ტაკ, დავიწყებ მცირე შინაარსის სახით უოლცერის მოსაზრებების ექსპრეს-გადმოდღაპვნას, ქართულს ნუ დამიწუნებთ, ხარისხის ხარჯზე ტემპში მირჩევნია კეთება

თუმცა ერთი მინუსი (ჩვენთვის) ისაა, რომ ავტორი ძალიან თანმიმდევრულია, ანუ 263-ე გვერდზე შეიძლება ისეთი მომენტები იყოს გაპარული, რაც მანამდე უკვე დასაბუთებული აქვს. მოკლედ, ვნახოთ....
უოლცერი ჰიროსიმას (ალბათ ასევე ნაგასაკის

) თემას ეხება თავში ”გათვლის შეზღუდულობა/საზღვრები” (the Limits of Calculation), რაც პრინციპში უკვე გვკარნახობს, რომელ არგუმენტს ეყრდნობა ის.
კარგად იწყებს - საუბარობს ბირთვული იარაღის განვითარებაზე (ამერიკაში) მომუშავე მეცნიერთა წრის ხსენებით - აკრიტიკებს მოსაზრებას, თითქოს ისინი ’თვალდახუჭული’ ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, როგორც ’უბრალოდ მეცნიერები’. უოლცერი მორალისტად ითვლება, მაგრამ მისი წიგნის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი თუ აქვს ნორმატიულ და მორალურ იმპერატივებს მიძღვნილი, ძირითადად უბრალოდ რაციონალისტია, რომელიც საუკეთესო გამოსავალს ეძებს ხოლმე.
აქაც, უოლცერი არავის არ კიცხავს, ისე უარყოფს ამ მოსაზრებას. ის განმარტავს, რომ ეს ასე არ იყო - იმ დროს ბომბების პროექტზე მომუშავე ამერიკელ მეცნიერთა დიდი ნაწილი სწორედ ის ხალხი იყო, რომელიც დარწმუნებული იყო სასიკვდილო იარაღის გამოგონების აუცილებლობაში და თავიანთი პროექტის ხელისუფლების მხრიდან მოწონებისთვის ძალას არ იშურებდა, - ბევრი მათგანი ხომ ევროპიდან იყო და კარგად მოეხსენებოდა, ნაციზმის საბოლოო გამარჯვება რას ნიშნავდა მათი მშობლიური ქვეყნებისათვის და, ზოგადად, კაცობრიობისთვის. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ საქმე ჩვეულ შეიარაღების სრბოლასთან გვაქვს - 44 წელს, როდესაც მუშაობა დასრულდა, იარაღის ავტორებისთვის მიღწევა ის იყო, რომ გერმანელი კოლეგები მათ ჩამორჩებოდნენ, რაც ზოგადად ქვეყნის უსაფრთოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო - ეს იყო ელემენტარული გარანტია, რომ ჰიტლერი, თუ ვინიცობაა, საკუთარი (შედარებით სუსტი და განუვითარებელი) იარაღის გამოყენებას ვერც გაბედავდა. ბუნებრივია, უოლცერის თქმით, შემდგომში მეცნიერებს არავინ ეკითხებოდათ, ვინ როგორ მოიხმარდა იარაღს. მით უმეტეს არავისთვის, თუნცა ’რიგითი’ აინშტაინისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ეს ერთ დღეს არა გერმანიის, არამედ სხვა, უფრო შორეული მტრის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული.
აქვე უცვლელად მომწყავს ტრუმანის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი, 1945 წლის 12 აგვისტოს:
”We have used [the bomb] against those who attacked us without warning at Pearl Harbor, against those who have starved and beaten and executed American prisoners of war, against those who have abandoned all pretense of obeying international laws of warfare. We have used it in order to shorten the agony of war..."
ანუ ამერიკის მთავრობას მიაჩნდა, რომ იაპონიისგან აგრესიული (აქტიური) ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო და, ბუნებრივია, მათვის იაპონიის პოზიცია მორალურად სრულიად გაუმართლებელი იყო (თუმცა ავტორი არ აკონკრეტებს, რამდენად იზიარებს იმ პერიოდში იაპონიის შესაძლებლობების ასეთ შეფასებას, არაფერს ამბობს, რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა - გაზვიადებული იყო თუ არა შეფასება).
ახლა ცოტა რთულდება თარმანი, არასდოს მიცდია საერთაშორისო სამართლის კონტექსტში ომის ფილოსოფიის ენის გადმოქართულება. მოკლედ, ასეთი ყველასათვის ნაცნობი და ბუნებრივი პრინციპია - როდესაც ასრულებ გარკვეულ როლს ან ასრულებ განსაზღვრულ მოქმედებას, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება შენს სტატუსზე და სიცოცხლის (’სიკვდილისგან იმუნიტეტის’) უფლებაზე. მაგ. არის ასეთი საკითხი, რომელიც მგონი აქაც ვახსენე, ოღონდ სხვა ვარიანტში.
მაგ. იმსახურებს თუ არა სასიკვდილო განაჩენს ბინის ქურდი, რომელიც მხოლოდ გასაქურდად შეიპარა სახლში, მაგრამ დარაჯი შემოაკვდა, როდესაც ამ უკანასკნელმა გაქცევის მცდელობისთანავე ტყვიები დაუშინა მას. ზოგი ამბობს, რომ არ იმსახურებს, რადგან, მართალია ქურდი კანონისდამრღვევია, მაგრამ მას არ დაუკარგავს უფლება, საკუთარი სისოცხლე დაიცვას გამოუვალ მდგომარეობაში. სხვა ამბობს, რომ როდესაც თუნდაც სხვის მხოლოდ და მხოლოდ ქონებას იპარავ და სიკვდილი-სიცოცხლის პრობლემას პირდაპირ არ ეხები, იმ წუთიდან, როდესაც დარაჯს აიძულებ, საკუთარი მოვალეობა აუცილებლად შეასრულოს, არ კარგავ სიცოცხლის უფლებას (არ დგას შენი მოკვლის პირდაპირი აუცილებლობა), მაგრამ სამაგიეროდ კარგავ უფლებას, თავი დაიცვა გარდაუვალი სიკვდილის დროს
სხვისი სიცოცხლის ხელყოფის ფასად. შესაბამისად, სასიკვდილო განაჩენს იმსახურებ (’ძალადობის ჯაჭვი შენი აგორებულია, შესაბამისად, შენ იმსახურებდი სიკვდილის და არა ის’ - ამ პრინციპით).
ომში რა ხდება (ცოტა განსხვავებული სიტუაციაა) - როგორც კი ჩაიცვამ ფორმას, შენ ხდები ლეგიტიმური სამიზნე. არ აქვს მნივნელობა, რომელი მებრძოლი მხარის პოზიციაა სამართლიანი და რომლის - არა, რომელია აგრესორი და რომელი - თავს იცავს - ორივე ბანაკის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალა უფლებრივად თანასწორია (თუ უკანონო მებრძოლი არა არის, ან/და არასრულწლოვან მებრძოლებთან არ გვაქვს საქმე, ეს სხვა შემთხვევაა). ანუ ფაშისტი და პარტიზანი ჯარისკაციც თავისთავად თანასწორია ომის კანონებით, სხვა ამბავია ლიდერების პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა (რომელიც მერე კარგად ჩამოყალიბდა და ომის კანონებთან შესაბამისობაში მოვიდა (war crimes)
ნელ-ნელა დავუბრუნდები უოლცერს

აქაც იგივე(?) პრინციპი მოქმედებდა: (ამერიკელების თვალში) იაპონიამ კონკრეტული ნაბიჯით შელახა საკუთარი უფლება და იმუნიტეტი, არ დაბომბილიყო

ანუ არა იმიტომ, რომ მტრული ალიანსის წევრია (ეს გამართლება ვერ იქნება), არამედ იმიტომ, რომ პერლ-ჰარბორი დაბომბა თავად.
აქ შევჩერდები. ლეგიტიმურია ასეთი განამართლება? შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ მე პრინციპში მეორე სასწორზე დადებული არგუმენტები არ დამისრულებია - კი ბატონო, პერლ-ჰარბორი შეიძლება არ იყოს ჰიროსიმა-ნაგასაკის ’სრულყოფილი საპირწონე’, შეიძლება ამით იაპონიამ მხოლოდ ნაწილობრივ ჩაიგდო თავი წამგებიან პოზიციაში, დაბომბილიყო (’დაემსახურებინა დაბომბვა), მართლად და მართლაც - სად პერლ-ჰარბორი, სადაც მსხვერპლის უმრავლესობა მაინც სამხედრო იყო და სად იაპონური ქალაქები მშვიდობიანი მოსახლეობა. მაგრამ ამერიკელები უფრო დიდ არგუმენტს უპირისპირებენ - არდაბომბვის შემთხვევაში მოსალოდნელი და ხანგრძივი ომის სიმძიმის (ორივე მხარისთვის) თავიდან არიდების პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირებული მოსაზრებები უკვე იმდენად არათანაბარ მდგომარეობაში აღარაა. მართლაც, დავუკვირდეთ - თუ
გგონია, რომ მტერი მზადაა, კიდევ შეუპოვრად იბრძოლოს, მაშინ ისიც უნდა გაიხსენო, რომ შენს წინ დასაბომბი იაპონელი მოსახლეობას მიმატებული დრეზდენის დაბომბვის მსხვერპლი და კიდევ რამოდენიმე ტრაგედია ერთად აღებული - ვერც კი მივა ახლოს ლენინგრადის ალყის (გაწელილი ომი!) სიმძიმეებთან და მსხვერპლის რაოდენობასთან...
მერე უკვე თავად უოლცერის მოსაზრებაზე დავწერ.
This post has been edited by ლიშთოთა on 15 Feb 2008, 00:41