warcrafthttp://www.ice.ge/batumi/terminologia-2013.pdfა-ფუძიანი სახელების სახელების ერთი განსაკუთრებული კვეცისთვის
ქართულ გრამატიკულ ლიტერატურაში დამკვიდრებულია წესი, რომ-
ლის თანახმადაც ა-ფუძიანი საზოგადო სახელები, როგორც წესი, იკვეცება.
გამონაკლისს ქმნის ის შემთხვევები, რომლებშიც ბოლოკიდური ა მაწარმოე-
ბელი აფიქსია. მისი დანიშნულებაა, გამოხატოს კნინობითობა, რაიმეს ქონე-
ბა და მსგავსება ფერის, მოყვანილობის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
როგორაა წარმოდგენილი ა-ფუძიანი უკვეცელი სახელები `ქართული
ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში~? ამ მიზნით განვიხილე ა-ფუძიანი უკვე-
ცელი სახელების ერთი კონკრეტული სახეობა, კერძოდ, ფაუნა.
ა-ფუძიანი როგორც უკვეცელი, ისე კვეცადი სახელების შედარებამ
გამოავლინა, რომ ბოლოკიდური ა ხმოვნის კვალიფიკაციის განსასაზღვრა-
ვად არ არსებობს მკვეთრი განმასხვავებელი საშუალება, ყველასთვის მისა-
ღები კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებდით სახელების განა-
წილებას კვეცადთა და უკვეცელთა ჯგუფებში. ზემოთ ნახსენები წესი სინამ-
დვილეში ვერ მოქმედებს სრულფასოვნად, რადგან ძნელი დასადგენია, სი-
ტყვის ბოლოკიდური ა ფუძის კუთვნილი ხმოვანია თუ სიტყვათმაწარმო-
ებელი აფიქსი. ამიტომ მსგავსი აგებულების სიტყვები ხშირად სხვადასხვა
ჯგუფში არის ჩარიცხული.
რადგან საზღვარი ამ ჯგუფებს შორის ლაბილურია. ამის გამო შესაძ-
ლებლად ჩავთვალე, ა-ფუძიანი სახელების კვეცა-უკვეცლობის შესახებ საენა-
თმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული წესის ერთგვარად გამარტივე-
ბული ვარიანტი შემომეთავაზებინა ერთ-ერთ სტატიაში: ყველა საზოგადო
სახელი, რომლებიც ა ხმოვნით მთავრდება, ნათესაობითში უნდა შეიკვეცოს
(ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე. შესადარებლად _ მრავლო-
ბითში ხომ ყველა სახის ა-ფუძიანი სიტყვა შეკვეცილია!). თუ ა-დაბოლოები-
ან სიტყვებს ნათესაობითში შევკვეცთ, არაფერი დაშავდება, რადგან ამით
თავიდან ავიცილებთ ორჭოფობას მართლწერაში, რაკი ჩამოთვლილი სი-
ტყვების დიდ უმრავლესობაში ა ხმოვნის შეკვეცა საგრძნობ სირთულეს არ
შეგვიქმნის და საზოგადო სახელებისთვის მარტივი წესი დამკვიდრდება,
რაც გვიხსნის მერყეობისგან.
ამ მხრივ, ცალკე დგას ერთი განსაკუთრებული ჯგუფი, რომელში შე-
მავალი სახელებისთვის ეს ერთგვარად შერბილებული წესიც კი ბოლომდე
ვერ გვშველის. ამ ჯგუფში გაერთიანებულია იმგვარი ა-ფუძიანი სიტყვები,
რომლებიც მომდინარეობენ მათს თანხმოვანფუძიან ვარიანტზე ა ხმოვნის
დამატებით (მაგალითად: სალამური > სალამურა, ნაფოტი > ნაფოტა...), რის
გამოც შემოთავაზებული წესის გამოყენებისას ხმოვან- და თანხმოვანფუძია-
ნი ვარიანტების ფორმები ნათესაობითში ერთმანეთს დაემთხვევა და ჩვენ
დამატებით საშუალებას უნდა მივმართოთ მათს გასამიჯნავად, რათა გამო-
ვარკვიოთ, სიტყვის რომელ მნიშვნელობასთან გვაქვს საქმე.
ამ ჯგუფში შედის შემდეგი სახელები: ბოსტანა (=მახრა), დედოფალა,
ქარიშხალა, მახრჩობელა, კირკიტა, მარწუხა, ნაფოტა, სალამურა, წვერა,
თრითინა, კირკიტა, წრუწუნა, ჭიჭყინა, ჭრიჭინა...
მიიჩნევენ, რომ, რაკი ამოსავალ ფუძეზე ა სუფიქსის დამატება სი-
ტყვას შინაარსს უცვლის, რაც ახლადწარმოქმნილ ფორმას სრულიად განას-
ხვავებს თანხმოვანფუძიანი სიტყვებისგან, ამ სიტყვებს მაწარმოებელი ა არ
უნდა მოეკვეცოს.
მე უფრო რადიკალური ნაბიჯის გადადგმის მომხრე ვარ: ზოგადი წე-
სი რომ გამარტივდეს და უფრო ადვილად მოსახმარი გახდეს ყველა დონის
მკითხველისათვის, დასაშვებად მიმაჩნია, ა-ფუძიანი სახელების ნათესაო-
ბითში მოკვეცილი ფორმები დავაკანონოთ, ხოლო ბუნდოვანებისგან თავის
დასაღწევად (სალამური იგულისხმება თუ სალამურა) კონტექსტი მოვიშვე-
ლიოთ. ის ადვილად გაგვარკვევს სიტყვის რომელ მნიშვნელობასთან გვაქვს
საქმე: მაგალითისთვის: `სალამურის დაჭერა მინდა~ თუ წავიკითხეთ, კონ-
ტექსტით ადვილად დავადგენთ, სალამურზეა ლაპარაკი თუ სალამურაზე,
სამაგიეროდ, სალამურას რომ აქამდე მიცემითიც იყო და ნათესაობითიც, ეს
დამთხვევა მოიხსნება: სალამურას შემდგომში მხოლოდ და მხოლოდ მიცე-
მითი იქნება, ნათესაობითში კი მას სალამურის შეცვლ;ის. რითიც ნაკლები
საფიქრალი დაგვრჩება მართლწერის თვალსაზრისით. ეს ცოტა არაა.
ერთ მომენტსაც უნდა მიექცეს ყურადღება: ზემოთ ნახსენები სახელე-
ბიდან პირველი ოთხი სხვებისგან გამოირჩევა, რადგან მათი თანხმოვანფუ-
ძიანი ვარიანტების ფუძე კუმშვადია, ხოლო ხმოვანფუძიანებისა იკვეცება,
მაგრამ არ იკუმშება, ამის გამო სიტყვის თანხმოვანფუძიანი და ხმოვანფუ-
ძიანი ვარიანტები ერთმანეთს აღარ დაემთხვევა (მაგალითად: ბოსტნის >
ბოსტანის, დედოფლის > დედოფალის...), ამას გარდა, რაც მეტად მნიშვნე-
ლოვანია, ამ ორ სახეობას შორის განსხვავება მრავლობითშიც გვექნება: მარ-
თალია, ა-სუფიქსიან სიტყვებს ბოლოკიდური ა მხოლოობითში მოეკვეცება
და ამგვარი სიტყვების დაბოლოება თანხმოვანფუძიანებისას დაემსგავსება,
მაგრამ მათ ამავდროულად ძირისეული (შიგნითა) ა ხმოვანი არ შეეკუმშე-
ბათ, მაშინ როდესაც თანხმოვანფუძიან სიტყვებს ფუძისული ა შეკუმშული
ექნებათ: ბოსტნები > ბოსტანები, დედოფლები > დედოფალები.
ცხადია, რომ ამ შემთხვევაში საშიშროება დამთხვევისა მოხსნილია,
მაგრამ დანარჩენებში ის არსებობს, თუმცა ადვილი დასაძლევია კონტექ-
სტის მოშველიებით.