RexxaRშენთაბ საუბარს ჯობია კედელს ელაპარაკოს კაცი. დაგიდებნენ ბევრ ინფოს მაგრამ რა აზრი აქვს.
მე ამის მჯერა და შენ იძახე მესროპაა, რომელმაც არ ქართული იცოდა და არც ალბანური.
არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.
სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული.[13] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდამიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქართულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).
ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთადერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა 367 წლის , პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა.
იძახე მესროპა დ ა იყავი . მაკარონებიც არ დაგავიწყდეს. მაგ ბირჟის დეშოვი შUტჯას სერიოზულად მიმტკიცებდნენ ერევანში.
ტყუილა ნუ მოიწერები. უინტერესოა თქვებთან საუბარი.

პ.ს
ებრაელებს აქვთ ასეთი წყევლა-შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო.
This post has been edited by მაოძედუნი on 24 Nov 2021, 23:20