
გნვაგრძობ საუბარს რიცხვ 666–ზე.
მიგელ სერანო მიუთითებდა იმ საშუალებაზე , რომლითაც შესაძლებელია სამი 666–ის ჩიხიდან გამოსვლა.
დანტე იყო ''სიყვარულის ადეპტების'' ორდენის ხელდასმული, რომელიც გახსნა საიდუმლო.
ბეატრიჩე––რიცხვი 9, როდესაც მათ ერთმანეთი გაიცნეს 9 წლის იყო. პირველი ლექსი მიუძღვნა ბეატრიჩეს, როდესაც
ის 18 წლის იყო(1+8). ის გრდაიცვალა 27(2+7) ასაკში. ვღებულობთ 999.
იმისთვის რომ ჩავწვდეთ რიცხვ 666–ს, როგორ შეესაბამება ის 999–ს, საჭიროა დაკვირვება
6–ისა და 9–ის თანაფარდობაზე. არ არის საკმარისი დავაფქსიროთ მათი საერთო გამყოფი–სამი და
მივუთითოთ მათი მოხაზულობის სარკისებურ ხასიათზე. აუცილებელია ავხსნათ, რომ 6 და 9
წარმოადგენს სვასტიკის ელემენტებს( ამის დანახვა ადვილია, თუ მათ გამოვსახავთ არა ჩვეულებრივი
მრგვალი ფორმით, არამედ კვადრატული საშუალებით). ისინი თითქმის ერთმანეთში არსებობენ,
ამასთან გააჩნიათ თავისი ქვენა და ზენა ასპექტები. 6–ის ზენა ასპექტია(როგორც ადრე ვახსენე)
ჰარმონია, სილამაზე, წონასწორობა. ვინაიდან ექვსიანი თავისთავად გვთავაზობს გზის არჩევანს,
მასში არსებობს საკუთარი ქვენა ასპექტის არჩევანის შესაძლებლობა–''უსასრულო'', წმინდა ადამიანური საწყისი,
ღმერთისგან მოკვეთილი, რომელიც სიმბოლიზებულია ერთით. 9–ის უმაღლესი ასპექტია–ხელდასმა,
სამ სამყაროზე ძალაუფლება, ზღვარი, რომელსაც ადამიანმა შესაძლოა მიაღწიოს, მაგრამ ამავე დროს, ესაა ეთერული
სივრცე–იეზოდის სფერო, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს თავი სქესის სახით. ექვსიანის უზანაესი ასპექტი
ეხება იმ ადგილს, რომელსაც მართავს ცხრიანი. ცხრიანის ქვენა ასპექტი კვეთს სფეროს, რომელიც
ეკუთვნის ექვსიანს.. გასამმაგებული 9–იანი წარმოადგენს სამმაგ სრულ ხელდასმას. გასამმაგებული
ექვსიანი არის სამმაგი უსრულობა(ნაკლულობა). ექვსიანის მოძრაობა 9–კენ მარჯვენა მხარეს არის
სინათლის და სინათლისკენ მიმართული გზა–ანუ სვასტიკის მარჯვნივ მოძრაობა. მარცხენა მხრიდან
მარჯვენა მხარეს მოძრაობაზე გადასვლა მოითხოვს ადამიანისა და კაცობრიობისაგან ძლიერ ნებისყოფას,
თუმც ეს შეუძლებელია ღვთის ნების გარეშე, რომლის სიმბოლოა 1. სწორედ 1–ის მიმატებით 9–ს ვაქცევთ 10–ად, რაც ეხმარება
გადაბრუნებულ ''დემონურ'' ექვსიანს მიიღოს ვერტიკალური მდგომარეობა და გადაიქცეს 999.
მას უწოდებენ ღვთიურ რიცხვს. 6–იანი არის რიცხვი, რიმელიც არ არის სრულყოფილი ადამიანისა და ღმერთის გარეშე.
This post has been edited by Phobos on 18 Oct 2011, 22:35