#62186340 · 22 Jul 2025, 16:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დავრწმუნდი ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს არის განათლება , ტიკტოკზე არის ახლად ამობრწყინებული ვარსკვლავი ნიკით, ვინმე naran_hangai ათაითასობით ნახვით, 10 თემიდან 7-ს ეხება ქართულ-სომხურ, სომხურ-აზერულ თემებს, გადასწვდა ყველაფერს და თითოეულ თემას რამოდენიმე ვიდეოს უძღვნის, ბაგრატიონებს, დამწერლობას, მესროპ მაშტოცს, ფარნავაზს, ტაო-კლარჯეთის სამეფოს, სარაჯიშვილს ნუ მოკლედ ყველაფერს, ქვემოთ უნდა ნახოთ კომენტარები გავეშებული ბრბოსი, როგორც ქართველების ასევე სომხების, ჩვენგან თითქმის ვერცერთი გამართულ, ჩამოყალიბებულ , არგუმენტირებულ პასუხს ვერ აფიქსირებს, ელემანტარულ პოლემიკაში ვერ შედიან და ზღაპრებით სულდგმულობენ, ძალიან ცუდი სანახავია და ამ განათლების ფონზე, ჩვენი ზოგადად საზოგადოების მომავალიც ძაან ბუნდოვანია, გამოქვაბულში ვართ და იქიდან ქვებს ვისვრით, უარესი ისაა, რომ გამოსვლაც არ გვინდა, დაძაბუნებულია ერი.
--------------------
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.
|