RexxaRჰო, მართლა აია და კოლხეთი არ არსებობდა და ჩვენ მოვიგონეთ თურმე. თქვენ ზღაპრებს კიდევ ახალი ზღაპარი რომ მიემატა, იმას არ გაეცანი?
თურმე მესის, დედის მხრიდან, "ბაბუშკა და დედ" სომეხი ჰყოლია. როგორ გამახარეთ ამ ზღაპრით. ახალი გასართობი გამიჩინეთ და ეგაა.
გამახსენდა კიდევ, მოკითხვა რონალდინიოს "არმენ" ბიცოლას, რომელიც თურმე ტოლმის მომზადებით ანებივრებს ცნობილ ფეხბურთელს.
https://footballnews.ge/index.php?newsid=12980ასეთი ტევადი ტექსტის ასაკრეფად დრო შენს გამო არ დავხარჯდი, ვინაიდან ამად არ ღირხარ. ვწერ მათთვის, ვისაც მართლა აინტერესებს
ამ ქვეყნის ისტორიული წარსული, რომ შენისთანა არმენოცენტრისტმა, რომელიც ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმულ დიდ არმენიაზე ოცნებობს, არ დააბნიოს.
ჭკუის დამრიგებელს გადაეცი, "კოლოფო": ვიღაცის სამაგისტრო თემა ჩემთვის არ გახლავს ამოსავალი წერტილი. და კიდევ, უღირსზე არაფერს დაწერდნენ ბერძნები.
კოლხეთში ისინი ძლიერ საპირისპირო ძალას ხედავდნენ, ამადაც გვესტუმრნენ აქ გასაქურდად. "ქვეყნად ვერავინ გაუტოლდება ძლევამოსილი კოლხეთის მეფეს." (აპოლონიოს როდოსელი)
"ეტყობა, მართლაც ძლიერი ქვეყანა ყოფილა კოლხეთის სამეფო, რომ მან საბერძნეთის რჩეულ გმირთა, ღმერთების უშუალო მონათესავე გმირთა, ლაშქარი საგონებელში ჩააგდო;
თვით ოლიმპიელ ჰერასა და აფროდიტეს მოთათბირება მოუხდათ – როგორ დახმარებოდნენ ლაშქარს "ოქროს საწმისის" გატაცებაში". (აკაკი გელოვანი)
თურმე მხოლოდ მე-8 საუკუნეში უხსენებია კოლხეთი სარდურს და მანამდე არ არსებობდა. თქვენი მოდგმა ყველაფერს როგორც თავად სურს ისე რომ ჭრის და კერავს
მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი განადიდოს და დაამტკიცოს, რომ აგერ თქვენ ჩვენზე ადრე კი არ არსებობდით, დაახლოებით ჩვენთან ერთად გაჩნდით ისტორიის
ასპარეზზე. სამეფო რომელიც ახერხებს მეორის ანუ დიაოხის დამარცხებას, იმას ნიშნავს რომ მასზე ძლიერია, ძლიერება კი უცბად არ მოდის, ამას დრო სჭირდება.
მეორეც, სახელწოდება კოლხეთი უფრო მოგვიანებით გაჩნდა, მანამდე მას აია ერქვა. მითი არგონავტებზე მანადე არსებობდა, ვიდრე სახელწოდება კოლხეთი.
ანტიკური მწერლები თვლიდნენ, რომ მზის ღმერთი ჰელიოსის სასახლე მდებარეობდა აიეტის ქვეყანაში, ვინაიდან აიეტი ჰელიოსის შვილი იყო. აია რომ იგივე
კოლხეთია, ამაზე ჰეროდოტე მიანიშნებს: ""გრძელი ხომალდით მოსცურავს აია-კოლხიდაში, მდინარე ფასისთან", "ესენი (არგონავტები) მიცურავდნენ აიაში,
კოლხიდაში, საწმისისთვის". "მოვიდა ეს კიტისოროსი აია-კოლხიდიდან და გაათავისუფლა იგი." (ჰეროდოტე, 1975, გვ. 472-473).რაც იმას ნიშნავს, რომ არგონავტების
მითის შექმნის დროს კოლხეთს "აია" ერქვა. ამიტომ აპოლონ როდოსელი წერს: "კოლხეთი-აია ხომ კიდეშია, სადაც თავდება ზღვა და ხმელეთი".
ყირიმის ნახევარკუნძულზე ახლაც არის კონცხი აიას სახელწოდებით, ვინაიდან მითის მიხედვით, ამ მხარეში, ტავრიდაში
მეფობდა აიეტის ძმა პერსე და ეს სახელწოდება სწორედ აიას სამეფოსთანაა დაკავშირებული.
"Почему Колхида – Айя? В мифах об исчезающем и возвращающемся боге плодородия Телепину, имеется некое «Мировое дерево» именуемое «Eia».
На него вешается жертвенная шкура-руно барана или овцы. К слову основное греческое название «руно» тоже является заимствованием из картвельского.
В микенских текстах руно kowo = греч. Koas(у Гомера), при картвельском t'q'aw- t'q'ow – шкура. Совпадение наименования страны колхов Айя и священного
дерева Eia, не случайно. Культовый центр и местность в Греции носит название Эолида (Aiolis), а эолийцы (aioleic) – жители страны Айя. И не этимологизуется
из греческого".-ახლა თუ მიხვდები ეს რას ნიშნავს, შეაწუხე გონება!
მიკენი ჩვ.წ. აღ-მდე XVI-XI ს-ში არსებობდა და ის ძველ პელაზგურ ცივილიზაციაზე იყო დამყნობილი. ბერძნებმა შენ ჩაგაბარეს ანგარიში
როდის მოაღწიას აქამდე. ბერძნები, როგორც მომთაბარეები, მოგზაურობის მოყვარულნი იყვნენ და ამიტომ შენ არ გკითხავდნენ
სად იმოგზაურებდნენ. შენ ეტყობა გგონია, რომ იმ დროინდელ ბერძნებს თანამედროვე რუკები ედოთ წინ და როგორი იყო დედამიწა და მისი გეოგრაფია სულ ზეპირად იცოდნენ.
ტიგლათფალასარ I წარწერების ანალიზისას მელიქიშვილმა თავისი დასკვნა შემოგვთავაზა: "ძვ.წ. XIII–XII სს. შავიზღვიპირეთის ტომთა შესახებ. ვეცნობით ამ მხარის ტომთა
დიდ გაერთიანებებს, მათ ბრძოლებს სამხრეთის დიდი სახელმწიფოების ლაშქართან და სხვ. ჩვენ თვალწინ იშლება აგრეთვე სურათი მჭიდრო კავშირისა, რომელიც ამ გაერთიანებას
ჰქონდა უფრო სამხრეთით არსებულ “ნაირის ქვეყნების” გაერთიანებასთან და ა.შ. ძვ.წ. XIII-XII სს. ასურულ წყაროებში ფიქსირებული შავიზღვისპირეთის ტომთა კავშირები
ლეგენდარული კოლხეთის მოსახლეობის გაერთიანებად უნდა მივიჩნიოთ. ამიტომაც ჩვენს ყურადღებას იქცევს ტიგლათფილესერის ერთ ერთი წარწერა, ნაპოვნი სოფ.
იუნჯალუსთან (მალაზგირთის მახლობლად), რომელშიც ასურეთის მეფე თავის თავს ეძახის “ნაირის ქვეყნების დამპყრობელს თუმედან ვიდრე დაიაენიმდე, (აგრეთვე)
კილხის ქვეყნის დამპყრობელს ვიდრე დიდ ზღვამდე”508. აქ “კილხი”–ს, ე.ი., როგორც ვფიქრობთ, კოლხის // კოლხეთის სახელით იხსენიება. ამრიგად, ჩვენ საშუალება
გვეძლევა ვილაპარაკოთ კოლხური გაერთიანების ბრძოლებზე ძვ.წ. XII-XI სს."
ჰომეროსის "ოდისეა" იმასაც და შენ ეტყობა სულ გადაბულბულებული გაქვთ და მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ აქ გაგვაცნოთ თქვენი გონების ნაჟური. სამ ადგილზე ნახსენები --ჰომეროსი, ოდისეა სიმღერა X, XI, XII.
"როს ოკეანის მდინარებას გასცდა ხომალდი,
აიაიასთან მიგვაბრუნეს ტალღებმა ზღვისა,
სად ცისკრის მაცნე ეოსს ბინა აქვს და სად არის
აღმოსავალი, საცეკვაო ჰელიოსისა."
ვისთანაც ოდისევსი მივიდა, ნეტაი ვინ იყო ის ქალბატონი?-აიეტის და . იმ მცენარეს რა ჰქვია, რომლის დახმარებით ოდისევსი თავს დაახწევს კირკეს?-მოლი.
ამ სიტყვის ეტიმოლოგია მხოლოდ ქართველურით იხსნება, "ჭკვიანო". ჰომეროსი კუნძულ აიაიას აღმოსავლეთში ათავსებს, სხვა ავტორები კი – დასავლეთში.
ისინი კირკეს კუნძულს ტირსენიელების (ეტრუსკთა) მიწას უკავშირებენ, სადაც ჰელიოსმა თავისი ასული კოლხეთიდან გადაიყვანა (აიაია). აქედან გამომდინარე
არსებობს მოსაზრება კოლხი კირკეს ეტრურიასთან კავშირის თაობაზე, რაც მეცნიერებს ეტრუსკულ-ქართველური ურთიერთობების კვლევის საფუძველს აძლევს.
არგონავტიკას მარტო როდოსელი კი არ შეეხო, ეს თემა კარგად იყო დამუშავებული ბერძნულ მწერლობაში. ჰესიოდეს "თეოგონიაში" მოხსენიებულია ჰელიოსისა და
პერსეისის შვილები – კოლხთა მეფე აიეტი და კირკე, "მოკვდავთ-მანათობელი" ჰელიოსის ძის აიეტის და იდიიას ასული— მედეა, რომელიც ელადაში იაზონმა
გაიტაცა უმძიმეს დავალებათა შესრულების შემდეგ. დასახელებულია იაზონისა და მედეას ვაჟი მედიოსი, არგონავტთა ლაშქრობის საწყისი პუნქტი იოლკოსი და მდინარეები -ფაზისი და რესოსი.
ეს კიდევ იმ ავტორთა სიაა ვინც არგონავტების მითის საფუძველზე შექმნა ნაწარმოებები: ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, ეპიმენიდე, პინდარე, არისტოფანე, ჰეროდორე, ვირგილიუსი..
ახლა რაც შეეხება არქეოლოგიას, როგორ ფიქრობ, ასეთი ნაკეთობის ქვეყანაში, რომელიც ძვ. წ აღ-ის მე-3 არასწლეულით თარიღდება, კოლხეთის
სამეფოს არსებობა შეუძლებელია და საოცრება უნდა იყოს?

შლიმანის მიერ ჩატარებული გათხრების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები კიდევ რამოდენიმეჯერ ჩატარდა. მე-20 საუკუნის მეორე
ნახევარში გათხრების წარმოება გადაწყვიტა გერმანელმა არქეოლოგმა, პროფესორმა მანფრედ კორფანმა. ბოლო დროის აღმოჩენების საფუძველზე, ის დარწმუნებულ
იყო, რომ ეგეოსის ზღვისა და კავკასიის მოსახლეობას შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა. ''ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ძვ.წ. აღ.-ის მე-2 ათასწლეულში
ტროას კონტაქტები ჰქონდა შავი ზღვის სანაპიროს რეგიონთან''-ამბობს კორფმანი. მისი აზრით, საჭიროა სპეციალისტებმა მეტი ყურადღება დაუთმონ შავი ზღვის
სანაპიროზე მიმდინარე მოვლენებს". ის დარწმუნებული იყო, რომ პირველად ბრინჯაო, სპილენძი, კალა აქ გამოადნეს და შესაძლებლად მიაჩნდა ცნობილი ''ტროას ოქრო'',
რომელიც შლიმანმა აღმოაჩინა,სწორედ აქ იყო დამზადებული. ასეთი აზრი მეცნიერს იმანაც განუმტკიცა, რომ ტროას ტერიტორიაზე ახალი მონაპოვარი, რომელიც
ადრეულ ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება (უპირველეს ყოვლისა, კალა და ოქრო) კავკასიური წარმოშობისაა, რაც ამტკიცებს რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. 2500-2200 წელს,
ამ ორ რეგიონს შორის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობა.
პ.ს. ბ დნმ-თან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ოქსფორდის უნივესიტეტის პროფესორს ბრაიენ საიქსს.
მან გამოიკვლია სწორედ ავსტრიის მთებში ნაპოვნი გაყინული ადამიანის მუმია. ის იკვლევს მიტოხონდრიაულურ
დნმ-ს და აქვს ძალიან საინტერესო დასკვნები. ამას წაკითხვა უნდა და არა დაუსაბუთებელი მსჯელობა სურვილისამებრ.
მისი დაკსვნებიდან გამომდინარე და ადრეული ლინგვისტური დასკვნები ძალიან ახლოს გდას ერთმანეთთან.
Существует компромиссная гипотеза, согласно которой пикты говорили на двух языках: один был кельтским и принадлежал к бриттской
подгруппе, а другой вовсе не относился к индоевропейским. Юлий Цезарь считал пиктов потомками иберов пиктские языки,
а про то, что носители гаплогруппы R1b1b2 пришли в Европу 4800-4500 лет назад,
и принесли с собой доиндоевропейские, агглютинативные языки- აგლუტინაციურია ქართველური, ინდოევროპული ენები
კი ფლექსიური ენებია. კელტური ენა ეკუთვნის ინდოევროპულ შტოს. დანარჩენს სურვილის შემთხვევაში (ვისაც აინტერესებს) გაარკვევთ.
This post has been edited by Phobos on 18 Oct 2020, 18:14