხეთში, და პრიკაზი გამოუცია, რაღადროს კუპრი და სარია 21 საუკუნეშიო და ძაძამიას ტომეული შეუტანია ცოდვილთათვის, ეს ნოსტრადამუსსაც ჰქონდა ნაწინასწარმეტყველევი და იქედან ვიცი, არ გეგონოს ზუგდიდოვსკის ჭეშმარიტი სულიერი და მომავალში სამუდამო სამყოფელიდან ვპოსტავდე.
|