ისე უფრო საინტერესოა იქნება მიმოხილვის სახით რო დავდოთ მხარის ისტორია .
ეს ვიკიპედიიდან.
ქსნის საერისთავო, ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, XV საუკუნიდან საერისთავო-სათავადო. წარმოიშვა ქსნისა და მის აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე მცირე ხეობებში. ქსნის ხეობაში ბინადარი ცხოვრების ნიშნები უწყვეტად ჩანს ძველი ქვის ხანიდან. განსაკუთრებით ინტენსიური იყო აქ განვითარება - ცხოვრება გვიანდელი ბრინჯაოსა და ანტიკურ ეპოქაში. ანტიკური და უფრო მოგვიანო ხანაში ქსანზე რამდენიმე ცენტრი (საძეგური, ყანჩაეთი, აღაიანი) არსებობდა. ქართლში სახელმწიფოს წარმოშობის დროიდან (ძვ. წ. III საუკუნე) ქსნის ხეობა მომიჯნავე ხეობითურთ სასპასპეტოს ანუ შიდა ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა.
ადრინდელი ფეოდალურ ხანაში ქსნის ხეობაში ორი ადმინისტრაციული ერთეული იყო:ქსნისხევი (ცენტრი ქვენიფნევი) და ცხრაძმისხევი (ცხრაზმისხევი) (ცენტრი ლარგვისი). ქსნის საერისთავოს ისტორია ფაქტობრივად ცხრაზმისხევისა და ქსნის ხევის ანუ მთისა და ბარის ურთიერთობის ისტორიაა. X საუკუნიდან დაიწყო ცხრაზმისხევის აღზევება. ამ დროს იგი მდინარეების ლეხურის, მეჯუდის, პატარა ლიახვის ზემო ნაწილებსაც მოიცავდა. საერისთავო გაფართოვდა სამხრეთითაც, რის გამოხატულებაც უნდა იყოს რეზიდენციის გადატანა ლარგვისიდან ქვენიფნევს. ვახუშტის ცნობით, თამარ მეფის დროს ქართლი და ქსანი ცალ-ცალკე საერისთავოები იყო. მონღოლთა შემოსევების შემდეგ, XIII საუკუნის II ნახევრიდან, დასტურდება ცხრაზმისხევის ერისთავი, რომელიც პოლიტიკური მემკვიდრე იყო ადრინდელი ფეოდალური ხანის ცხრაზმისხევის ხელისუფლისა. ქსნის ერისთავებად არიან ბიბილურები, რომლებმაც რეზიდენციის სახელწოდების მიხედვით მიიღეს ზედწოდება "ქვენიფნეველი". XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხრაზმისხევის ერისთავებმა საგრძნობლად გააფართოვეს მამულები. მათს სამფლობელოში შედიოდა: ცხრაზმა, ჟამური, ქარჩოხი, ჭურთა, ქოლოთი, ისროლისხევი, აბაზასძეთა მამული, თრუსო, ღუდა, გაგასძენი, მლეთა; არახვეთი ხანდო, ყანჩაეთი, ძაგნაკორა, დიღუამი, გავაზი, აწერისხევი, ბეხუშე.
XIV საუკუნის შუა წლებისათვის ქსნის ერისთავებმა გააფართოვეს მიწები ქართლის ვაკის მიმართულებით. აქ დაეუფლნენ კარბს, გარეჯ-ვარბაკურისუბანს და იკორთის მონასტერს. ხელი მიუწვდათ ქნოლისა და მაღღანდვალეთზე. XV საუკუნის დასაწყისიდან ქსნის საერისთავო ფაქტობრივად ერისტავების მამულად ანუ სათავადოდ გადაიქცა. ამ ხნისათვის ისინი იყვნენ საგვარეულო საძვალის, ციხე-დარბაზების, დიდი ყმა-მამულის პატრონი. შეიქმნა ერისთავთა საგვარეულო მატიანე "ძეგლი ერისთავთა"
ესიც საინტერესოა.
http://www.akhalgori.com/ * * *
არაგვის საერისთავო
არაგვის საერისთავო, ფეოდალური საქართველოს სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოხელე-ერისთავი (ზოგი წყაროებით ერისთავთერისთავი). მდებარეობდა არაგვის ხეობასა და თერგის სათავეებში (თემები - ხევი, თრუსო, ხადა, გარეშემო, მრევლი, ცხავატი, გუდამაყარი, ხანდო, ჭართალეთი და ე. წ. არაგვის ბარის ზოლი სოფ. მისაქციელიდან ანანურამდე). მოსახლეობა დაახლოებით 3300 კომლი (1770). წყაროებით ცნობილი პირველი ერისთავები არიან შაბურისძეები (XIII საუკუნიდან), რომელნიც მემკვიდრეობით ფლობდნენ ამ სახელოს. დაახლოებით XV საუკუნის შუა ხანებიდან არაგვის საერისთავო ფაქტობრივად ერისთავების მამულად ანუ სათავადოდ იქცა. XVI საუკუნეში ვანათელმა აზნაურმა (პატარა ლიახვის ხეობიდან) ქსნის ერისთავთა დახმარებით ამოწყვიტა არაგვის ერისთავები და თვითონ დაეპატრონა საერისთავოს. ამიერიდან არაგვის საერისთავოს ერისთავად მისი მემკვიდრეები ინიშნებოდნენ. არაგვის ერისთავის რეზიდენცია იყო დუშეთი და სიონი, მთავარი ციხე - ანანური, საძვალე და საგვარეულო მონასტრი - ბოდორნა. XV საუკუნამდე ერისთავს ქვეყნის მართვაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული მოხელეები (გამგებელი, ხევისთავი, ციხისთავი, მამასახლისი და სხვა) ეხმარებოდნენ, შემდეგ კი სახლთუხუცესი, მოურავი, ნაცვალი, მამასახლისი და სხვა.
არაგვის საერისთავოს ბარში სოფლის მეურნეობის დარგებიდან წამყვანი იყო მარცვლეული კულტურები და მებაღეობა, მევენახეობა, მთაში (ანანურიდან დარიალამდე) კი - მეცხოველეობა, განსაკუთრებით მეცხვარეობა (უდუმო, კუდიანი ცხვარი). შინამრეწველობის დარგებიდან განვითარებული იყო ყველის კეთება, შალის ქსოვა, ტყაპუჭის დამზადება და სხვა. ვაჭრობა-მრეწველობა სუსტად იყო განვითარებული. მცირე სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები იყო დუშეთი, ანანური, ჟინვანი. არაგვის საერისთავოზე გადიოდა საქართველოს ჩრდილოეთ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა (მერმინდელი საქართველოს სამხედრო გზა).
არაგვის საერისთავო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნეში, როცა ნუგზარ, ზურაბ და ზაალ ერისთავები თავგამოდებით იბრძოდნენ, ერთი მხრით, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და, მეორე მხრით, ფშავხევსურეთისა და ერწო-თიანეთის დასაპყრობლად და დასაბეგრავად. ჯერ ზურაბმა (XVII საუკუნის 20-იან წლებში) და შემდეგ ზაალმა (50-იან წლებში) დროებით დაიპყრეს კიდეც ერწო-თიანეთი. ამ ბრძოლებმა დიდი მსხვერპლი შეიწირა ორივე მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ ერისთავები მაინც ვერ ეწივნენ საწადელს. 1743 წელს აჯანყებულმა არაგველებმა (არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება) მოკლეს ბეჟან არაგვის ერისთავი და არაგვის საერისთავო კახეთის მეფეს თეიმურაზ II-ს გადასცეს. მან არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და ერეკლე II-ის ვაჟს, ვახტანგ ბატონიშვილს, საუფლიწულოდ მისცა. ბატონიშვილის სახელით არაგვის საერისთავოს ჯიმშერ ჩოლოყაშვილი განაგებდა (1743-1756). ერისთავის გადარჩენილი შვილები ცოტა უფრო გვიან ერეკლე II-მ კახეთში გადაასახლა და იქ მისცა მცირე მამული. ვახტანგ ბატონიშვილის გარდაცვალების (1756) შემდეგ არაგვის საერისთავო ლევან ბატონიშვილის, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების (1781) შემდეგ კი ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის საუფლისწულო იყო. 1803 წელს ვახტანგი რუსეთში გადაასახლეს. არაგვის საერისთავო კი ანანურის მაზრის უფროსს დაუქვემდებარეს.
არაგვის ერისთავები XVI-XVIII სს [რედაქტირება]
ნუგზარი - 1580-1618
ბაადური - 1618-1619
ზურაბი - 1619-1630
დავითი - 1630-1634
ზაალი - 1634-1660
ოთარ I - 1660-1667
რევაზ I - 1667-1677
იასონი - 1677-1687
გიორგი - 1687-1696 და 1703-1723
ბაინდური - 1696-1703
ოთარ II - 1723-1727
თეიმურაზი - 1727-1731
რევაზ II - 1731წ. ორი თვე
პაპუა - 1731-1732
ბარძიმი - 1732-1737
უთრუღი - 1737-1739
ბეჟანი - 1739-1743
არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742-1746
არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება 1742-1746, აჯანყების მთავარი მიზეზი იყო ბეგარა-გადასახადების გადადიდება და მებატონე ერისთავების სისასტიკე. გლეხებთან ერთად აჯანყებაში მონაწილეობდა ერისთავების უკმაყოფილო წვრილი აზნაურობაც. 1742 წელს აჯანყებულებმა საერისთავოს სახლთუხუცესის ამინა კობიაშვილის მეთაურობით ბეჟან არაგვის ერისთავის შეპყრობა და მოკვლა გადაწყვიტეს. ბეჟან ერისთავს გივი ამილახვარი მიეშველა ჯარით. აჯანყებულები დაარბიეს და აიკლეს, მოთავენი ჩაამწყვდიეს. ა. კობიაშვილი სიკვდილით დასაჯესა.
1743 წლის ივნისში საერისთავოს მოსახლეობა კვლავ აჯანყდა მოედო საერისთავოს ბარის სოფლებს, ხევს, მთიულეთს. აჯანყების მოთავეები იყვნენ პაპა ღუდუშაური (ხევში), გივი და ზარიბეგ ნადიბაიძეები (მთიულეთში), ტეტია გელდაშვილი (საერისთავოს ბარის ნაწილში) და სხვა. აჯანყებულებმა მოკლეს ბეჟან და ოტის ერისთავები, თავს დაესხნენ გივი ამილახვრისა და ბეჟან ერისთავის სახლობას, რომელნიც მთიულეთში იყვნენ შეფარებული, აიკლეს და დაიტაცეს დიდძალი ქონება. აჯანყებულებმა თავიანთ ბატონად კახეთის მეფე თეიმურაზ II მიიწვიეს. თეიმურაზი ჯარით შევიდა საერისთავოში, ანანურს დაბანაკდა და აჯანყებულებს ადათით დაწესებული გადასახედელის შენარჩუნებას დაჰპირდა. სამაგიეროდ მორჩილება მოითხოვა, მეთაურებს მძევლები გამოართვა და საერისთავოში თავისი მოხელეები დანიშნა.
1746 აჯანყებამ ახალი ძალით იფეთქა და ქსნის საერისთავოსა და ახლანდელი სამხეთი ოსეთის ტერიტორიაზე გავრცელდა. ქართლ-კახეთის მეფეებმა გადაწყვიტეს აჯანყებულები იარაღით დაემორჩილებინათ. თეიმურაზ II ქართლის ჯარით ქსნის საერისთავოში შევიდა და ვანათს დადგა. ერეკლე II-მ კახეთის ჯარით ანანური დაიჭირა. მეფეებმა ორივე საერისთავოს გზები შეკრეს. ერეკლემ პირველად არაგვის ხეობის აჯანყებულ ოსებს შეუტია. აიღო და გადაწვა 40 კოშკი. შემდეგ ანანურში მიბრუნდა და იქაურ აჯანყებულებს გაუსწორდა. აჯანყების მეთაურებს (რომელთაც 1743 წელს ერისთავები დახოცეს და საერისთავო თეიმურაზს გადასცეს) მეფეების ბრძანებით თვალები დასთხარეს და კახეთში გადაასახლეს, ქსნის ხეობის გლეხობა და მთაში მცხოვრები ოსები იძულებული გახდნენ თეიმურაზს დამორჩილებოდნენ, პატიება ითხოვეს და "მოსცეს სრული ბეგარა". გლეხთა ეს დიდი აჯანყება მარცხით დამთავრდა.
ესიც ვრცლად არაგვის საერისთავოზე.
http://skola.edu.ge:8080/Lemill/content/10...10d110d8-2/view
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.