
ნაპოვნია ოლმეკთა უამრავი არტეფაქტი-სკულპტურული გამოსახულებები, ნეფრიტის
პატარა ფიგურები და ძვირფასეულება. ოლმეკთა ხელოვნება სტილიზებულია. მათ
ხელოვნების ნიმუშებს გააჩნია რეფლექსო-რელიგიური მნიშვნელობა. მათი
ხელოვნება საოცრად ნატურალისტურია, ზუსტად აღწერს ადამიანის ანატომიას,რომლის
გათანებრება შეიძლება კოლუმბამმდელი სამყაროს მაიას ერის საუეთესო კლასიკური ხანის ხელოვნებასთან. ოლმეკთა ხელოვნების საერთო მოტივს წარმოადგენს დაბლა
დახრილი ტუჩის კუთხეები და ამ ჭრილის მსგავსი თვალები, რაც დამახასიათებელია
იაგუარი ღმერთებისთვის და შეიმჩნევა მათ გამოსახულებებზე.

იაგუარებისთვის დამახასიათებელია ნუშის ფორმის თვალები, ოდნავ დაღებული პირი,
დაბლა დაწეული კუთხეებით.
ამ ოლმეკს ხელში უკავია იაგუარის და ნახევრად ადამიანის ბავშვი.

ნეფრიტისგან დამზადებული გამოსახულება, რომელსაც ხელში ასევე იაგუარის ბავშვი
უჭირავს-1150-500 ჩვ.წ-მდე.
როგორც ცნობილია, მეზოამერიკის რელიგიაში ყველაზე ცნობილი გახლავთ შამანისთვის
ცხოველის(ნადირის) უფლებამოსილებისა და ძალის გადაცემა. ასეთ ცხოველს
უწოდებდნენ ''ნაჰუალეს''. ოლმეკთა ხელოვნებაში დიდი ადგილი უკავია იაგუარის
მოტივს, რაც გარკვეული თვალსაზრისით წარმოადგენს ოპტიმალურ სულში გაერთიანებულ ადამიანს სულს და ინტელექტს იაგურის ძალასა და მრისხანებასთან,
რომელსაც აქვს ნუშისებრი ფორმის თვალები და დაბლა დახრილი ტუჩები.
აღმოჩენილია ოლმეკთა ხელოვნების ნიმუშები-ფანტასტიკური ანთროპომორფული
არსებები-ხშირად მეტად სტილიზებული.
ადამიანთა გამოსახულებების გარდა ოლმეკები შესანიშნავად ფლობდნენ ცხოველთა გამოსახულების გამოსახვის ხელოვნებას. ასეთია ძველი ოლმეკური კერამიკა,რომელიც
თარიღდება ჩვ.წ.-მდე 1000წ-ით. კერამიკა გამომაწვარია 900 გრადუსზე მეტ
ტემპერატურაზე. ასეთ ტემპერატურას ისტორიამდელ ხანაში აღწევდნენ ეგვიპტეში.


მეტად საინტერესოა მათ მიერ ნეფრიტისგან დამზადებული ნიღაბი.

მეორე ნიღაბი

აღმოჩნდა, რომ მამაკაც ოლმეკებს ხელოვნურად უგრძელებდნენ თავისქალას, რასაც
აღწევდნენ ადრეული ბავშვობიდან ხელოვნური საშუალებით.


ოლმეკთა ხელოვნებაში უფრო იშვიათია ქალის გამოსახვა. სწორედ ასეთი გამონაკლისი გახლავთ აქ წარმოდგენილი ქალის პატარა ფიგურები.

ეს ქალბატონი სარკით ხელში მაჩვენებელია პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლებისა და მანიშნებელია მისი ელიტარული სტატუსისა. სარკე ასრულებდა
წინასწარმეტყველების ფუნქციას და უზრუნველყოფდა სხვა სფეროებში ფიზიკურ
გადასვლას.
This post has been edited by Phobos on 3 Jun 2011, 19:11