
ტექსტის ნაწილი გადმოვიტანე, ვინაიდან რაზედაც დავიწყე საუბარი გაუგებარი იქნება,ამიტომ შეხსენება
არ იქნება ურიგო.
სანამ ფარნავაზის სახელის უფრო დაწვრილებით(ნაწილი უკვე გვიწერია)გადავალთ, მანამდე
ურიგო არ იქნება ვისაუბროთ ზოგიერთი რიცხვის საიდუმლო მნიშვნელობაზე, რათა შემდეგ უფრო ადვილი
გახდეს მოწოდებულ მასალაში გარკვევა. ფარნავაზის ასოთა რიცხვების ჯამია 666(ასევე ქართული ანბანისაც).
რიცხვი 666 ქრისტიან ადამიანში იწვევს უარყოფით ემოციას, ვინაიდან სახარების მიხედვით,
ის უკავშირდება ''აპოკალიფსურ მხეცს''. სწორედ ამან გამოიწვია ემოციების მოზღვავება თემის
განხილვისას.
რიცხვი 666 ამავე დროს დაკავშირებულია მაგიურ კვადრატთან. მის განხილვას დაწვრილებით
აღარ შევუდგები, ვინაიდან ინფორმაციის მოპოვება ნეტშია შესაძლებელი. კვადრატში
1-36 რიცხვია გაერთიანებული.
დავიწყოთ იმ რიცხვების განმარტებით, რომელიც შემდეგ დაგვჭირდება.(პირველი ათეული)
ნული-0 მეტაფიზიკური თვალსაზრისი არ გახლავთ რიცხვი და არ განეკუთვნება რიცხვთა სამყაროს.
ნული გახლავთ ყველა რიცხვის საწყისი, რომელივ განეკუთვნება ერთიან, განუყოფელ საზომს.
მეტაფიზიკური ნული მოიცავს ყველა რიცხვს, როგორც პოტენციურ ნახევარს გამოეყოს
მთლიანს. მეტაფიზიკური ნული არის აბსოლუტის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს
სულსა და მატერიას. ასეთი ნული წარმოადგენს ყოვლისმომცველ წრეს უსასრულო რადიუსითა
და გარშემოწერილობით.
''ღმერთი წრეა, რომლის ცენტრი ყველგანაა, ხოლო გარშემოწერილობა-არსად''-ბლეზ პასკალი.
ნულის სიმბოლო გახლავთ წრე, რკალი, რომლისგანაც ''იბადება'' სხვა რიცხვები.
სამყარო აგებულია მკაცრი ჰარმონიით, რომელიც ემორჩილება მათემატიკურ კანონებს.
ნული არის ''საიდუმლოთა საიდუმლო.'' ნული წარმოადგენს უსასრულო სივრცისა და დროის
მარადიულობის სინთეზს. ნული შეიძლება ჩაითვალოს ''ორფიულ კვერცხად'', რომელიც
განასახიერებს ყველა საგნის საწყისს, სიდანაც ჩნდება სხვა დანარჩენი რიცხვები.
გადავიდეთ რიცხვ 1-ზე(მონადა)-ეზოთერული კუთხით ერთიანი წარმოადგენს ერთიანობისა
და მთლიანის სიმბოლოს. ღვთიურ ასპექტში ერთიანი აქტიურობის გამოვლენის სიმბოლოა,
რომელიც გრაფიკულად გამოისახება წრეში რადიუსის სახით(ღვთიური აქტიურობა).
კოსმიური ასპექტის თვალსაზრისით ერთი წარმოადგენს ერთიანობისა და ბუნების აქტიურობის სიმბოლოს.
გრაფიკულად ერთიანი გამოისახება ვერტიკალური ხაზით-ისარი, რომელიც ზევითაა
მიმართული.
ერთი გამრავლებული საკუთარ თავზე გვაძლევს ისევ ერთს, ამიტომ მას ახლის დაბადება არ ძალუძს.
ასეთი ერთიანის რიცხვს განეკუთვნება ღვთიური სამყარო-ერთი მზე ამ სამყაროსთვის.
ერთს ეწოდება მონადა. მენლი ჰოლი ასახელებს ერთიანის ნიშნებს: ''მას ეწოდება გონება,
ვინაიდან გონება მდგრადია და გააჩნია უპირატესობა; ჰემოფროდიტი, ვინაიდან
ერთდროულად ქალიცაა და კაციც, ლუწი და კენტი-ლუწს თუ დავუმატებთ კენტს, მივიღებთ
კენტს, ხოლო კენტზე დამატებული ლუწი-ლუწს.''
თავისთავად მას არ აქვს საწყისი და არც დასასრული, ვინაიდან ასეთია ღვთიური ბუნება-
მატერიის ჩამტევი, რომელიც წარმოქმნის დუადას, რაც არსებითად მატერიალურია.
ის რაიმე პირობასა და აღსრულებას შორის დგას: მრავლობითში-საშუალოა, დროში-აწყმო,
ვინაიდან მარადიულმა არ იცის წარსული და არც მომავალი.
შემოქმედი უზრუვლყოფს სამყაროს გადასვლას ძილის მდგომარეობიდან აქტიური
ყოფიერების მდგომარეობაში. რიცხვ ერთიანს ეზოთერული სწავლება აიგივებს
''სამყაროს ცენტრთან.''