
სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რის გამოც აფხაზები გადაეჩვივნენ თევზის ჭამას...აჭარელ აფხაზებზე იყო ამ რამოდენიმე თვის წინ გადაცემა და მათაც დაადასტურეს აღნიშნული ფაქტი
* * *
ა ფ ხ ა ზ ე ბ ი
აფხაზები — ხალხი, აფხაზეთის აბორიგენული მოსახლეობა. 1989 წლის აღწერით,
საქართველოში ცხოვრობდა 95,9 ათასი აფხაზი, აფხაზეთში — 93,3 ათასი, ხოლო
მთლიანად სსრ კავშირში — 105 ათასი. 2003 წელს აფხაზეთში ჩატარებული აღწერის
მასალების მიხედვით, აფხაზთა რაოდენობა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში
94,5 ათას კაცს უდრიდა1. გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა
(სავარაუდოდ, 400 ათას კაცამდე2) განსახლებულია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში
(თურქეთი, სირია, იორდანია და სხვ.), ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსა და აშშ-ში.
ენა და სახელწოდება
აფხაზური ენა, რომელიც იბერიულ-კავკასიურ ენათა ჩრდილო-დასავლურ, ანუ
აფხაზურ-ადიღურ ჯგუფს ეკუთვნის, აფხაზეთში დღეს წარმოდგენილია ბზი-ფური
და აბჟუური დიალექტებით. პირველი მათგანი გავრცელებულია, ძირითადად, ქ. სო-
ხუმის ჩრდილო-დასავლეთით, მეორე კი — სამხრეთ-აღმოსავლეთით. განსხვავებები
აღნიშნულ დიალექტებს შორის, პირველ ყოვლისა, შეინიშნება ფონეტიკაში: ბზიფურ
დიალექტს უფრო რთული ფონეტიკური სისტემა აქვს, რაც რამდენიმე სპეციფიკური
ბგერის არსებობაში გამოიხატება, რომლებიც არ გვხვდება აბჟუურ დიალექტში.
გარდა ამისა, აფხაზურ დიალექტებს შორის გარკვეული სხვაობაა ლექსიკაშიც,
კერძოდ, აბჟუურში ვხვდებით მეგრულ და ქართულ ლექსიკურ ელემენტებს, მაშინ
როდესაც ბზიფურში, რომელზე მეტყველთაც წარსულში მჭიდრო ურთიერთობები
ჰქონდათ ჩერქეზულ ტომებთან, შესულია ადიღური სიტყვების გარკვეული რაოდე-
ნობა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლექსიკური განსხვავებები მთლიანობაში
ხელს არ უშლის აბჟუურ და ბზიფურ დიალექტებზე მეტყველთ ადვილად გაუგონ
ერთმანეთს.
აფხაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს აბჟუური დიალექტი.
აფხაზურ ენასთან ძალიან ახლოს დგას ჩრდილოკავკასიელი აბაზების ენა. აფხაზური
და აბაზური ენები, ფაქტობრივად, ერთ ენობრივ ერთეულს წარმოადგენენ. მხოლოდ
ტერიტორიული დაცილებისა და სალიტერატურო ენის ორ სხვადასხვა საფუძველზე
ჩამოყალიბების გამო არის მიღებული აფხაზური (სალიტერატურო) ენის გარჩევა
აბაზური (სალიტერატურო) ენისაგან3.
ჩრდილო კავკასიის ხალხებიდან ენითა და კულტურით აფხაზებს ენათესავებიან
აგრეთვე ადიღები (ადიღეელები, ჩერქეზები, ყაბარდოელები) და უბიხები. ეს უკა-
ნასკნელნი 1864 წლამდე დღევანდელი ქ. სოჭის მიდამოებში ცხოვრობდნენ, ხოლო
ამჟამად, ძირითადად, თურქეთში არიან განსახლებულნი. გარდა ამისა, აფხაზები
მრავალი კულტურულ-საყოფაცხოვრებო თავისებურებით უახლოვდებიან
ქართველებს, რომლებთან მრავალსაუკუნოვანმა ურთიერთობამ და თანაცხოვრებამ
გავლენა იქონია მათ ენასა და ანთროპოლოგიურ ტიპზე.
აფხაზთა საკუთარი სახელწოდებაა — აფსუა. ქართველები მათ «აფხაზებს» უწოდებენ
და ქართული ენიდან გავრცელებული ეს ეთნიკური ტერმინი დღეს ფართოდაა
ცნობილი მსოფლიოში.
თურქულ და ზოგიერთ ჩრდილო კავკასიელი ხალხის ენაში აფხაზების
სახელწოდებაა «აბაზა».
ისტორიული ნარკვევი
პრეისტორიული ხანა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უძველესი ნაკვალევი
400-100 ათასი წლის წინანდელი აშელის კულტურით თარიღდება, რომელიც,
არქეოლოგიური პერიოდიზაციით ქვის ხანის ერთ-ერთი ადრინდელი საფეხურია.
აფხაზეთში კარგად არის წარმოდგენილი, აგრეთვე, ქვის ხანის შემდგომი პერიოდე-
ბის ძეგლები. ძვ.წ. V ათასწლეულის მეორე ნახევარსა და IV ათასწლეულის დასაწყის-
ში კავკასიაში იწყება ლითონების ათვისება, დაახლოებით 1000 წლის შემდეგ კი —
ბრინჯაოს ხანა, როდესაც ლითონმა, როგორც საწარმოო იარაღის დასამზადებელმა
მასალამ, საბოლოოდ გაიმარჯვა ქვაზე. აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ უძვე-
ლეს ბრინჯაოს ნივთებს სპეციალისტები ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე-მესამე მეოთ-
ხედით ათარიღებენ.
ბრინჯაოს ეპოქის ნაგებობებიდან აფხაზეთში შემორჩენილია მეგალითური სამარხი
ნაგებობები — დოლმენები (ძვ.წ. III-II ათასწლ.). ამ ტიპის ძეგლები, რომლებიც
ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანით თარიღდება, მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც
გვხვდება (დასავლეთ ევროპაში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო აფრიკაში და სხვ.).
კავკასიური დოლმენების გავრცელების არეალია ჩრდილო-დასავლეთ კავკასია მდ.
ყუბანიდან მოყოლებული თანამედროვე აფხაზეთის ჩათვლით (მდ. ღალიძგამდე).
ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებულია ბრინჯაოს
ხანის ბრწყინვალე კოლხური კულტურა. იგი მოიცავს ტერიტორიას აფხაზეთიდან ქ.
ორდუმდე მცირე აზიაში, აღმოსავლეთით კი სცილდება ლიხის ქედს. ამ ვრცელ არე-
ალში წარმოდგენილია კოლხური კულტურის რამდენიმე ლოკალური ვარიანტი —
აფხაზეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ჭოროხის აუზისა და სხვ. კავკასიის ისტორიის ამ არქა-
ულ პერიოდში, რომელიც არ არის გაშუქებული წერილობით ძეგლებში,
შეუძლებელია დაბეჯითებით ითქვას რაიმე მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლო-
ბის შესახებ, თუმცა ეთნოგრაფიული, ანთროპოლოგიური, ტოპონიმიური და სხვა
სახის წყაროების მოშველიება, გარკვეულწილად, საშუალებას იძლევა ვიმსჯელოთ
ამა თუ იმ არქეოლოგიური კულტურის ეთნიკურ სპეციფიკაზე. კერძოდ, შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ კოლხური კულტურის მატარებელ ტომებში იყვნენ როგორც
წინარე ქართველური, ასევე წინარე აფხაზურ-ადიღური ტომები. ასე რომ, ქართველი
და აფხაზი ხალხების წინაპართა თანაცხოვრება და მრავალმხრივი მჭიდრო ურთიერ-
თობები შორეულ წარსულში იღებს სათავეს.
ანტიკური ხანა. ახლანდელი აფხაზეთის ტერიტორია წერილობითი წყაროების
თვალთახედვის არეში ძვ.წ. VI საუკუნიდან ხვდება. ბერძენი ავტორები აქ მრავალ
სხვადასხვა ტომს ასახელებენ, მაგრამ მათი ცნობები ამ ტომთა შესახებ საკმაოდ
მწირია და ეთნიკური კუთვნილების საკითხი საკამათო რჩება.
შედარებით უკეთესადაა ცნობილი ვითარება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ახ.წ.
დასაწყისიდან, როდესაც ეს მხარე რომის იმპერიის გავლენის სფეროში ექცევა. I-II
საუკუნეებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩნდება ახალი ეთნიკური
სახელწოდებები, რომელთაგან აღსანიშნავია აფსილები და აბაზგები (ქართულ
წყაროებში: აფშილები და აფხაზები). ამ ტომების საერთო წარმოშობაზე უკვე მათი
სახელწოდებები მიანიშნებს, რომლებიც მომდინარეობენ ერთი ფუძიდან — ფს-ბზ.
ეთნონინიმ «აფსილიდანაა» წარმოშობილი აფხაზთა საკუთარი სახელწოდება (ავტო-
ეთნონიმი) «აფსუა», ხოლო «აბაზგიდან» — ალოეთნონიმები «აფხაზი» და «აბაზა».
მეცნიერების უმრავლესობა (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი,
გ. მელიქიშვილი, ლ. ლავროვი, ზ. ანჩაბაძე, ე. ხოშტარია-ბროსე, ნ. ლომოური, მ. ინაძე
და სხვ.) მიიჩნევს, რომ აფსილები და აბაზგები აფხაზურ-ადიღური მოდგმის ტომები
იყვნენ და თანამედროვე აფხაზი ხალხის წინაპრები არიან.
ახ.წ. პირველ საუკუნეებში აფსილებს, აბაზგებსა და მათ მეზობლად მცხოვრებ სხვა
ტომებს საკუთარი ბელადები ჰყავდათ, რომლებსაც ბერძნულ-რომაული წყაროები
მეფეებად მოიხსენიებენ. ეს «მეფეები» რომის იმპერატორთა უზენაესობას
აღიარებდნენ, მაგრამ საშინაო საქმეებში დამოუკიდებლად მართავდნენ თავის
საგამგებლო ტერიტორიებს.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომობრივი სამთავროებიდან IV-V საუკუნეებში
განსაკუთრებით ძლიერდება ეგრისი, ანუ ლაზიკა, რომელიც დასავლურ ქართულ
ტომთა გაერთიანებას წარმოადგენდა. ეგრისის მეფეებმა მოახერხეს სხვა
ადგილობრივი ტომების, მათ შორის აფსილებისა და აბაზგების, დამორჩილება, თუმ-
ცა, ამავე დროს, თვითონაც აღიარებდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის)
უზენაეს ძალაუფლებას.
აფხაზეთი VI-VIII საუკუნეებში. ბიზანტიის გავლენა ეგრის-აფხაზეთში ხელს
უწყობდა ქრისტიანობის განმტკიცებას, თუმცა ტრადიციული რწმენა-წარმოდგენე-
ბის აღმოფხვრა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ბერძენი ისტორიკოსის ცნობით, VI
საუკუნეში აფხაზური ტომები ქრისტიანობის აღმსარებლები იყვნენ, მაგრამ შენარ-
ჩუნებული ჰქონდათ ხეების თაყვანისცემა და წარმართობის სხვა გადმონაშთები.
ეგრისის ვასალებიდან შინაგანი დამოუკიდებლობის ყველაზე მაღალი დონე
ჩრდილოეთით მცხოვრებ აბაზგებს ჰქონდათ, რომლებმაც საკუთარი მეფე-მთავრების
ინსტიტუტი შეინარჩუნეს. VI საუკუნის პირველ ნახევარში აბაზგები განუდგნენ
ეგრისის მეფეებს და უშუალოდ ბიზანტიის იმპერატორს დაემორჩილენ4. 550 წელს
აბაზგები ბიზანტიელებსაც აუჯანყდნენ, მაგრამ იმპერატორის მიერ გამოგზავნილმა
არმიამ დაამარცხა აჯანყებულთა ლაშქარი და იერიშით აიღო მათი მთავარი
გამაგრებული პუნქტი — ტრაქეა (დღევანდელ ახალ ათონთან).
აბაზგებმა მალე მოიშუშეს 550 წელს მიყენებული ჭრილობები და VII საუკუნისათვის
მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. ბიზანტიის პროტექტორატის ქვეშ ყალიბდება
ადრეფეოდალური ტიპის აბაზგიის სამთავრო, რომლის შემადგენლობაში შედიან
აფსილები და ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ტომები. ამ
პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში VII-VIII საუკუნეებში აქტიურად
მიმდინარეობს ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. როგორც აკად. ს. ჯანაშია
აღნიშნავს: «VIII საუკუნისათვის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე აშკარა
უპირატესობა აბაზგებმა მოიპოვეს. ეს ეთნიკური სახელი მალე უფრო ფართო, განმა-
ზოგადებელ მნიშვნელობას იძენს. მისი ქართული ფორმა — «აფხაზი», რომელიც
მიღებულია «აბაზგი», «აბაზხი»-დან თანხმოვანთა შინაგანი გადაჯგუფების გზით,
ქართული ენის ფონეტიკური კანონების თანახმად, თანდათანობით საყოველთაო
გავრცელებას პოულობს»5. მართლაც, VI-VIII საუკუნეებში წერილობითი წყარო-
ებიდან ქრება აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები შედარებით წვრილი ტომური
ერთეულების (მისიმიანები, სანიგები, ბრუქები, აფსილები) მოხსენიება და მათ
ნაცვლად მემატიანეები უკვე მხოლოდ აბაზგებს, ანუ აფხაზებს, ასახელებენ.
ამრიგად, აფხაზური ფეოდალური ეროვნების ჩამოყალიბება, ძირითადად, VIII
საუკუნეში დასრულდა. ამ პროცესში მთავარი როლი შეასრულეს აბაზგებმა და აფსი-
ლებმა. ამ მცირე ეროვნებების შერწყმამ ჩამოაყალიბა ფეოდალური ეროვნების
ბირთვი, რომელსაც შემდეგში შეერწყნენ ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მცხოვრები სხვა ეთნიკური კომპონენტები6.
აბაზგიის პოლიტიკური გაძლიერება ხდებოდა ეგრისის სამეფოს დაცემის ფონზე,
რომელიც ძალიან დააზარალა მის ტერიტორიაზე მიმდინარე ხანგრძლივმა ომებმა.
მას შემდეგ, რაც VII საუკუნეში ბიზანტიელებმა გააუქმეს ეგრისის სამეფო,
ჰეგემონობა თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე თანდათანობით
აბაზგიის (აფხაზეთის) მთავრების ხელში გადავიდა.
ამ პერიოდში აფხაზთა მთავრები პოლიტიკურ კავშირებს ამყარებენ აღმოსავლეთ
საქართველოსთან. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია VIII საუკუნის 30-იანი
წლები, როდესაც ქართლის მეფეებმა მიჰრმა და არჩილმა არაბთა შემოსევის დროს
აფხაზეთს შეაფარეს თავი. 736 წელს აფხაზ-ქართველთა გაერთიანებულმა ძალებმა
ანაკოფიასთან (ძველი ტრაქეა) არაბთა ძლიერი შემოტევა მოიგერიეს, რამაც არაბებს
უკან დაახევინა და მალე მათ დასავლეთ საქართველოს ტერიტორია დატოვეს.
VIII საუკუნის 80-იან წლებში აფხაზთა მთავარმა ლეონ II-მ თავისი ხელისუფლება
მთელს დასავლეთ საქართველოზე გაავრცელა, რომლის მოსახლეობა, ბიზანტიელი
და არაბი დამპყრობლების თარეშით შეწუხებული, დაინტერესებული იყო ერთიანი,
ძლიერი სახელმწიფოს შექმნით. პირველ ხანებში ლეონ II ჯერ კიდევ ბიზანტიის
ვასალად ითვლებოდა, მაგრამ VIII საუკუნის ბოლოს მან ისარგებლა ბიზანტიაში
ატეხილი შინაური შფოთით და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ლეონმა მიიღო
«აფხაზთა მეფის» ტიტული და მის მიერ შექმნილი სახელმწიფო ისტორიაში შევიდა
აფხაზთა სამეფოს სახელწოდებით.
This post has been edited by abkhazi_83 on 9 Feb 2012, 12:15