რაშუაშია შედარება , რატომ ადარებ?
სომხები არიან სხვა ტომი , ურარტუელები მონათესავეებიც არ არიან , ურარტუ სხვა ცივილიზაციაა , არმენია - სხვა . გათავდა ურარტუ - დაიბადა არმენია . მორჩა კინო
ალბანელების მემკვიდრეეონბას თუ ტყუილად იბრალებს აზერბაიჯანი ეგ ამბავი ამ ფაქტს არც გაამყარებს და არც შეასუსტებს.
ან საერთოდ რატომ ვსაუბრობთ სომხებზე, ურარტუელებზე , აზერბაიჯანელებზე და ალბანელებზე თემაში, რომელიც ქართულ ანბანს ეხება
* * *
რატომ არ გვაქვს სადმე თემა სადაც ქართველურ ენებს განვიხილავთ, შევადარებთ და ამ შედარებებით ვიმსჯელებთ რომელ ენაში რომელ ხალხთან სიახლოვე ჩანს
butkujამასწინათ მკითხეს ესეთი რამე და მერე მეც დავფიქრდი:
მეგრულში გვაქვს ორი მსგავსი ზმნასავით:
"მაფუ" და "მიღუ" ხო?
მიღუ - მაქვს
მაფუ - მაქვს ოღონდ გრძნობასავით
მაგ: ჩხურუ მაფუ = მცივა // ონჯღორე მაფუ - მრცხვენია
ანუ ასე იწარმოება მეგრულ ენაში რაიმე განუსაზღვრელის ქონა - ქართულში კიდევ დამხმარე ზმნები ზოგადად არ არსებობს
სადაური ენობრივი გავლენაა ეს? რომელია ძირეული ქართველური?
This post has been edited by aprilsilver on 6 Jul 2020, 00:35