ვარაზვაჩე
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3422
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
|
#59543006 · 25 Aug 2022, 13:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო ნაშრომი გრაკლიანის წარწერაზე. ესაა გრაკლიანის გაშიფრვის ძალიან საინტერესო მცდელობა. ნაშრომის ავტორია მეცნიერი გოჩა კუჭუხიძე:
გოჩა კუჭუხიძე
(საქართველო, თბილისი)
გრაკლიანის წარწერის გამო
იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, გრაკლიან გორაზე, 2015 წელს არ-ქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძ. პროფ. ვახტანგ ლიჩელი) აღმოჩენილი წარმართული ტაძრის ცენტრალური საკურთხევლის პოსტამენტზე შესრულებული ნიშნების შესახებ უკვე არაერთი ვარაუდი გამოითქვა, ვეცდებით, ძალზე მოკლედ ჩვენც წარმოვადგინოთ წინასწარი დაკვირვების შედეგები. თუ ხსენებულ საკურთხეველზე არქაული წარწერის არსებობას ვივარაუდებთ, მაშინ უპირველესად ის ფაქტი უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ფინიკიური, სხვა სემიტური, არქაული ბერძნული და, ხშირად, ლათინური ანბანები მარჯვნიდან მარცხნივ იწერება, რომ ხმოვნები ზოგ არქაულ ტექსტში არა, ზოგში კი იშვიათ შემ-თხვევაში აღინიშნება, რომ თავისი განვითარების სხვადასხვა პერიოდში გრაფემა-თა მოხაზულობა, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით არის დაწერილი სიტყვები, შებრუნებულია, რომ გვაქვს შემთხვევები, როცა ასო-ნიშანი ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე ზემოდან ქვემოთ 90 გრადუსით გადაბრუნებულ მდგომარეობას იძენს; გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, შესაძლოა, რამდენიმე ასო-ნი-შანი მონოგრამით იყოს გამოსახული. რადგან არქაული წარწერები უმეტესწილად მარჯვნიდან მარცხნივ სრულდე-ბოდა, ჩვენც ამგვარი მიმართულებით შევეცდებით სიტყვათა ამოკითხვას და ცალკეულ ნიშნებში მონოგრამების არსებობის შესაძლებლობასაც დავუშვებთ (პავლე ინგოროყვა მიიჩნევდა, რომ ძველ ასომთავრულში ლიგატურა გამოიყენე-ბოდა; – ინგოროყვა 1978: 250). სანამ უშუალოდ ამ ნიშნე-ბის შესახებ შევუდგებოდეთ საუბარს, გვინდა, ერთ გარე-მოებაზე გავამახვილოთ ყუ-რადღება: პოსტამენტზე მო-ჩანს გამოსახულებები, რომ-ლებიც კლასიკურ ასომთავ-რულ გრაფემებს ზუსტად არ ესადაგება, ჩვენ გვაინტერე-სებს, თუ რამდენად თავსდე-ბა ამ მოხაზულობებში ასო-მთავრული გრაფემები, – საკურთხევლის ნიშნებში ასომთავრულ ასოთა მოთავ-სება იმ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს შექმნის, რომ ჩვენ წინაშე ასოებია, ამას გარდა, პოსტამენტზე გამოხატულ ნიშანთა ის დეტალები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი ასომთავრული ასოებისაგან განასხვავებს საკურთხევლის ნიშნებს, არ-ქაულ ასომთავრულ ასოთა ფორმებზე მსჯელობის საშუალებას მოგვცემს.
ამ გამოსახულებათა შორის გრაფემებს ყველაზე უფრო მეტად მარჯვნიდან მესამე და მეოთხე ნიშნები ჰგავს და პირველად სწორედ მათზე გავამახვილებთ ყურადღებას (ტაბ. 1). ხსენებული მესამე გამოსახულება, თითქმის,Y არქაული ბერძნული D (Д)-ს ფორმისაა. თუ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომლის თანახმად, ასომთავრულზე ბერძნულ ანბანს (ზოგი შეხედულებით, სხვასთან ერთად, – ბერძნულ ანბანსაც) აქვს ზეგავლენა მოხდენილი, არაფერი იქნება დაუჯერებელი იმაში, რომ ამ შემ-თხვევაში ასომთავრული ლ-ს არქაული ფორმა იყოს ჩვენ წინაშე წარმოდგენი-ლი; კლასიკურ ასომთავრულ დონს წრის ფორმა აქვს და თავზე ჰორიზონტალური ხაზი ადგას, სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი, დავუშვათ ვარაუდი, რომ იმ გრაფემისაგან იყოს იგი განვითარებული, რომელზედაც ამჟამად ვსაუბრობთ, – გრაკლიანის ტაძრის ნიშანს, რომელიც ბერძნულ დელტასთან დაკავშირებუ- ლი არქაული დონის შთაბეჭდილებას ტოვებს, შეეძლო, შემდგომში ამობრუნებული ფორმა მიეღო და საბოლოოდ ასომთავრული დონის სახით ჩამოყალიბებულიყო; ძიების ამ ეტაპზე საკურთხევლის მესამე ნიშანში ჩვენ არქაული ბერძნული დელ-ტას მსგავს (ოღონდ, – თავგახსნილ) ასო-ნიშანს მოვიაზრებთ და სავარაუდოდ ვკითხულობთ როგორც დ-ს. ამ ნიშნების ასომთავრულ გრაფემებად მიჩნევის შემთხვევაში, ცხადია, საფიქ-რებელი ხდება, რომ სავარაუდო დ-ს მარცხნივ მდებარე ასო-ნიშანი ეს არის ნუნი (ყ); ჩვენ წინ სავარაუდოდ დ და ნ იკვეთება, მათ შორის კი ვხედავთ მოკლე შვეულ ხაზს, ჩვენ მიერ ნ-დ მიჩნეული ნიშნის მარცხნივ კი – წერტილს, ამ ხაზისა და წერტილის შესახებ ქვემოთ ვიტყვით. რამდენადაც სავარაუდოდ აქ დ-სა და ნ-ს ვკითხულობთ, წინა ნიშნებზე მსჯელო-ბა შედარებით ადვილდება; ჩვენ წინაშე საკურთხეველია, ცხადია, მასზე რელიგი-ური სემანტიკის მქონე სიტყვა ან ფრაზა ეწერება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ-თვის საინტერესო ხდება, – რომელიმე ისეთი ასოები ხომ არ იკითხება ამ სავარა-უდო დ-სა ნ-ს წინ, რომლებიც ერთ-ერთ საკულტო სიტყვას, ან ღვთაების სახელს წარმოაჩენს; დაკვირვება ცხადყოფს, რომ პოსტამენტის მარჯვენა კიდეზე (ტაბ. 2), – იქ, სადაც დაზიანებული ამოტვიფრული ნიშნებია, თავისუფლად თავსდება ასო-მთავრული პ (ზ) და ფ (ა) და უფრო ძლიერდება შთაბეჭდილება, რომ მართლაც წერილობითი ტექსტია ჩვენ წინაშე და რომ მის დასაწყისში გამოსახული უნდა იყოს ისეთი ასომთავრული ზ, რომელსაც გახსნილი ბოლო აქვს და ა, რომლის მო-ხაზულობა კლასიკურ ასომთავრულ გრაფემასთან კიდევ უფრო ახლოს არის; იმი-სათვის, რომ მსგავსება უფრო თვალსაჩინო იყოს, წარმოდგენილ ტაბულაზე ჩვენ მიერ კლასიკურ ზ-სთან მიახლოებული ფორმაა გამოკვეთილი, ამოტვიფრული ნი-შანი გვაფიქრებინებს, რომ მისი ზედა ჰორიზონტალური ხაზი უფრო გრძელი უნდა ყოფილიყო, მას აქვს ქვედა ჰორიზონტალური ხაზიც, რომელიც მარცხნივ მდებარე მესამე გამოსახულებასთან აკავშირებს და რომელიც, შესაძლოა, გადაბმის ნიშანი იყოს; ჩვენ მიერ დ და ნ-დ მიჩნეულ ნიშანთა შორის, როგორც ითქვა, პატარა შვე-ული ხაზია, ამ სავარაუდო ნ-ს მარცხნივ კი წერტილი მოჩანს, ბუნებრივია, იბადება მოსაზრება, რომ შვეული ხაზი ქარაგმის, ხოლო წერტილი სიტყვის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია, გამომდინარე ყოველივე ზემოთქმულიდან, ვფიქრობთ, აქ ხსენებულ სპეციალურ ნიშნებთან ერთად წერია შემდეგი ასოები: ზადნ და ქარაგმის გათვალისწინების შემდეგ კი იკითხება სიტყვა – ზადენ. თუ მივიჩნევთ, რომ შემდეგ ჩვეულებრივი მონოგრამებია პოსტამენტზე გამოსახული, გრაფემათა ამოკითხვის შესაძლებლობა კიდევ უფრო მოიმატებს: წერტილის გვერდით ამოტვიფრულ ნიშანში (იხ. ტაბ. 3), ჩვენი აზრით, ასო-მთავრული (შ)-ს არქაული ფორმაა შემონახული, ამ ნიშნის ქვემოთ არის ხაზი, რომელსაც მარცხენა ბოლო ზემოთ აქვს აწეული და რომელიც არცერთ გრაფემას არ ჰგავს და წინასწარი ვარაუდის სახით ისიც მხოლოდ ქარაგმის ნიშნად შეგ-ვიძლია მივიჩნიოთ. სავარაუდო ქარაგმის გასწვრივ, მარცხენა მხარეს, არის ნიშანი, რომელიც, ერთი შეხედვით, ასომთავრულ (ჳ)-ს ჰგავს; ჩვენ ამ ვარაუდს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ აქვე გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ ეს ჰ ასო-ბგერის გამომხატველი არქაული უნდა იყოს; ივანე ჯავახიშვილმა ფაქტიურად დოკუმენტურად წარ-მოაჩინა, რომ ასომთავრულ ანბანში ჰ ასო ბგერას ადრეულ ეპოქებში ის გრაფემა გამოხატავდა, რომელიც შემდეგ ე.წ. ე მერვის გამომსახველი გახდა ( ; იხ. ჯავახიშვილი 1996: 199), ეს იქიდან ჩანს, რომ `ანისის ქართლისა კათალიკოსის ეტÂფანესა~ და სხვა წარწერებში ასომთავრული ასონიშანი კ (ჰ) 8-ის გამოსა-ხატავად იხმარება და ეს – მაშინ, როცა მისი რიცხვითი მნიშვნელობა არის 9 000; წარმოდგენილი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ადრეულ ეპოქებში გრაფემა გამოიყენებოდა ჰ ასო-ბგერის გამოსახატავად, რომ 8 რიცხვის `სინონიმი~ იყო იგი, რომ ანბანის ერთ-ერთი, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ქრისტიანული ხანის რე-ფორმის შემდეგ, ჱ-ს მნიშვნელობა მისცემია მას (კუჭუხიძეE 2019-2020: 17-18...), მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში 8-ის აღსანიშნავად ისევ ძველებურად ჰ ასო-ბგერას წარმოთქვამდნენ, ოღონდ კ ნიშნით წერდნენ მას; რამაზ პატარიძე, ასევე, მიიჩნევს, რომ დღევანდელი ე მერვის აღმნიშვნელი გრაფემა ნიშანი იყო, ხსენებული გრაფემა, მისი აზრით, ფინიკიურიდან არის ასომთავრულში შემოსული, მკვლევარს მიაჩნია, რომ არქაულ ასომთავრულში ეს ნიშანი მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული ფორმით შემოვიდა, – (პატარიძე 1980: 189); ხსენებული გრაფემის შესახებ ჩვენ გამოთქმული გვაქვს მოსაზრება, რომ მისი არქაული მოხაზულობა კუთხოვანი და სწორხაზოვანი იყო ( ), რომ [ და { გრაფემები მისგან არის მიღებული, ჩვენი აზრით, ფორმის გრაფემაზე ზედა მარჯვენა შვეული ხაზის დართვამ მოგვცა ასომთავრული ასო-ნიშანი ხ, – > (ქვედა ფეხი მოგვიანებით უნდა იყოს მასზე დამატებული, – [) და რომ ამავე ნიშანზე ზედა ერთი შვეული ხაზის დამატებისა და მისი ქვედა შვეული ხაზის შუაში გადატანის შედეგად კი გაჩნდა ჴ-ის აღმნიშვნელი ასო-ნიშანი – {; ცხადია, საფიქრებელია, რომ ამ ორი ახალი ასო-ნიშნის შემოღებამდე გრაფემა ჰ, ხ, და ჴ ასო-ბგერებს გამოხატავდა (როგორც ეს ფინიკიურში ხდებოდა) და რომ რეფორმის შემდეგ -ს მხოლოდ ჰ-ს გამოხატვის ფუნქცია დაეკისრა, ამ საკითხებზე ვრცლად ვსაუბრობთ ზე-მოხსენებულ წერილში (კუჭუხიძე 2019-2020: 12-15...) და ამჯერად სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ, თუ გრაკლიანი გორის საკურთხევლის პოსტამენტზე ასომთავრული გრაფემის ერთ-ერთი არქაული ფორმა გვაქვს შემონახული, მისი მნიშვნელობა მხოლოდ ჰ იქნება, ასე მივიჩნევთ იმიტომ, რომ, როგორც შემდგომ ვნახავთ, ამ პოსტამენტზე [ გრაფემის არსებობაც არის სავარაუდო (წარწერა იმდროინდელი უნდა იყოს, როცა ერთი რეფორმა უკვე მომხდარია ანბანისა); აქვე უნდა ითქვას, – თუ კი ჰ ასოს გამომხატველი ნიშანია პოსტამენტზე გამოსახული, სრულიად ბუნებრივ მოვლენად უნდა აღვიქვათ ის ფაქტი, რომ ხსენებულ გრაფემას მარცხნივ აქვს შვეული ხაზი მიმართული და რომ ამ ხაზის ბოლო ზემოთ არის აწეული; _ როგორც ითქვა, გარკვეულ პერიოდებში ბერძნული (და ხშირად – ლათინური არქაული ტექსტებიც...) მარჯვნიდან მარ-ცხნივ, ზოგჯერ კი მარცხნიდან მარჯვნივ იწერება, გრაფემა რომ შეტრიალე-ბული იყოს ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, სხვადასხვა მიმართულებით შებრუნე-ბული ერთი და იგივე გრაფემა პარალელური ფორმების სახით რომ გვხვდებო-დეს, არაბუნებრივი არაფერია ამაში; თუ გრაკლიანის ტაძარში წარწერაა, უნდა მივიჩნიოთ, რომ იმ პერიოდშია იგი შესრულებული, როცა ასომთავრულით უმეტესწილად მარცხნიდან მარჯვნივ წერდნენ, ამ გარემოებაზე ასო-ნიშანთა მოხაზულობა მიგვანიშნებს, – სიტყვა მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, მაგრამ ნიშანთა გრაფიკა საკმაოდ უახლოვდება კლასიკური ასომთავრულის ფორმებს და, ეტყობა, რომ ცალკეულ ასოთა წერა ამ პოსტამენტზეც უმეტესად მარცხ-ნიდან იწყება, სწორედ აქედან გამომდინარე ხდება სავარაუდო, რომ იმ დროისაა წარწერა, როცა უმეტეს შემთხვევაში, როგორც ითქვა, მარცხნიდან წერდნენ, მაგრამ, როგორც გრაკლანი გორის შემთხვევა გვაფიქრებინებს, ჩანს, რომ იმ დროს პირიქითაც ხდებოდა, ეტყობა, ეს ის პერიოდია, როცა წერის ერთი მიმართულება ჯერ მტკიცედ არ არის დადგენილი, როცა ორივე მიმართულებით იწერება ტექსტი და როცა ისიც არის დასაშვები, რომ ასო-ნიშნები სხვადასხვა მხარეს იყოს შეტრიალებული; თუ სავარაუდო შ ასოს შემდეგ ჰ-ს გამომხატველი გრაფემა გვაქვს აქ შემორჩენილი, არც ის უნდა მივიჩნიოთ არაბუნებრივად, რომ ზემოთ აქვს მას გვერდითი ხაზის ბოლო აწეული, – შესაძლოა, ამ ტაძრისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ხელწერა იყოს ეს (იქნებ, ხაზის კიდურის ზემოთ აწევა იმან განაპირობა, რომ უშუალოდ საკურთხევლის ცენტრისაკენ უნდა ყოფილიყო ორიენტირებული ასო-ნიშანი და ხაზის დაბლა დაშვებას ამ შემთხვე-ვაში ასეთი ფორმა არჩიეს); საერთოდ, თუ ეს ასო ფინიკიურიდან შემოვიდა, არაფერია დაუჯერებელი იმაში, რომ მარჯვნივ მიმართული ყოფილიყო მისი არქაული ფორმა და ასე დაეწერათ იგი. ამრიგად, ვუშვებთ ვარაუდს, რომ წარმოდგენილ ნიშანში ან ასო-ბგერა ჳ, ან არქაული (ფინიკიურის მსგავსად მარცხნივ მიწერილი გვერდითი ხაზით) ჰ იკითხება; ამ ორ ნიშანს შორის არსებული შვეული ხაზი არავითარ ასოს არ ჰგავს და ჩვენ მასში მხოლოდ ქარაგმას ვხედავთ; ქვემოთ ვეცდებით დავაზუსტოთ, სავარაუდო შ-ის მარცნივ მდებარე ნიშანში უფრო ჳ-ს არსებობაა სავარაუდო თუ – ჰ-სი, მანამდე კი შემდგომ ნიშნებს მივადევნოთ თვალი. ვფიქრობთ, ხსენებულ ნიშანთა მარცხნივ მონოგრამაა გამოსახული და რომ ჩვენ წინაშე საერთო შვეული ხაზით წარმოდგენილი [ (ხ) და ე ასო-ბგერათა ამსახველი გრაფემებია (ტაბ. 4, 5).
ბუნებრივ ფონოლოგიურ პროცესებს სავსებით შეესაბამებოდეს და ამ თვალ-საზრისით სრულიად კანონზომიერ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ ამგვარი ფორმის (ვგულისხმობთ ჰ და ხ პირის ნიშნების ერთად მდებარეობას) არსებობა და `შეჰხეწიღჳე~ შეხეწიე~-ს ჩვეულებრივ არქაული ფორმად უნდა მივიჩნიოთ (ეს საკითხი ენათმეცნიერთაგან მოითხოვს შესწავლას), ერთი რამ მეტი ალბათობით შეიძლება ითქვას, – ეს არის ლოცვა, რომელიც ქართლის ერთ-ერთი ადრეული ეპოქიდან მოდის და რომლიდანაც ამ ეპოქის რელიგიის დეტალებიც ჩნდება: – აქ არაა სიტყვები იმაზე, რომ ზადენს მსხვერპლად სწირავენ ვინმეს, არც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ლოცულობს ამ ღვთაების წინაშე წარმდგარი ადამიანი, `ზადენ შეეწიე მას~ – ამ შინაარსის სიტყვებს ხედავს საკურთხეველთან მყოფი მლოცველი და ჩანს, სხვათათვის ლოცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ აქ მდგარნი (ბუნებრივია, საკუთარი თავიც შეეძლო ეგულისხმა ამ ლოცვის წარ-მომთქმელს, დაახლოებით – იმგვარად, ქრისტიანი ბერი თავის გადაწერილ ფურ-ცლებზე რომ მიაწერდა ხოლმე: `უფალო, შეიწყალე უღირსი მონაჲ შენი~...); ეს არქაული ფორმა, როგორც ითქვა, ადრეულ შუა საუკუნეებშიც არსებობს ფორ-მით `შეხეწიე~ და – ჩვენს დროშიც, ცხადია, ამ შემთხვევაში უკვე ქრისტიანულად დასალოცი სიტყვა ისმის: `შეეწიე!~, `უფალო შეეწიე!~ `ქართლის ცხოვრების~ თანახმად, ზადენის კერპი მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წღ-ის II ს.) დააარსა (ამ სალოცავის შესახებ სხვაც არაერთი ქართული წყარო მეტყვე-ლებს, ზადენი ქრისტიანობამდელი ქართლის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაებაა), თუ არქეოლოგიური მასალა და სხვა მონაცემები გრაკლიანის ტაძრის და მისი საკურთხევლის გაცილებით ადრეული ხანით დათარიღების საშუალებას იძლევა, მაშინ კვლევა იმ მიმართებითაც შეიძლება გაგრძელდეს, – ხომ არ არის საფიქრე-ბელი, რომ ფარნაჯომმა ოფიციალური გახადა ღვთაება, რომელიც მანამდეც იყო ცნობილი ქართლში. როგორც ვხედავთ, პოსტამენტის მარჯვნიდან მეორე და მეხუთე გამოსახუ-ლებები გვაფიქრებინებს, რომ არქაულ ბერძნულ და ფინიკიურ გრაფემებთან აქვთ მათ სიახლოვე; შესაძლოა, ერთ შემთხვევაში ფინიკიურთან, მეორეში ძველ ბერძნულთან, სხვაგან კი, იქნებ, არამეულ ან ეთიოპიურ ანბანებთანაც დავინახოთ ეს სიახლოვე, მაგრამ, ცხადია, არც ფინიკიური დამწერლობის რომელიმე განშტო-ების ანბანი ჩანს ამ საკურთხეველზე ამოტვიფრული, არც ბერძნულის და არც არამეულისა თუ ეთიოპიურის (თუ მაიამის ლაბორატორიულ მონაცემებს ვენდობით და ძვ. წღ.-ის XI-X სს-ში შესრულებულად მივიჩნევთ ამ ფიგურებს, ეთიოპიურ ანბანთან დაკავშირებული ჰიპოთეზა ფაქტობრივად ირიცხება), – აქ გამოხატული ფიგურების უმეტესობაში ჯერჯერობით მხოლოდ ასომთავრული ნიშნები თავსდება (თან – იმგვარად, რომ, სავარაუდოდ, სიტყვები იკითხებოდეს), თავისუფლად არის შესაძლო, რომ სხვადასხვა ანბანთან დაკავშირებული, მაგრამ მათგან სრულიად განსხვავებული და თავისთავადი სახის მქონე ასომთავრული გრაფემები აღმოჩ-ნდეს ჩვენ წინაშე და ამიტომ, ვფიქრობთ, თამამად შეგვიძლია, რომ წარმართულ ეპოქათა ასომთავრული ანბანის სავარაუდო არსებობის შესახებ ვიმსჯელოთ; ივანე ჯავახიშვილი ასომთავრულის გენეზისს არა ერთ, არამედ რამდენიმე ანბან-თან აკავშირებდა (ესენია: ფინიკიური, ბერძნული, არამეული), რამაზ პატარიძე მი-იჩნევს, რომ ასომთავრული დამწერლობა, ძირითადად, ფინიკიურის მიხედვით არის შექმნილი, მაგრამ რამდენიმე ნიშანი ბერძნულის საფუძველზეა აღმოცენებული, გრაკლიანი გორის ტაძრის საკურთხეველზე აღმოჩენილი ნიშნები, შესაძლოა, იმ გარემოებაზე გახდეს მიმანიშნებელი, რომ ასომთავრულს ფინიკიურ ანბანთანაც ეძებნება პარალელები და ბერძნულთანაც, არაერთი ასომთავრული გრაფემა კი, შესაძლოა, სრულიად დამოუკიდებელი იყოს. პალეოგრაფიასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესწავლა და ასომთავრული ანბანის აღმოცენების თარიღის დაზუსტება, ცხადია, სამომავ-ლო საქმეა, მაგრამ, თუ დადასტურდა, რომ ამ ანბანით შესრულებული წარწე-რაა გრაკლიანის ტაძარში შემონახული, კვლევის დღევანდელ ეტაპზე ის უმნიშ-ვნელოვანესი ფაქტი უკვე გვეცოდინება, რომ არა მეხუთე საუკუნეში, არამედ წარმართულ ეპოქაში შეიქმნა ასომთავრული დამწერლობა. ხსენებული საკითხების შესახებ ბევრია სასაუბრო, მაგრამ ამჯერად სიტყვას აღარ გავაგრძელებთ და დასკვნის სახით დავძენთ: ჩვენ მხარს ვუჭერთ მკვლევრებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არა ორნამენტები, არამედ წარწერაა გრაკლიანის ტაძარში შემონახული, ჩვენი აზრით, საკურთხევე-ლის პოსტამენტზე შემდეგი ასო-ნიშნებია გამოსახული: ზადნ შჰხეწღჳე და აქ იკითხება სიტყვები: `ზადენ, შეჰხეწიღჳე!~ * * * —————————————- ილუსტრაციას მოგვიანებით დავამატებ. * * * აქ ყველა სიმბოლო კორექტულად არ იკითხება, მაგრამ არსის გაგება არ გაგიჭირდებათ.
This post has been edited by ვარაზვაჩე on 25 Aug 2022, 13:03
|