RexxaRრა აკადემიური მტკიცებულება ?
ობიექტურად თუ ვმსჯელობთ მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თეორიას სწორედ ობიექტური მსჯელობის ხარჯზე ვაბათილებთ და კრიტიკას ვერ უძლებს -ეგ თეორია. მოდი დავივიწყოთ ჩვენ რომ ქართველები ვართ და შენ ანტიქართველური პოზიცია გიკავია და ობიექტურად ვიმსჯელოთ რა არგუმენტები გვაქვს მაშტოცის თეორიის სასარგებლოდ და პირიქით რა არგუმენტები გვაქვს მაგ თეორიის გასაბათილებლად.
მაშტოცის სასარგებლოდ მხოლოდ კორიუნისის წყაროა მეტი არის რამე ? თუ არის, გისმენ დადე.
ახლა გადავიდეთ მაგ თეორიის გასაბათილებელ არგუმენტებზე და დავსვათ ლოგიკური კითხვები.
შენი არგუმენტი რომ ქართული საპირისპირო წყარო არ არსებობს, ისეთი არგუმენტია სასაცილოც არაა.
რა წყაროს ითხოვ ? ანუ უნდა ეწეროს, სომხები იტყუებიან ბიძია და ჩვენ მანამდე გვქონდა ანბანიო ? ან რაიმეს წყარო თუ არ არსებობს, ესე იგი უნდა ვუარყოთ მისი არსებობა ? ჯერ ერთი არსებობს წყარო ფარნავაზე, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავ და საკმაოდ წონიან არგუმენტად გამოდგება.
ისევ ქართული წყაროს არარსებობას დავუბრუნდეთ.
ქართულ წყაროებში, ანუ რაც გვაქვს ქართლის ცხოვრება და მოქცევაი ქართლისაი - არსად არ არის ნახსენები კოლხეთი და საერთოდ არ იცოდნენ კოლხეთის არსებობა და მისი დიდი საამაყო ისტორია- ახლა ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ კოლხეთი არ არსებობდა ?

რომ არა ბერძნული მითი და წყაროები კოლხეთის შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა.
ქართლის ცხოვრებაში ფარსმან1 ისტორია ისეა გადმოცემული დიდი არაფერი მეფე არ გამოდის და სომხებთან ერთად იბრძვის და სომხეთის ტახტის ფლობას საერთოდ არ იცნობს ქართული წყარო და რომ არა რომაული წყარო, რომელიც გვაჩვენებს თუ რა სიდიადის მეფე ჰყოლია იბერიას, დღეს საერთოდ არ გვეცოდინებოდა ის რეალობა რაც მოხდა, ანუ თუ ქართული წყაროს იმედად დავრჩებოდით.
ასევე ქართულმა წყარომ საერთოდ არ იცის რის გამო მიიღო ფარსმან2 ამხელა აღიარება და რა სიდიადის მეფე იყო- ანუ რომ არა ისევ რომაული წყარო, რომლის არქეოლოგიური მტკიცებულებაც იპოვეს, არ გვეცოდინებოდა ის ფაქტი, რომ იბერიის მეფეს რომში ძეგლი დაუდგეს და ძეგლს რომ რომაელები უბრალო ფიგურას არ უდგამდნენ და მითუმეტეს უცხოელს, რომლებსაც თანასწორებად არ თვლიდნენ- წესით უნდა იცოდე.
კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ქართული წყაროები, რომ გარტყმაში არ არინ საკუთარი ერის წარმატებებზე.
დასკვნა: ქართული ისტოგრაფია იყო ყოველთვის სუსტი და ანტიკური ეპოქის კი არა, ერეკლე მეფის ეპოქის ბევრი ნორმალური წყარო არ გვაქვს.
აქედან გამომდინარე ეგ არგუმენტი ვერ გამოდგება, თუმცა წყარო ანბანის შექმნის შესახებ გვაქვს :დ
ასე რომ შენი ეგ არგუმენტი, რომელიც საერთოდ არ არის მოსაყვანი ვერ გამოდგება არგუმენტად და საერთოდ მისი მოყვანა სასაცილოც კი არის.
ახლა სწორედ რომ ქართულ წყაროს -ანუ ქართლის ცხოვრებას დავუბრუნდეთ, სადაც მროველი წერს, რომ იბერები საკუთარ გარდაცვლილ ნათესავებს ჭამენო და მისს თეორიაში, ანუ საერთო კავკასიელი ხალხის ერთობაში სომხეთი არის გამოყვანილი მთავარ კაცად, რომელსაც სხვა კავკასიელი ხალხი უნდა დაემორჩილონ და მოუსმინონ. მთელი ქართლის ცხოვრება მროველის მონაკვეთი სომხეთის ქება-დიდებაზეა აგებული და ისეთები უწერია თქვენს სომეხ მეზღაპრეებსაც რომ შეშურდებოდა და ისტორიაში გარკვეული ადამიანი შეამჩნევს, რომ მროველი სარგებლობს სომხური წყაროებით და ასევე მასზე დიდი გავლენა აქვს მოხდენილი მოვსეს ხორენაცის. ჰოდა ისმის ლოგიკური კითხვა- თუ ეგ მაშტოცის თეორია არსებობდა, რომელსაც მროველი უეჭველი გაეცნობოდა, რადგან სომხური წყაროებით სარგებლობს და ბევრ რამეს აკოპირებს, რატომ ჩაწერა ეგ ფაქტი ? რავა გაუტყდა ტოო ? ტიპს არ გაუტყდა ის, რომ ქართველებს დაუწერა სომხები არიან ჩვენი უფროსო ძმები და ლამის თაყვანი უნდა ვცეთო; არ გაუტყდა ის, რომ ნათესავებს ჭამდენენო იბერებიო და სომხეთის მიერ ქართლის და ოსეთის აოხრება აქვს აღწერილი ისე ვითომ უფროსმა კეთილმა ძმამ ჭკუაზე მოიყვანა უმცროსი ძმა ქართველები და სხვათა შორის ეგ ლაშქრობის თემა კაი სომხური ზღაპარი ჩანს :დ
ჰოდა, ეს დედააფეთქებული რაღა ანბანის შექმნა გაუტყდა ? განა ეგ არ იქნებოდა მიზეზი იმის, რომ სომხებისთვის მადლობა გადაგვეხადა ?
ლოგიკურია ახლა შენი აზრით ეგ ფაქტი, გაგვეცი პასუხი ?
თან თუ ეგ წყარო არსებობდა მროველი ხომ დაწერდა იმას, მაინც, რომ ჩვენი უფროსი სათაყვანებელი სომეხი ძმები ცდებიან და სინამდვილეში ჩვენ ანბანი ფარნავაზმა შეგვიქმნაო ? და ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისთვის სომხური წყაროები არის ჭეშმარიტება და ავტორიტეტი და მის წინააღმდეგ არ მიდის და რაღა ანბანის დროს წავიდა და არ იფიქრა იმ წყაროს რომ ააფრიალებენ სომხები, მერე რა ვქნათო ?
ერთადერთი ლოგიკური პასუხი მაგაზე რა არის იცი ? მე დაგეხმარები, რომ თვალი გაუსწორო სიმართლეს :დ
ლოგიკური პასუხია ის, რომ მროველის მოღვაწეობის დროს ეგ სომხური წყარო არ არსებობდა მისი ჩამატება მოხდა მოგვიანებით
სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს.
სხვა არგუმენტები აგერ ცერცვამ კარგად დაგიწერა და გავეცი პასუხი, რატომ არ არის სხვა ძველ სომხურ წყაროებში მაგ ფაქტის ხსენება ?
რავა, დაავიწყდათ სომხებს მხოლოდ იმას გაახსენდა ეგ ფაქტი ?
ლოგიკური ახსნა მხოლოდ ერთია- არანაირი მსგავსი რამ არ ეწერა ორიგინალ წყაროში და შემდეგ მოხდა ჩამატება და სხვებსაც მაგიტომ არ აქვთ არაფერი დაწერილი. აბა, მოვსეს ხორენაცის ისეთები ზღაპრები უწერია, ეგ ცნობა რომ ჰქონოდა არ მოერიდებოდა დაწერას.
აბა, აგვიხსენი ეგ ფაქტები თუ არა და მორჩი ამ ზღაპრების გავრცელება.
ძალიან, სამწუხაროა თუ ვინემ ქართველმა გული გატკინა და მაგიტომ ხარ ქართველებზე დაბოღმილი და თუ უბრალოდ ისე დაიბოღმე, 100 უფრო სამწუხაროა. ახლა არ დაგვიწყო, რომ შენ მხოლოდ ჭეშმარიტება გაინტერესებს :დ ჭეშმარიტება რომ გაინტერესებდეს ლოგიკურ კითხვებს დასვამდი და შენით მიხვიდოდი იმ აზრამდე რომ ეგ თეორია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ისევე, როგორც ჩვენ ვაღიარებთ, რომ ლოგიკურად დიდგორის ბრძოლაში მუსლიმების კოალიცია 600000 ყოფილიყო- არის წარმოუდგენელი და ზღაპარი.