პატრიოტსა და ნაციონალისტს შორის სხვაობას დავაზუსტებ (ფაშისტისა და ნაცისტის ცნებას ჯერჯერობით გვერდზე ჩამოვიტოვებ):
I. პატრიოტიზმი ==> სიტყვა პატრიოტის ფუძე მომდინარეობს: Patria (ლათ) ქართულად იგივე სამშობლო.
პატრიოტად აღიქმევა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მის სამშობლოსა და მასში მცხოვრებ ხალხთან აიგივებს. ამავდროულად იგი თავის წარმომავლობას (ნაციონალიტეტს) სხვა ერებზე მაღლა არ აყენებს და მათ(ანუ სხვა დანარჩენს) ფასეულობას არ უკარგავს. პატროტიზმის ნეგატიურად გამოხატვა ნიშნავს ნაციონალიზმში გადაზრდას.
II. ნაციონალიზმი ==> როგორც სიტყვის ფუძიდან უკვე ცხადი ხდება, ამ ცნებაში აქცენტი კეთდება ნაცინალურობაზე. ნაციონალიზმი გამოხატავს იდეოლოგიას, რომელიც ეთნიკური ჯგიფის მახასიათებლებს (მაგ. ენა, კულტურა, ისტორია) მნიშვნელობას მატებს და მას როგორც აბსოლუტურს (ერთსა და განუმეორებელს) განიხილვს. ეს იდეოლოგია როგორც წესი აგრესიულია, მიდრეკილებაა ეთნიკური ნიშნით დაჯგუფებისა მოცემულ ტერიტორიაზე.

(ეს მე არ ვარ. ეს პოლიტიკის განმარტებითი ლექსიკონია)
ეხლა კი მე

==> ქართველები ვართ ნაციონალისტები. მართლა ძალიან ფართო თემაა დისერტაციაც კი შეიძლება დაიწეროს ქართულ ნაციონალიზმზე... თუნდაც სათაურით "ვართ თუ არა ქართველები ნაციონალისტები?". ამიტომ აღარ განვაგრძობ განმარტებას, გავაკეთებ მხოლოდ მინიშნებას.
"რაც კარგები ვართ ქართველები ვართ" ==> ნეტა ამდენ მილიარდ ადამიანში, რასაც ეს დედამიწა უძლებს, კარგი მარტო 4,0 მილ. ქართველი გააჩინა ღმერთმა? ჰმ.... ალოგიკურია რატომღაც
"საქართველო ქართველებისთვის" ==> დავრჩენილვართ 3. მილიონამდე და ეგააა

ძალიან ბევრი ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ საქართველოში და არიან ჩვენი თანამემამულენი, დროა ვისწალოთ ერთმანეთის აქცეპტირება.
ხო, ისე ლირიული გადახვევა, ეს გამოთქმა რომ არ არსებულიყო და იგი ზვიად გამსახურდიას ესე ძლიერ არ ყვარებოდა, კაცმა არ იცის იდგებოდა თუ არა საქართველო დღეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გადაუჭრელი პრობლემების წინ. ჩემი პირადი სპეკულაციით არა, დარწმუნებული არა --> სამხრეთ ოსეთზე, სავარაუდო არა --> აფხაზეთზე. ისე კიდევ ერთი ლირიული გადახვევა ქართველებს ჯერ ლაპრაკი გვიყვარს და მერე ჩვენს ნალაპარაკებზე ფიქრი ხშირად.
P.S. სიტყვა "ნაციონალისტები" ცხადია პოლიტიკური პარტიების ჭრილში არ გამომიყენებია.
დაე ვყოფილიყავით ჯანსაღი პატრიოტები ჩემო კარგებო