
რამდენიმე დღის წინ, პოლიტ.გან-ში გაიხსნა თემა რიცხვ 666-თან დაკავშირებით.
ვინაიდან და რადგან ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები არ განეკუთვნება პოლიტ. ''განზომილებას'',
თემა დაიხურა, მაგრამ დებატები საკმაოდ ცხარე გახლდათ. მსგავს თემაზე მსჯელობა
შეუძლებელია ისეთ ფორმატში, როგორიც ეს განყოფილებაა. თემა დაიხურა, მაგრამ
რიცხვი 666 კვლავ აქტუალური დარჩა მომხმარებლებისთვის. ამ რიცხვს გარკვეულწილად კავშირი
აქვს ქართულ ანბანთანაც,ამიტომ უპრიანია ჩემს მიერ ზემოთ დაწყებული საუბარი გავაგრძელოთ და
უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ საკითხზე. შიგადაშიგ, ბატონ თამაზ ჩხენკელს დავესესხები მისი ნაშრომიდან ამოღებული ნაწყვეტებით. ზემოთ, ამის მაგალითი უკვე გვაქვს. ვიმედოვნებ, ფორუმის ''პოლიტიკოსები''
გაგვანებივრებენ თავისი ვიზიტით და გაეცნობიან მასალას და რიგი საკითხები მათთვისაც ნათელი გახდება.
ზოგადად დამწერლობის და ანბანის შექმნა არ გახლავთ უბრალო აქტი ამა თუ იმ
ხალხის ცხოვრებაში. ძველად დამწერლობას უკავშირებდნენ ღმერთს, ასტროლოგიას,
კოსმოლოგიას. ამიტომ ბაბილონელები თვლიდნენ, რომ მათი დამწერლობის გამომგონებელი
იყო მეცნიერთა მფარველი ღმერთი ნაბუ, ეგვიპტელების-თოთი, ინდოეთის-ბრაჰმა, ირლანდიელთა-
ოგმე, სკანდინავიელთა-ოდინი. ებრაელთა წარმოდგენით, გვიანდელი დამწერლობის გარდა,
მათ ადრე ჰქონდათ ''ღვთაებრივი დამწერლობა''.
ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად მწიგნობრობა შექმნა ''მეფე-ღმერთმა'' ფარნავაზმა,
რომლის საღმრთო სახელი იყო არმაზ.
ანბანებისთვის დამახასიათებელი იყო კრიფტოგრაფია ანუ იდუმალთდამწერლობა. ანბანი
გახლდათ მისტიკური და მაგიური ოპერირების საშუალება. კრიფტოგრაფიის ერთ-ერთი ხერხი
იყო იზოფსეფია ანუ ანბანის ასონიშანთა შესატყვისი რიცხვითი მნიშვნელობის გამოყენება და
სიტყვის ასოების რიცხვთა ჯამით გამოხატვა.
სანამ ფარნავაზის სახელის უფრო დაწვრილებით(ნაწილი უკვე გვიწერია)გადავალთ, მანამდე
ურიგო არ იქნება ვისაუბროთ ზოგიერთი რიცხვის საიდუმლო მნიშვნელობაზე, რათა შემდეგ უფრო ადვილი
გახდეს მოწოდებულ მასალაში გარკვევა. ფარნავაზის ასოთა რიცხვების ჯამია 666(ასევე ქართული ანბანისაც).
რიცხვი 666 ქრისტიან ადამიანში იწვევს უარყოფით ემოციას, ვინაიდან სახარების მიხედვით,
ის უკავშირდება ''აპოკალიფსურ მხეცს''. სწორედ ამან გამოიწვია ემოციების მოზღვავება თემის
განხილვისას.
რიცხვი 666 ამავე დროს დაკავშირებულია მაგიურ კვადრატთან. მის განხილვას დაწვრილებით
აღარ შევუდგები, ვინაიდან ინფორმაციის მოპოვება ნეტშია შესაძლებელი. კვადრატში
1-36 რიცხვია გაერთიანებული.
დავიწყოთ იმ რიცხვების განმარტებით, რომელიც შემდეგ დაგვჭირდება.(პირველი ათეული)
ნული-0 მეტაფიზიკური თვალსაზრისი არ გახლავთ რიცხვი და არ განეკუთვნება რიცხვთა სამყაროს.
ნული გახლავთ ყველა რიცხვის საწყისი, რომელივ განეკუთვნება ერთიან, განუყოფელ საზომს.
მეტაფიზიკური ნული მოიცავს ყველა რიცხვს, როგორც პოტენციურ ნახევარს გამოეყოს
მთლიანს. მეტაფიზიკური ნული არის აბსოლუტის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს
სულსა და მატერიას. ასეთი ნული წარმოადგენს ყოვლისმომცველ წრეს უსასრულო რადიუსითა
და გარშემოწერილობით.
''ღმერთი წრეა, რომლის ცენტრი ყველგანაა, ხოლო გარშემოწერილობა-არსად''-ბლეზ პასკალი.
ნულის სიმბოლო გახლავთ წრე, რკალი, რომლისგანაც ''იბადება'' სხვა რიცხვები.
სამყარო აგებულია მკაცრი ჰარმონიით, რომელიც ემორჩილება მათემატიკურ კანონებს.
ნული არის ''საიდუმლოთა საიდუმლო.'' ნული წარმოადგენს უსასრულო სივრცისა და დროის
მარადიულობის სინთეზს. ნული შეიძლება ჩაითვალოს ''ორფიულ კვერცხად'', რომელიც
განასახიერებს ყველა საგნის საწყისს, სიდანაც ჩნდება სხვა დანარჩენი რიცხვები.
გავაგრძელებ...