ბუტკუჯმე ეს რისთვის დავწერე?! ეს ტექსტი საზეპიროდ გაქვს. იმდენჯერ წაიკითხე სანამ არ დაიზეპირებ.
ვფიქრობ, მანამდე დიდი დრო გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ნიკის ეტიმოლოგიაზე გამოგიწერ
მისამართს. რომ წაიკითხავ, შენი პროვოკატორული ჰაზრებით საბოლოოდ გაქრები აქედან. გირჩევ, ეს არ ჩამადენინო.
აბა, შეუდექ საზეპიროს!
შენი უბედურება იმაშია, რომ საპასუხო კომენტარებს არ კითხულობ და ანალიზს არ უკეთებ. რაიმეს რომ აიჩემებ, მორჩა.
გიხსნიან, მაინც შენსას აწვები. თურმე საქართველოს ისტორია სულ მითებისგან ყოფილა შექმნილი და შენ, როგორც ერთადერთი
უკანასკნელი მოჰიკანი ისე ებრძვი ამ უსამართლობას. იქნებ ასეთივე ჟინითა და აღტყინებით ჩვენ შიდა და გარე მეზობელი მტრების
მიერ შეთხზული მითების, ჩვენი ისტორიის გამყალბებლების წინააღმდეგაც გებრძოლა. თუ ეს შენს მოვალეობაში არ შედის?
დავიწყოთ შიდა მტრების მიერ შეთხზული მითებით: ოსებმა ყველა რეკორდი მოხსნეს საქართველოს ისტორიის გაყალბებაში.
თურმე ნუ იტყვით, ქართლის შუაგულში რამდენიმე ათასი წელია ცხოვრობენ, დამპყრობელმა ქართველებმა კი ისინი დაიპყრეს,
"დიდი სახელმწიფო" ალანია კავკასიონზე ხურჯინივით გადაკიდეს და შუაზე გაყვეს. მერე გვარებიც კი წაართვეს და მათი აგებული
ტაძრები მიითვისეს. რაო, არ გეცნო მითი?!
ახლა გადავიდეთ აფსუებზე. აფსუებიც საქართველოს ამ უძველეს ტერიტორიაზე თურმე რამდენიმე
ათასი წელია ცხოვრობენ, იქაური ტაძრებიც მათი ხელით აგებული ყოფილა. მაგრამ რომელ ენაზე მართავდნენ
იმ ე.წ. სახელმწიფოს და კითხვაზე, რომელი დამწერლობით ანხორციელებდნენ ადმინისტრირებას ვერ გიპასუხებენ.
ქრისტიანულ რელიგიას სხვა რელიგიებისგან პირველ რიგში სახარების მშობლიურ ენაზე თარგმნა გამოარჩევს, რამაც მოგვიანებით შექმნა
დიდი ქრისტიანული კულტურა. აფსუების მიერ ვითომ აგებულ ტაძრებში რომელ ენაზე მიდიოდა წირვა-ლოცვა და რომელ ენაზე კითხულობდნენ სახარებას?!
ტაძრებში წარწერები აფსუურადაა გაკეთებული?
გადავიდეთ მეზობელი მტრების მითებზე. ჯერ ბერძნებით დავიწყოთ: ბერძნები როცა მედიტერანულ სივრცეში შემოიჭრნენ
იყვნენ ველურები და არა ისეთები, როგორიც ისტორიას შემორჩა მოგვიანებით. შემოჭრილ ტეროტირიაზე დახვდათ მათზე ბევრად
მაღლა მდგომი კულტურა. ამ ექსპანსიურმა ხალხმა მოახდინა ბალკანეთისა და ირგვლივ არსებული კუნძულების დაპყრობა,
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილობრივ განდევნა და ნაწილობრივ ასიმილაცია. მოასხდა სხვის შექმნილს, მიითვისა და ასე შეიქმნა
ანტიკური საბერძნეთი. ალექსანდრე მაკედონელი არ იყო მათი წარმომავლობის და მას ორგანულად ვერ იტანდნენ, მაგრამ ახლა ჰკითხეთ
მათ თუ იგივე აზრისანი არიან. შექმნეს მითი მაკედონელის ბერძნობაზე. ვაჭრობაში ბერძნებს, ისევე როგორც სომხებს ბადალი არ ჰყავთ. ჰოდა,
დაბოდიალობდნენ ყველგან და რასაც მოსაწონს ნახავდნენ ყველაფერს ითვისებდნენ. შუა საუკუნეებში ხომ სულ სისხლი გაგვიშრეს და არ გვასვენებდნენ. არც ქრისტიანობამ უშველა.
ახლა რუსეთის ჯერია. რუსებმა საკუთარ ქვეყნაზე შექმნეს მითი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. კიევი მათი ყოფილა და ა.შ. სინამდვილეში
კი დღევანდელი რუსეთი "ოქროს ურდოს" პირდაპირი შთამომავალია. აღარფერს ვიტყვი მეფეებზე შექმნილ მითებზე. რეალობა ბევრად მწარეა.
მეზობელი აზერბაიჯანი: ასეთ სახელმწიფოს არასდროს უარსებნია. ის ხელოვნურადაა შექმნილი. იმ ტერიტორიაზე კავკასიელი ალბანელები სახლობდნენ,
რომლებსაც სომხებმა ყარაბახი დააწერეს. ჯერ მოახდინეს მათი სარწმუნოებრივი დაქვემდებარება, შემდეგ შეტენეს სომხური სახარება და ჰოპლა, ნელ-ნელა
მოხდა მათი ასიმილაცია. მოგვიანებით, ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შემოსული თურქმანები დასახლდნენ და შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
ასე შეიქმნა აზერბაიჯანი. აბა, ახლა უთხარი ეს რომელიმე აზერბაიჯანელს თავზე გადაგამტვრევს ყველაფერს. შექმნეს მითი დავით გარეჯის კომპლექსის ავტორობაზე
და სულ დროშებს აფრიალებენ იქ.
თურქეთზე რაღა უნდა ითქვას...ამჟამად ეთნიკურად 3% თურქმანს ხელთ უპყრია ამდენი ხალხებისგან წართმეული ტერიტორიები და ხალხები.
ოცნებობენ, სომხებივით, დიდი თურქეთის შექმნაზე, რომელიც შუა აზიამდე იქნება გადაჭიმული. ჰოდა, ისე გათავხედნენ უძველეს ქრისტიანულ ტაძარში მუსლიმური ლოცვა აღავლინეს 21- საუკუნეში.
გადავიდეთ სომხებზე. ეს განსაკუთრებული მოვლენაა. სომხები დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე ჩვ. წ. აღ-მდე მე-6 საუკუნეში ჩნდებიან.
ისინი და ბერძნები ერთი შტოს განაყოფნი არიან. ახლა ამათ შექმნეს მითი ურარტუს სამეფოს არმენობაზე. ურარტუს სამეფო სწორედ იმ დროისთვის დაიშალა,
როცა სომხები შემოლაგდნენ . ურარტუს სამეფო არ იყო მონოეთნიკური ქვეყანა. მაგრამ მითი საჭიროა განდიდებისთვის. მოსულმა არმენებმა მოახდინეს ადგილობრივი
ჭანური მოსახლეობის ასიმილაცია. შემდეგ ექსპანსიის მადა გაეზარდათ და ვერ ისვენებდნენ. ბუტკუჯან, სომხები მთელ მსოფლიოს არიან მოდებული და
სადაც ცხოვრობენ ყველა ტერიტორია მაგათია? ვერ გასვენებს გამჩენი, თურმე ტაო-კლარჯეთში სომხებს უცხოვრიათ და შენი ჭკვიანური ლოგიკით ამიტომ მაგათია.
ის ტაძრები სომხური ვერ იქნებ, ბუტკუჯან, ვინაიდან ფრესკებითაა მოხატული, რაც მონოფიზიტებისთვის ყოვლად მიუღებელია. ჰასკანუმეს?
უფრო დაწვრილებით სასპერებთან, ლინგვისტური კუთხით, ნიკო მარის განმარტებას მოგახსენებ. ნუ, აბა მარი შენს ლინგვისტობასთან ხომ ახლოსაც ვერ მოვა.
მარი მიანიშნებს იბერ-იმერის ფონეტიკურ იგივეობაზე. იგი ''იბერ'' ფუძეს უკავშირებს სამხრეთ საქართველოს მხარის სპერ-ის სახელწოდებას. მეცნიერი აღნიშნავს,
რომ სპერ ანდა სპირ/-ჰისპერ/ანდა ისპირ/ჰისპირ/ ძველად ვრცელი ქვეყანა იყო და იგივე ტერმინი ივარაუდება ბერძნულ ფორმაში. "იბერ" ფუძეში მარი ასეთ
ფონეტიკური გადასვლების ვარაუდს გვთავაზობს: მისი ძველი სახეობა უნდა ყოფილიყო ''ჰბერ''. ქართული ენის ბგერობრივი ცვლილებების მიხედვით კანონზომიერია
(ჰ-ს ს-ში გადასვლით) სბერ ფუძის მიღება. ყრუ თანხმოვანთან(ს) მომდევნო მჟღერის (ბ) დაყრუებით (პროგრესული ასიმილაცია) გამომუშავდა სპერ ფუძე. ამრიგად ,
ჰბერ-სპერ ვარიაციული ფორმებია ერთი და იმავე ქართული ეთნიკური სახელწოდებისა. ბერძნულ წყაროებში ძვ.წ. მე-6 ს-მდე არ გვხვდება. ირკვევა, რომ იბერ-ის უძველესი
ფორმაა სასპე(ი)რ. ჯანაშიას აზრით ჰეროდოტეს სასპე(ი)რები მერმინდელი ბერძენი მწერლების იბერები არიან. ვინაიდან შემდგომში ისინი აღარ იხსენებიან. ისინი კი უკვალოდ არ გამქრალან.
გაიგე, პროგრესული ასიმილაციაო!
რაც შეეხება გორგასალს, ის რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ალბანთა ბედი გაგვეზიარებინა და ახლა ამ ტერიტორიაზე დიდი არმენიის სახელწოდებით ცნობილი
სახელმწიფო ყოფილიყო. სწორედ მან აირჩია დასავლური გზა ქრისტიანობისა და ქართული ეკლესია გახდა დიოფიზიტური, რაც უფლის ორბუნებოვნებას გულისხმობს.
გადაეცი იმ შენს "ალტერ-ეგოს", მესროპა საქართველოს ეკლესიაში წმინდანად არ იქნებოდა შერაცხული თუნდაც სომხებთან კონფესიური სხვაობის გამო, მითუმეტეს
მე-9 საუკუნემდე. მონოფიზიტური სარწმუნოებას მართმადიდებლური ეკლესია მწვალებლურად მიიჩნევდა და მიიჩნევს.
ახლა რაც შეეხება კვლავ მესროპას მიერ "ღვთიური შთაგონებით" შექმნილ ქართულ დამწერლობას: ერთხელ და სამუდამო ჩაიბეჭდე გონებაში,
რომ დამწერლობის შესაქმნელად აუცილებელია ენის ზედმიწევნით ცოდნა. უფრო მარტივად აგიხსნი (ვერ გებულობ). დამწერლობის შესაქმნელად
სიტყვები უნდა დაშალო ბგერებად. ეს რომ გააკეთო, უნდა გესმოდეს ენა კარგად. მხოლოდ ბგერებად დაშლის შემთხვევაში შეძლებს ნიჭიერი ადამიანი
ამ ბგერების შესატყვისი ასოების შექმნას. შევიდა თუ არა შენს გაჭირვებულ გონებაში ასეთი მარტივი რამ?!
" მაშტოცს არათუ ქართული, სომხური ანბანიც კი არ შეუქმნია. მესროპ მაშტოცამდე სომხეთში არსებობდა ანბანი, რომელსაც დანიელის ანბანს უწოდებდნენ,
მესროპ მაშტოცმა კი სომხური ანბანის რეფორმა მოახდინა, მან ქართული არ იცოდა. ეს დანართი მესროპ მაშტოცის ბიოგრაფიაში მოგვიანებით, ქართულ და
სომხურ ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების შემდეგ გაჩნდა, სომეხმა გადამწერებმა დაამატეს. დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი ასაბუთებს,
რომ ქართული ანბანი ჩვენს წ.აღ.-მდე მე-7 საუკუნეში ფინიკიური ანბანის საფუძველზე შეიქმნა და სომხურთან საერთო არაფერი აქვს. ამ თემაზე არამეცნიერული
მსჯელობა, დროა, დასრულდეს"--ამას ამბობს არმენოლოგი ბონდო არველაძე