ჰოლოკოსტის ისტორია
(ბერძნული სიტყვა ὁλόκαυστον (holókauston): holos, "სრულიად" and kaustos, "დაწვა, განადგურება"),
1938 - 1945. შედეგი: განადგურებულია 6.000.000 (ექვსი მილიონი) ადამიანი, მეტწილად ებრაელები. ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით უბრალო ფაქტით - ებრაული მაღაზიების ბოიკოტით და დამთავრდა გაზის კამერებით აუშვიცში , მოქმედებები ადოლფ ჰიტლერისა და მისი ნაცისტური მიმდევრებისა, მცდელობით გაენადგურებინა მთელი ევროპის ებრაული მოსახლეობა. 
1933 წლის იანვარში, 10 წლის გამალებული ბრძოლის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა ჩაიგდო გერმანიის ხელისუფლება ხელში. მთელი წინა სახელსუფლებო ბრძოლისა და ბატალიების განმავლობაში იგი დაჟინებულად ამტკიცებდა რომ, ებრაელები იყვნენ მთავარი დამნაშავეები გერმანიის დამარცხებისა პირველ მსოფლიო ომში რამაც ქვეყანა ეკონომიკური კრახის წინაშე დააყენა. ასევე, ჰიტლერი იყო რომელმაც რასისტულ თეორიებს დიდი გაქანება მისცა. კერძოდ, გერმანული ერის გამორჩეულობის შესახებ რომელთა დამახასიათებელი თვისებები იყო ღია ფერის კანი, ქერა თმა, ლურჯი თვალები , რაც საბოლოოდ უმაღლეს რასად აღიქმებოდა. ჰიტლერის მტკიცებით, ებრაელები სრულიად საწინააღმდეგო რასას წარმოადგენდნენ. იმ პერიოდში ებრაელები მთელი გერმანიის 55 მილიონი მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენდნენ. უმეტესობა გერმანელი ებრაელობისა იყო კოსმოპოლიტური ბუნების და ამაყად თვლიდნენ რომ ისინი იყვნენ ეროვნებით გერმანელები ხოლო ებრაელები მხოლოდ რელიგიით . ისინი გერმანიაში საუკუნეების განმავლობაში მკვიდრდებოდნენ, მამაცად იბრძოდნენ სხვადასხვა ომებში თავიანთი სამშობლოს გერმანიის სახელით, ასევე, მრავალი ცნობილი პროფესორი ჰყავდად ებრაელებს გერმანიაში.
<ებრაელები ჩამოდიან საბარგო მატარებელიდან სიკვდილის ბანაკში, მათ ვერც კი წარმოუდგენიათ რა ელით წინ>[URL=http://imageshack.us]

მაგრამ, თანდათანობით ებრაელები გაცხრილულ იქნენ გერმანული საზოგადოებისაგან ნაცების მიერ შემოღებული სხვადასხვა კანონებით. ამან ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია 1935 წელს როდესაც ნაცისტებმა დაიწყეს მოქალაქეობის ჩამორთმევა ებრაელებისთვის, გაძევება სკოლიდან , პროფესორის ხარისხის ჩამორთმევა, სამხედრო სამსახურიდან გარიცხვა, ასევე ებრაელებს ეკრძალებოდათ პარკში სკამზე არა ებრაელის გვერდზე დაჯდომა. ყველა ეს კანონი ოფიციალურად ხორციელდებოდა და მოქმედებდა.
ამავე დროს, ძალიან შეფარული პროპაგანდა მიმდინარეობდა მაშინდელი პროპაგანდის მინისტრისგან იოზეფ გებელსისგან რომ ებრაელები მთელი გერმანელი ხალხის მტრები იყვნენ. იმავე პერიოდში უფრო და უფრო მომრავლდა ყოველდღიური ანტი-სემიტური ზიზღი და ღვარძლი ნაცისტურ გაზეთებში და სკოლებში. შედეგად, ანტი-სემიტიზმის ქადაგება სრულიად ლეგალიზებული იქნა და გახდა ნორმა მთელს გერმანიაში. ებრაელები კარგავდნენ ყველაფერს, სახლს, სამსახურს , არავითარი პროტესტის გამოხატვა არ ფიქსირდებოდა არა ებრაელების მიმართ ამ შემთხვევებთან დაკავშირებით. იქამდეც კი მივიდა საქმე რომ ნაცისტების პროპაგანდისტულ ფილმში " სამუდამო ებრაელი" ისინი შედარებული არიან ინფექციის მატარებელ ვირთხებთან.
<აი, ასეთ მდგომარეობამდე მიყავდა ხალხი ნაცისტურ რეჟიმს>

1938 წლის მარტის თვეში, ჰიტლერმა გააფართოვა ნაცისტური რეიხის საზღვრები ავსტრიის ანექსიით, უკანონო დაპყრობით. ავსტიელმა ებრაელებსაც იგივე ბედი გაიზიარეს რაც გერმანელმა ებრაელებმა, დაკარგეს ყველაფერი , პატივი, ღირსება, ისინი ნაცისტების ძალდატანებით ახორციელედნენ საზოგადოებრივ აქტს - ხეხავდნენ და წმინდავდნენ სავალ გზებს რითიც უფრო ახელებდნენ და შთაგონებას უმატებდნენ ნაცისტების მომხრეებს, ეს ფაქტი ნაცისტებს ძალიან ამხიარულებდა და დაცინვას არ იშურებდნენ ამ მდგომარეობაში მყოფი ებრაელების მიმართ.
მაგრამ, საბოლოოდ გერმანელების მიერ ებრაელების აშკარა და დაუნდობელი დაჩაგრვა დაიწყო ერთი ფაქტის შემდეგ, ფაქტისა რომელიც დასაწყისად იქცა ჰოლოკოსტისა. 1938 წლის 9/10 ნოემბერს, 17 წლის ებრაელმა მოზარდმა ჰერშენ გრისპანმა სამაგიეროს გადახდის მიზნით ტყვიით განგმირა ერნეს ვომ რატი, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი პარიზში.მოზარდს საფუძვლად ედო მისი ებრაელი მშობლების უხეშად მობყრობა ნაცისტების მიერ, ამ მოვლენას უწოდებენ Kristallnacht -ს.
<ასეთ პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება და ძილი>

ამ ფაქტისაგან დიდი სტიმული მიიღო გებელსმა , სწორედ ვომ რატის სიკვდილი იქცა დიდ საბაბად პირველი ებრაული წმენდის ჩასატარებლად გერმანიაში. 90 ებრაელი დახოცეს, 500 სინაგოგა დაარბიეს და დაწვეს, უმეტესი ებრაული მაღაზიების ფანჯრები ქვებით ჩალეწეს. ასევე, პირველი მასობრივი ებრაელების დაპატიმრება განხორციელდა ამ პერიოდში როდესაც, 25 000 ებრაელი დააკავეს და ჩაამწყვდიეს საკონცენტრაციო ბანაკში. როგორც ცინიკური დაცინვა ებრაელების მიმართ, ნაცისტებმა ამ არეულობისთვის ებრაელები დააჯარიმეს და დააკისრეს 1 მილიარდი რეიხსმარკს გადახდა.
ამ მოვლენების შედეგად ბევრმა გერმანელმა და ავსტრიელმა ებრაელებმა დიდი სურველი გამოთქვეს როგორმე ხელიდან დასხლტენოდნენ ნაცისტების რეჟიმს. მაგრამ, უმეტესი დასავლეთის ქვეყნები ინარჩუნებდნენ მკაცრ სავიზო რეჟიმს და დიდ სურვილსაც არ გამოთქვემდნენ მიეღოთ ებრაელი ლტოლვილები. მაგალითისთვის შეიძლება იმ ფაქტის მოყვანა როდესა 930 ადამიანი მყოფი გემზე, უკან გამოაბრუეს კუბამ, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა. გემზე მყოფი ებრაელები იძულებულნი იყვნენ დაბრუნებულიყვნენ უკან ევროპაში , ისევ ნაცისტების კონტროლის ქვეში.
<ნაცისტი გერმანელისთვის არ არსებობს არც ქალი, არც ბავშვი, ყველა ერთია>
მეორე მსოფლიო ომის დაწებამდე ცოტა ხნით ადრე ფიურერმა (უზენაესი ლიდერი) ოფიციალურად დაემუქრა ებრაელებს როდესაც იგი სიტყვით გამოვიდა ბერლინში: " ჩემი ცხოვრების პერიოდში მე ხშირად წინასწარმეტყველური განცხადებები გამიკეთებია. პასუხად ქილიკი მომისმენია. ჩემი ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლისას, მხოლოდ ებრაული რასა შეხვდა ამ ჩემს წინასწარმეტყველურ განცხადებებს ღიმილით, შემდეგ მე მათ ვეუბნებოდი რომ მოვა დრო როდესაც ხელში ავიღებ ძალაუფლებას და რომ მე ვიქნებოდი ერთ-ერთი პირველი იმათგან ვინც გადაწყვეტდა ებრაულ პრობლემას. ამას რომ ვამბობდი ებრაელების ღიმილი უკვე სიცილში გადაიზარდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ, ისინი ცოტა ხანში გაიცინებე სახის მეორე მხარეს. დღეს მე კიდევ ერთ წინასწარმეტყველურ განცხადებას გაკეთებ: თუ საერთაშორისო ებრაული ფინანსისტები წარმატებას მიაღწევენ ჩაითრიონ ერები კიდევ ერთ მსოფლიო ომში, შედეგად არ იქნება ბოლშევიზმის გამარჯვება რაც ასოცირდება ებრაელების გამარჯვებასთან, არამედ - ებრაული რასის სრული განადგურება ევროპაში!"
ჰიტლერს თავიდანვე ჩანაფიქრად ჰქონდა დაედანაშაულებინა ებრაელები ახალი ომის დაწყებისთვის რასაც თვითონ ჰიტლერი გეგმავდა. ომი კი დაიწყო 1939 წლის სექტემბერში როდესაც, გერმანულმა ჯარმა გადალახა პოლონეთის საზღვარი, ქვეყანა სადაც 3 მილიონი ებრაელი ცხოვრობდა. პოლონელები სწრაფად დანებდნენ ჰიტლერს ხოლო - ებრაელები ძალის გამოყენებით გაუყენეს გეტოს გზას შემდეგ ქალაქებში: ლოძი, კრაკოვი, ვარშავა. გეტოს შიგნით ათი ათასობით ადამიანი იტანჯებოდა სხვადასხვა სახის გართულებებით. ზოგი შიმშილმა იმსხვერპლა ზოგი დაავადებამ რაც სწრაფას ვრცელდებოდა გეტოს მჭოდრო რეგიონში და ასე ნელი სიკვდილით იხოცებოდა ხალხი. სულ მალე, გეტოს მმართველობა გადავიდა ჰეინრიხ ჰიმლერის ხელში რომელიც მაშინ წარმოადგენდა ეს ეს ლიდერს, ეს ორგანიზაცია კი ჰოტლერის ყველაზე ნდობით აღჭურვილი იყო, ორგანიზაცია რომელიც შედგებოდა ფანატიკოსი ახალგაზრდებისაგან რომლებსაც მართლაც სჯეროდათ გერმანული წმინდა სისხლის შესახებ.
<უკომენტაროდ>
1940 წლის გაზაფხულზე ჰოტლერმა ბრძანება გასხა საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობის შესახებ პოლონური ქალაქ ისვენციმის ახლოს რომელიც, შემდეგ სხვა, გერმანული სახელით მოიხსენიება აუშვიცი. მათ ხალხი სჭირდებოდათ რომ პოლონელი ტყვეები გამოემწყვდიათ აქ ასევე საკმარისად ჰყოლოდათ მონურად მომუშავე ხალხი იმ გერმანულ ქარხნებში რაც სულ მალე უნდა წამომართულიყო მიმდებარე ტერიტორიებზე.
ამასობაში, ჰიტლერი განაგრძობდა თავის დამპყრობლურ ლაშქრობას ევროპის გასწვრივ. შევიდა ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლუქსემბურგში და საფრანგეთში, კიდევ უფრო გაიზარდა ებრაელების რიცხვი ნაცისტების კონტროლქვეში. სწორედ ამ დროს დაიწყეს ებრაელთა რაოდენობის დაზუსტებაზე ზრუნვა, ასევე ყველა ებრაელი ვალდებული იყო რეგისტრაციაში გაეტარებინა მათ ხელთ არსებული ყველა სახის ქონება. მაგრამ, კითხვა კითხვად რჩებოდა - რა ვუყოთ მილიონობით ებრაელს ჩვენი, ნაცისტების კონტროლის ქვეშ მყოფთ, - აი, ამ კითხვას ეკითხებოდნენ ნაცისტები თავის თავს. ამ საკითხს მათ დაარქვეს Judenfrage (Jewish question) "ებრაელთა საკითხი".
მომდევნო 1941 წელი იყო გადამწყვეტი მსოფლიო ისტორიისთვის რადგან ჰიტლერმა წამოიწყო მანამდე არნახული ავანტიურა თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანელები ცდილობდნენ ამით ორი კურდღელი მოეკლათ, კომუნისტებისა და ებრაელების განადგურების თვალსაზრისით. 41 წლის გაზაფხულზე, ეს ეს-ის ლიდერმი ჰაინრიხ ჰიმლერი ბერლინში იბარებს აუშვიცის პირველ კომანდერს რუდოლფ ჰესს და ეუბნება: " ფიურერმა მიაგნო ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის გზას. ჩვენ ეს ეს -მა უნდა განვახორციელოთ იგი. მე ა მიზნით ამოვარჩიე აუშვიცი".
<ეგრეთ წოდებული სიკვდილის ჭიშკარი, ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი, აქ შემომსვლელი ადამიანი, უკან ცოცხალი ვეღარასოდეს გავიდოდა>[URL=http://imageshack.us]

ამ პერიოდში აუშვიცში უკვე აშენებდნენ მეორე , უფრო დიდ საკონცენტრაციო ბანაკს აუშვიცი 2 (ბირკენაუ). ეს ადგილი გახდება სწორედ ის ტერიტორია სადაც 4 უზარმაზარი გაზის კამერები აშენდება ხალხის მასიური განადგურების მიზნით. ეს იდეა გაზით ხალხის დახოცვისა გაჩნდა "ევთანაზიის" პროგრამის (ეგრედ წოდებული " მადლიერი მკვლელობა" )შემდეგ, როდესაც გერმანიაში და ავსტრიაში დაუძლურებილ და ინვალიდ ადამიანებს უსწორდებოდნენ გერმანელი ექიმები.
აქამომდე ისინი იყენებდნენ ექსპერიმენტალურ მობილურ გაზის კამერებს, რუსეთში ებრაელების დახოცვისთვის. სპეციალურად საბარგო მანქანა გადაკეთებულ იქნა გაზის კამერად სადაც, შეშვებული იყო სპეციალური მილებით მანქანის გამონაბოლქვი. კამერა ჰერმეტულად დახურული იყო და ჟანგბადის უკმარისობისაგან ხალხი სულს ლევდა. ამ მეთოდმა არ გაამართლა რადგან გამტარიანობა იყო ცოტა და ნაცისტებმა ეს არაპრაქტიკულ მეთოდად მონათლეს. ამ, პერიოდში ისე ყველაზე პოპულარულ გზად ხალხის მასობრივი განადგურებისა რჩებოდა მასობრივი დახვრეტა. მარტო 1941 წლის სექტემბერში 33 000 ათასი ებრაელი გამოასალმეს დახვრეტის სიცოცხლეს კიევთან ახლოს.
<კოალიციური ჯარის მიერ ბანაკის განთავისუფლება. პირველი სურათი რაც ჯარმა ნახა, ქალის ნაწამები გვამები>[URL=http://imageshack.us]

შემდეგი, 1942 წელი გახდა დასაწყისი ხალხის მასობრივად განადგურების ახალი მეთოდის გამოყენებისა, მეთოდისა რომელსაც მანამდე კაცობრიობა არ იცნობდა. იანვრის თვეში თხუთმეტი მაღალი თანამდებობის ნაცისტი რომლებსაც ხელმძღვანელობდა რეინჰარდ ჰეიდრიჰი, მეორე კაცი ეს ეს-ში, შეიკრიბა ბერლინში, სპეციალურ კონფერენციაზე რომ შეეჯერებინათ საბოლოო გადაწყვეტილების დეტალები. ყველა ევროპელი ებრაელი დღეის შემდეგ უნდა გაგზავნილი იყოს პოლონეთში, შემდეგ ბანაკებში: ბალზეცი, სობიბორი, ტრებლინკა და აუშვიცი-ბირკენაუ.
ოპერაცია კოდური სახელწოდებით " აკტიონ რეინჰარდ" (რეინჰარდ ჰეიდრიჰის საპატივცემულოდ) დაიწყო ფინალური სვლისთვის იმავე წლის გაზაფხულზე.
თითოეული ნაბიჯი ნაცისტებისა იყო დეტალურად გათვლილი და დაგეგმილი. როდესაც ებრაელები მიაღწევდნენ მატარებლით ბელზეცს, სობიბორს და ტრებლენკას , ეს ეს-ის ჯარისკაცები ეუბნებოდნენ რომ აქ ტრანზიტულად გაჩერდნენ, რომ გზა უნდა გაეგრძელებინათ საბოლოო დანიშნულებამდე. მანამდე კი მათ უნდა ტანსაცმლის დეზინფექცია ჩაეტარებინათ ასევე, შხაპის მიღებას სთავაზობდნენ უკლებლივ ყველა ებრაელს. ამის შემდეგ, კაცებს ანცალკევებდნენ ბავშვებისა და ქალებისაგან , მიჰავდათ გასახდელი ოთახებისკენ და სულ აშიშვლებდნენ ხალხს. ქალებს და გოგოებს თმებს ძირში აჭრიდნენ გახდის დროს (თმები გამოყენებული იყო გერმანული ტექსტილის კომპანიის მიერ). შემდეგ , მერ კაცები მერე ქალები და ბავშვები გადიოდნენ სპეციალურ ბილიკს (ბილიკს სახელად ეს ეს -ის ოფიცრებმა დაარქვეს Himmelstrasse, გზა სამოთხისკენ) რომელსაც პირდაპირ გაზის კამერებთან მიჰყავდა ხალხი. როდესაც ბოლო პატიმარი შევიდოდა სპეციალურად მოწყობილ საშხაპეებში, კარები იხურებოდა ჰერმეტულად და სასიკვდილო კარბონ მონოქსიდის გამონაბოლქვით ავსებდნენ ოთახს.
აუშვიც-ბირკენაუში მიყვანილ ტყვეებს ეუბნებოდნენ რომ აკურატულად ჩამოეკიდათ თავიანთი ტანსაცმელი სპეციალურ საკიდებზე და რომ მათ საკიდების ნომრები უნდა დაემახსოვრებინათ რომ ტანსაცმელი ადვილად მოეძებნათ აბანოდან გამოსვლის შემდეგ. მათ ეძლეოდათ საპონი და მიჰყავდათ სპეციალურ გაზის კამერებში სადაც დამონტაჟებული იყო ტყუილი შხაპები. კარბონ მონოქსიდის ნაცვლად აქ იყენებდნენ სპეციალურ მხუთავ გაზს ციკლონ ბი-ს (Zyklon-B). როდესაც ბოლო პატიმარი შევიდოდა კამერაში, კარები ხელათვე იკეტებოდა და სახურავზე დამონტაჟებული ხვრელებიდან იყრებოდა ეს მხუთავი გაზის კრისტალები. მას მწარე ნუშის გემო ჰქონდა.
<შხამი, ციკლონ ბი-ს გამოყენებული კონტეინერი>
ყველა ბანაკში არსებობდა სპეციალური ჯგუფი რომლებსაც უძახდნენ ზონდარკამანდებს, ესენიც პატიმრები იყვნენ თავის დროზე მაგრამ მცირედის სანაცვლოდ დათანხმდნენ ნაცისტების სამსახურში ყოფნას. მათი მოვალეობა იყო გვამების გამოტანა გაზის კამერებიდან, ოქროს კბილების ამოცლა დაღუპული ხალხისგან, ასევე ჯიბეების კარგად გაჩხრეკვა რომ გადამალული ფასეული ნივთები აღმოეჩინათ. ნაცისტები გვამებს სხვადასხვა ხერხით იშორებდნენ, მათ შორის მასობრივი დასაფლევება ერთ გრძელ და ღრმა ორმოში. ანდა , სხეულის დაწვა ღია ტიპის ორმოებში, ანდა, სპეციალურ დახურული ტიპის კრემატორიუმებში სადაც სულ მუდამ ღუმელი გახურებული იყო. დარჩენილი ტანსაცმელი, ფული, ოქრო, სამკაულები, საათები, სათვალეები იგზავნებოდა გერმანიაში ხელახალი გამოყენებისთვის. ქალის თმები, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე იგზავნებოდა ბავარიაში ტექსტილის კომპანიისთვის.
ერთი არაორდინალური ფაქტორი მგზავრობისა სიკვდილის ბანაკებისკენ იყო ის რომ, ისინი მესამე კლასის ბილეთების ყიდვას აიძულებდნენ ებრაელ პატიმრებს, რომ ისინი დასავლეთიდან აღმოსავლეთში უნდა დასახლებულიყვნენ. ხშირად, პატიმრებს ავსებინებდნენ სპეციალურ ბარათებს ტყუილი მისამართებით და აგზავნიდნენ სახლში. ბარათზე ეწერა : "ჩვენ აქ ყველანი კარგად ვართ. გვაქვს კარგი სამუშაო და ჩვენდამი მობყრობა კარგია. ერთი სული გვაქვს როდის გიხილავთ ჩვენთან ერთად".
ძალიან ხშირად გეტოში დამწყვდეულ ხალხს გერმანელები ეუბნებოდნენ რომ მათ სამუშაოდ გადააგზავნიდნე სხვა ადგილზე. ამ წინადადებას ებრაელები დადებითად ხვდებოდნენ , იმას ფიქრობდნენ რომ იქნებ გეტოს გაუსაძლის კანონს თავს დავახწევო და ახალ ადგილზე ამაზე უარესი პირობები ხომ არ იქნებაო?! მაშინ, მათ ყრიდნენ საბარგო ვაგონებში, სადაც არ იყო გათბობა, ელემენტარული სანიტარული პირობებ, ბევრი მგზავრი ადგილზე ჩასვლამდე იღუპებოდა.
როდესაც საბარგო მატარებელი მიაღწევდა აუშვიცის ბანაკამდე ეს ეს ოფიცერი ექიმებია ამოწმებდნენ პატიმრებს, მუშაობისთვის გამოსადეგარი ხალხი ცალკე გაჰყავდათ დანარჩენებს უკვე განაჩენი გამოტანილი ჰქონდათ - გაზის კამერა. ცოტა რაოდენობა პატიმრებისა , ტყუპი ბავშვების ჩათვლით ირჩეოდა სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარებისთვის.
მიუხედავად იმისა რომ, ნაცისტებს უკიდურესად გასაიდუმლოებული ჰქონდათ ასეთი ტიპის ბანაკების არსებობა, ჭორებმა მაინც გაახწია საზღვრებს გარეთ და თანდათანობით საზოგადოებას მოეფინა მათი საქმენი საგმირონი ბანაკებში განხორციელებული. 1942 წლის ივნისისა და ივლისის ნიუ იორკ თაიმსის გამოცემებში გაიჟღერა ინფორმაციამ რომ, 1, 000 000 ებრაელი უკვე დახოცილი იყო ამ პერიოდისთვის.
იმავე წელს, მსოფლიო ებრაული კონგრესის შვეიცარიელმა წარმომადგენელმა შეძლო საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება ებრაელი ერის განადგურების გეგმის შესახებ. მან მაშინათვე გადააგზავნა აღნიშნული ინფორმაცია ლონდონსა და ვაშინგტონში. 1942 წლის დეკემბერში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ანტონი ედენმა მოიწვია სპეციალური ბრიფინგი სადაც მან განაცხადა რომ " ნაცისტური პარტიის მიმდევრები უკვე ახორციელებდნენ ჰიტლერის ვერაგულ გეგმას რომელიც ეხებოდა ევროპის ებრაელების სრულ და საბოლოო განადგურებას".
<ეს გოგონაც დამნაშავეა?!>[URL=http://imageshack.us]

ამერიკელი ებრაელების პასუხი აღნიშნულ მოქმედებებთან დაკავშირებით იყო პირდაპირი და მკაცრი. 1943 წლის მარტში მათ მოაწყვეს დიდი გამოსვლა მედისონ სქვე გარდენში სადაც ამერიკის მთავრობას მოსთხოვეს უფრო აქტიური ნაბიჯები გადაედგა ებრაელების სახსნელად. ამის საპასუხოდ მთავრობამ მოიწვია ბერმუდის კონფერენცია 19-30 აპრილს, სადაც ამერიკელი და ბრიტანელი დიპლომატები საუბრობდნენ თუ როგორი ქმედებებით დახმარებოდნენ გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ებრაელებს. მაგრამ, შეხვედრებმა საბოლოო შედეგი ვერ გამოიღო.
შვიდი თვის შემდეგ, 1943 წლის ნოემბერში, კონგრესში გაიმართა მოსმენა ამერიკის დეპარტამენტის უსუსურობისა და უძლურობის შესახებ ევროპელი ებრაელების საკითხში. აღნიშნულ პოლიტიკურ წნეხს პრეზიდენტმა რუზველტმა უპასუხა სპეციალური კომისიის შექმნით სახელად " ომის ლტოლვილთა საბჭო" 1944 წლის იანვარში რომ დახმარებოდნენ ნეიტრალურ ქვეყნებს ებრაელების ხსნაში. ამ საბჭომ დიდი როლი ითამაშა დაახლოებით 200 000 ებრეალის ხსნაში სიკვდილის ბანაკებიდან, ისეთი გმირი დიპლომატების დახმარებით როგორიც მაგალითად იყო შვედი რაულ ვალენბერგი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს დიდ საფრთხეში აყენებდა როდესაც ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებდა.
ასევე, ომის ლტოლვილთა საბჭო მხარს უჭერდა აუშვიცის საჰაერო თავდასხმას , თუმცა ეს არ განხორციელდა რადგან, ეს მხარე არ ითვლებოდა გადამწყვეტ სამხედრო სამიზნედ. ამერიკა ფიქრობდა რომ საუკეთესო გზა ნაცისტების შეჩერებისა იყო რაც შეიძლება სწრაფად დაემარცხებინათ ნაცისტური რეჟიმი.
1944 წლის აპრილში, ორმა ებრელმა პატიმარმა შეძლო აუშვიცის დატოვება და ჩეხოსლოვაკიაში შეღწევა. ერთ-ერთი მადგანი რუდოლფ ვიდრბა წარადგინა სრული აღწერილობა აუშვიცის სიკვდილის ბანაკისა სლოველეთის პაპთან, რაც დაუყოვნებლივ გადაეცა ვატიკანს. თუმცა პაპმა პიუს მე-12-მ დუმილი არჩია აღნიშნულ დანაშაულზე და არავიტარი კომენტარი არ გაუვრცელებია.
<აი, რა მიიღო ხალხმა ნაცისტების აღზევებით>
ნაცისტები შეეცადნენ გაექარწყლებინათ ებრაელთა საბოლოო განადგურების ფაქტები, როდესაც მოიწვიეს წითელი ჯვრის წარმომადგენლები ჩეხეთში მდებარე გეტოში. მათ გაიარეს ქუჩებში, ბანკებში, კაფეებში, ასევე დაესწრნენ ებრელი ბავშვების მიერ გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტში. თითქოს სიწყნარე სუფევდა ყველგან. როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა დატოვეს გეტო, უმეტესობა გეტოს მცხოვებლებისა, ბავშვების ჩათვლით გაგზავნეს გაზის კამერებში.
იყო რამოდენიმე შემთხვევა როდესაც ებრაელები აჯანყებებს აწყობდნენ ნაცისტების წინააღმდეგ. ყველაზე თვალსაჩინო გამოსვლა განხორციელდა ვარშავის გეტოში რომელიც გაგრძელდა 28 დღე და სადაც 750 ებრაელი სუსტად შეიარაღებული ებრელი იბრძოდა 2000 ეს ესის კარგად შეიარაღებული ოფიცრების წინააღმდეგ. საბოლოოდ ნაცისტებმა გადაწვეს მთელი გეტო.
<ბანაკის განთავისუფლება საბჭოთა ჯარების მიერ. გადარჩენილი ქალები, ბირკენაუს ბარაკში>
ერთ-ერთი ეს ესის ოფიცერი გეტოს გადაწვას ასე იხსენებს: " ებრაელები მანამდე რჩებოდნენ ალმოდებულ სახლებში სანამ, საშიშროება საწვისა არ იყო უკიდურესად მძაფრი. შემდეგ ისინი მაღალი სართულებიდან პირდაპირ ხტებოდნენ, მიუხედავად დამტვრეული ძვლებისა ისინი მიხოხავდნენ უახლოეს სახლებისკენ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ეკიდა ცეცხლი კარგად. მიუხედავად ცოცხლად გამოწვის საფრთხისა , ისინი არჩევდნენ ისევ შევარდნილიყვნენ ალმოდებულ კორპუსებში ვიდრე ჩვენ ჩაგვარდნოდნენ ხელში".
წინააღმდეგობებმა იმატა სიკვდილის ბანაკებშიც, ასევე. 1943 წელს, ტრებლინკაში ებრაელმა პატიმრებმა სასტიკი აჯანყება მოაწყვეს, რის შემდეგაც ჰიმლერმა ბრძანა ბანაკის სრული განადგურება და დახურვა. ასევე, სობიბორის ბანაკიდან განხორციელდა დიდი გაქცევა 1943 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც ებრაელებმა და საბჭოთა ტყვეებმა მოკლეს 11 ეს ეს ოფიცერი, გააღწიეს გისოსებს მიღმა და საბოლოოდ 300 მა კაცმა შეძლო ტყეს შეეფარებინა თავი. ამ სამასი კაციდან ყველა დახოცილი იქნა 50 ადამიანის გარდა როდესაც ნაცისტებმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნადირობა გამართეს მათ დასახოცად. ამ აჯანყების მერე, ჰიმლერმა გახურა საბიბორის სიკვდილის ბანაკიც.
< გარდაცვლილების გაცილება საბოლოო გზაზე> 
თუმცა, მიუხედავად იმისა რომ მთელი ევროპა ნაცისტების ხელში იყო, იყო არაებრაელი ხალხი რომლებიც საკუთარ თავს სწირავდნენ ებრაელების გადასარჩენად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მამაცი გმირი, გერმანელი ოსკარ შინდლერი რომელმაც 1200 ებრაელს სიცოხლე აჩუქა როდესაც ისინი გადაიყვანა სამუშაო ბანაკიდან თავის ქალაქში ბრუნლიტში. დანიამ, თითქმის მთელი დანიელი ებრაელები (7000 ადამიანი) გადაარჩინა, მათი ზღვით გაპარებით უსაფრთხო ადგილას. არის კიდევ რამოდენიმე , მცირე შემთხვევები ებრაელებზე ზრუნვისა. ყველა დანარჩენ ევროპის ქვეყნებში ხალხი და მათი მთავრობები პასიურად შესცქეროდნენ ებრაელების დეპორტაცია, მათ სვლას ქუჩებში ვაგზლებისკენ სადაც საბარგო მატარებლები მზად იყო სიკვდილის ბანაკებისკენ გასამგზავრებლად. ბევრი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ნაცისტების მიერ განხორციელებულ ყველა სახის აქტებში ებრაელების წინააღმდეგ.
1944 წლისთვის, გერმანული არმია აღარ არის ისეთი მძლავრი როგორც ომის დაწყებისას, შესაბამისად მათ განიცადეს მრავალი მარცხი სხვადასხვა ფრონტზე. მიუხედავად ამისა, ებრაელების განადგურების გეგმა სრული წინსვლით ხორციელდებოდა. საბარგო მანქანები და საბარგო მატარებლები რომელთა დიდი საჭიროება იყო გერმანული არმიისთვის იყო გამოყენებული ეს ესების მიერ, ებრაელი ტყვეების ტრანსპირტირებისთვის აუშვიცისკენ.
იმავე წლის მაისში, ეს ესის ოფიცრის ადოლდ ეიჰმანის ხელმძღვანელობით განხორციელდა ბოლო დიდი დეპორტაცია ჯერ კიდევ ცოცხალი ებრეალებისა აუშვიცისკენ. ორი თვის განმავლობაში 430 000 უნგრელი ებრაელი გაუყენეს სიკვდილის ბანაკის გზას. სწორედ ამ პერიოდში აუშვიცში დაფიქსირდა ყველაზე დიდი რიცხვი ადამიანთა დღიური ხოცვისა, 9000 ადამიანი დღეში. ექვსი ღია ტიპის თხრილები იქნა გამოყენებული სხეულების დაწვისთვის რადგან გვამების რაოდენობა სჭარბობდა კრემატორიუმებში დასაწვავ დღიურ ნორმას.
პირველი ბანაკი რომელიც განთავისუფლებული იქნა იყო მაიდანეკის ბანაკი, აღმოსავლეთ პოლონეთი 1944 წლის 24 ივლისს, საბჭოთა ჯარების მიერ. საბოლოო გათვლებით აქ მოკლული იქნა 360 000 ადამიანი. როდესაც საბჭოთა არმია ახლო იყო აუშვიცთან, სადისტური ფაქტების დამალვის მიზნით ჰიმლერმა ბრძანა გაზის კამერების სრული ლიკვიდაცია. ეს ესის ოფიცრებმა დაიწყეს დარჩენილი ტყვეების გადაყვანა მოშორებულ ადგილას. ბევრი ტყვე დახვრეტილ იქნა ეს ესების მიერ გზაში, როდესაც დაუძლურებული ტყვეები ვეღარ აგრძელებდნენ გზას ანდა მოსიარულე კოლონას ასცდებოდნენ.
საბჭოთა ჯარი აუშვიცში შევიდა 1945 წლის 27 იანვარს. ამ დროისთვის 1. 500 000 (ერთი მილიონ , ხუთასი ათასი) ებრაელი, ასევე პოლონელები, საბჭოთა ომის ტყვეები, ბოშები უკვე განადგურებულნი იყვნენ. ამავე პერიოდში განთავისუფლებული იქნა შემდეგი სიკვდილის ბანაკები: ბუხენვალდი, ბერგენ-ბელსენი, დახაუ. ამ, ამ დროს კი უკვე მზეს მოეფინა ნაცისტების 12 წლიანი მმართველობის საშინელებები როდესა ბანაკებში აღმოჩენილი იქნა უამრავი გვამი, თვითმხილველები აღწერდნენ ტყვეობაში ყოფნის წარმოუდგენელ კადრებს და ისტორიებს.
1945 წლის 30 აპრილს, საბჭოთა ჯარების დაუდგრომელი შეტევის შედეგად ჰიტლერი თავს იკლავს, მესამე რეიხი საბოლოოდ მარცხდება. ამ პერიოდისთვის, ევროპის უმეტესი ნაწილი ებრაელებისა უკვე განადგურებული იყო. 4 000 000 (ოთხი მილიონი) განადგურდა გაზის კამრებში ხოლო, 2 000 000 (ორი მილიონი) დახვრეტილ იქნა ანდა დაიხოცნენ გეტოში. მეორე მსოფლიო ომის სამმა გამარჯვებულმა მხარემ, ამერიკამ , დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა დაიწყეს დიდი გამოძიება იმის შესახებ თუ ვინ იყო დამნაშავე, ვის უნდა აეღო საბოლოოდ პასუხისმგებლობა ჩადენი დანაშაულისთვის კაცობრიობის წინაშე. შვიდი თვის მოგვიანებით, დაიწყო ნიუნბერგის პროცესი, საბრალდებო სკამზე დაჯდნენ 22 ნაცისტი მაღალჩინოსანი რომელთაც ბრალად ედებოდა წარმოუდგენელი სისასტიკით ჩადენილი ქმედებები მსოფლიოს წინააღმდეგ.
საბრალდებო პროცესის დროს, პოლონეთის ყოფილმა ნაცისტმა გუბერნატორმა ჰანს ფრანკმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "გავა ათასობით წელი, მაგრამ გერმანიის დანაშაული კვლავ დარჩება მეხსიერებაში".
<ეს აღარასოდეს, აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს!!>
P.S. გთხოვთ, მომიტევოთ ორთოგრაფიული თუ გრამატიკული შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში. დრო რაც მოვანდომე ამ მასალის დამუშავებას არანაირად არ იყო საკმარისი მასალის სრულად მოცვისთვის მაგრამ, მაინც დიდი სურვილი მქონდა დღის სინათლე ენეხა აღნიშნულ საკითხს. მადლობა. This post has been edited by mahatma-gandhi on 27 Apr 2008, 01:48