აქაურო პრაფესორებო, ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ საკმაოდ ცნობილი წარწერაზე რას ბრძანებთ,
ის ლევან ჭილაშვილმა აღმოაჩინა და დაათარიღა 1-III სს-ით. ჭილაშვილი ალბათ უვიცია და ვერაფერი გაიგო.

"2004 წელს პროფესორებმა ირაკლი სიმონიამ, ნოდარ ბახტაძემ და ასტრონომიის ისტორიის ცნობილმა ბრიტანელმა მკვლევარმა
კლაივ რაგსმა ერთობლივად ჩაატარეს ნეკრესის ტაძრის არქეოასტრონომიული კვლევა.
ნეკრესის ნაქალაქარის დასავლეთ მხარეს ციურ მნათობთა ტრიადისადმი მიძღვნილი სამლოცველოა, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მე-14 - მე-12 საუკუნეებით.
ირკვევა, რომ იგი მზის კულტის გავლენით აშენდა.
აფსიდიანი სათავსოების რიგითი ნომრების ჯამი უდრის 36-ს (3+7+11+15=36), ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ტაძრის გეგმარება უკავშირდება
36-ასოიან იბერო-კოლხურ ანბანურ წყობას, ამიტომ ამ არქიტექტურულ კომპლექსს უწოდეს "იბერიული დიდი კვადრატი". კვლევით დადასტურდა,
რომ არქიტექტურული ანსამბლის გეგმარებაზე აისახა მზის ტაძრის აგების თარიღი. დადგინდა, რომ ფარნავაზის ეპონიმური წელთაღრიცხვით,
ძეგლი აგებულია 323 წელს, რაც ეთანადება ახ.წ. 40 წელს. ტაძრის გეგმაზე აითვლება თვალსაჩინო ასტრონომიული მოვლენა - მზის დაბნელების თარიღი,
რომელსაც მზებუდობის პერიოდში ახ.წ. 19 წლის 21 ივნისს ჰქონდა ადგილი. ასევე აღმოჩნდა, რომ ძეგლზე აღნიშნული თარიღი დაკავშირებულია
ფარსმან მეფის ზეობის პერიოდთან. "იბერიულ დიდ კვადრატზე" დიაგონალურად განთავსებულია N5, N17 და N13 სათავსოები. ვთქვათ,
ამ სათავსოებში ჩავსვათ, შესაბამისი ქართული ანბანის ნიშანთა სახელები: "ენ, "პარ", "მან". წყვილი "პარ" და "მან" ერთად გვაძლევს სიტყვას
"პარმან", რაც მეფე ფარსმანის სახელის ირანული ჟღერადობა გახლდათ. "იბერიული დიდი კვადრატის" დიაგონალურ სათავსოებში მთლიანად
დაფიქსირებულია სახელი "უფალი პარ(ს)მან".
ნეკრესის მზის ტაძარი" იბერიული ცივილიზაციის გამორჩეული ძეგლია. იგი ქართული არქიტექტურული აზროვნების შედევრია.
მასში შერწმულია ასტრონომიული, კალენდრული და ისტორიული ხასიათის ინფორმაციის ამსახველი ელემენტები. "ნეკრესის მზის
ტაძარი" და ნეკრესის მთვარე-მზის წარმართული კალენდარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კატეგორიას უნდა
მიეკუთვნოს. ნეკრესის უძველეს კულტურულ ტრადიციას უნდა ვუმადლოდეთ ყველაზე ადრეული მე-6 საუკუნით დათარიღებული,
"ნეკრესის მცირე ბაზილიკად" წოდებული ქრისტიანული ტაძრის არსებობას აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც წარმართული სამლოცველოს
გადაკეთების გზით იქნა მიღებული." ---- პროფესორი რაულ გვეტაძე.