Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(14)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ილია ჭავჭავაძე
, დიდი ილია მართალი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
შაქროII
პაპაჲლენდერი
ჯგუფი: Members
შაქროII
პაპაჲლენდერი
ჯგუფი: Members
წერილები: 47897
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04
#6476614
· 24 Aug 2007, 15:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოკლედ
1.მენშევიკებს ილიას მკვლელობაში ბრალი არ აქვთ.
2. "დუმელების შეტქმულების" არგუმენტებიც არ ჩანს
3.საბრძოლო რაზმები ჰყავდათ ბოლშევიკებს. პირად ხელმძღვანელობდნენ ასეთ საქმეებს ლენინი, კრასინი და კიდევ 1 (მგონი ბოგდანოვიჩი) ასე წერს ტროცკი.
ყველაზე დაახლოებული/ხშირად მოხსენიებული პირი კავკასიიდან ილიჩთან იმ პერიოდში არის კამენევი (ტფილისელი ყოფილა
) ტუკი რამე გადაწყდა ამათ დონეზე ესნი იქნებოდნენ, მაგრამ საეჭვოა. "ექსპოპრიაცისტები" იყვნენ ორჯონიკიძე, მახარაძე (შეიძლება შაუმიანიც) და ვინმე ცინცაძე რომელმაც ტავის "დრუჟინაც" კი შექმნა
--------------------
იმასექნებაო ისა კარგისა
ასეთი ყოფილა ბედი ქართლისა
...
ნაცია თუ ქოცია,
არ ჯობია ოციანს
პატივისცემ(ატყეპ)ით
შაქრო პაპა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
წერილები: 10725
წევრი No.: 10213
რეგისტრ.: 16-May 05
#6480752
· 24 Aug 2007, 23:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შაქროII
QUOTE
.მენშევიკებს ილიას მკვლელობაში ბრალი არ აქვთ.
ნუ ილიას მკვლელობამ დიდად რომ არ დაწყვიტა გული ჟორდანიას და კამანდას, ცხადია
უფრო გაუხარდებოდათ ვიდრე ეწყინებოდათ
--------------------
Time
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
წერილები: 26824
წევრი No.: 37919
რეგისტრ.: 9-July 07
#6481751
· 25 Aug 2007, 01:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფარსმანი
QUOTE
ნუ ილიას მკვლელობამ დიდად რომ არ დაწყვიტა გული ჟორდანიას და კამანდას, ცხადია
უფრო გაუხარდებოდათ ვიდრე ეწყინებოდათ
ჟირინოვსკის სიკვდილი ყველას გავიხარდება მემგონი,მარა ეგ არ ნიშნავს რო მოვკალით
--------------------
If I don’t argue with you it’s because I don’t take you seriously.
-----
If I wanted you to understand it, I would have explained it better
---
Never argue with an idiot. They will drag you down to their level and beat you with experience
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
წერილები: 10725
წევრი No.: 10213
რეგისტრ.: 16-May 05
#6483419
· 25 Aug 2007, 12:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sparrow
სხვაგან გადავდივართ მეგობარო.
შენს აზრს პატივს ვცემ , მაგრამ პარალელი არასწორია. ჟირინა მტრული ქვეყნის ერთ-ერთი ყველზე ავადმყოფური ნაწილის წევრია და შესაბამისად მისი პიროვნება ჩვენში უკიდურესს ზიზღს იწვევს.
ილია კი მთელი ერისთვის სამაგალითო ადამიანი იყო, ნორმალური, ამავე ქვეყნის ბედზე მზურნველი ადამიანისთვის ის არანაირად არ წარმოადგენდა რაიმე უარყოფითი ემოციების ობიექტს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
წერილები: 26824
წევრი No.: 37919
რეგისტრ.: 9-July 07
#6483775
· 25 Aug 2007, 13:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფარსმანი
QUOTE
ილია კი მთელი ერისთვის სამაგალითო ადამიანი იყო, ნორმალური, ამავე ქვეყნის ბედზე მზურნველი ადამიანისთვის ის არანაირად არ წარმოადგენდა რაიმე უარყოფითი ემოციების ობიექტს
ეს კი
მარა პოლიტიკა რა დონის სიბინძურეა ხო იცი?
ფუფ.. არ არსებობს მანდ წმინდა არაფერი...
პარალელი კი სწორი მოვიყვანე.. რაც ჩვენთვის ჟირინოვსკია ის იყო ილია პოლიტიკაში მაგათთვის..
მრწამსი და იდეოლოგია განსხვავდებოდა მაგათი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
ფარსმანი
__________________________
ჯგუფი: Members
წერილები: 10725
წევრი No.: 10213
რეგისტრ.: 16-May 05
#6484837
· 25 Aug 2007, 15:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sparrow
QUOTE
მარა პოლიტიკა რა დონის სიბინძურეა ხო იცი?
QUOTE
მრწამსი და იდეოლოგია განსხვავდებოდა მაგათი.
ხოდა ძალიან დიდი ალბათობაა , რომ მაგათაც გაესვარათ ხელი
თუმცა რა აზრი აქვს ამის მტკიცება-უარყოფას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
sparrow
primus inter pares
ჯგუფი: Members
წერილები: 26824
წევრი No.: 37919
რეგისტრ.: 9-July 07
#6486236
· 25 Aug 2007, 18:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფარსმანი
სიბინძურე კია პოლიტიკა,მარა იმდონის ნაძირლები არ არიან რომ მრწამსისა და იდეოლოგიური განსვავებულობის გამო მოიშორონ კაცი, მაშინ როცა ხელს არ უშლიდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
August
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
August
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06
#6506782
· 28 Aug 2007, 16:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
1907 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 10 საათზე ილია ჭავჭავაძე თბილისიდან საგურამოში ეტლით გაემგზავრა. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე ოლღა, მოსამსახურე იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური.
12:00 საათზე საგურამოდან 4 ვერსის დაშორებით, წიწამურთან, ილიას ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული ბანდა და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”...
ოლღა მძიმედ დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილზე უგრძნობ მდგომარეობაში იპოვეს ათობითი ჭრილობით თავზე, სახეზე...
მოკლეს ილიას მსახურიც იაკობ ბითარიშვილი.
მთელ საქართველში მოწმენდილ ცაზე ელვასავით გავრცელდა ილიას ტრაგიკული მკვლელობის ამბავი.
...`მოკლეს, განგმირეს მგოსანი!..~ მოკლეს ის ადმიანი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამშობლოს თავდადებით ემსახურებოდა. ციური მადლით მირონცხებულმა ილიამ კი არ დატოვა დარგი, რომელსაც მისი მადლიანი კალამი არ ამშვენებდეს, მისი გონების სხივით არ იყოს გაშუქებული...
- რად მოკლეს ილია და ვინ მოკლა იგი?
დიდი ილია დაობლებული საქართველოს მამამთავარი და სიკვდილამდე სამშობლოს მოჭირნახულე იყო.
ილია ჭავჭავაძე იყო ერთი და მხოლოდ მას ერთს შეეძლო ერის მტრისათვის ღირსეული პასუხის გაცემა. 1906 წლის 6-8 აპრილს ილია აირჩიეს სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურობის წარმომადგენლად. იგი მეორე დღესვე რუსული გაზეთების კორესპონდენტებთან ინტერვიუში აცხადებს: “არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები, საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს!” (ჟურნ. “განათლება”, 1908 წ. N3-4, გვ 108).
ილიამ გაუბედურებული ხალხის ინტერების დაცვა აქტიურად განაგრძო. მან მოითხოვა ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის გაუქმება, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს ავტონომია. ამის გამო რუსეთის “ოხრანკა” და სოციალ-დემოკრატები, ნოე ჟორდანიას და ფილიპე მახარაძის მეთაურობით, დაუპირისპირდნენ. მათ თავიანთ გაზეთ “კვალში” ილიას ლანძღვა-გინება დაიწყეს. ათასგავარი ცილი დასწამეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს. ცდილობდნენ, მისთვის სახელი გაეტეხათ. ისინი საგურამოშიც კი ადიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ დაეხოცათ მებატონეები, მათ შორის ილიაც. და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”...
და მაინც ვინ მოკლა იგი?
ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილები იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი (მამასახლისი), გიორგი ხიზანიშვილი, თედო ლაბაური (მეეტლე), ილია მოძღვრიშვილი (მზარეული), პავლე ფშავლიშვილი. მკვლელობის ორგანიზატორი იყო მოურავი დიმიტრი ჯაში.
ხელისუფლებამ ოპერატიული მონაცემების საფუძველზე დამნაშავენი, გიგლა ბერბიჭაშვილის და ივანე ინაშვილის გარდა, დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა.
მთავარი მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი დიდხანს იმალებოდა. 1921 წელს იგი რუსეთის მე-11 არმიაში იყო და იარაღით ხელში მონაწილეობდა საქართველოს საოკუპაციო ბრძოლებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კი, ფ. მახარაძის დახმარებით ხან დუშეთის აღმასკომში მუშაობდა, ხან ქიზიყში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ იყო. სიბერეში ხშირად გაიძახოდა, ილია მე მოვკალი და დიდი ჯილდო და საგანგები პენსია მეკუთვნისო. 1940 წ. ბერბიჭაშვილი დაიჭირეს და 1941 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს..
http://archive.security.gov.ge/ilias_mkvleloba.html
http://ka.wikipedia.org/wiki/ჭავჭ
--------------------
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Fatma
Salōmē
ჯგუფი: Members
Fatma
Salōmē
ჯგუფი: Members
წერილები: 2163
წევრი No.: 10555
რეგისტრ.: 2-June 05
#6506796
· 28 Aug 2007, 16:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ორი დღეც მოგეცადა...და საიუბილეოდ გახსნიდი ბარემ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AGENT007
პატრიოტი
ჯგუფი: co-Moderators
AGENT007
პატრიოტი
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 18490
წევრი No.: 18751
რეგისტრ.: 29-March 06
#6506846
· 28 Aug 2007, 16:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ღმერთმა აცხონოს დიდი ილია. მაგის სულვს ვენაცვალეთ ქართველები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
შაქროII
პაპაჲლენდერი
ჯგუფი: Members
შაქროII
პაპაჲლენდერი
ჯგუფი: Members
წერილები: 47897
წევრი No.: 4564
რეგისტრ.: 12-March 04
#6506894
· 28 Aug 2007, 17:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
August
ნოესი რა მოგახსენოტ და მკვლელობა ბოლშევიკებს ჩადენილი მგონია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
August
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
August
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06
#6506967
· 28 Aug 2007, 17:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(შაქროII @ 28 Aug 2007, 16:04 )
August
ნოესი რა მოგახსენოტ და მკვლელობა ბოლშევიკებს ჩადენილი მგონია
გეთანხმები ნაწილობრივ და დავამატებ, რომ არც მენშევიკებს აწყობდათ და თავის სამ გროშს, როგორც პოლონელები ამბობენ ხოლმე, არც ისინი დააკლებდნენ.
ვასილ ბარნოვს უთქვამს გამოსათხოვარ სიტყვაში:
... საქართველომ ილია კი არ უნდა იგლოვოს, თავისი თავი უნდა იტიროს, რომ წარმოშობა ესეთი კაცთუგვანი ძე!..
თავად ფაქტზე, მის მიზეზებზე და შედეგებზე ვისაუბროთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
omerta
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
omerta
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22219
წევრი No.: 22628
რეგისტრ.: 24-August 06
#6509928
· 29 Aug 2007, 00:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დღეს გაცილებით უარესი სიტუაცია გვაქვს, ვიდრე მაშინ იყო. დღეს აგერ ამ ხელისუფლებამ იმდენი ხალხი დახოცა, ბოლშევიკებს 10 წელი ეყოფოდათ. გურამ შარაძე რატომ მოკლეს, ამას საერთოდ ვერ ვხდები.
ილია ჭავჭავაძე გაცილებით უფრო მეტია ჩვენი ერისთვის, ვიდრე ის ერმა დააფასა. ჩვენ, უბრალო ხალხი თუ ვიაქტიურებთ, თორემ ჩვენ ხელისუფლებას და მის მხარდამჭერ პიონერ-კომკავშირელებს ეროვნული ფასეულობები სრულად აქვთ დაკარგული. მათგან რაიმე თანადგომის იმედი რომ გვქონდეს, დიდი მიამიტები უნდა ვიყოთ. მათი მოღვაწეობა არის ყოველივე ეროვნულ-კულტურული ფასეულებების ფუნქციის მოშლა და საწყისი სახის დაკარგვა. რაც მის ეფექტურობას შეასუსტებს. მსგავსი მოღვაწეობები მრავლადაა. მაგალითად:
ქართული ხალხური სიმღერების გადარემიქსება და ძველი სახის დაკარგვა;
ვინაიდან მართლმადიდებლური ეკლესიაც ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია, ხდება მისი დისკრედიტირება. ეკუმუნისტურ გაერთიანებაში გაწევრიანება, სადაც სატანიზმიც ერთერთი სარწმუნოების სახეა, და ამით მოხდება ჩვენგან სატანიზმის რელიგიად აღიარება; ვითომ და განსაკუთრებული სიყვარულის გამო წმინდანებისათვის ძეგლის დადგმა. რაც თავისთავად მკრეხელობაა და მართლმადიდებლური წესების უხეში დარღვევაა. ეს კერპთაყვანისმცემლური ელემენტების შემოტანაა მართლმადიდებლური აღმსარებლობის წესში. ამაზე საუბრობენ კიდეც საპატრიარქოს წარმომადგენლები, მაგრამ ყურს არავინ უგდებს.
აგრეთვე საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია ის, რომ ბათუმში დაიგეგმა მედეას - ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აიეტის ქალიშვილი, რომელმაც უღალატა მამას და იაზონს მოაოპარინა ოქროს საწმისი, და ამ ამბავს შეეწირა მისი ძმაც. ეს ლეგენდა ბერძნულია და მათ საერთოდ არ აინტერესებთ, თუ მათი გმირების კარგად დახასიათებით რა დონეზე შეურაცყვეს ქართველი ქალის სახელი. ქართველი ქალი არასდროს არ ყოფილა არც მოღალატე, არც არათვისმოყვარე, არც საკუთარი შვილების მკვლელი. ამ ძეგლის დადგმით ხდება ქართველი ქალის დისკრედიტაცია და იმ ლეგენდად წოდებული ზღაპრის შინაარსის აღიარება.
ალბათ დამერწმუნებით, რომ მსგავსი ღონისძიებები მიმართულია არა ქვეყნის და ერის სასიკეთოდ, როგორც ამას თავზე გვახვევენ, არამედ ქართული ეროვნული სიამაყის დასათრგუნად.
ამდაგვარ უამრავ მსგავს ქმედებებს ამხელდა და ასაბუთებდა წმინდა ილია მართალი. სწორედ ამ მიზეზის გამო მოკლეს ილია. მოკლეს ადამიანი, რომლის ყოვლი დღე გაცილებით შედეგიანი იყო საქართველოსთვის, ვიდრე მთელი საპრეზიდენტო პერიოდი დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების. მოკლეს ადამიანი, რომელიც ფიზიკურად აღარ არის, მაგრამ ისე ცოცხლობს მისი საქმე და დატოვებული სახელი, რომ ვერაფრით ვერ მოუღო ბოლო კომუნისტების 75 წლიანმა მცდელობამ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა თაობა არ დაუჯერებს ბატონ ლევან ბერძენიშვილის გემოვნებას, და წმინდა ილია მართალის ლექსებს საფუძვლიანად გადაიკითხავს.
ილია ისეთი დიდი იყო, რომ მისი დანატოვარის მოსპობას ვერ ეღირსება საქართველოს მტერი. და მათაც კი იციან რა დაუძლეველი ამოცანა დაისახეს ცოდვილებმა. ამიტომ აგრძელებენ ილიას მოკვლას. მოკლეს ფიზიკურად მაგრამ მათზე მეტად ცოცხალია და ახლა მისი სახელის მოკვლა უნდათ. განაწილებული აქვთ ალბათ ფუნქციები: ვიღაცამ უნდა მიკლას როგორც პოეტი, ვიღაცამ როგორც მწერალი, ვიღაცამ როგორც პატრიოტი, ვიღაცამ როგორც პუბლიცისტი, ვიღაცამ როგორც მეგობარი თავის სამეგობრო წრეში. ვიღაცამ როგორც ქართული ენის ჩამოყალიბებაში ერთერთი წინამძღოლი და სხვა.
მთელი ერი უნდა ფიქრობდეს ამ საშიშროებაზე და ამ საკითხში სხვა გზა მხოლოდ ეშმაკისაა.
ვიაროთ ილიას გზით და ვერ შეგპირდებით, რომ თქვენ გექნებათ: წყალობა ამ ხელისუფლებისაგან ან თავისუფლების ინსტიტუტისაგან, სასიამოვნო ბიზნესგარემო, კარგი სამსახური სახლმწიფო რომელიმე უწყებაში, სპონსორი ან ბიზნესპარტნიორი რომელიმე დასავლური პროგრამებიდან, კარგი ავტომანქანა, დასვენებების სასიამოვნოდ გატარების ფინანსური საშუალება, მშვიდად და შიშის გარეშე საქმიანობის წარმოების გარანტია. სახლი და ნაკვეთი იმის გარანტიით, რომ ხვალ არ ჩამოგართმევენ, და არც იმის გარანტია არ გაქვთმ, რომ ახალი ვინმე ბერბიჭაშვილი შენც არ გესვრის.
მაგრამ გექნებათ იმის გარანტია, რომ შეიძლება მძიმე, მაგრამ სწორ გზაზე მიდიხარ, რომ შენი საქმე არ დაიკარგება და ვინმე გააგრძელებს, რომ შენ ემსახურები უფალს და სუფთა სულის პატრონი ხარ. რომ შენი შვილები და მომავალი თაობა გაიზრდება პატრიოტული სულისკვეთებით, რომ შენ ხარ ღირსი იმ სადღეგრძელოსი, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობა საუკინის ან უფრო დიდი ხნის შემდეგ იტყვის თავის დიდ წინაპრებზე, რომ შენ ხარ ქართველი და ეს გეამაყება. არჩევანი ჩვენზეა და ავირჩიოთ ის გზა, რომელიც უფრო ღირსეულია.
This post has been edited by
omerta
on 29 Aug 2007, 01:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
შხარა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
შხარა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5513
წევრი No.: 33468
რეგისტრ.: 20-April 07
#6509995
· 29 Aug 2007, 01:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
"ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
omerta
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
omerta
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22219
წევრი No.: 22628
რეგისტრ.: 24-August 06
#6510218
· 29 Aug 2007, 01:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შხარა
QUOTE
"ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან."
საწყენია მაგრამ მასეა:
ის სხვანი ეშმაკზე უკეთესებია ვითომ?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(14)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0350 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.