ქართული წიგნი ქართული სიტყვებით უნდა იწერებოდეს
დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე! ქართული სამეტყველო ენის სიწმინდის დაცვის მიზნით, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების უმაღლესი სასწავლებლის მეცნიერებმა საგანგებოდ საცნობარო საშუალებების მუშაკებისათვის მცირე, სიტყვათა განმართებითი წიგნი გამოსცეს.
ქართულ საცნობარო სივრცეში დამკვიდრებული სიტყვათა დამახინჯებული წყობისა და უცხო ენებიდან გადმოღებული გამოთქმების გამო, ქართული სამეტყველო ენა დიდი ხანია მახინჯდება, მაგრამ ერთეულების მხრიდან გამოთქმული წუხილის გარდა, მშობლიური ენის დაცვასა და შეცდომების გასწორებაზე დიდი ხანია აღარავის უზრუნია.
ენათმეცნიერების უმაღლესი სასწავლებლის სამი თაობის მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ ეს საქმე უპირველესად ქართულ საცნობარო სივრცეშია მოსაწესრიგებელი, რადგან ავად თუ კარგად, ახალგაზრდა თაობა წიგნის კითხვაზე მეტ დროს, ხედვა-სმენით მაუწყებლობებს უთმობს და შესაბამისად, ყოველდღიურ სამეტყველო ენაში საუბრის ის სახე მკვიდრდება, რაც მსმენელს ქართველი სანობარო მუშაკებისაგან ესმის.
- ”ახალგაზდრა თაობა ბაძავს სანობარო მუშაკებს, რომლებსაც უყურებენ და სწავლობენ იმ ენით, რასაცა კითხულობენ ბეჭვდით გამოცემებში. ქართული ენის სიწმინდის დაცვა დღეს დიდწილად არის დამოკიდებული ქართველ სანობარო მუშაკებზე”.
არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების უმაღლესი სასწავლებლის ქართული მეტყველების განყოფილების მეცნიერებმა ზიდმიწევნით აღნუსხეს ახლად გამოვლენილი ყველაზე ხშირი ენობრივ-გამოთქმითი შეცდომები, რომლებსაც სანობარო მუშაკები ძირითადად ზეპირი მეტყველებისას უშვებენ და რომელი შეცდომებიც, ბუნებრივად შემდგომ წერის დროსაც იჩენს თავს.
მეცნიერების დაკვირვების საგანი იყო:
- ”საზოგადოებრივი მაუწყებლის”,
- ”რუსთავი-2”-ის,
-”მზისა” და
- ”იმედის” მიერ მომზადებული გადაცემები.
სამწუხაროდ, ხშირად ავიწყდებათ, რომ ქართული ენა მეტად მრავალფეროვანი და მდიდარი ენაა და მასში ყველა მოქმედების აღმნიშვნელი ზმნის მონახვაა შესაძლებელი.
- ”ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი” ერთგვარ სიახლეს შეიცავს იმ თვალსაზრისითაც, რომ საჭიროების შემთხვევაში მეთაურ სიტყვასთან მოცემულია მოკლე კომენტარი რეკონემდაციითურთ. კომენტარი ახლავს კალკისებურ გამოთქმებსაც, რაც ქართველი ჟურნალისტებისათვის მეტად პოპულარულ სამეტყველო სტილად არის ქცეული.
ამ წიგნის მთავარი გამომცემია თამარ ვაშაკიძე.
წიგნის შედგენაზე იმუშავეს:
- შუქია აფრიდონიძემ,
- თამარ ვაშაკიძემ,
- თინა ღვინაძემ,
- ვახტანგ მაღრაძემ,
- ნინო ჯორბენაძემ და
- თეა ტეტელოშვილიმა.
წიგნის დამხასიათებელია ავთანდილ არაბული.
ყველაფერი მოსაწონი და გასახარი იქნებოდა, ზემოთ ჩამოთვლილ ენათმეცნიერებს ქართული წიგნის გამოცემისას ქართული ენა რომ გახსენებოდათ. თავად განსაჯეთ ბატონებო.
არნოლდ ჩიქობავას სახელობის დაწესებულების ენათმეცნიერების მიერ გამოცემული წიგნის სახელწოდებაა:
”ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტური ლექსიკონი”.
ამ სათაურში გამოყენებული 4 სიტყვიდან არცერთი ქართული სიტყვა არ არის. სამარცხვინოა, როდესაც ასეთ აგდებულ დამოკიდებულებას იჩენენ ის ქართველი ენათმეცნიერები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც გახლავთ ქართული ენის სიწმინდის დაცვა.