მოდი მე დავწერ განსხვავებებს მაშინდელ კახეთსა და დღევანდელ აფხაზეთს შორის.
და თუ დამეტანხმები, მერე ვიმსჯელოთ დაპყრობა იქნება თუ დაბრუნება.
1) ჯერ შევთანხმდეთ რას ვგულისხმობთ მე და შენ დაპყრობაში.
შევადაროთ აფხაზეთის სამეფო და კახეთის სამეფო (რამე თუ არ მოგეწონა იმედია კვლავ ესე ტაქტიანად გააგრძელებ და სხვებივით გრძნობებს არ აყვები
დავიწყეთ...
რა იყო საერთოდ მაშინდელი საზოგადოება, როგორ აზროვნებდა და რა სურვილით ცხოვრობდა ასეთუ ისე ვიცით მემგონი (ნუ, მიუხედავად მწირი სოციალური ისტორიისა, მეზობელი სახელმწიფოების მაგალითებით მაინც)
ფეოდალური საზოგადოება, ფეოდალი, ბატონ-პატრონი მიწისა და ამ მიწაზე დასახლებული ხალხისა. (ეს უფლებები როდიდან გამყარდა ქართლში ვიცით მემგონი)
შესაბამისად, ფეოდალებს აქვთ კანონიერი მოთხოვნა ამ მიწაზე სრული ბატონობისა და არანაირად არ დათმობს ამ უფლებას.
სამეფოში ყველაზე დიდი ფეოდალი მეფე...
იმაზეც შევთანხმდეთ, რომ გლეხი ამ დროს არაფერს არ წარმოადგენს გარდა მიწის მუშისა.
კახეთის სამეფო(საქორეპისკოპოსო) რომელიც დაარსებულია წანარების მიერ. (ჯერ სამტავრო, შემდეგ სამეფო)
რომელსაც ჰყავს თავისი მონარქი (ლეგიტიმური) ფეოდალები (ასევე კანონიერები და ნებისმიერი ფეოდალის მსგავსად ყველაფერზე წამსვლელები რათა დაიცვან თავიანთი მფლობელობა)..
თუ ზუსტად მახსოვს, კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა მერვე საუკუნის მიწურულს..
განვლო ყველა საფეხური სამეფოდ ჩამოყალიბებისთვის.
ჰყავთ მეფე, რომელიც ასოცირდება მათ ქვეყანასთან. (რას ეძახდნენ მაშინდელი კახელები საკუთარ თავს არ ვიცი, სავარაუდოდ კახელებს)
აღსანიშნავია, რომ ჰერეთი ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბდა (ხოლო შემდეგ იგი დაპყრობილ იქნა კახელების მიერ) გამოგვადგება ეს ფაქტი შემდეგში.
მეათე საუკუნეში კახელთა და აფხაზთა სამეფოს ინტერესტა გადაკვეთა მოხდა, კერძოდ ქართლში. რომელიც კახელებმა დათმეს.
შემდეგ, იმძლავრეს აფხაზთა სამეფოელებმა და ბრძოლა უკვე კახეთში გადაიტანეს, მათ მოგერიებას წარმატებით ახერხებენ კახელები.
შემდეგ, ისინი სარგებლობენ აფხაზთა სამეფოს დაუძლურებით და ქართლელ ტავადებს აქეზებენ ბაგრატ III-ის წინააღმდეგ..
1008-10 წლებში ბაგრატ III 2 წლის განმალობაში ციხეს-ციხეზე იღებდა... (ანუ, ფეოდალთა უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევდა)
ბაგრატის სიკვდილის შემდეგ კახეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა...
გიორგი II-ს მცდელობა კახეთ-ჰერეთის დაპყრობისა უშედეგოდ დასრულდა (მიზეზი, ვითომ გეგუთში სანადიროდ წასვლა ტყუილი მგონია)
მაგრამ ფაქტია, რომ გიორგისაც წინააღმდეგობა გაუწიეს....
შემდეგ მოდის დავითი. ჰერმა დიდებულებმა (რომელიც ტავისდროზე დაიპყრეს) უღალატეს აღსართანს და მძევლად მიჰგვარეს დავითს.
ეხლა საინტერესოა, მთელი 3 საუკუნის მანძილზე, კახელ ფეოდალებს არ დაუთმიათ ტავიანთი ქვეყანა უბრძოლველად და დავითს ლანგრით ხელში შეხვდნენ???
მითუმეტეს, მანამდე თანაცხოვრების მხოლოდ რამდენიმე წლიანი გამოცდილება ჰქონდათ, ისიც ნაძალადევი
ასე, რომ ერწუხის ბრძოლაში მონაწილეობას ირებდნენ კახელ ფეოდალთა უმრავლესობა და არც ისე ადვილად შემოუერთებია დავითს ეს მიწა, როგორც ამას ისტორიკოსი ხატავს. (წარსულის გათვალისწინებით ეს არ მოხდებოდა ესე)
ხოდა, გაუმართლებლად მიმაჩნია მე, ერწუხის ბრძოლაში მონაწილეთა მოღალატეებად შერაცხვა.
ეს იგივეა, რომ თქვა, სივიმონ I-ზე მოღალატე იყო, ირანელტა დახმარებით თურქებს ყრიდაო...
იგივეა ამ დროსაც, გარე ძალით გადაწყვიტეს თავისის დაცვა..
ეხლა იტყვიან, ეგენი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ, სვიმონი თურქებს მაინც ებრძოდაო. ეს არგუმენტი არაა...
არარსებობდა მაგ დროს ფეოდალებში ქართველობის და ერთიანი საქართველოს განცდა. ეს მოგვიანებით გაჩნდა...
აფხაზეთთან დაკავშირებით მარტო ისიც კმარა, რომ იგი ძირძველი ქართული მიწაა...
მიწა, კოლხებისა,ლაზებისა..
მიწა, რომლიდანაც დაიწყო ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება (ნუ, ჩემი აზრით ბაგრატ III-ის საქართველო სწორედ აფხაზთა სამეფოს მემკვიდრეა.
მიწა, რომელიც მუდმვ მფლობელობაში იყო დადიანებისა შემდეგ კი შერვაშიძეებისა.
მიწა, რომელიც ერთიან ქართულ სივრცეში თანაცხოვრობდა საუკუნეების განმალობაში.
მიწა, რომელზე მოსახლეთა 80%-ს ქართული თვითშეგნება ჰქონდა.
აი, განსხვავებები მაშინდელ კახეთსა და დღევანდელ აფხაზეთს შორის. (მითუმეტეს, ჩვენ გვყავს დევნილები)
მაგრამ ვამატებ.
ჩემი აზრით ბაგრატ III-ცა და დავითიც სწორად მოიქცნენ ეს სამეფო რომ შემოიერთეს.
This post has been edited by sparrow on 17 May 2008, 00:21