#62413312 · 26 Dec 2025, 23:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ესაა ამონარიდი ნიკო ბერძენიშვილის წიგნიდან - ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ, თათართა ბატონობის ხანა.
"ჯერ კიდევ 1250-იან წლებში, უმეფობის ხანაში, ერაყ-აზერბაიჯანელი თურქები ვიღაც ყარახანის მეთაურობით შემოესივნენ საქართველოს სამხრეთ სანაპიროებს და დაუცველ ქვეყანას სასტიკად არბევდნენ. საქართველოს ამ ნაწილის მთავარი შანშა მხარგრძელი 30,000 კაცით ფიცხლად გაეგება მტერს. ომი მდინარე არაქსის გაღმა მოხდა, ვალაშკერტის მიდამოებში. რიცხვით სიჭარბის მიუხედავად თურქები დამარცხდნენ, ნაძარცვთან ერთად მთელი თავისი ჯოგები თუ სხვა ქონება გამარჯვებულთ დაუტოვეს და თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ. შანშას ლაშქარი ხოცვა-ჟლეტით შორს ხლათამდე მიჰყვა გაქცეულ მტერს და მტაცებელი ისე დააზარალა, რომ საქართველოს მიწაზე კვლავ ქურდობა-ტაცების ხალისი მას დიდი ხნით დაუკარგა" - გვერდი 21
ეს როგორც ჩანს უფრო "ბრძოლაი საკვირველი" იყო ვიდრე დიდგორი... კაცმა 30,000 კაცი უცბად მოკრიბა და გაეგება უფრო ძლიერ მტერს.
ამონარიდი იგივე წიგნიდან - "1300 წლის ახლოს, როცა აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი თათართა წინააღმდეგ აჯანყების ალში გახვეულიყო, მცირეაზიელმა თურქებმა ერთხელ კიდევ სცადეს ჩვენი ქვეყნის მორბევა. ამ მომთაბარეთა მეთაური ვინმე აზატ-მოსე იყო. 60,000 თურქი მოედვა სარბევად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს" გვერდი - 22
მარტო დიდგორის ბრძოლის ციფრებს რომ აყენებთ ეჭვქვეშ, გადახედეთ რა რიცხოვნობაზეა საუბარი.
|