#62494812 · 2 Mar 2026, 11:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (butkuj @ 24 Mar 2023, 20:51 ) | Chrysomallos
| QUOTE | | ხოდა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, აგვიხსენი მაშინ როგორ გაეპარა ვახტანგ გორგასალზე გაფანატებულ მემატიანეს ასეთი იაღლიში. ლოგიკური ახსნა არ უნდა ჰქონდეს ამ ფაქტს? |
ლოგიკა ზედაპირზეა :
ჯუანშერის მოთხრობა შუშანიკზე ხალხური გადმოცემებზეა შედგენილი , ხოლო ჰაგიოგრაფიულად გაფორმებული "შუშანიკის წამება" ჯუანშერის თხზულებაზე გვიან დაიწერა . ყველა დანარჩენი "კვლევები" აქ ზეწრად დაფენილი ემსახურება იდეოლოგიურ მიზანს - დაამტკიცონ ამ ნაწარმოების სიძველე . აღესრულა 17 მარტს , აპრილს და ა.შ. ვითომ მარტო მეხუთე საუკუნეში პარასკევი დღე ემთხვევა 17 მარტს ? მეექვსე საუკუნეში არ ემთხვევა ?)))
|
იმედია, კიდევ არ აწვები იმ თეორიას რომ შუშანიკის წამება დაიწერა მე-10 საუკუნეში და არა მე-5 საუკუნეში :givi:
ძალიან სერიოზული არგუმენტია მე-5 სასარგებლოდ, რადგან გამოყენებულია ე.წ ხმეტობა რაც იმ ეპოქის ქართული ენისთვის იყო დამახასიათებელი, ხოლო შემდეგ საუკუნეებში ეგ ზედმეტი ხ ქრება და ჰ ნაცვლდება.
ამ არგუმენტის გაბათილება საკმაოდ რთულია. მაშინ მე-10 საუკუნეში მოღვაწე პიროვნებას ძალიან დეტალურად უნდა ჰქონოდა შესწავლილი იმ დროინდელი ქართული ხელნაწერები და გრამატიკა რომ ფალსიფიცირება მოეხდინა და ეგ მომენტი ასევე უნდა გაეთვალისწინებინა, რაც არადამაჯერებლად ჟღერს.
კონტრარგუმენტი, რადგანაც შუშანიკის წამება მხატვრული ლიტერატურის კუთხით საკმაოდ გამართული და კარგია, ამიტომ ის ვერ იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ძეგლი, რადგანაც მასე რომ დაწერო საჭიროა დიდი ლიტერატურული ტრადიცია- არ არის დამაჯერებელი, იმ პერიოდში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები ბიზანტიაში საკმაოდ მხატვრულად იყო გაფორმებული და თან მწერლობა ადამიანის ნიჭზეა დამოკიდებული და არა ევოლუციაზე, იგვე შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსანი თამამად შეგვიძლია ტიპიურ რენესნსის ქმნილებად მივიჩნიოთ, მაშინ როდესაც ე.წ რენესანსი ევროპაში დაწყებულიც არ იყო.
|