იმედია, კიდევ არ აწვები იმ თეორიას რომ შუშანიკის წამება დაიწერა მე-10 საუკუნეში და არა მე-5 საუკუნეში
ძალიან სერიოზული არგუმენტია მე-5 სასარგებლოდ, რადგან გამოყენებულია ე.წ ხმეტობა რაც იმ ეპოქის ქართული ენისთვის იყო დამახასიათებელი, ხოლო შემდეგ საუკუნეებში ეგ ზედმეტი ხ ქრება და ჰ ნაცვლდება.
ამ არგუმენტის გაბათილება საკმაოდ რთულია. მაშინ მე-10 საუკუნეში მოღვაწე პიროვნებას ძალიან დეტალურად უნდა ჰქონოდა შესწავლილი იმ დროინდელი ქართული ხელნაწერები და გრამატიკა რომ ფალსიფიცირება მოეხდინა და ეგ მომენტი ასევე უნდა გაეთვალისწინებინა, რაც არადამაჯერებლად ჟღერს.
კონტრარგუმენტი, რადგანაც შუშანიკის წამება მხატვრული ლიტერატურის კუთხით საკმაოდ გამართული და კარგია, ამიტომ ის ვერ იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ლიტერატურული ძეგლი, რადგანაც მასე რომ დაწერო საჭიროა დიდი ლიტერატურული ტრადიცია- არ არის დამაჯერებელი, იმ პერიოდში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები ბიზანტიაში საკმაოდ მხატვრულად იყო გაფორმებული და თან მწერლობა ადამიანის ნიჭზეა დამოკიდებული და არა ევოლუციაზე, იგვე შოთა რუსთველის ვეფხისტყაოსანი თამამად შეგვიძლია ტიპიურ რენესნსის ქმნილებად მივიჩნიოთ, მაშინ როდესაც ე.წ რენესანსი ევროპაში დაწყებულიც არ იყო.