
ვისაუბრებ არქეოლოგიურ აღმოჩენაზე, რომელიც სიახლე არ გახლავთ, მაგრამ
უმეტესობისთვის შესაძლოა ის უცნობია. ამიტომ საინტერესო იქნება დავდოთ
მასალა.
საქმე ეხება იმპერატორ კალიგულას ორ ხომალდს, რომელიც გადმოცემით ნემის
ტბაზე დაცურავდა(ნემის ტბა რომიდან 30 კმ-შია). კალიგულა, რომ ახირებული
პიროვნება გახლდათ, ყველასთვის ცნობილია. უზარმაზარი ხომალდების აგებაც მის
ერთ-ერთ ახირებად უნდა მივიჩნიოთ. კალიგულას განუზომლად უყვარდა დროსტარება
და ფუფუნება. ხომალდებიც სწორედ მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა.
საუკუნეების განმავლობაში არსებობდა გადმოცემა ორი ზღაპრული ხომალდის შესახებ.
ფიქრობდნენ, რომ მისი ზომები და ექსტრავაგანტურობა მეტისმეტად გადამეტებული
უნდა ყოფილიყო. ცნობილი იყო, რომ ხომალდები ტბაში იყო ჩაძირული. მაგრამ ჩაძირვის მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით კალიგულამ თავად ჩაძირა ისინი მორიგი ორგიის დროს. მუსოლინიმ გადაწყვიტა ამ გადმოცემის შემოწმება. მისი ინიციატივით ტბა დააშრეს. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა.
ფსკერზე მართლაც აღმოაჩინეს ლამში ჩაფლული ხომალდების ჩონჩხი.
ხომალდების დაცვის მიზნით მათ ირგვლივ აიგო მუზეუმი.
საუბედუროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს მუზეუმი დაიბომბა და
და მხოლოდ მცირეოდენი ექსპონატები გადარჩა.
ხომალდები ზღვაზე მოცურავე სასახლეებს წარმოადგენდა. ისინი მოპირკეთებული იყო
მარმარილოს მოზაიკური იატაკითა და დამშვენებული იყო სპილოს ძვლის
ინკრუსტაციით.ხომალდები ითვლება ტექნოლოგიის უმაღლეს მიღწევად. ერთი ხომალდი ქალღმერთ დიანასადმი მიძღვნილი ტაძარი გახლდათ. ამ აღმოჩენამ
მეცნიერები დაარწმუნა იმაში, რომ რომაელებს შეეძლო და აგებდნენ დიდ ხომალდებს,
რაშიც ადრე ეჭვი ეპარებოდათ. ორივე ხომალდი იმართებოდა ტუმბოების დახმარებით.
ტყვიის მილებით მიეწოდებოდა ცხელი და ცივი წყალი. ცხელი წყლით
მარაგდებოდა სააბაზანოები, ცივი წყლით შადრევნები, მას ასევე დასალევად იყენებდნენ. ეს ტექნოლოგია მოგვიანებით დაიკარგა, რომლის აღდგენა მხოლოდ
შუასაუკუნეებში მოხერხდა.

მდიდარი რომაელებისთვის ნემის ტბა დასასვენებლი ადგილი იყო იქაური სუფთა
ჰაერის, წყლისა და სიცხეში შენარჩუნებული სიგრილის გამო. ტბაზე საკუთარი
მიკროკლიმატია შენარჩუნებული და დაცულია ქარისგან. მუზეუმი დაიწვა, მაგრამ
შემორჩენილია ფოტოსურათები და ექსპონატების მცირე ნაწილი.


სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა ხომალდი