გენიალური ფილმია, ისტორიის გაკვეთილზე ვნახეთ პირველად, 'ებრაელების ემანსიპაციიდან ფაშიზმამდე' ალბათ ასე ერქვა გაკვეთილს (

)
მუსიკას რომ ჩართავს და ფანჯარას გამოაღებს, გახსოვთ?

და საერთოდაც..
საინტერესო.. ჰმ, ირონიული სიტყვაა საკონცენტრაციო ბანაკებთან როდესაც მიდის საქმე..
მე პირადად დახაუში ვყოფილვარ (მიუნხენთან ახლოსაა) .. რეჟიმის მოწინააღმდეგეებისთვის განკუთვნილი ბანაკი იყო, სოციალისტები, კომუნისტები, მოწინააღმდეგე გერმანელები, ებრაელები და ა.შ. და ა.შ.
პირველი რაც თვალში მომხვდა ესაა უზარმაზარი, ხრიოკი ეზო.. არავითარი ჩრდილით, სადაც დღეში რამდენჯერმე აყენებდნენ ყველა პატიმარს და თვლიდნენ.. საშინელი გაუსაძლისი სიცხე იყო მე როცა გახლდით, და მე მხოლოდ გზად გავიარე, წარმოიდგინეთ საათობით იდგენენ ეზოში, ყველა ამინდში..
პატარა საკნები, ვიწრო დერეფნები, საცდელი ოთახები (მაგ. რომელიმე გერმანელი ექიმი წერდა დოქტორატს იმის შესახებ თუ რამდენი ხანი შეუძლია ადამიანს წყალქვეშ გაძლება.. ხოდა მოყავდათ ერთ-ერთი ჯანმრთელი (...) და ისიც იკვლევდა. მერე გაჰქონდათ იგივე ჯანმრთელი..)
დაკითხვები, დაცხრილვები.. ნაცისტებისთვის დამახასიატებელი ბანაკია..
მაგრამ სანამ ლაგერებამდე მივიდოდა საქმე, (38-41 წლებში) ჯერ ათასობით ადამიანს ცხრილავდნენ.( გამოყავდათ რომელიმე პოლონური სოფლის მთლიანი მოსახლეობა ტყეში, სადაც წინასწარ ამოთხრილ ორმოსტან ამწკრივებდნენ, გაშიშვლებას უბრძანებდნენ (გვამების გახდა ძნელია..) და ხვრეტავდნენ.)
მოგვიანებით რომელიღაც ოფიცერმა შეამჩნია რომ რიგითებს ფსიქიკა ერყეოდათ და შედარებით სხვა ხერხის ხმარება გადაწყვიტა: საბარგო მანქანაში სვამდნენ (ცოტა სხვა სიტყვაა აქ საჭირომ მგონი) გარკვეული რაოდენნობის ებრაელს და მანქანას ადგილზე ამუშავებდნენ როდესაც გამონაბოლქვი იგივე კაბინაში შედიოდა.. და ა.შ.
მაგრამ ბევრი უჯდებოდათ ძალიან..
შემდეგი ისტორია უკვე კარგად იცით =]
ბერლინში ჰოლოკოსტის მუზეუმშიც ვარ ნამყოფი, ყველაზე ამაღელვებელი (ჩემტვის ყოველშემთხვევაში) იყო გაუგზავნელი წერილები, სხვადასხვა შრიფტით, სხვადასხვა ფერიტ, სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ადამიანების მიერ დაწერილი.. რომ უყვართ, რომ დაელოდებიან, რომ შეხვდებიან..