odd1e_odd1e
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 58
წევრი No.: 73171
რეგისტრ.: 2-November 08
|
#12325983 · 21 Jan 2009, 16:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავით აღმაშენებელი
1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავითი, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. მან ჩაიბარა თურქთა თარეშითა და ერთწლიანი მიწისძვრებით იავარქმნილი ქვეყანა, რომლის იურისდიქციაშიც თბილისი, კახეთ-ჰერეთი და ქვემო ქართლი არ შედიოდა.
1125 წელს, ანუ დავითის მეფობის დასასრულს, საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ ჰეგემონ ზესახელმწიფოდ იყო ქცეული. დავით აღმაშენებლის გამეფებამდე საქართველოს არც ერთი რეგულარული საჯარისო ნაწილი არ ჰყავდა. ძირითად სამხედრო ძალას ფეოდალური ლაშქარი წარმოადგენად. მან თავისი მოღვაწეობა რეფორმებით დაიწყო. პირველ რიგში სამხედრო რეფორმა გაატარა.
სამხედრო რეფორმა:
# შექმნა 5 ათას კაციანი ელიტარული საკავალერიო შენაერთი "მონასპა"; # ჩამოაყალიბა 20 ათას კაციანი რეგულარული კორპუსი; # მინიმუმ 20 ათასი მებრძოლი გამოდიოდა ფეოდალური ლაშქრის სახით; # 1018 წელს ჩამოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. თითოეულ ოჯახს თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა; # დავითი იყენებდა ე.წ. როქის სპასაც, ანუ დაქირავებულ ჯარს.
====================================================
საეკლესიო რეფორმა:
1004 წელს, რუის-ურბნისში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელზეც საქართველოს ეკლესიიდან განკვეთეს უმსგავსო ხუცესნი. მოწესრიგდა საეკლესიო კანონმდებლობა. დავითი თავისი სამხედრო ნაწილებით იცავდა კრებას, რათა განკვეთილ მღვდელმთავართა ნათესავ-ფეოდალების ზეწოლისგან დაეფარა წმინდა მამები. იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით დაარსდა გელათის აკადემია, რომელსაც ეკლესიისთვის ღირსეული თაობა უნდა მოემზადებინა. რუის-ურბნისის კრების შემდეგ დავით აღმაშენებელმა სახელმწიფოსა და სასამართლოს მართვის ბერკეტები ჭყონდიდელ-მთავარეპისკოპოსს გაუნაწილა. გადაწყდა, რომ კანცლერი, ანუ მწიგნობართუხუცესი, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იქნებოდა. ჭყონდიდელი იყო სააჯო კარის თავმჯდომარეც, ანუ უზენაესი მოსამართლე. მწიგნობართუხუცესის პრეროგატივას წარმოადგენდა: მთავრობის მეთაურობა, სახელმწიფო განათლების სისტემის კურირება, საჭიროების შემთხვევაში მობილიზაციის გამოცხადება. უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლება მეფესა და სავაზიროს ეკუთვნოდა.
====================================================
ანდერძი
დავით აღმაშენებლის მსოფლმხედველობას ბრწყინვალედ ამჟღავნებს მისი ანდერძი, რომლის თანახმად წმ. მეფე გელათის კარიბჭეში დაკრძალეს, რათა მისთვის ფეხი დაედგათ მკერდზე ყოველთა. დავით აღმაშენებელს, როგორც ხელმწიფეს, ალექსანდრე მაკედონელს ადარებდნენ და უმჯობესად მიიჩნევდნენ, როგორც სწავლულს; ცოდნის ხომალდად წოდებულ ბასილ დიდს ადარებდნენ; ხოლო როგორც წმინდანს, მოციქულთა სწორად მოიხსენიებდნენ, ვითარცა პავლესა და ვითარცა კონსტანტინე დიდს. აკი დავით აღმაშენებელმა მილიონზე მეტი ყივჩაღი, შირვანელი თუ სომეხი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
დავით აღმაშენებელთან თეოლოგიურ საკითხებზე კამათში მარცხს განიცდიდნენ როგორც ტერტერები, ისე მოლები. მისთვის უცხო არ იყო ჩვეულებრივი ადამიანური მიჯნურობა, მაგრამ უფლის სიყვარულმა და ხელმწიფის მოვალეობის გრძნობამ ყოველ ადამიანურ სისუსტეზე და ქალის ტრფიალებაზეც ათქმევინა უარი. მან იცოდა, რომ ამქვეყნად არაფერია ქრისტეს თუნდაც ერთი სიტყვის ფასი. მთელი თავისი ლალ-მარგალითი ანდერძით ერთადერთ ხატს - ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ამით შთამომავლობას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ყოველი სიმდიდრე და ყოველი განძი, მხოლოდ და მხოლოდ უფლის, ღვთის სადიდებლად უნდა განიხარჯოს.
დავით აღმაშენებელი ავტორია შიო მღვიმელის მონასტრის ტიპიკონისა. მან ააგო საქრისტიანოს მშვენება, წმინდა ეკატერინეს ლავრა სინას მთაზე, რომელიც იქ მდებარეობს, სადაც ღმერთმა მოსეს ათი მცნება აუწყა.
დავითმა საქართველო მკვდრეთით აღადგინა და სანაცვლოდ, მხოლოდ ერთადერთი თხოვნა დაგვიბარა: დიდი მარხვის ყოველ პარასკევს შიო მღვიმის მონასტერში თბილ სეფისკვრს განუყოფდნენ მის სახელს. დიდი მარხვის პირველი შვიდეულის პარასკევს, თითო კარასეული განიცეს, სეფისკვერთან და კორკოტთან ერთად შესვან ყოველთა და შემდეგი სიტყვები ილოცონ წმინდა მეფის სულზე: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევე ბრალნი მისნი სიყმისა და ცდომილებისანი". მსგეფსში, კვირას მისთვის წირვა აღევლინებოდეს და შიო მღვიმელი მღვდელი იმ დეს სერსა განჰყოფდეს. დავითის გარდაცვალების დღეს ღამისთევით ილოცონ და მისთვის ჟამის წირვა აღესრულებოდეს.
დავით აღმაშენებლის ზეციურ სამყაროსთან კავშირზე მეტყველებს შემდეგი ფაქტიც. დავითმა მუსლიმანთა ბატონობისგან გაათავისუფლა სომხეთის ისტორიული დედაქალაქი ანისი, ხელახლა გაანათლა და აკურთხა მიზგითად ქცეული ანისის მთავარი საყრადრი, რომელიც ბერძენი დედოფლის კატრონიტეს მიერ იყო აგებული. კატრონიტე საყდარში იყო დასაფლავებული. დავით აღმაშენებელი კათოლიკოსის, ეპისკოპოსისა და ლაშქრის თანხლებით მივიდა კატრონიტეს საფლავთან. დედოფალს ხელახლა აუგეს წესი და თვით მეფემან სამგზის საფლავსა ჩასძახა: "გიხაროდენ შენ, წმინდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან". დავითის სიტყვების პასუხად საკრძალავში მდებარე დედოფლის ძვლები შეინძრა და ცხედარმა შესძახა: დიდება უფალს!!!
დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში საინტერესოა ერთი ნიშანდობლივი ფაქტი. დავითი დიდგორის ბრძოლამდე პერიოდულად არბევდა თბილისში შემოსულ თურქ-სელჩუკთა რაზმებს. კერძოდ, ერთხელ, თბილისში, ქალაქ განჯიდან ვაჭართა ქარავანი შემოვიდა, რომელსაც მცველად თურქთა მრავალრიცხვანი რაზმი შემოჰყვა. ამის შესახებ დავითს მსტოვრებმა მოახსენეს. მეფემ სელჩუკების ქალაქიდან გამოტყუება და განადგურება განიზრახა. ამ მიზნით, ავჭალის ხევში 300 მხედარი ჩაასაფრა. 15 რჩეული ცხენოსანი ლოჭინის ხევში, თბილისის მოქალაქეთა კუთვნილი, მობალახე ნახირის მოსაპარად გაგზავნა, რათა ნახირის უკან დაბრუნების მოტივით ქალაქიდან გამოეტყუებინა თურქები. თავად კი, სრულიად შეუჭურველი მხოლოდ და მხოლოდ ხმლის ამარა ავჭალისა და ლოჭინის შუა გზაზე ჩირგვნარში ჩასაფრდა, რადგან როგორც კი შორიდან იხილავდა მოტაცემული ნახირით მომავალ 15 რაზხმელს, დროულად შეეტყობინებინა ეს 300 მხედრისთვის და სელჩუკების წინააღმდეგ საომრად წამოეყვანა.
მეფემ თან საღვთისმეტყველო წიგნი წაიღო და ვინაიდან მოულოდნელად ბრძოლის დაწყებას არ ფიქრობდა, კითხვას შეუდგა. სამწუხაროდ, ისე გაერთო კითხვით, რომ ვენც ნახირით უკან მობრუნებული 15 რაზმელი შეამჩნია და ვერც მათ კვალს გამოდევნებული სელჩუკები. მდევრად კარგად აღჭურვილი ასზე მეტი მუსულმანი წამოსულიყო. სელჩუკებმა შორიდანვე ისრებით დაუხოცეს ქართველებს ცხენები. ალყაში მოიქციეს და განადგურება დაუპირეს. წიგნის კითხვით გართულ მეფეს ბრძოლის ხმა არ ესმოდა. ქვეითად დარჩენილ ქართველებს ომი მეტისმეტად გაუჭირდათ. მეფე სასიკვდილოდ განწირულთა კივილმა გამოაფხიზლა. წიგნი იქვე დატოვა. ამხედრდა და მარტოდმარტო, შეუჭურველი გაექანა ბრძოლის ველისკენ. მას რომ გადაეწყვიტა 300 ჩასაფრებულ რაზმელთან დაკავშირება, ცხადია, იოლად გაუსწორდებოდა 100 სელჩუკს, მაგრამ ალყაში მოქცეულ 15 ქართველს ცოცხალს ვეღარ მიუსწრებდა. მეფემ თავი სასიკვდილოდ გაწირა. მტრის რაზმებში შევარდა და ელვისებურად დახოცა 15 თურქმენი. ქართველებს მათ ცხენებზე ამხედრების საშუალება მისცა და ერთიანად ოთხმოცდაათზე მეტი სელჩუკი მოსპეს. თბილისამდე თურქთა მძორები ეყარა: "ხოლო ფრიადის ცემისაგან დავითის ხრმალმანცა დაღვარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი". მეფემ, არნახული გმირობის ფასად, თავისი რაზმელები სიკვდილისგან იხსნა და მბსოლუტური წარმატებით დაასრულა სამხედრო ოპერაცი. როდესაც ავჭალის ხევში ჩასაფრებულ 300 მხედართან დაბრუნდა და მათ მომხდარის შესახებ შეიტყვეს, არათუ არ შეუქეს საქციელი ძლევამოსილ მეფეს, არამედ ამხილეს და ბრალი დასდეს არასწორი ქმედებისთვის. დავითს, როგორც მეფესა და მთავარსარდალს, უფლება არ ჰქონდა სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, თუნდაც 15 ერთგული ყმის გადასარჩენად. დავითი ხომ მთელი საქართველოს სასოება იყო.
ეს ფაქტი მრავალ რამეზე მეტყველებს. აქედან ჩანს, თუ რაოდენ ძვირფასი იყო დავითისთვის წიგნიერება. ამასთან, საოცარია მეფის ნებისყოფა და წონასწორობა. გამაოგნებელია, როგორ შეეძლო მეფეს ექსტრემალურ სიტუაციაში მთელი არსებით ჩართულიყო საღვთისმეტყველო ამბავთა წვდომაში. საოცარია დავითის ინდივიდუალური სიმამაცე და მეომრული ნიჭი, პასუხისმგებლობის გრძნობა. აკი მან ვერ აპატია თავს, რომ მისი დაუდევრობის გამო შეიძლებოდა 15 ვაჟკაცი დაღუპულიყო. უნებლიეთ გვახსენდება ქრისტეს იგავი "მწყემს კეთილზე", რომელმაც მთელი ფარა მიატოვა და ერთი გზააბნეული კრავის გადასარჩენად ყველაფერი გაწირა.
ყველაზე საინტერესო მეფისა და მისი რაზმელების ურთიერთ-დამოკიდებულებაა, რომელიც, როგორც ჩანს, დამახასიათებელი იყო ქართული მონარქიისთვის. თუნდაც არნახული გმირობა ჩაედინა მეფეს, მის შეცდომაზე ჯარისკაცებიც კი არ ხუჭავდნენ თვალს, არ პირფერობდნენ, გუნდრუკს არ უკმევდნენ, პირში ამხელდნენ და განსჯიდნენ. და, სწორედ ამ გზით აქანდაკებდნენ ქართულ ზნეობას, დიდ და ღირსეულ საქართველოს აშენებდნენ.
დავით აღმაშენებელმა გამეფებისთანავე დასახა საქართველოს განვითარების და აღორძინების გეგმის ზოგადი კონტურები. 1089-1110 წლებში შექმნა მონა-სპა; ჩაოაყალიბა რეგულარული არმია; ჩაატარა რუის-ურბნისის კრება; განახორციელა არსებული სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმა; ააგო სრულიად ახალი სახელმწიფო სისტემა; შემოიერთა კახეთ-ჰერეთი; ქვემო ქართლი, მტერთაგან მიტაცებული მესხეთის მიწები.
საქართველოს მეფის იურისდიქციის მიღმა მხოლოდ თბილის-რუსთავ-დმანისის აგლომერაცია და ლორესა და გიშის ციხეები რჩებოდა. ხსენებული ქალაქები 70 წლის მანძილზე რესპუბლიკური წყობით ცხოვრობდნენ. მართალია, ისინი პერიოდულად ქართველ მეფეთა სიუზერენობასაც აღიარებდნენ, მაგრამ მათთვის უშუალოდ მონარქის მფლობელობაში გადასვლა, სოციალური თვალსაზრისით, პრობლემატური საკითხი იყო. ამასთან, თბილისი, მსოფლიო სავაჭრო მაგისტრალის, აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი პუნქტი იყო. დავით აღმაშენებელს საქართველოს ძველი დედაქალაქის შემოერთება მხოლოდ და მხოლოდ მისი ინფრასტრუქტურისა და მაღალ კატეგორიის ვაჭარ-ხელოსნური კადრების ძირითადი ნაწილის შენარჩუნებით სურდა.
ერთი სიტყვით, დავით აღმაშენებელი თბილის-დმანის-რუსთავის დაუფლების საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ამ პრობლემის გადაჭრა გარკვეულ დროსა და მზაობას მოითხოვდა. სავარაუდოდ, დავით აღმაშენებლი საქართველოს გაერთიანების შემდეგ, შირვანთან, სომხებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან ალიანსში განაგრძობდა ბრძოლას ისლამურ კოალიციასთან. ეს პროცესი, შესაძლოა, ათწლეულების მანძილზეც გაგრძელებულიყო. რასაც, ალბათ, დავითის სიცოცხლე არც კი ეყოფოდა.
1110 წლისთვის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პრეტენზია ჰქონოდა. უბრალოდ, იმ დროისთვის დავითის უმთავრეს მიზანს საქართველოს გაერთიანების დასრულება და პარტნიორებთან მტკიცე კავშირის შენარჩუნება შეადგენად.
1110 წელს მოხდა ერთი ფაქტი, რომელმაც დავით აღმაშენებლის მიზნები რადიკალურად შეცვალა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა საქართველოს პერსპექტივები.
1110 წელს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელმა გიორგიმ, თრიალეთის მმართველ თევდორეს, აბულეთისა და იოანე ორბელის თანაშემწეობით, ელვისებური სამხედრო ოპერაცი ჩაატარა. თურქეთაგან გაათავისუფლა სამშვილდე და ქვემო ქართლი. სწორედ ამ წელს, თრიალეთში ისე შემოვიდა თურქ-სელჩუკთა ასი ათასიანი არმია, რომ დავით აღმაშენებლის მსტოვრებმა წინასწარ ვერაფერი შეიტყვეს. მეფე ნაჭარმაგევს იმყოფებოდა. დაყოვნება შეუძლებელი იყო.მტერს ხელეწიფებოდა აქამდე განთავისუფლებული სიმაგრეების ხელახლა დაუფლება. დავითმა განიზრახა 1500 კაცით მოულოდნელად თავს დასხმოდა მტრის სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვან მხედრობას. სამწუხაროდ, იმ დროს მეფეს მხოლოდ ეს 1500 მოლაშქრე ახლდა. დავითის მებრძოლებმა გზის გავლას მთელი ღამე მოანდომეს და გამთენიისას, თრიალეთში მყოფ სელჩუკებს თავს დაესხნენ. არნახული სისწრაფით მოძრაობდნენ ქართველები. იბრძოდნენ შუბებით, მშვილდებით, ხმლებით, ხანჯლებით... ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელად. მეტრი ტოვებდა საქონელს, ცხენებს, კარვებს, საგანძურს და საბრძოლო პოზიციებიდან გარბოდა. დავითმა სელჩუკებს ღამით დევნა არ დაუწყო. ფიქრობდა, რომ გამთენიისას, სადმე, ახალ პოზიციაზე გამაგრებული თურქები ბრძოლას განაახლებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1500 ქართველს ისე გაენადგურებინა მუსლიმანთა ასი ათასიანი მხედრობა, რომ იავარყოფილი აგარიანები, არათუ გასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ აღარც კი ფიქრობდნენ ერთმანეთთან დაკავშირებას.
თრიალეთის ოპერაციის დროს სამოცდაშვიდჯერ მრავალრიცხოვანი მტრის განადგურებამ დავით აღმაშენებლი დაარწმუნა თავისი მონა-სპისა და რეგულარული არმიის უდიდესი შესაძლებლობებში. მან განიხრახა, მსოფლიო ისტორიაში მანამდე არნახული გენერალური ბრძოლის, ასე ვთქვათ, სამხედრო სპექტაკლის დადგმა.
დაიწყო 11-წლიანი მზადება იმ ბრძოლის ორგანიზება-პროვოცირებისთვის, რომელსაც დიდგორის ომი ეწოდა, ანუ "ძლევაი საკვირველი". თუკი ყოველივე დავითის გეგმის თანახმად განხორციელდებოდა, საქართველოს შეეძლო გაერთიანებულიყო და გათავისუფლებულიყო სელჩუკთა უღლისაგან და არა მარტო ანტიისლამური კოალიციის ერთ-ერთ წევრად დარჩენილიყო, არამედ იკვეთებოდა მსოფლიოს ზესახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა.
დავითმა აიღო შემდეგი ციხე-ქალაქები: 1115 წელს - რუსთავი, 1117 წელს - გიში, 1118 წელს - ლორე. არ აიღო დმანისი და ხელუხლებლად დატოვა დიდგორზე და მანგლისზე გამავალი გზა, რომელიც თბილისს დმანისთან და აქედან კი ისლამურ სამყაროსთან აკავშირებდა. ანუ თბილისისკენ მომავალი ყველა გზა დაკეტა, გარდა ერთისა. ცხადია, ქართულ მხედრობას ჯერ კიდევ 1110 წლისთვის შეეძლო თბილისის აღებმა, მაგრამ შეუძლებელი გახდებოდა მტრის ურიცხვი მხედრობის ვიწროებში შემოტყუება და მომავალ გენერალურ ბრძოლაში ისეთი აბსოლუტური წარმატების მიღწევა, როგორიც დიდგორის ველზე განხორციელდა.
აუღებელი თბილისი 1121 წლამდე სამხედრო-სტრატეგიულ საცდურად დატოვა. დავითს გენერალური ბრძოლის გამართვამდე რომ აეღო თბილისი და დმანისი, მაშინ ისლამურ კოალიციასთან ომი ლორეს, დმანისის, რუსთავის ანდა გიშის კედლებთან მოუწევდა, ანუ ის იძულებული გახდებოდა გაშლილ ველზე ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრის წინააღმდეგ, რაც მისი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას შეამცირებდა. დავით აღმაშენებლი ცდილობდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა გეოგრაფიული გარემო.
თბილისი 1045 წლიდან ქალაქ-რესპუბლიკა იყო. 1080 წლამდე თბილისის მმართველები აფხაზთა და ქართველთა მეფის ყმადნაფიცობას აღიარებდნენ. 1080-1010 წლებში (დიდი თურქობის) დაწყებიდან თბილისი მხოლოდ სელჩუკიანი სულთანის უხენაესობას ცნობდა და კავკასიაში ანტიქართული პოლიტიკური ძალების ეპიცენტრს წარმოადგენად.
1010 წლიდან თბილისი საქართველოს მეფის მოხარკე იყო და დავით აღმაშენებლის მიერ დანიშნული ციხისთავიც ათი მხედრის თანხლებით ქალაქში იმყოფებოდა. დავით აღმაშენებელი 1118-1121 წლებში განუწყვეტილივ არბევდა ისლამური ქალაქებიდან თბილისში მომავალ ქარავნებს. ამით მუდმივ სტრესში ამყოფებდა ადგილობრივ ურჯულოებს. დავითის მცდელობამ თავისი შედეგი გამოიღო და 1121 წელს მუსლიმანთა კოალიციური მხედრობა საქართველოსკენ სწორედ თბილელ, განჯელ და დმანელ ვაჭართა თხოვნის შედეგად დაიძრა.
დავით აღმაშენებელი ცდილობდა დამატებითი რესურსების მოძიებას. ამ მიზნით მან 1118 წელს დალაშქრა ჩრდილოეთ კავკასია, ადგილობრივ მმართველებს მძევლები ჩამოართვა, გახსნა გზა ჩრდილოეთის სტეპისკენ და იქიდან ორმოცი ათასი ყივჩაღური სელჩუკების მსგავსად, თურქულ მოდგმას ეკუთვნებოდნენ.
დავით აღმაშენებელმა ყივჩაღების გადმოსახლებითა და მათი მოთარეშეებად გამოყენებით დიდი სტეპიდან წამოსული ორი თურქული მოდგმა ერთმანეთს დაუპირისპირა, ანუ თურქი-ყივჩაღები - თურქ-სელჩუკებს და ამით ბარბაროსული ანტიკულტურულისისტემა თვითლიკვიდირებადი გახდა. ეს კიდევ ერთი დასტურია დავით აღმაშენებლის დიდი გეოპოლიტიკური აზროვნებისა.
დავითმა ყივჩაღები ძირითადად საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და უახლოესი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე ჩაასახლა.
დავით აღმაშენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა საქართველოს ბუნებრივ პარტნიორებთან ინტენსიურ კავშირ-ურთიერთობებს. მან თავისი ერთი ქალიშვილი შირვან-შაჰს, ანუ თანამედროვე აზერბაიჯანის მეფეს მიათხოვა, ხოლო მეორე - ბიზანტიის იმპერატორს შერთო ცოლად. როგორც ცნობილია. 1095 წელს დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები იერუსალიმის გასათავისუფლებლად, დღეს უკვე აღიარებულია, რომ ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადება რომის პაპ ურბან მეორეს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა შთააგონა. ალექსი დავით აღმაშენებლის მამიდის შვილობილი იყო და, ამასთან, კონსტანტინოპოლში ძალზედ ძლიერი იყო ქართული გავლენა. წარმატებით მოქმედებდნენ დავითის მსტოვრებიც.
ჯვაროსნებმა იერუსალიმი 1099 წელს გაათავისუფლეს. ისინი წმინდა ქალაქში კონსტანტინეპოლის გავლით ჩავიდნენ. ევროპელ რაინდებს იერუსალიმის აღებაში ეხმარებოდნენ დავით აღმაშენებლის რაზმელებიც. 1099-1118 წლებში თურქთა წინააღმდეგ წარმოებულმა ომებმა დავით აღმაშენებელს საქრისტიანოს უძლეველი სარდლის სახელი მოუტანა. ძველი ევროპული წყაროები მას უძლეველ ბარ-ბეფეს, იოანე პრესვიტერს უწოდებენ. ევროპული გადმოცემების თანახმად, ჯვაროსნებმა დავითთან ჩამოაბრძანეს წმინდა გრაალის თასი. 1118 წლისთვის ერთობ გაძლიერდა თურქ-სელჩუკთა შეტევა იერუსალიმის ჯვაროსნულ სამეფოზე. შემწეობის სათხოვნელად 1119 წელს საქართველოში ფარულად ჩამოვიდა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ-მეორე. დავით აღმაშენებელმა ახალი ძალისმხევით დაიწყო დმანის-თბილისის გზაზე მუსულმან ვაჭართა რბევა. პარალელურად, აღმოსავლეთის ქვეყნებში საოცრად გააძლიერა თავისი აგენტურული ქსელი. პრაქტიკულად, საქართველო სრულიად მზად იყო დიდგორის ბრძოლისთვის.
ერთი სიტყვით, 1121 წელს დავით აღმაშენებელს თბილისისა და დმანისის გარდა, სრულიად გაერთიანებული ჰქონდა საქართველო. მტკიცე პოლიტიკურ თუ სამხედრო ალიანსში იმყოფებოდა თავის ბუნებრივ მოკავშირეებთან, ბიზანტიასთან და ჯვაროსნებთან. თურქი-ყივჩაღი დაპირისპირებული ჰყავდა თურქ-სელჩუკებთან და თანაც მათი მთავრის ასულთან ქორწინებითა და ყივჩაღების გაქრისტიანებით მინიმუმამდე იყო შემცირებული ყივჩაღების სელჩუკებთან შეკვრის შესაძლებლობა. დავითის მსტოვრები ამომწურავ ინფორმაციას ფლობდნენ, როგორც ბაღდადსა და რომში, ისე კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში მიმდინარე პროცესებზე. დავითმა წინასწარ იცოდა, როდის წამოვიდოდა საქართველოს დასალაშქრავად მუსულმანთა კოალიციური მხედრობა და იმის შესახებაც უწყოდა, რომ სელჩუკურ, არაბულ-ქურთულ-სპარსული არმია დმანისიდან მანგილის-დიდგორის გზით შეეცდებოდა თბილისში შემოსვლას.
ამიერიდან, დავით აღმაშენებელს სრული წინაპირობა ჰქონდა იმისა, რომ ბრწყინვალედ დაედგა და განეხორციელებინა სპექტაკლი დიდგორის ბრძოლის, ანუ "ძლევაი საკვირველის" სახელით. დიდგორის ბრძოლა
1118-21 წლებში დავით აღმაშენებელმა ყველა საჭირო მიმართულებით განახორციელა გეგმაზომიერი ქმედებები, რათა მსოფლიო ისლამური კოალიცია იძულებული გაეხადა საქართველოში შემოსულიყო გენერალური ბრძოლის გასამართავად.
დავითს გენერალური ბრძოლა სჭირდებოდა! 1121 წლის გაზაფხულზე ბაღდადიდან საქართველოს მიმართულებით ისლამური კოალიციის 400-ათასიანი არმია დაიძრა.
კოალიციის შემადგენლობაში შედიოდნენ: რჩეული თურქმენები სპარსელები არაბები ქურთები სომხები ისლამურ კოალიციას მეთაურობდნენ: ელღაზ არდუხის ძე, არაბთა ხელმწიფე - დურბეზ სადაყის ძე, სომეხი მელიქები, ალეპოსა და დამასკოს მმართველები. მათ თან ახლდა სელჩუკთა დიდი ხელმწიფის, სულთან-მაჰმუდის მემკვიდრე, უფლისწული მალიქი, სელჩუკები არაბულ ცხენებსა და ასურულ ჯორებზე იყვნენ ამხედრებულნი. ისლამური კოალიციის ჯარები მუბოსანთა და მოისრათა რაზმებისგან შედგებოდა. ძალზე ძლიერი იყო მათი მსუბუქი კავალერია და ლოდმტყორცნელთა შენაერთი. ცხადია, თან ჰქონდათ ლოდსატყორცნი მანქანები - ფილაკავანები.
კოალიციის გეგმური მაშრუტი იყო განჯა-დმანისი-თბილისი, ანუ გზა, რომელიც ქვემო ქართლიდან მანგლის-კოჯორის გავლით, თბილისში შედიოდა. მუსულმანთა სამხედრო ამოცანას წარმოადგენდა თბილისსა და ქვემო ქართლში გამგრება, პლაცდარმის მოწყობა და აქედან საქართველოს რბევა. სელჩუკებმა კარგად უწყოდნენ, რომ დავით აღმაშენებელს არ გამოეპარებოდა მათი მოძრაოების გრაფიკი. მსოფლიოში სახელგანთქმული იყო დავითის მსტოვართა აპარატი. ამიტომაც, ილღაზის მებრძოლები, თბილისში შესვლამდე, თრიალეთის მიდამოებში გენერალური ბრძოლის გამართვას ვარაუდობდნე. როგორც აღვნიშნეთ, დავით აღმაშენებლი მტერს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ხვდებოდა.
დავით აღმაშენებლის განკარგულებაში იმყოფებოდა: 5 000-კაციანი ქართული მონა-სპა, 20 000-რეგულარული ქართული შენაერთი, 15 000 ფეოდალური ლაშქრის რაზმელი; 15 000 ყივჩაღი; 500-კაციანი ოსური როქის-სპა. ქართული ჯარი მთლიანად მხედართაგან იყო დაკომპლექტებული. ამასთან, თავად ქართული მხედრობა სრულიად უნიკალური იყო იმდროინდელ სამყაროში. ქართველი ცხენოსანი ნებისმიერ წამს მზად იყო, რომ საჭიროებისამებრ ჩამოქვეითებულიყო დაროგორც ფეხოსანს, ისე გაეგრძელებინა ბრძოლა. დავითის ჯარისკაცები შეჭურვილნი იყვნენ: დავითფერული და სხვა სახის ხმლებით, შუბებით, ხანჯლებითა და ლახტებით. ქართველი მშვილდოსნები ოდითგანვე სახელგანთქმულნი იყვნენ. 1021 წელის აგვისტოში მტერი თრიალეთის ხეობაში შემოვივდა. მათ წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს მრავალი ციხესიმაგრე თუ გამაგრებული ადგილი. განვლეს მანგილისი და ვიწრო ხეობით თბილისისკენ გაეშურნენ. ისინი ქართველთა სიახლოვეს გრძნობდნენ. ამიტომაც, ყიჟინითა და თიარაღის ჟღარუნით ცდილობდნენ, ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოეხდინათ და დაეფრთხოთ ქართული ჯარი. მუსულმანთა კოალიცია დიდგორის მთას გაუსწორდა. მათი ლაშქარი ვიწრო ხეობაში რამდენიმე კილომეტრზე იყო გაშლილი. მათ იცოდნენ, რომ დავით აღმაშენებლის მცირერიცხოვანი მხედრობისთვის ყველაზე ხელსაყრელი გენერალური ომის გამართვა, სწორედ, ვიწრობებში იყო. ამიტომაც, ყოველ წამს ელოდნენ ქართველთა თავდასხმას. დავით აღმაშენებელი, როგორც აღვნიშნეთ, წინასწარ იცნობდა მტრის მარშრუტს და გენერალური ბრძოლის გამართვას თრიალეთის ხეობაში აპირებდა. მან ჯარის კონცენტრაცია ნიჩბისის ხევში მოახდინა. შემდეგ ნიჩბისის ხევიდან შიდა ქართლისკენ გამავალი გზები ჩახერგა და, ერთი შეხედვით, თავის დაშქარს უკან დასახევი მოუსპო. დავითი დიდებულად იცნობდა თავის მხედრობას და არც მათ სიმამაცეში ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ გზების ჩახერგვით იგი ხაზს უსვამდე შემდეგს - გენერალურ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას ალტერნატივა არ ჰქონდა. ქართველთა საომარი შემართება და თვითგადარჩენის ინსტიქტიც მხოლოდ მტერთან შერკინებაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. ამასთან, "ჩახერგვილა" მხოლოდ ერთი მიმართულებით კეტავდა გზას, დავითმა თითქოს თავის მხედრებს ჩაუკეტა უკანდასახევი, სინამდვილეში კი ამით სელჩუკთა აგენტურას აუწყა, რომ ის გენერალურ ბრძოლას სწორედაც რომ დიდგორთან გამართავდა. მუსულმანები მოდუნდნენ. ამ გარემოებამ ქართულ ლაშქარს დამატებითი ფსიქოლოგიური დივიდენდები შესძინა. დავით აღმაშენებელმა, ეგრეთ წოდებული, "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტი გამოიყენა.
იგი რჩეული მხედრობის ერთი ნაწილით მტრის დასავლეთ ფლანგზე, ნიჩბისის მხრიდან იყო ჩასაფრებული. ქართველთა რჩეული ლაშქრის მეორე ნაწილი კი, მტრის წყობას მარჯვნიდან მოქცეოდა და დიდგორის ფერდობს ეფარებოდა. ამ ნაწილს უფლისწული დემეტრე მეთაურობდა.
ქართული ჯარის ძირითად ნაწილს 200 ცხენოსანი გამოეყო და მტერი ჯარისკენ დაიძრა. ერთი მეხედვით, ისინი მოღალატეებს ან საქართველოს მეფის დესპანებს ჰგავდნენ. ვერც ერთი თურქმენი ვერ იფიქრებდა, რომ 200 კაცს სხვა რამ განზრახვა ჰქონდა და 400 ათასიან არმიასთან შეტაკებას გაბედავდა. სელჩუკთა არმია ვიწრობებში იყო შემოსული და ერთ ხაზზე, ყველაზე მეტი, 100 მებრძოლი თუ ეტეოდა. შესაბამისად, რამდენიმე წამის განმავლობაში, 200 ქართველს წარმატებით ბრძოლა ნამდვილად შეეძლო. გადამწყვეტი როლი, სწორედ, ამ რამდენიმე წამმა ითამაშა არა მარტო საქართველოს, არამედ იმდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.
მუსლიმანებმა 200 ქართველი თავიანთი მწყობრის შიგნით შეუშვეს. ქართველებმა იხადეს მახვილი და სწორედ აქ დაიწყო "კრაზანის ორმაგი კბენის" ეფექტის განხორციელება. პაატა ნებიერიძის მოსაზრებით, 200 მხედარი ე.წ. "ორმაგი" აგენტი იყო, ანუ დავითმა დიდგორამდე მრავალი ხნით ადრე თავისი მსტოვრები დააკავშირა მუსლიმანთა სარდლობასთან და სელჩუკიანები დაარწმუნა, რომ თითქოს, დავითის მხედრობაში მტრის მხარდამჭერნი იმყოფებოდნენ, რომელნიც საქართველოს მეფესთან შეთანხმებით გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდნენ მუსლიმანებს. როგორც ჩანს, დიდგორის წინ 200 მხედრის მეთაურსა და ილღაზს შორის არსრებობდა წინასწარი შეთანხმება, რომ ბრძოლის დაწყებამდე ვითომდა მოღალატე ქართველები დატოვებდნენ დავითის ლაშქარს და სელჩუკიანებს შეუერთდებოდნენ. 200 მხედარი სელჩუკებმა უვნებლად შეუშვეს თავიანთ რიგებს შორის, რადგან მოკავშირეები ეგონათ. 200 ქართველის შეტევამ წამიერად გააოგნა მეწინავე სელჩუკები და სრული გაურკვევლობის გამომხატველმა შეძახილმა გადაურბინა მრავალი კილომეტრის სიგრძეზე ჩამწკრივებულ მტრის რიგებს. საკმარისი იყო რამდენიმე წამი, რათა მტერი გონს მოსულიყო, მოესპო 200 თავხედი ქართველი და კონტრშეტევა დაეწყო. სანამ მტერი გონს მოვიდოდა, ელვისებური შეტევა დაიწყეს დავითისა და დემეტრეს ცხენოსანთა რაზმებმა. მათ სწორედ იქ მიიტანეს იერიში, სადაც 200 ქართველი იბრძოდა. სელჩუკთა გაოგნება პანიკაში გადაიზარდა. გატყდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა სელჩუკთა რჩეული, მეწინავე რაზმი. ისინი უკან მდგომებს ქელავდნენ. მეწინავეთა ისტერიულმა მდგომარეობამ სრული დემორალიზაცია გამოიწვია დანარჩენ მხედრობაშიც. მტერი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა.
დავით აღმაშენებელმა სიტყვით მიმართა ქართველებს: "ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ სარწმუნეოებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ამ ურიცხვ მიმდევართა, არამედ თავად ეშმაკსაც იოლად დავამარცხებთ". და მოხდა სასწაული, ზეციდან გარდმოეშვა წმინდა გიორგის სული, რომელიც მახვილით ხორციელად სპობდა სელჩუკთა რაზმელებს. მტრის რბევა და ჟლეტა რამდენიმე დღე გაგრძელდა. თითქმის მთლიანად გაწყდა ისლამური კოალიცია. დიდგორის ომში, როგორც ისტორიკოსები გვაუწყებენ, არც ერთი ქართველი არ დაღუპულა. სრულიად უვნებლად გადარჩა 200 მხედარიც. აღსანიშნავია შემდეგი გარემოება: დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშენებელს არ მიუმართავს პარტიზანული ომის ტრაქტიკისთვის. მტერს მოულოდნელად არ დასხმია. პირიქით, ისლამურმა კოალიციამ წინასწარ იცოდა ბრძოლის სავარაუდო ადგილი და ისიც, თუ სად იყო გამაგრებული ქართული მხედრობა. იცოდა თავისი რიცხობრივი სიჭარბის შესახებაც. აღმაშენებელმა 200 მხედრის წინ წარგზავნით კიდევ უფრო გაუძლიერა მტერს უპირატესობის გრძნობა, წამით მოადგუნა და თანამებრძოლთა საოცარი სიმამაცის, სისწრაფისა და, რაც მთავარია, ოპერაციის დროსა და სივრცეში უზუსტესად ჩატარების წყალობით, გატეხა მოწინააღმდეგ, თანაც იმდენად ეფექტურად, რომ ომი მუსლიმანთა სასაკლაოდ იქცა. დიდგორის ბრძოლამ ცხადყო, რომ ქართული ჯარი მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო მანქანას წარმოადგენად. საქართველოს მსოფლიო ჰეგემონიის აღაიარებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა!!! დიდგორის ბრძოლამ XII ს-ის მსოფლიო ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. აღარ არსებობდა ძალა, რომელიც საქართველოს წინ აღუდგებოდა. უკვე შეიძლებოდა თერთმეტი წლის მანძილზე ერთგვარ სატყუარად დატოვებული თბილისისა და დმანისის შემოერთება.
This post has been edited by odd1e_odd1e on 21 Jan 2009, 16:17
--------------------
შენtube.com
|