ხაზარები იყვნენ ერთ-ერთი თურქულენოვანი ერი, რომლებმაც იუდაიზმი მიიღო ალბათ ებრაელი ვაჭრების გავლენით. ხაზარული ენა, სავარაუდოდ, მიეკუთვნებოდა თურქულ ენების ოღურულ ჯგუფს (დღეს ამ ჯგუფის ენებიდან მხოლოდ ჩუვაშური ენა არსებობს), ოღურული ენები საკმაოდ განსხვავდებიან სხვა თურქული ენებისგან და ურთიერთგაგება არ აქვთ.
იმდროინდელმა მოგზაურებმა და გეოგრაფებმა, რომლებმაც მოისმინეს ხაზარული ენა, ამბობდნენ, რომ ხაზარული ძალიან განსხვავდებოდა ყველა ენისგან და მხოლოდ ბულგარების (თურქ ბულგარებს ვგულისხმობ და არა სლავებს) ენასთან ჰქონდა რაღაც მსგავსება. მაგალითად
იბნ ჰაუკალი წერდა: „ბულგარული ენა ჰგავს ხაზარების ენას“ ხოლო ალ-ისტახრი წერდა: „ბულგარელების ენა ხაზარების ენას ჰგავს, მაგრამ ბულგარელებს სხვა ენა აქვთ“.
ერთადერთი სიტყვა, რომელიც ხაზარული ენიდან ჩემორჩა არის OKHQURÜM, რაც ნიშნავს „მე წავიკითხე“.