გუშინ ჩავრთე კომპი და ვიხილე, რომ პმ წერილი მქონდა :
აი, ამონარიდიც :
" ბადრი ..... ღირსი ხარ აფხაზეთიდან რომ გამოგაგდეს აფხაზებმა ,
ნეტავ დაეხვრიტე აფხაზებს 1992 წელს , ერთი ვინმემ ჩაგაძაღლოს ბადრი ...,"
დედაზე გინებები ამოვიღე, ბანალურია და არაა საინტერესო.
ჰო, არც მე დავაკელი.
ისე, ამ იუზერს მოდერატორობა სურს...
რისთვის ?
ხომ წარმოგიდგენიათ, მოდერი რომ გახდეს, რას მოიმოქმედებს ?!
_______________
ისე, ჯიქის ერთ-ერთი ეტიმოლოგია უკავშირდება ციხეს (ვირის აბანოს), რაც აფხაზის ეტიმოლოგიასთანაა კავშირში :
ჯიქი // ციხე. თეოდოსია განგრელი (VII ს.) აბაზგეთის საპყრობილებზე (ციხეებზეც) წერს.
ერთ-ერთი ყოფილა ჯიხა-ხორა (ციხე-სიმაგრის დასახლება). აქ ჯიხა ციხე-სიმაგრეა, თუმცა აქედანაა სიტყვა ციხეც.
ჯიქი ასევე ჩიხია (შეუვალობის სინონიმი, ვით უაბიჯგუა ("შეუვალი") *უაბაჯგია // აბაზგია.
აფხაზშია :
1. მეგრ. აფხა ("ბეჭი") და ქართ. [თევზის] ფხა (ანუ ეკალი) ანუ მთა-გორიანობა, რადგან ბეჭი და ზურგი მთაა, ეკალი კი მთის მცენარეებია (მაჟალო და სხვ.); ეკალი მთის წვერიცაა ;
შდრ. : მეგრ. ფსუა ("ფრთა") არის სანაპირო მხარე ანუ ფსუანი // სვანები იყვნენ მენაპირეები (სტრაბონი, VII ს. სომხური გეორგაფია აშხარაცუიცი) ;
მთიელ მეგრელებს (აფხა-ზანებსა) და ფსუანებს (სვანებს) შეერივნენ მთიდან ჩამოსული აბაზები და აქედანაა :
დღევანდელი აფხაზიც და აფსუაც !
2. ქართ. ფეხი ;
3. ფხაზი // ხაზი (მესაზღვრეობა) ;
4. ფხიზლობა (მესაზღვრეობა) ;
5. ფხა // თხა (შდრ. ჯიქი) - ცხოველი, რომელიც ეტანება მაღალ ადგილებს, ფერდობებს (შდრ. თხოთის მთა = ფხოთი მთა, - ქართლის ცხოვრების ნუსხები) ;
და მრ. სხვ.
(პროკოპის თქმით) შეუღწეველ მხარეში ანუ აბაზგია-შია (< მეგრ. ვა ბიჯგუა : "არ შეაბიჯო") :
1. მეგრ. ბიჯგი ("ნაბიჯი");
2. მეგრ. ბიჯგიდან წარმოებული ძველბერძნ. ბასკო ("ნაბიჯი") ;
პლინიუს უფროსმა აბაზგების ადგილზე ახსენა ტომი ვალი (< მეგრ. ვალუა : "არ შესვლა") !
აფხაზ-აბაზგ-აფსილ-მესხ და სხვ. ეთნონიმებში არის სხვა პარალელური გააზრებებიც და ესენიც ზანურია, ზოგჯერ კი ზანურიდან ბერძნულად ნათარგმნი.
აბსოლუტურად არაფერია აფსუური.
აი, მტრედის ფრთა როგორ მოგვაგონებს აფხაზეთის სანაპიროს :

1 - первостепенные маховые перья
2 - второстепенные маховые перья
3 - подмышечные перья
4 - поясница
5 - боковые рулевые перья
6 - центральные рулевые перья
7 - восковина
8 - кроющие перья уха
9 - затылок
10 - грудь
11 - спина
12 - большие кроющие перья нижнего крыла
13 - малые кроющие перья нижнего крыла
* * *
მხარი (კილე, მკლავი, ოჭიში, აფხა, ბეჭი) = მხარე (ადგილი) = კოლხეთი, აფხაზეთი, ოჭიში, ოდიში, ოზურგეთი, ზუგდიდი, სომხითი ;
კილე (აფხა, ბეჭ[ვ]ი, მხარი) = ჩ ა კ ე ტ ი ლ ი და ეკლიანი (ეკალი = მთა) მხარე, კოლხეთი :
ნახეთ, მართლაც ჩაკეტილი არაა კოლხეთი ?

ეს ლამაზი ფოტო ერთ იუზერს მოვპარე, აქვე.
გაიხსენეთ ივანე ჯავახშვილი : თვით ბუნებას შეუქმნია საქართველოსთვის ჩრდილოეთიდან კავკასიის მთაგრეხილი ანუ თავდაცვითი ზღუდეო...
და ამას შეადარეთ რუსების ამოსათხრელი თვალებით დანახული საქართველოს დასახჩრებული რუკა ! ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების ევროპელი კოლონიზატორების კაბინეტებში სახაზავით გავლებული საზღვრები (ალჟირი, ტუნისი...) მაგონდება... ოღონდ პუტინ-ლავროვის სახაზავი სწორი კი არ იყო, არამედ კუზიანი...
კილე (მკლავი = ძალა = კილა "გასაღები" (კლის, კლიუჩ, ქლოუ, ენკლო და სხვ.) !
ეგრისი = ეგერო ("ჩაკეტვა" "ჩაკეტილი მხარე" კლასიკურ ენებზე), გრან-იცა ;
*კილატირი = კელასური, კელასურის კედელი ;
ზემოთ ოდიში ვახსენე. იგივე ოჭიში ანუ აფხა (აფხაზეთი) ანუ ბეჭი (ბეჭვი მთა). ზანი = რ-ზენი "ვაკე ადგილი", მეგრულად.
ანუ აფხაზეთი = აფხა (მთიანი ადგილი) + რზენი (ვაკე ადგილი) !
შდრ. ვაბუჯგუა ("არ შეაბიჯო // შეუსვლელი) მხარე აბაჯგია // აბასგია ! ბერძნ. აბასკო = ("არ შეხვიდე !") !
არიანესეული აბასკი (ვაბიჯგუა ანუ "შეუვალი ტომი") = პლინიუსისეული ვალი (ვალუა ანუ "შეუვალი ტომი") ;
მეგრ. ვედა ("არ წახვიდე") = ბედია (ბათუმიც) (ვედამ მოგვიანებით შეიცვალა აზრი : ბედი, იღბალი) ; შდრ. ეტრუსკული ვედა (ჭაობიანი ადგილი, იტალიაში), ვენდების ტომი. თავად იტალია = ტალახიანი სანაპირო, ვით ზანური ლეტა // ლატი // ლაზი ("ჭაობიანი მხარე"), ასევე : ბალტიკა, ლიტვა, ლატვია... ლათინური ლიტორალის ("სანაპიროს") და ფრანგ. ლიტორალ ("სანაპირო") მოდის ზან. ლეტა-ლაზიდან. მართლაც, ადრე და ეხლაც სანაპირო ჭაობიანია ხშირად. შდრ : აქამდე დაუდგ. ეტიმოლოგიის რუს. სიტყვები გრიაზ ("ტალახი") და გრუზ ("ტვირთი"). რუსული ბოლოტო-ში ("ტალახი") ასევეა ეს ლაზი, ლეტა ("ტალახი"). კოლხეთის დაბლობი მართლაც ჭაობიანი იყო და არის (ალექსანდე რუსთ იმპერატორმა უარი თქვა ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსი მიეცა ჭაობების გამო), სტალინს ჰქონდა, ეხლა კი მიშას აქვს, ჭაობის ამოშრობის გეგმები.
ოდიში კი ზურგია (ოჭიში) ანუ მთის მხარე, განსხვავებით სანაპირო ლეტასგან (ლაზისგან). ლაზის ეტიმოლოგია დაუდგენელი იყო აქამდე. ბერძნული ეგონათ, მაგრამ არაფერს ნიშნავს მანდ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბერძნ. ლაოს ("ხალხი" და "ქვაც, ლოდიც", რადგან ბერძნული ტრადიციით მიმოყრილი ქვებიდან შექმნილა პირველი ხალხი) მოდის ლაზი-დან (ჰომეროსისეული ლასონიელები).
ჰო, ზემოთ რომ ვედა ("არ წახვიდე" მეგრ.) ვახსენე, აქ ამას ვამატებ : ეტრუსკებს ჰქონიათ ვედა საბათო (ვედა ჭაბათო "არ წახვიდე ჩაეფლობი"). აზოვის ზღვაშიც (რომლის სანაპიროზე შექმნილან კოლხები, სესოსტრისის ჩ ა რ ჩ ე ნ ი ლ-ჩ ა ფ ლ უ ლ ი და მ ი ტ ო ვ ე ბ უ ლ ი ჯარი + ადგილობრივი კოლხი ქალები, - დიოდორე სიცილიელი, სხვებიც) იგივე მეგრული გააზრებაა : იფულეს დო მეოტეს ("ჩაეფლნენ და მიატოვეს" > Palus Maeotis.
მე ისიც დავადგინე, რომ დიოსკურიის (სოხუმი) პირვანდელი ეტიმოლოგიაც ესაა : დოსკიდეს "დარჩნენ" (მეგრულად), რადგან ტრადიცით არგონავტების უძველესი კოლხური მითის (გვიანდელი ჩანამატის, მაგრამ მაინც უძველესი) ორი გმირი, ზევსის ტყუპი ვაჟები, ზეუს // დიოს (ზევსის ნათ. ფორმა) კურები // დიოსკურები სწორედ ამ ქალაქში "დაარჩინა" (დ ო ს კ ი დ ე ს // დიოსკურიადა) ძველი სოხუმის ადგილობრივმა მოსახლეობამ - მეგრელებმა. ეს უძველესი ტრადიცია მხოლოდ დღეს გაიგეს აფსუებმა, რომლებიც აპირებენ ჩვენი ქალაქის 3000 თუ 3300 წლისთავის აღნიშვნას ! უჩვენოდ ! ვუბრუნდები ეტრუსკულ, უფრო სწორედ მეგრულ ვე და- ს. ვე = ვა (უარყოფის ზანური ნაწილაკი).
შდრ. ზანური ვე რთუ "(არ ტრიალებს") > ლათ. ვერტერე ("ტრიალი") და ასამდე მსგავსი ოპოზიციური ლათინური დერივატი ზანურიდან (რაც მე დავადგინე ცალკე სიად).
შდრ. ვა გორა ("არ ეძებო") და ლათ. ვაგორ ("აქეთ-იქით ხეტიალი").
შდრ. ასევე : ზანური ვა ტაკა ("არ შეეტაკო") არის იგივე ეტრუსკული ნაკრძალი ადგილი ვატიკანუსი, რომლის არალათინური ეტიმოლოგია აქამდე დაუდგენელი იყო. შეგახსენებთ, რომ ეტრუსკები დასავლეთ კოლხების // ლაზების მიგრირებული ნაწილია (ჰეროდოტე, სტრაბონი). ეტრუსკები იტალიაში დღევ. თურქეთიდან მივიდნენ, ანატოლიაში კი ადრე ლაზები, იგივე პირვანდელი ლიდიელები ცხოვრობდნენ ! ამიტომ ვხსნი ეტრუსკულ აუხსნელ ლექსიკას ზანურად და ეს უნდა შეიგნონ მავანებმა !
აფხა = (თევზის ფხა, აქლემის კუზი, ცხენის ზურგი) მთის მხარე ;
შდრ. მეგრ. ფ-ხარუა ("გზის გაკვლევა") ;
ზურგს შეადარეთ ხორვატიული ზაგრები ! ეს ის ხორვატიაა, ანტიკურ პერიოდში ილირია რომ ერქვა და როგორც კალიმაქე წერს (და ეს ცნობა მე ვნახე ქართველთაგან პირველმა), სწორედ ამ ილირიაში გაუშენებიათ აიეტის მადევარ ჯარს ანუ გაქცეული მედეას გარეშე უკან დაბრუნებას შეშინებულ // დევნილ // ლტოლვილ კოლხებს დასახლება რ უ ლ ა ( > დღევ. ქ. პულა; ბერძნ როე > პი, გადამწერების მიერ. სწორედ ამ როლადანაა ბერძნ. პოლისი "ქალაქი"). ხორვატელები დღესაც ამაყობენ კოლხების მიერ ამ ქალაქის გაშენებით (იხ. ინტერნეტ-საითები ტურისტული ქ. პულა, ისტორია). აქ კი ზოგიერთი მაძოხისტი რეგვენი ქართველი დამცინის : ბადრიკო ეხლა ხორვატიას მიადგაო... აქედან კი ადრიატიკის გავლით იტალიასო.
მერე რა, კიდევ უფრო შორს არ წასულან კოლხები ? პირენეები ?
სუა // ფსუა (ფრინველის "ფრთა", მეგრ. იგ. ბურდღა, > ინგლ. bird "ჩიტი" // ჩრდილო-დასავლეთ იბერია, არაესპანეთი) = ზღვის მხარე, სანაპირო ; შდრ. სოფუა ("გახლეჩვა"), ფუსუსია ("ქინქლი") ;
შდრ. ფსელი (შარდი) = წყალი, ზღვისპირი, აფშილი, ფისი, ფაზისი, რეა (დინება, ბერძნ.), [მდინ-ა-რე], რიონი ;
ბერძნ. პარალია "სანაპირო" = რუს. პერია ("ფრთა") = სა-ნა- პირ-ო = ა-ნაპა.
* * *
ძველ ინდიელებში ფრთას სხვადასხვა ახსნა ჰქონდა.
დამოუკიდებლად, ამას კოლხებმაც მიაქციეს ყურადღება.

აფხაზეთის სანაპირო.
მხარი (კილე, მკლავი, ოჭიში, აფხა, ბეჭი) = მხარე (ადგილი) = კოლხეთი, აფხაზეთი, ოჭიში, ოდიში, ოზურგეთი, ზუგრიდი, სომხითი ;
კილე (აფხა, ბეჭი, მხარი) = ჩაკეტილი მხარე, კოლხეთი :
აფხა = (თევზის ფხა, აქლემის კუზი, ცხენის ზურგი) მთის მხარე ;
შდრ. მეგრ. ფ-ხარუა ("გზის გაკვლევა") ;
სუა // ფსუა (ფრინველის "ფრთა", მეგრ. იგ. ბურდღა, > ინგლ. bird "ჩიტი" // ჩრდილო-დასავლეთ იბერია, არაესპანეთი) = ზღვის მხარე, სანაპირო ; შდრ. სოფუა ("გახლეჩვა"), ფუსუსია ("ქინქლი") ;
შდრ. ფსელი (შარდი) = წყალი, ზღვისპირი, აფშილი, ფისი, ფაზისი, რეა (დინება, ბერძნ.), [მდინ-ა-რე], რიონი ;
ბერძნ. პარალია "სანაპირო" = რუს. პერია ("ფრთა") = სა-ნა- პირ-ო = ა-ნაპა.
ისე : ანტიკურ პერიოდში მოდაში მყოფი გეოგრაფიული სიმეტრით (თუმცა ხშირად ეს დაფუძნებულია რეალურ მიგრაციებზე) :
ფსუანი (სვანი) ანუ ზღვისპირა (აფშილი, ეფშილი // სავსე, ფშა // წყარი, ფსელი, ფშოლირი, შდრ. აფშერონი : საქართველო "ზღვიდან ზღვამდე") ტომი > 1. სპანია (ესპანეთი); 2. აფსუა ; შდრ. ორი იბერია და ორი ბასკეთი !
აოხრებული მესხების ოთხი მიმართულებით მიგრაციაზე წერს ბეროზი. და სხვ საკითხები.
ზემოთ დავწერე მიგრაცია. აქაც ამოსავალია კოლხთა (მეგრელთა) დევნილობა : მეგრ // მიგრაცია.
ისე, კლასიკურ (და ბევრ სხვა) ენებში მოძრაობის აღმნიშვნელი სიტყვები, ასევე ქალაქი-დასახლებების აღმნიშვნელი ზოგადი სიტყვები კოლხური წარმოშობისაა.
ეს გაბნევით დავწერე. ვჩქარობდი, რაც მომაგონდა ჩემი ნაწერებიდან.
This post has been edited by badriko on 12 May 2011, 14:07