
მეხუთე ბიბლიური აღმოჩენა გახლავთ ''ბარუხის ბულები''. ასე ეწოდება იმ ბეჭდებს,
რომელსაც უკანასკნელი საუკუნენახევრის განმავლობაში პოულობდნენ ისრაელში. შემდეგ ისინი ანტიკვარიატით მოვაჭრეთა ხელში ხვდებოდა. ბეჭდები თიხისაა და მშვენივრად შემოინახა ნესტიან მიწაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბიბლიურ ისრაელში
საწერი მასალა გახლდათ პაპირუსი. ოფიციალურ დოკუმენტს დაახვევდნენ და სწორედ
''ბარუხის ბულით'' ბეჭდავდნენ. საბუთები ინახებოდა ტაძარში ანდა არქივში. დასმული
ბეჭედი საბუთის მოქმედი ვადის გარანტია გახლდათ. ბულების გადარჩენის მიზეზი
ხანზარია, რომელიც სავარუდოდ გაუჩნდა იმ ნაგებობას, სადაც ისინი ინახებოდა.
ხანძარმა ნაგებობა დაანგრია, მაგრამ თიხის ბეჭდები გამოიწვა, რამაც უფრო მყარი გახადა.
ბეჭედზე იკითხება სახელი სერაია ბენ ნირი, რომელიც მსახურობდა სედეკიას
სასამართლოში. ის აცილებდა მეფეს ბაბილონში და თან მიჰქონდა იერემიას წინასწარმეტყველება, რომელიც ბაბილონის საბოლოოდ ნგრევისა და განადგურებისას
ხმამაღლა უნდა წაეკითხა ქალაქში შესვლისას. ამის შემდეგ ის ევფრატში უნდა გადაეგდო.
სერაია ბენ ნირი გახლდათ ზმა ბარუხ ბენ ნირისა, რომელიც იწერდა იერემიას წინისწარმეტყველებებს მისივე კარნახით. ''ბარუხის ბულები'' ინახება ისრაელის
მუზეუმში.


შემდეგი არქეოლოგიური აღმოჩნა გახლავთ ''კაიაფას ძვალთშესალაგი''.
სატვირთო მანქანამ შემთხვევით გადაუარა სამარხს და ჩაანგრია მისი სახურავი(1998 წ.). ამ ადგილზე აღმოჩნდა აკლდამა და პირველი მოძღვრის ძვლები, რომელიც განეკუთვნება იესოს დროინდელ ხანას. სიონის მთის ფერდობზე მდებარეობს დიდი სასაფლაო. მე-2
ტაძრის დროიდან(ჩვ.წ-მდე 1ს.ჩვ. წ-ით 1ს.) სამარხი გახლავთ ქვა სეიფი, რომელსაც
იყენებდნენ მეორადი დაკრძალვისას. თავიდან გვამი დადეს სამარხ ნიშაში. გახრწნის
შემდეგ ძვლები შეკრიბეს და მოათავსეს სამარხში. სამარხს აწერია-იოსები კაიაფას
შვილი.

მეშვიდე გახლავთ პილატეს წარწერა.
როგორც ვიცით პილატე გახლდათ იუდეის მეხუთე გუბერნატორი გამოგზავნილი
რომიდან. სწორედ მის დროს გააკრეს იესო ჯვარზე. იოსებ ფლავიუსი, ფილონი
და ტაციტუსი ახსენებენ პილატეს, მაგრამ მისი დამადასტურებელი მტკიცებულებების
აღმოჩენა მოხდა კესარიაში 1961 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს. ნაპოვნია
ქვა, რომელზედაც ამოკვეთილია პილატეს სახელი. ქვა მეორედ გამოიყენეს თეატრის მშენებლობისას კესარიაში. ახალი მიზნით გამოყენების გამო ქვაზე წარწერების ნაწილი
წაშლილია. წარწერა არამარტო პილატეს , როგორც ისტორიულად არსებულ პიროვნებას,
ადასტურებს, არამედ დგინდება პილატეს ტიტულიც-გუბერნატორი. ქვა ინახება
ისრაელის მუზუმში-იერუსალიმი.


ექრონის წარწერა
1993 წელს გათხრების დროს არქეოლოგმა სეიმერ გითინმა ტელ-მინში(ისრაელი)
აღმოაჩინა წარწერა. ტელ-მინი იყო ფილისტიმელთა ერთ-ერთი მთავარი ქალაქი
პენტაპოლისში-ბიბლიური ექრონი. კირქვის სამეფო ფილაზე ამოკვეთილი იყო
ხუთი მმართველის სახელი. ორი მათგანი ბიბლიაშია ნახსენები. წარწერა აღმოჩნდა
ბაბილონის დაპყრობის (628წ)პერიოდის ფენის სატაძრო კომპლექსის გაწმენდისას.
წარწერაში ნათქვამია, რომ ტაძარი აგებულია იქაუსუს-ანხუსა და მისი შვილის პადის
მიერ. ასირიული წარწერებიდან ირკვევა, რომ ისინი იყვნენ ექრონის მეფეები.
სინაქერიბის ჟამთააღმწერელი ახსენებს პადის ასირიელთა საომარი კამპანიას,
რომელსაც ადგილი ჰქონდა 701 წელს ჩვ.წ-მდ ე. იქაუსუ იყო იმ
თორმეტ რეგიონალურ მეფეთა შორის, რომელსაც გადაჰქონდა საამშენებლო მასალა
ნინევიაში ასარქადონის სასახლის ასაგებად(680-669წ.ჩვწ-მდე) ასევე იმ მეფეთა სიაში,
რომლებიც ეხმარებოდნენ აშურბანიფალს ეგვიპტის წინააღმდეგ ლაშქრობაში. ამ
წარწერიდან ირკვევა, რომ ფილისტიმელები წარმოშობით იყვნენ კაფტორიდან=კრეტა,
რაც ემთხვევა ბიბლიურ ტრადიციას .

ებალის მთის სამსხვერპლო-საკურთხეველი.
მისი აღმოჩენა ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი და სადავოდ მიაჩნიათ . მიუხედავად ამისა, ისრეალელი არქეოლოგი ადამ ზერტალი, რომელიც
1980 წელს წააწყდა ნანგრევებს არქეოლოგიური კვლევის დროს მანასინის რეგიონში,
საკუთარ თვალსაზრისს არ ცვლის და მას იცავს.ებალის მთაზე წარმოსთქვა იესუ ნავინმა თავისი წყევლა იერიქონის აღმდგენელზე, რომელიც ხარიზიმის მთის
საპირისპიროა და დალოცვის მნიშვნელობის მატარებელი. ზერტალმა გადაწყვიტა
ამ ადგილების გათხრა, სადაც აღმოჩნდა დიდი რაოდენობით თიხის ჭურჭელი,
რომელიც განეკუთვნება რკინის ხანას. გათხრები დაიწყო 1982 წელს და ექვსი სეზონი
მიმდინარეობდა. გათხრების დროს აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ცხოველთა ძვლები,
რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აქ უნდა ყოფილიყო საკულტო მსხვერპლშეწირვის
ადგილი. ზერტალი დარწმუნებულია, რო ამ ადგილზე იესუამ შეასრულა მოსეს
დავალება აეგო საკურთხეველი იაჰვესთვის.


მეათე აღმოჩენა უკავშირდება უგარითს
გამოთქმული თვალსაზრით რას შარმას ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო ცნობილი
ქ.უგარითი. აქამდე ცნობილი იყო ამ ქალაქის სახელწოდება და არა ადგილმდებარეობა.
ურბანიზაციის გამო გათხრები ახლაც მიმდინარეობს. ამარნას ხელნაწერებზე
დაყრდნობით,რომელიც წარმოადგენს იმდროინდელი ეგვიპტის პილიტიკურ კორესპოდენციას, პირველად მარიმ 1928 წელს აღმოაჩინა ქალაქი უგარითის ნაშთი.
არქიტექტურისა და არტეფაქტების გარდა უგარითში აღმოჩნდა ათასობით თიხის
ფილა სხვადასხვა ენაზე შესრულებული წარწერებით. დიდი ინტერესი გამოიწვია
იმ დოკუმენტების შინაარსმა, რომელიც ფილებზე იყო დაფიქსირებული. ისინი
ძირითადად ადმინისტრაციულ-ეკონომიკურ ხასიათს ატარებდა. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს საშუალება მისცა უფრო ახლოს გასცნობადნენ ქანაანელთა ყოფა-ცხოვრებას
და მათ რელიგიურ წარმოდგენებს.

