ხალიბებმა შეიმუშავეს ლითონიდან წიდის მოშორების მეთოდი ხანგრძლივი
ჭედვის პროცესში. თითქმის, ნახევარ ათასწლეულს ინახავდნენ ისინი საკუთარ
საიდუმლოს. რკინის მეტალურგია წამოადგენდა იმ საიდუმლოებასა და დიდ
აღმოჩენას, რომელიც ჩვენ უძველეს წინაპრებს ეკუთვნის. რკინის მადანი ბევრგან
იყო, ღირდა საიდუმლოებისთვის ოდნავ ფარდის ახდა, რომ ახალი ლითონი
გავრცელებულიყო ყველგან. სწორედ ხალიბებისგან მომდინრეობს ბერძნული სიტყვა
''ხალიბოს''-ფოლადი, რკინა. ძველი ქართული ლითონის ნაწარმი ვრცელდებოდა.
მთელ წინა აზიაში.
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ასურელებმა ''ბულატის'' პირის დამზადების ხელოვნება ისწავლეს
ქართველთა წინაპრებისგან. არისტოტელემ დაგვიტოვა რკინის მიღების ხალიბური
მეთოდის აღწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ხალიბები ნედლეულის სახით იყენებდნენ
მაგნეტიტურ სილას, რომლის მარაგი შავი ზღვის სანაპიროზეა. ძველ ბერძნულ
ლიტერატურაში ხალიბებს იხსენებდნენ ''რკინის მამად''. ხალიბური მეთოდით
მიღებულ რკინას ვერცხლისფერი ჰქონდა და არ იჟანგებოდა. ვერგილიუსი ''ენეიდა''-ში
წერს: '''ძველი ბერძენი ავტორები ახსენებენ ხალდებს დასავლეთით-მოსინიკების,
თუბალ/თაბალ/ტიბარენ პირველ ხალხებს შორის, რომლებიც რკინის დნობის
ხელოვნებას ფლობდნენ.''

ლითონთა სახელები ზოგიერთ ერს დღემდე ქართველურ ტომთა სახელწოდებიდან ნაწარმოები სახით შემორჩა.
ბერძნები ფოლადს "ხალიუბდიკოს" –ად მოიხსენიებდნენ, რაც ივანე ჯავახიშვილის შენიშვნით, ხალიბურს ნიშნავს.
თითბერს გერმანულად – MESSINE, ანგლო საქსურად – MASTLING, ნორმანდიულად – MESSING, პოლონურად – MOSIANDZ ჰქვია, რაც ცხადია, მოსინიკების სახელიდან არის ნაწარმოები.
ბრონზე, ბრინჯაოს ევროპული სახელწოდება, ნაწარმოებია სპარსული ბირინჯისაგან, რომელიც ქართული ენიდანაა შეთვისებული და სპილენძს, სპირ–ენძს (მეგრულად "ლინჯ") ანუ სპერის, ისპირის მადანს ნიშნავს.
This post has been edited by Phobos on 12 Dec 2010, 15:11