Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(14)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ილია ჭავჭავაძე
, დიდი ილია მართალი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#6272969
· 30 Jul 2007, 01:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dimpitaurize
QUOTE
სწორედ სტალინის დროს და სტალინის მითითებით დაისაჯნენ ილიას მკვლელები.
ილიას 4 მკვლელი მაშინვე ჩამოახრჩვეს, ერთი-(პავლე ფშაველაშვილი) ყაჩაღური ბანდის ლიკვიდაციის დროს მოჰკლეს.
QUOTE
როდესაც გაირკვა ბერბიჭაშვილის დანაშაული, სწორედ მაშინ დასაჯეს.
მაგის დანაშაული მშვენივრად გარკვეული იყო..უბრალოდ მაგ ვაჟბატონს "დამსახურება" ჰქონდა რევოლუციის წინაშე და ფილიპე მახარაძის და სერგო ორჯონიკიძის ძმაკაცი იყო, ეგენი მფარველობდნენ. სტალინმა ჯერ ფილიპეს და სერგოს მოაკვლევინა თავები და მერე მათ დამქაშებსაც მიჰყო ხელი. ბერბიჭაშვილის შემთხვევაში დანაშაული საძებარი ნაღდად არ ჰქონდა.
This post has been edited by
Solveig
on 30 Jul 2007, 01:42
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აღასპერი
постиндустриальный парень
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
აღასპერი
постиндустриальный парень
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06
#6273300
· 30 Jul 2007, 02:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქრისტეს შობიდან დგას წელი 1907, თვე სექტემბერი. წიწამურის თოფთა გრიალი - შავი სამანი ჩვენებური მატიანისა, საქართველოს ბებერი მამა ქართულ მიწაზე საზორველი ხარივით წამოაქციეს.
და საქართველოში, საგურამოს წმინდა სახლში დგას კუბო.
და იმ კუბოში საქართველოს უსვენია მისი წმინდა მამა, მისი ჭირისუფალი და ერისუფალი, რომელიც ერთი კვირის წინ თვითონვე ისევე მარტოდმარტო დაიტირებდა თავის ბედკრულ სამშობლოს, როგორც მისივე ოთარაანთ ქვრივი თავის უიღბლო ერთას.
ახლა საქმე...
ყველაფერს რუსებს ნუ დავაბრალებთ, ქართველებმაც არანაკლები დავმართეთ.
მთავარი ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა ეროვნული მოძრაობა დაიშალა ცალ - ცალკე მიმდინარეობებად.
ეს იყო ილიას ფრთა, რომელსაც "ივერიის" ბანაკი წარმოაგდენდა; ნიკო ნიკოლაზძის - "მოამბის" ბანაკი და გიორგი წერეთლის - "კვალის" ბანაკი. გარდა იმისა, რომ მათ ვერ მოახერხეს ერთი გარკვეული იდეის გარშემო გაერთიანება, უფრო მეტიც, ორივე ბანაკი, პლუს ნაროდნიკები, სოციალ - დემოკრატები, სომხური ბურჟუაზია, კავკასიის კოლონიური ადმინისტრაცია და სხვები ილიას მტრად მოეკიდნენ. ეს ძალები საკმაოდ დიდ ძალას ფლობდნენ და ილიას ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო მათ წინააღმდეგ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი თანამოაზრეები არც თუ ისე ცნობილი სახეები იყვნენ საქართველოში.
აღსანიშნავია მის მიერ 1896 წელს გამოქვეყნებული წერილი "ჩვენი ეხლანდელი სიბრძნე სიცრუისა", რომელიც ილიასეული სარკაზმით მშვენივრად გადმოსცემდა ე.წ. "დასების" ფენომენის მანკიერებას, აქვე ჩამოეხსნათ ნიღაბი სოციალ - დემოკრატებს, რომლებას ილია ეროვნული მოძრაობის მტრებად მიიჩნევდა.
საუკუნის დასასრულს დაიწყო უკვე ე.წ. "უარყოფის" პოლიტიკა (ეს განსკუთრებული მარაზმი იყო, ჩემი აზრით). ამ საქმეში დიდი 'წვლილი' შეიტანა ნოე ჟორდანიამ.
1900 წელს ილიამ დაწერა პასკვალი "სიმვილო სარწმუნოებისა", რომელშიც ფილიპე მახარაძეს, გიორგი წერეთელს, ჯიბლაძეს, ნოე ჟორდანიას და სხვებს მარქსიზმის ბრმა მიმდევრებს და მოღალატეებს უწოდებდა, უფრო სწორად, ამ პასკვალიდან მკითხველი თვითონ გამოიტანდა ამ დასკვნას, მაგრამ არ გამოაქვეყნა.
ილიას გუნდის გავლენამ XX საუკუნის დამდეგს საკმაოდ იკლო, სოციალ - დემოკრატების უარყოფის პოლიტიკა გრძელდებოდა, საჭირო იყო ილიას პოლიტიკური მემკვირდის ძებნა, მაგრამ ასეთი არ გამოჩნდა. ( თუ არ გავითვალისწინებთ "საქართველობის თავისუფლების ლიგას", თუმცა მასზე ბევრს ვერ ვიტყვით, ბევრს ვერ მივაწერთ, რადგან 1893 წელს, მას შემდეგ, რაც ჟანდარმერიამ ორგანიზაცია აღმოაჩინა, მან მალევე შეწყვიტა არსებობა).
s_h_a_d_y
QUOTE
სტალინს შენგან არ ესწავლება ილიას პატივისცემა. სხვა თუ არაფერი, პირადად იყო მისგან დავალებული.
მაპატიეთ ასეთი უვიცობისთვის და რითი იყო დავალებული?
საერთოდ, მესამე დასელებს შორის ერთადერთი სტალინი იყო, რომელსაც მისი მოღვაწეობის დასაწყისში ილიასადმი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ეს იმიტომ, რომ ილიამ "ივერიაში" დაუბეჭდა ლექსი "დილა" და აკაკის "განთიადის" მსგავსი დიდებაც უწინასწარმეტყველეს.
ავკრეფ ბარემ, ცოტა განვიტვირთებით
დილა
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ - წკრიალით გალობდა,
ბულბულიც გახარებული
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
"აყვავდი, ტურფა ქვეყანავ,
ილხინე ივერთ მხარეო,
და შენც ქართველო სწავლითა
სამშობლო გაახარეო!"
QUOTE
სტალინმა ჯერ ფილიპეს და სერგოს მოაკვლევინა თავები და მერე მათ დამქაშებსაც მიჰყო ხელი. ბერბიჭაშვილის შემთხვევაში დანაშაული საძებარი ნაღდად არ ჰქონდა.
გრიგოლ ორჯონიკიძე, იგივე სერგო, 1903 წელს სოციალ - დემოკრატებს შეუერთდა. ის რკინიგზის მუშებს შორის ატარებდა აგიტაციას და სწორედ იქ ეძახოდნენ "იმერელს" და "იმერელ ბიჭს", ილიას მკვლელობის დროს ის 21 წლის იყო და მკვლელების მიერ "ვინმე იმერელის" ერთმხრივმა დასახელებამ მაშინვე სერგოზე აღძრა ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდნენ ის ამ დროს აზერბაიჯანში იყოო. არც ისაა მაღტალი, რომ ვითომ სერგო 1909 წელს წავიდა ირანში. ის, ისევე როგორც ბერბიჭაშვილი, 1907 წელს გადაიხვეწნენ ირანში, ილიას სიკვდილის შემდეგ. ირანში კი 1905 - 1911 წლების ირანის რევოლუციას შეუერთდნენ მოხალისეებად, მაშინ მათ და საერთოდ კავკასიელებმა (რომლებსაც, ყველას ერთად ირანელები გურჯებს ეძახოდნენ) მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
--------------------
აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wodore
Super Member
ჯგუფი: Registered
wodore
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 672
წევრი No.: 37618
რეგისტრ.: 3-July 07
#6274972
· 30 Jul 2007, 12:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აღასპერი
QUOTE
ქრისტეს შობიდან დგას წელი 1907, თვე სექტემბერი. წიწამურის თოფთა გრიალი - შავი სამანი ჩვენებური მატიანისა, საქართველოს ბებერი მამა ქართულ მიწაზე საზორველი ხარივით წამოაქციეს.
და საქართველოში, საგურამოს წმინდა სახლში დგას კუბო.
და იმ კუბოში საქართველოს უსვენია მისი წმინდა მამა, მისი ჭირისუფალი და ერისუფალი, რომელიც ერთი კვირის წინ თვითონვე ისევე მარტოდმარტო დაიტირებდა თავის ბედკრულ სამშობლოს, როგორც მისივე ოთარაანთ ქვრივი თავის უიღბლო ერთას.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა ... (ისტორიკოსი შორს უნდა იყოს ასეთი გრძნობებისაგან)
ეხლა კი ილიას მკვლელობის სენსაციური ფაქტები : 1907 წლის 30 აგვისტოს ილია თავის მეუღლე ილღასთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, ... ეტლი გადახდილი იყო... წიწამურთან მას დახვდე გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა(გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი, "ვინმე იმერელი"), რომელთაც იარაღის მიშვერით შეაჩერეს ეტლი. ილია წამოდგა ფეხზე და ბანდას მიმართა "ილია ვარ არ მესროლოთ" გიგლას პასუხი იყო "ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთ" და უცბად გაისმა რამდენიმე იარაღის გასროლის ხმა ... ილია მოკვდა... მას ტყვია ნასროლი ჰქონდა გულმკერდის არეში "აღენიშნება ცეცხლსასროლი გამჭოლი ჭრილობა, რომლის ერთი ხვრელი მოთავსებულია მარჯვენა ძუძუს დვრილიდან ოდნავ შიგნით, ხოლო მეორე - მარცხენა იღლიის უკანა კიდეზე; პირველი ოვალური ფორმისაა, მისი უდუდესი ზომა კანზე სამი სანტიმეტრია, მეორის ზომა იღლიის კანზე შედარებით მცირეა, გამავალია ნეკა თითისავის... ჭრილობის არხი მიმართულია წინიდან უკან და მარჯვნიდან მარცხნივ. გასროლა ალბათ წინიდან მოხდა. "- 1907 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის აქტიდან. ექიმი იაშვილის დასკვნა...
"დავიწყოთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ილიას მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) - დიდი ხვრელი. ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი - გაცილებით დიდს. ამდენად,ექიმ იაშვილს უზუსტობა მოუვიდა. ილიასათვის წინიდან რომ ესროლათ, მაშინ მცირე ზომის ხვრელი მკერდის არეში ექნებოდა, დიდი ზომისა კი - იღლიის ქვეშ. გვამის გაკვეთის აქტში ყველაფერი პირიქითაა, ე.ი. ილიას ზურგიდან ესროლეს... ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს? აშკარაა, რომ გასროლა ბერბიჭაშვილის ბანდის მხრიდან არ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელმაც ეტლი გააჩერეს და გასროლის მომენტში ეტლის წინ იდგნენ... გასროლა მოხდა მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებაც გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდამ არც კი იცოდა... იმ ხანად ტერორისტულ პრაქტიკაში ასეთი წესები მოქმედებდა : ყველა ტერორისტს ჰქონდა თავისი "ხელწერა", ე.ი. ტერორისტი მსხვერპლს კლავდა მისთვის დამახასიათებელი გასროლით, ასეთი გასროლის ნიმუშები იყო: ერთი ტყვია კეფაში, ოთხი ტყვია ზურგში, ორი ტყვია მკერდის არეში, სამი ტყვია მუცლის არეში და ა.შ... იმ ხანად (1905-1907წწ) მხოლოდ ორი ტერორისტი სარგებლობდა "ხელწერით", როგორითაც ილია მოკლეს. ერთი მათგანი 1907 წლის აგვისტოსთვის ციმბირის გადასახლებაში იმყოფებოდა და საქართველოში გვიან დაბრუნდა. მეორე 1907 წლის იანვრიდან აგვისტომდე, რუსეთის იმპერიის შიმაგან საქნეთა სამინისტრის პოლიციის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებული თბილისის, ქუთაისის და ბაქოს გუბერნიების ჟანდარმერიის სამმართველოების აგენტურული სამსახურის მასალების მიხედვით, არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, ბათუმში, ბაქოში და ბათუმი-თბილისი-ბაქოს მარშრუტით გადაადგილებისას ხშირად იკარგებოდა ჟანდარმერიის თვალთახედვის არედან. ეს ტერორისტი შედიოდა იმ 50-55 ტერორისტის რიცხვში, რომელთაც, პოლიციის დეპარტამენტის ანალიტიკოსთა დასკვნით, შეეძლო ნებისმიერი სირთულის ტერორისთული აქტის განხორციელება..." ვახტანგ გურული. ილიადან ილიამდე . თბილისი 2006.
ამრიგად ილიას მკვლელობა უფრო მაშტაბურად იყო გათვლილი რუსეთის სამეფოში და მისი მკვლელობა არ იყო კინკრეტული პარტიის ინერესებში ისე აქტუალური, როგორც სხვა ვინმესთვის და ეს სხვა "ვინმე არავინ" იყო თუ არა რუსეთის სათათბირო , რომელსაც ილიამ 1906 წელს ხმამაღლა აცნობა რომ საქართველოში პოლიტიკური აზროვნება ცოცხალია და ვითარდება , მან სათათბიროზე მოითხოვა საქართველოს ავტონომია ... რაც როგორც დრომ გვანახა არ გამოპარვია რუსეთის სათათბიროს ...
This post has been edited by
wodore
on 30 Jul 2007, 12:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
აღასპერი
постиндустриальный парень
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
აღასპერი
постиндустриальный парень
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06
#6274989
· 30 Jul 2007, 12:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wodore
QUOTE
(ისტორიკოსი შორს უნდა იყოს ასეთი გრძნობებისაგან)
ძმაკაცური თავდასხმაა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Allan-Poe
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Allan-Poe
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21158
წევრი No.: 17687
რეგისტრ.: 27-February 06
#6275106
· 30 Jul 2007, 12:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wodore
QUOTE
ყველაზე დიდი ადამიანი საქართველოს ისტორიაში ...
QUOTE
თქვენი აზრით რატო მოკლეს ილია???
იმიტომ რომ ის იყო
QUOTE
კაცი რომელმაც მკვდრეთით აღადგინა საქართველო ...
Dimpitaurize
სტალინს იმ პერიოდში დაჭირდა ილიას სახელის წამოწევა და ილია გამოაცხადეს გლეხების და სოციალურად ჩაგრულ კლასზე მზრუნველ მამად... და არა მთლიანად ერზე და მის თვითმყოფადობაზე მეოცნებე გმირად
წაკითხული მაქვს ერთი ძველი გამოცემა, სადაც წინასიტყვაობაში ავტორი ილიას მოიხსენიებს, როგორც მუშათა კლასზე მოამაგე კარგ მწერალზე, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ჩწვდა და ვერ განჭვრიტა დიადი ბოლსევიკური იდეალები და სადღაც ვიწრო ნაციონალისტური შტრიხები ეპარებოდა, მაგრამ ისე მაინც არა უშავდა
აი ასეთI წინასიტყვაობა ქონდა დართული... ღმერთო გამახსენე ის ბროშურა სად არის თუ ვიპოვე ზუსტ ციტატებს დაგიკოპირებთ...
მანამდე კი, ილიას ლიტერატურაც კი აკრძალული იყო და საკმაოდ დიდი ხანი ილიას მკვლელობის შემდეგ, მისი მკვლელობა დადებით მოვლენად იყო შერაცხული, როგორც "გაქსუებულ ტავადებთან" მუშათა და გლეხთა კლასის სამართლიანი ბრძოლის შედეგი...
...
მიუხედავად ამისა მაინც ძნელია ერთმნიშვნელოვნად ამტკიცო ვინ მოკლა ილია, იმიტომ რომ ნებისმიერი დანაშაულის გასაგებად, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია მოტივი... მოტივი კი სოცდეკებსაც ქონდათ და ბოლშევიკებსაც... ანუ ერთსაც აწყობდა მისი სიკვდილი და მეორისაც...
საბოლოო ჯამში შეიძლება იმიტომაც მოხდა მისი მკვლელობა, ერთმა მხარემ მკვლელობა ჩაიდინა, მეორემ კი მისი მკვლელობა შეირგო და წინ არ აღუდგა... ამიტომ ყველა ვარიანტში ორივე ძალა ერთნაირად ნაძირალა და საქართველოს მტერი ძალები იყო...
პ.ს.
აღასპერი
გაყოლოდა სტალინი პოეზიას და ახლა მარტო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო ოდნავ უფრო უკეთესი იქნებოდა...
This post has been edited by
Allan-Poe
on 30 Jul 2007, 12:44
--------------------
Adobe Hitler! - Zip File!!! Zip File!!! Zip File!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!
ჯგუფი: co-Moderators
Charles IX
ვაწყობ ბართლომეს ღამეს! იეფად!!!!
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 12268
წევრი No.: 15145
რეგისტრ.: 5-December 05
#6275185
· 30 Jul 2007, 12:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Allan-Poe
QUOTE
გაყოლოდა სტალინი პოეზიას და ახლა მარტო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო ოდნავ უფრო უკეთესი იქნებოდა...
--------------------
გიზების და ყველა ფანატიკოსის დედაც .......... ბართლომესთან
"სახელმწიფოში, რომელშიც უსამართლოდ აპატიმრებენ, ყველა პატიოსანი ადამიანის ადგილი ციხეშია" - ჰენრი დევიდ ტორო
სამოთხეში კარგი კლიმატია, სამაგიეროდ ჯოჯოხეთში - ბრწყინვალე საზოგადოება!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
zazabichi
ImagicussucigamI
ჯგუფი: Members
zazabichi
ImagicussucigamI
ჯგუფი: Members
წერილები: 21726
წევრი No.: 13736
რეგისტრ.: 19-October 05
#6275226
· 30 Jul 2007, 12:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გაყოლოდა სტალინი პოეზიას და ახლა მარტო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო ოდნავ უფრო უკეთესი იქნებოდა...
კი, ფაშისტური.
და ვინ იცის, ებრაელების და ბოშების ბოლომდე გაწყვეტის შემდეგ რომელი ერების ჯერი დადგებოდა?
სისულელეა პარადოქსის თეორიაზე კონცეფციის აგება მაგრამ მაინც;
ჯობდა ჯერ გაგვერკვია, ჰიტლერის სიმპათია ქართული გენეტიკის მიმართ მითი იყო თუ რეალობა
--------------------
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
Solveig
ensom
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61490
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05
#6276018
· 30 Jul 2007, 14:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
zazabichi
QUOTE
კი, ფაშისტური.
საპირწონე ყოველთვის მოიძებნება ხოლმე...სტალინი არ იქნებოდა, სხვა იქნებოდა.
QUOTE
მიუხედავად ამისა მაინც ძნელია ერთმნიშვნელოვნად ამტკიცო ვინ მოკლა ილია, იმიტომ რომ ნებისმიერი დანაშაულის გასაგებად, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალია მოტივი... მოტივი კი სოცდეკებსაც ქონდათ და ბოლშევიკებსაც... ანუ ერთსაც აწყობდა მისი სიკვდილი და მეორისაც...
ამ შემთხვევაში საჭოჭმანო მაინცდამაინც არაფერია, რადგან ცნობილია-ნოე ჟორდანიაც იყო მიპატიჟებული იმ კრებებზე, სადაც ილიას ლიკვიდიაცია (!) იგეგმებოდა..ნოემ განაცხადა-მე ხელი დამიბანიაო, მაგრამ თავის მხრივ, არც არაფერი გაუკეთებია ამის წინააღმდეგ.
ისიც ცნობილია, როგორ სცემეს ზაქარია ჭიჭინაძეს ილიას ქებისათვის მობოლშევიკო ახალგაზრდებმა.
მენშევიკები არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ, უხერხემლო ხალხი იყო, ყველაზე უიდეო და უთაო სოციალისტებს შორის.
მოტივი ჰქონდათ ბოლშევიკებს და ცარიზმს, ორივეს აწყობდა ილიას მოცილება, რადგან არცერთ მათგანს არ აწყობდა საქართველოს დამოუკიდებლობა..მე მგონია, მანდ დასწრებაზე იყო და ბოლშევიკებმა დაასწრეს..
მერე ცარიზმმა ბოლშევიკებს დაუმტკიცა დანაშაულად, ბოლშევიკებმა კი ცარიზმს დააბრალეს..ან მენშევიკებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dimpitaurize
Советский человек
ჯგუფი: Members
Dimpitaurize
Советский человек
ჯგუფი: Members
წერილები: 11460
წევრი No.: 17623
რეგისტრ.: 25-February 06
#6276147
· 30 Jul 2007, 14:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Allan-Poe
QUOTE
სტალინს იმ პერიოდში დაჭირდა ილიას სახელის წამოწევა და ილია გამოაცხადეს გლეხების და სოციალურად ჩაგრულ კლასზე მზრუნველ მამად... და არა მთლიანად ერზე და მის თვითმყოფადობაზე მეოცნებე გმირად
არ შეიძლება ასე ჰაერზე ლაპარაკი. რაში დასჭირდა სტალინს 1907 წელს მოკლული ილია 1930-იან წლებში? უნდა დაასაბუთო ეს დებულება სერიოზული კვლევით, თორემ გაუგებარი და საეჭვო რჩება.
ბიოლოგიური სტალინმოძულეები იმასაც არ დაგვიდევენ, რომ 1920-იან დიდი იდეოლოგიური ომი წარმოებდა თვითონ ბოლშევიკური პარტიის შიგნით - სტალინის მომხრეთა და ტროცკისტებს შორის. ტროცკი 1927 წლამდე "ჯეჯილობდა", მხოლოდ ამ წელს აიყვანეს პატიმრობაში და 1929 წელს გაასახლეს სსრკ-დან. მაგრამ პარტიაში გავლენიანი ბოლშევიკები - სტალინის მოწინააღმდეგეები, ისეთები, როგორებიც იყვნენ კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი, რიკოვი და სხვები რჩებოდნენ. სტალინი თავის ძალაუფლებაში შეზღუდული რჩებოდა 1934 წლის პარტიის მე-17 ყრილობამდე (პარტიის 1 მდივნის პოსტი არ ყოფილა გადამწყვეტი, ეს პოსტი გადამწყვეტი სწორედ სტალინის თვისებების გამო გახდა შემდგომში), ხოლო მისი დიქტატურა მხოლოდ 1937-38 წლებიდან მყარდება, როდესაც პარტია გაწმინდა იდეური მოწინააღმდეგეებისაგან. სავსებით ბუნებრივია, რომ ამ დრომდე სტალინი ვერ მოიცლიდა ბერბიჭაშვილისნაირი პაიკებისათვის.
QUOTE
წაკითხული მაქვს ერთი ძველი გამოცემა, სადაც წინასიტყვაობაში ავტორი ილიას მოიხსენიებს, როგორც მუშათა კლასზე მოამაგე კარგ მწერალზე, რომელიც სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ჩწვდა და ვერ განჭვრიტა დიადი ბოლსევიკური იდეალები და სადღაც ვიწრო ნაციონალისტური შტრიხები ეპარებოდა, მაგრამ ისე მაინც არა უშავდა აი ასეთI წინასიტყვაობა ქონდა დართული...
მერე რა ნახე ცუდი მაგ წინასიტყვაობაში? რაიმე უპატივცემულობა ჩანს ილიასადმი თუ პირიქით? გასაგებია, რომ სტალინი თავისი მრწამსიდან გამომდინარე აფასებს ილიასაც და არ ლაპარაკობს სიაფანდურ-პათეტიკურად, როგორც ეს დღესაა მოდაში: "სულმნათი ილია", "ერის მამა ილია" და ასე შემდეგ. სიაფანდი ხალხი ვართ.
--------------------
რუსეთი ომებს არ იწყებს, რუსეთი ომებს ამთავრებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
წერილები: 26824
წევრი No.: 37919
რეგისტრ.: 9-July 07
#6277669
· 30 Jul 2007, 16:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Allan-Poe
QUOTE
გაყოლოდა სტალინი პოეზიას და ახლა მარტო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო ოდნავ უფრო უკეთესი იქნებოდა...
ნუ რახან შენ იტყვი
Solveig
QUOTE
ამ შემთხვევაში საჭოჭმანო მაინცდამაინც არაფერია, რადგან ცნობილია-ნოე ჟორდანიაც იყო მიპატიჟებული იმ კრებებზე, სადაც ილიას ლიკვიდიაცია (!) იგეგმებოდა..ნოემ განაცხადა-მე ხელი დამიბანიაო, მაგრამ თავის მხრივ, არც არაფერი გაუკეთებია ამის წინააღმდეგ.
ვააა...
zazabichi
QUOTE
ჯობდა ჯერ გაგვერკვია, ჰიტლერის სიმპათია ქართული გენეტიკის მიმართ მითი იყო თუ რეალობა
როგორც ვიცი მოსწონდა მარტო სვანები და მათ საჯიშედ გამოყენება უნდოდა, როგორც ცხოველებს და ველურ ტომს ისე უყურებდა.. ტაკ შტო.......
--------------------
If I don’t argue with you it’s because I don’t take you seriously.
-----
If I wanted you to understand it, I would have explained it better
---
Never argue with an idiot. They will drag you down to their level and beat you with experience
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
წერილები: 10725
წევრი No.: 10213
რეგისტრ.: 16-May 05
#6277945
· 30 Jul 2007, 17:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სტალინის მიერ ილიას სახელის გამოყენება იყო ფარსი და მეტი არაფერი, ილიას სიკვდილი სწორედ სტალინის ძმების დაგეგმილია(დიდი ალბათობა იმისა,რომ სოსომაც მონაწილეობა მიიღო ამ "საგმირო" საქმის განხორციელებაში, ნუ ,როგორც მინიმუმ, გული რომ არ დასწყდებოდა ეს უდავოა)
QUOTE
გაყოლოდა სტალინი პოეზიას და ახლა მარტო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო ოდნავ უფრო უკეთესი იქნებოდა...
100%
QUOTE
ი, ფაშისტური. და ვინ იცის, ებრაელების და ბოშების ბოლომდე გაწყვეტის შემდეგ რომელი ერების ჯერი დადგებოდა? სისულელეა პარადოქსის თეორიაზე კონცეფციის აგება მაგრამ მაინც;ჯობდა ჯერ გაგვერკვია, ჰიტლერის სიმპათია ქართული გენეტიკის მიმართ მითი იყო თუ რეალობა
ჰიტლერის დამარცხება თავიდანვე გარდაუვალი იყო, ასეთი ავანტიურა იმისთვის კი არ დააწყებინეს, რომ შემდეგ გაემარჯვა.
ჰიტლერის ავადმყოფური აზროვნებით მასზე გააააააააააააცილებით უფრო ჭკვიანმა და შორსმჭვრეტელმა ხალხმა მოითბო ხელი
--------------------
Time
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Allan-Poe
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Allan-Poe
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21158
წევრი No.: 17687
რეგისტრ.: 27-February 06
#6278923
· 30 Jul 2007, 19:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sparrow
ხო, და რახან შენ იტყვი - არა
Dimpitaurize
მაგ წინასიტყვაობაში უპატივცემულობა იმაში კი არ გამოიხატებოდა რომ "სულმნათი" და "ერის მამა" არ უწოდეს, არამედ იმაში, რომ იყო შემდეგი აზრის გამტარებელი: "ილია ბოლომდე ვერ ჩაწვდა ბოლშევიკური იდეების სიდიადეს, თუმცაღა მიუხედავად უამრავი ნაკლისა და ჩამორჩენილი მსოფლმხედველობისა, მაინც მUშათა და გლეხთა ქომაგი იყო და ამიტომ პროგრესულად მოვლენად უნდა მივიჩნიოთ"
რაც შეეხება დასაბუთებას,რ აში სჭირდებოდა ილიას სახელი, სტალინი ხედავდა რომ ილია მიუხედავად ყველაფერისა ხალხში სიკვდილის შემდეგაც უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა და მოახდინა მისი რეაბილიტაცია... მკვდარი ილია პასუხს მაინც ვერ გასცემდა და ილიას იდეოლოგია თავისთვის ხელსაყრელ ცარჩოებში მოაქცია და აქცია ის არა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად, როგორიც სინამდვილეში იყო, არამედ სოციალურად დაუცველი მუშათა და გლეხთა კლასის მოამაგედ... ანუ ილიას ფუნქცია მხოლოდ სოციალურ მნიშვნელობამდე დაიყვანა... ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა... ერთის მხრივ ილიას რეაბილიტაცია მოახდინა და ილიას მიმდევართა გულიც მოიგო, მეორეს მხრივ კი ილიას იდეების - ენა, მამული, სარწმუნოება, გაუფასურება სცადა და გარკვეულწილად მოახერხა კიდეც... მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 27 წლის ვარ, მეც კი მახსოვს პირველად ილია სკოლაში მასწავლეს როგორც გლეხთა განმატავისუფლებელი საზიზღარი ბატონყმური წყობილებისგან...
მადლობა ღმერთს ოჯახში მიხსნიდნენ ნორმალურად ვინ იყო ილია ჭავჭავაძე...
მაგრამ ვინც სხვანაირ ოჯახში გაიზარდა და არ უხსნიდნენ?
ისინი დგანან და ახლაც სტალინის მზეს ფიცულობენ...
This post has been edited by
Allan-Poe
on 30 Jul 2007, 19:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
mosoxi
Super Member
ჯგუფი: Registered
mosoxi
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 295
წევრი No.: 16120
რეგისტრ.: 11-January 06
#6278990
· 30 Jul 2007, 19:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს თემა ილიაზეა თუ სტალინზე ვერ გავიგე
თქვენი აზრი მაინტერესებს ილიასა და ივანე მაჩაბლის დაპირისპირებაზე, ორივე ძალიან კარგი ადამიანი იყო, თანაც მანამდე კარგი მეგობრებიც
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Dimpitaurize
Советский человек
ჯგუფი: Members
Dimpitaurize
Советский человек
ჯგუფი: Members
წერილები: 11460
წევრი No.: 17623
რეგისტრ.: 25-February 06
#6279166
· 30 Jul 2007, 19:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Allan-Poe
QUOTE
რომ იყო შემდეგი აზრის გამტარებელი
მოდი, ჯერ ციტატი იპოვე და მერე ვიმსჯელოთ მაგ წინასიტყვაობაზე.
QUOTE
რაც შეეხება დასაბუთებას,რ აში სჭირდებოდა ილიას სახელი, სტალინი ხედავდა რომ ილია მიუხედავად ყველაფერისა ხალხში სიკვდილის შემდეგაც უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა და მოახდინა მისი რეაბილიტაცია
კაი რა, რომელ ხალხზე ლაპარაკობ, რომელმაც ილიას მკვლელობა ჩაყლაპა და მალევე სოცდემოკრატები აირჩია "დამოუკიდებელი" საქართველოს პირობებში?! სტალინს კი არ სჭირდებოდა ილია, არამედ ამ გამოთაყვანებულ ხალხს, და სტალინის დროს მოხდა ილიას პიროვნების მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევა, თორემ "დამოუკიდებელ" მენშევიკურ საქართველოში ილია არავის ახსოვდა.
QUOTE
ილიას მიმდევართა გულიც მოიგო,
ეს მაგარია, ილიას მიმდევრები 1930-იან წლებში და მათი გულის "მოგება".
QUOTE
მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 27 წლის ვარ, მეც კი მახსოვს პირველად ილია სკოლაში მასწავლეს როგორც გლეხთა განმატავისუფლებელი საზიზღარი ბატონყმური წყობილებისგან...
მადლობა ღმერთს ოჯახში მიხსნიდნენ ნორმალურად ვინ იყო ილია ჭავჭავაძე...
მოიცა, შენ გგონია, ილიასთვის სოციალური უთანასწორობა და ბატონ-ყმური ჩაგვრა მისაღები მოვლენა იყო?! სკოლაში ილიას სახეს სულაც არ გვიმახინჯებდნენ - მხოლოდ მის ერთ - სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლის ასპექტზე გვიმახვილებდნენ ყურადღებას, თორემ თავად ეს ასპექტი მცდარი არ ყოფილა. უბრალოდ არ გვიხსნიდნენ, რომ ილია ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და მისი შემოქმედება ქრისტიანული სულით სუნთქავს. მეტი არაფერი. ილიას პატრიოტობას და ქართული საქმისათვის თავდადებას არც საბჭოთა სკოლებში უარყოფდნენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Allan-Poe
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
Allan-Poe
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 21158
წევრი No.: 17687
რეგისტრ.: 27-February 06
#6279360
· 30 Jul 2007, 20:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Dimpitaurize
ილიას ასწავლიდნენ როგორც მხოლოდ სოციალური მიზნებისთვის მებრძოლს... მე არ მითქვია გლეხების სოციალური ყოფა არ აინტერესებდა ილიასთქო... მე ის ვთქვი რომ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო, და მისი მოღვაწეობის ყველა სხვა უმნიშვნელოვანეს ასპექტს, მაგალითად ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას და ეროვნული თვითგამორკვევის იდეას ტაბუ ქონდა დადებული...
ილიას მიმდევრებში იმ ხალხს ვგულისხმობ, ვინც 30-იან წლებშიც კი ფიქრობდა ჯერ კიდევ ილიაზე როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ეროვნულ ძალაზე რომელიც კი საქართველოში საუკუნის დასაწყისში იყო... თან ილია მენშევიკებს უპირისპირდებოდა და სტალინსაც მეტი რა უნდოდა...
ციტატა ვერ ვიპოვე, სახლში საშინელი რემონტი მაქვს და წიგნების თაორები ისე მიწყვია ერთმანეთზე ახლა შანსი არ არის რამე ვიპოვნო... მაგრამ სიტყვაზე თუ მენდობი მენდე... თუ არ მენდობი არც მაგაზე ღირს ახლა ერთმანეთის დაგრუზვა
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(14)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0479 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.