1.თავშია, რაც არ უნდა იძახონ აზერებმა განძასარი და ქურმუხი ალბანური ეკლესიებიაო, ამით არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ ამ აზერებს ჩათვლიან იაფფასიან პროპაგანდისტებად. იგივეა შენ შემთხვევაშიც როცა ვახტანგს უარყოფ
2.რათქმაუნდა, ფარპეცი ახსენებს ვახტანგს იმ კონტექსტში რომელიც შემხებლობაშია სომხეთის ისტორიასთან,თორემ ფარპეცს რაში აინტერესებს ვახტანგის ლაშქრობები ჩრდ.კავკასიაში და ეგრისის შემოერთება, ეს ხომ სომხეთის ისტორიას არ ეხება. როცა იმ აჯანყებას აღწერს იქ საკმაოდ ხშირად და დეტალურად ახსენებს ვახტანგს.

3.იმიტომ რომ იმ წყაროებში რაც ჯუანშერს ჰქონდა შეცდომით ვარსქენის მოკვლა ბაკურს მიაწერეს რაც არაა გასაკვირი ის რამდენიმე საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა.ჯუანშერს რომ მართლა მოეგონებინა ვახტანგი როგორც შენ ამბობ, ის ხომ უეჭველად მას მიაწერდა ვარსქენის მოკვლას და კიდევ უფრო განადიდებდა მის სახელს.ელემენტარული ლოგიკაა საჭირო
4.მშვენივრად. სვიმონ I ხომ ილაშქრა კახეთში და დას.საქართველოში XVI საუკუნეში,თუ ესეც გამოგონებულია? ეს იმ დროს როცა თბილისში და გორში,ანუ სამეფოს ორ მთავარ ქალაქში ოსმალური გარნიზონი ედგა. ასეთ მაგალითებს რამდენსაც გინდა იმდენს მოგიყვან.
5.გიორგი I 19 წლის ეომეობოდა ბასილი II-ს,დავით IV 26 წლისამ შეუწყვიტა ხარკი სელჯუკებს,სვიმონ I 19 წლის ლაშქარს მეთაურობდა გარნისში, გავაგრძელო?

6.ეს ნიშნავს რომ ჯუანშერი არაფერს არ იგონებს და მეზღაპრე კი არაა,არამედ სარგებლობს წყაროებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მართალია, ზოგჯერ კი უზუსტოა.
7.მე მხოლოდ იმას ვხვდები, რომ ვახტანგის არსებობის ეჭვქვეშ დააყენება V საუკუნის II ნახევარში დიდი სისულელეა და დარწმუნებული ვარ, რომ არა კონკრეტული ცნობა მის მიერ დას.საქართველოს შემოერთების შესახებ ეს შენ არასდროს მოგივიდოდა თავში,ასეთი უჭკუო არ ხარ
This post has been edited by ingfar on 16 Apr 2016, 21:27