საომარი ჩაქუჩითანდათან მოხდა საომარი ჩაქუჩის განვითარებაც.
ლუცერნის ჩაქუჩი
ლუცერნის ჩაქუჩი პოპულარული იყო ვროპაში 15-16 საუკუნეებში. სახელი წამოვიდა ლუცერნიდან, შვეიცარია, სადაც იპოვეს ბევრი ასეთი სახის იარაღი. გრძელ ტარზე (2მ) დამაგრებული იყო სამი-ოთხ თავიანი ჩაქუჩი. მას ქონდა ერთი გრძელი წვეტი ჩაქუჩის საპირისპიროდ და კიდევ უფრო გრძელი წვეტი თავზე. ეფექტური იყო კავალერიის წინაააღმდეგ საბრძოლველად. ძირითადად გამოიყენებოდა მისი "გვირგვინისებური" ჩაქუჩის თავი.
bec de corbin
bec de corbin (ყვავის ნისკარტი(ფრანგ.)) შუა საუკუნეებში გავრცელებული საბრძოლო ჩაქუჩის სახეოობაა. ლუცერნის ჩაქუჩის მსგავსად მასაც აქვს მოდიფიცირებული ჩაქუჩის თავი, წვეტი და გრძელი ტარი. ძირითადად გამოიყენებოდა მისი "ნისკარტი". ჩაქუჩს ქონდა ბრტყელი ზედაპირი, ხოლო წვეტი იყო გამძლე, შემუშავებული ჯავშნის სახვრეტად. ასევე თავზე მოთავსებული წვეტი გაცილებით მოკლე იყო ვიდრე ლუცერნის შემთხვევაში.
კუალდა
მძიმე ჩაქუჩი. სხვა ჩაქუჩებისაგან განსხვავებით მას მასიური თავი აქვს. გამოიყენებოდა მძიმედ შეჯავშნული მეომრების წინააღმდეგ. აბჯრის გაუხვრეტავად აზიანებდა აბჯარში მყოფს.
მხედრის ჩაქუჩი
მხედრების ერთეულები თუ იყენებდნენ ჩაქუჩებს ბრძოლისას. ძირითადად აბჯრის სახვრეტად , მაგრამ ამას თან ახლდა მთელი რიგი ნაკლოვანებები: იოლად იცელდნენ ბრძოლისას, მხედრები ჩაქუჩით ვერ აყენებდნენ მოწინააღმდეგეს მძიმე ჭრილობებს, იარაღი ხშირად იჭედებოდა აბჯარში და მხედარი ვეღარ იღებდა მას.
საომარი ჩაქუჩების ზოგიერთი ფოტო:
მეტროპოლიტენის მუზეუმი. საომარი ჩაქუჩი(ადრეული 16-ე საუკუნე)

მეტროპოლიტენის მუზეუმი. Italian martello d'arme or fussstreiaxt (16-ე საუკუნე)

კერძო კოლექცია. ლუცერნის ჩაქუჩი (16-ე საუკუნე)

კერძო კოლექცია. დასავლეთ ევროპა, დაახ. 1500 წელი. წვეტის 21 სმ, მთლიანი სიგრძე 207 სმ.

ფიშერის გალერეა, ლუცერნი შვეიცარია. 15-ე საუკუნე.
This post has been edited by Vergilius on 30 May 2008, 20:21