ოლიმპიკმა იცურა კარგა ხანი....
საერთოდ,
სტარ ლაინერმა ააშენა სამი გემი-გიგანტი
ოლიმპიკი, ტიტანიკი და ბრიტანიკი
ყველაზე უიღბლო მათში ტიტანიკი გამოდგა
ოლიმპიკი და ტიტანიკი ერთდროულად შენდებოდა, ერთ ცეხში, მათ ვერც კი გაარჩევდი ერთმანეთისგან,
მათ ტყუპები შეარქვეს

პირველი ჩაუშვეს წყალში ოლიმპიკი -1910 წლის 20 ოქტომბერს..
მაგრამ თავისი მეხუთე რეისის დროს (1911 წლის 20 სექტემბერს) მას ავარია მოუვიდა
- დაეჯახა ლაინერს ჰოკს (ეტყობა კაპიტნებს უჭირდათ დიდი გაბარიტის მქონე გემების მართვა, თავისი მოუქნელობის გამო - ასეთი გიგანტი გემები მანამდე იშვიათობა იყო)
და ის სარემონტოდ დააყენეს.
როცა ტიტანიკი ჩაიძირა - იმ ღამეს ოლიმპიკი ასრულებდა მორიგ რეისს - როცა მან "სოს" სიგნალი მიიღო -
იმ ღამესვე გაეშურა ტყუპი ძმის გადასარჩენად, მაგრამ მასზე უფრო ადრე იქ კარპატები მივიდა...
ოლიმპიკი კი შორიახლო ცურავდა... კაპიტანმა გადაწყვიტა აღარ მიახლოებოდა გადარჩენილი მგზავრებით სავსე კარპატებს, ვინაიდან ამას შეეძლო შოკი გამოეწვია გადარჩენილ ადამიანებში - ოლიმპიკი ტყუპის ცალივით ჰგავს ტიტანიკს. ოლიმპიკის რადიოგადამცემს იყენებდა კარპატები და მის შორიახლო ცურავდა... სწორედ ოლიმპიკის რადიოს დახმარებით გადაეცა მსოფლიოს პირველი ინფორმაცია და გადარჩენილთა სიები...
Во время гибели "Титаника" в ночь на 15 апреля 1912 года "Олимпик" находился в очередном рейсе из Нью-Йорка в Саутгемптон. Получив информацию о бедствии, "Олимпик" поспешил на помощь брату-близнецу, однако он находился на значительном расстоянии от места катастрофы, и спасшихся пассажиров подобрал лайнер "Карпатия". Капитан "Олимпика" предложил взять к себе на борт часть спасенных, однако от этой идеи было решено отказаться, поскольку возникли опасения, что появление копии "Титаника" вызовет ужас у находящихся в шоке людей. Несмотря на это, "Олимпик" попросили держаться в пределах видимости "Карпатии", поскольку мощности радиостанции этого корабля не хватало для того, чтобы связаться с берегом, а радиостанция на "Олимпике" имела достаточную мощность. Списки спасенных передавались радисту "Олимпика", который немедленно отправлял их на береговую радиостанцию.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი,
1912 წლის 24 აპრილის ოლიპმიკს რეისი ჩაეშალა - მეზღვაურებმა უარი თქვეს ზღვაში გასვლაზე მანამ, სანამ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავები არ აიტანეს... (ტიტანიკზე ხალხის დაღუპვის მიზეზი ხომ სწორედ ნავების არასაკმარისი რაოდენობა იყო)
1913 წელს ოლიმპიკი გადააკეთეს - ასწიეს მისი მეორე ფსკერი - ახლა უკვე 6 დაზიანებული სეგმენტის შემთხვევაშიც კი გემი აღარ ჩაიძირებოდა (ეს შესწორებები გააკეთეს ტიტანიკის მაგალითიდან გამომდინარე)
პირველი სამამულო ომის დროს ოლიმპიკმა უამრავი ადამიანი გადაარჩინა და 119 ათასი ადამიანი გადაიყვანა ატლანტის ოკეანეში ევროპიდან ამერიკაში. ომის დროს ის გადაღებეს შენიღბვის მიზნით მუქ ფერში და მას დაარქვეს "T-2810". 1917 წელს ის შედიოდა სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს... მან გაუძლო წყალქვეშა ნავების შემოტევებსაც და ოთხჯერ გადაურჩა მათ ტორპედოებს... ერთხელ კი საოცარი მანევრის წყალობით წყალქვეშა გემიც კი ჩაძირა... მოკლედ ოლიმპიკმა გმირულად იცურა რამდენიმე წელი...
ომის შემდეგ ის დაუბრუნდა სამგზავრო რეისებს და მან მოიპოვა ყველაზე საიმედი ლაინერის რეპუტაცია. ათი წელი ოლიმპიკი ყველაზე პოპულარული გემი იყო და მან უამრავი რეისი შეასრულა. 1924 წელს მართალია ის დაეჯახა გემს "წმ.გიორგის", მაგრამ ეს დაზიანება არ იყო მნიშვნელოვანი და მორიგი რემონტის შემდეგ ის კვლავ მწყობრში ჩადგა.
1930 წლიდან გემს უკვე დაეტყო ასაკი, ჩნდებოდა ახალ-ახალი პრობლემები, ნაპრალები გარე გარსში... 30-იან წლებში კომპანიას შეეხო მსოფლიო კრიზისი და უაიტ სტარი გაერთიანდა მეორე კომპანიასთან.
1934 წელს ოლიმპიკი დიდი ნისლის გამო დაეჯახა მცურავ შუქურას კანადის ნაპირებთან და ამ შუქურას 7 წევრი შეიწირა. ამ ავარიის შემდეგ გაიხსენეს ტიტანიკი, და ოლიმპიკის მიმართ უარყოფითმა ემოციებმა იმძლავრა... თანაც უკვე შენდებოდა ახალი გემი გიგანტი "ქუინ მერი" და ოლიმპიკი უკვე ნელ ნელა დავიწყებას მიეცა... გადაწყდა, რომ გემის ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა. ოლიმპიკმა თავისი ბოლო რეისი შეასრულა 1935 წლის 27 მარტს. ამის შემდეგ ის უნდა დაშლილიყო როგორც ჯართი. 1935 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ოლიმპიკის აუქციონი. მისი ნივთები გაიყიდა ცალ ცალკე.. დღესაც შეიძლება შეხვდეთ სხვადასხვა ცნობილ სასტუმროებში ოლიმპიკის დეტალებს და აქსესუარებს ...
თავისი არსებობის პერიოდში ოლიმპიკმა 500 ჯერ მაინც გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და დატოვა ხალხში როგორც გმირი და ყველაზე საიმედო ლაინერის რეპუტაციის ხსოვნა.
This post has been edited by basa-ttt on 29 Apr 2012, 14:42
მიმაგრებული სურათი