[quote]მაიკლ დოილის წიგნით გავიარე რეალიზმის ძირითადი მიმდინარეობები და ლიბერალიზმი
და ცნება "პოლიტიკური რეალიზმი" არსად შემხვედრია ...
მაკიველი ფუნდამენტური რეალიზმის წარმომადგენელია. საერთოდ ფუნდამეტნალისტების აზრით საერთაშორისო პოლიტიკაში მუდმივი ომის მიზეზი ადამიანური ბუნებისგან (ბიო-ფსიქიკური ფაქტორები) გამომდინარეობს.
მაკიველის prince-ის ძირითადი არსი ის არის რომ სახელმწიფო ლიდერი (ანუ prince) ომში ებმება საკუთარი virtu-ს და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის.
თვითონ virtu-ს ცნება საკმაოდ საინტერესოა - ეს არის ყველა ის თვისება (ნიჭი, ნებისყოფა, განათლება, ძლიერება, რაციონალიზმი და ა.შ.) რომელიც რიგით ადამიანებს არ აქვთ. virtu მხოლოდ იმ prince-ებშია რომლებიც თავიანთი მმართველობის ჟამს წარმატებას აღწევენ. მარტივია - ის prince ვინც მარცხდება, არ არის virtu-თი დაჯილდოვებული
აქვე გამოყოფს ორ ბაზისურ ასპექტს რომელთა არსებობის გარეშე prince ვერ იქნება წარმატებული მმართველი
ეს არის თავად virtu და იღბალი - თუ რომელიმე მათგანი prince-ს არ აქვს, მისი წარმატების ხარისხი დაბალია
შედეგად, მოყვანილი აქვს სხვადასხვა ისტორიული prince-ების მაგალითი - ლუი XII (ან XIV ან XVII ), რომელმაც იტალია დაკარგა თავისი სუსტი პოლიტიკით (ანუ virtu-ს არქონის გამო); ჩეზარე ბორგია რომელმაც რამდენიმე პროვინცია შემოიერთა მაგრამ ბედის ირონიით რომის პაპის გული ვერ მოიგო (ეგონა რომ მალე მოკვდებოდა) და ამ მცდარმა გათვლამ წარმატებული ვერ გახადა; და ბოლოს ფერდინანდ არაგონელი, რომელმაც კასტილიისა (დედოფალ იზაბელას შერთვით ) და არაგონის გაერთიანება მოახერხა და ორივე თვისების წყალობით ბრწყინვალე შედეგებსაც მიაღწია თავისი ქვეყნისთვის. მაგრამ მისი შეცდომა ის იყო რომ virtu-ს დემონსტრირებამ მცირედ დაჩრდილა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის ზრუნვა
მოკლედ, მათი თვისებების შეჯერებით მაკიაველი მიდის დასკვნამდე რომ prince-მა უნდა გააკეთოს ყველფერი - მოკლას, მოპიაროს, იქურდოს - თუ ეს სახლემწიფო ინტერესს ესმახურება. [აქ საკამათო ისაა სად გადის სახელმწიფო ინტერესისა და პირადი ინტერესის ზღვარი ]
და უკვე ბოლოს აყალიბებს საკმაოდ პროგრესულ იდეას რესპუბლიკური მმართველობის უპირატესობის შესახებ [რომელიც სხვათა შორის კანტმა, 18 საუკენის პრუსიაში უფრო დახვეწილად წარმოადგინა]. განსაზღვარვს რესპუბლიკის სტრუქტურას (consul, senate, assembly) და აყალიბებს იმ კონცეფციებს რომელიც წარმატებული prince-ის სახელის მოსაპოვებლადაა საჭირო:
1. ექსპანსიისა და იზოლაციის ბალანსი
2. პოზიტიური დაბალანსება - ანუ როდესაც ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის ადგილი აქვს კონფლიქტს, prince-მა სუსტის მხარე უნდა დაიჭიროს და მასთან მოკლევადიანი კოალიციით ძლიერი სახელმწიფო დაასუსტოს
3. სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა წარიმართებოდეს პროგნოზით (ანუ სწორი გათვლებით) და არა მკითხაობით
,,მიზანი ამართლლებს საშუალებას,, ... ამას გულისხმობთ ალბათ

მართალია, ამ ფრაზას ზოგიერთი მკვლევარი ტომას ჰობსს მიაწერს, თუმცა, მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაკიაველია.

,, ომს შეუძლებელია გაექცე... ის შეიძლება მხოლოდ გადაავადო თქვენი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ... უნდა ისარგებლო შენი მოწინააღმდეგის წუთიერი სისუსტით. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ისარგებლებს შენი სისუსტის ყოველი წამით.,, ვერ შეეეკემათები