რამოდენიმე კითხვა არ მასვენებს.
1)ჯაჭვის პერანგში შამშირი (ძალიან წვეტიანია) ერჭობა?
2)ჯაჭვის პერანგზე მთელი ძალით მოქნეული შამშირი, რომ მოგხდეს დაგაზიანიებს? კაბიანი ხმალი? ევროპული დიდი ხმლები?
3)ჩაჩქანზე რომ მოგხვდეს?
4)ჯაჭვის პერანგი ჯობია თუ მთლიანი ფილა ჯავშანი? ქერცლებიანი?
5)დავითფერულზე რამე იცით?
6) ხევსურს რომ მოხვედროდა დამბაჩიდან ან თოფიდან ნასროლი ტყვია, ჯაჭვის პერანგი დაიცავდა?
ხო კიდევ, 13 საუკუნის რაინდებს უფრო განვითარებული და საიმედო აბჯარ-ხმალი აქვს ვიდრე 19-ე საუკუნის ხევსურს.
სამწუხაროა.
50-60 ათასიან ჯარს ვაგროვებდით და 12-13-14 საუკუნეებიდან მეომრის საჭურველს ვერ ააწყობ რა.
როგორც ჩანს ეს ციფრი გაზვიადებულია, უმეტესობა კი შუბით და კომბლით იბრძოდა. რაც გვაქვს იარაღი, ხმლები, ჩაფხუტები სპარსულ-თურქულის გადმოკატავებაა.
https://www.youtube.com/watch?v=mGBkrSL73kk ძალიან გავს ხევსურებს. ისე კარგად შეჭურვილი ჩანს ეს ტიპი. ვიდეოები ვნახე შამშირით და ფარით ბრძოლის. ირანში დიდი სკოლა ყოფილა სამხედრო ხელოვნების. ძველ წიგნებში არის აღწერილი. სერიოზული სკოლა, აბჯარი, ხმლები, რესურსები..
ამიტომ ძაან საეჭვოა 1 ქართველი 5 და 10 ყიზილბაშს უმკლავდებოდა. ეს არის ზღაპარი! არ მჯერა.
ადრე იწერებოდა გერმანიაში არის რამოდენიმე ნიმუში 12-13 საუკუნის ქართული აბჯარ-ხმალ-მუზარადისაო.. რით ვერ დაიდო ფოტოები ამის.
This post has been edited by JJokocha9 on 25 Dec 2014, 23:13